среда, 19 мая 2021 г.

ალექსანდრ ტიტოვი საეჭვო პირები: ისტორიები და ქვეკასტი


ალექსანდრ ტიტოვი 

საეჭვო პირები: ისტორიები და ქვეკასტი   https://novayagazeta.ru/articles/2020/03/19/84387-podozritelnye-litsa-istorii-i-podkast

რუსეთში და სხვა ქვეყნებში Face-ID ტექნოლოგიები ინერგება: რა არ არის ისე?

2018 წელს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიის დახმარებით, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა მოახდინეს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ორი ოფიცრის იდენტიფიცირება, რომლებმაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს მამა-შვილ სკრიპალების  წინააღმდეგ. ხოლო 2020 წელს მერმა სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის პოლიცია იყენებს სახის ამოცნობის სისტემას კორონავირუსის ეპიდემიის დროს ჩინელების „იზოლაციის“ გასაკონტროლებლად. მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი იურიდიული სტანდარტი სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებისთვის. მით უფრო საინტერესოა, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ის ქვეყნები, რომლებიც ნერგავენ Face-ID- ს.


როგორ მუშაობს ეს?

სახის ამოცნობის ტექნოლოგია იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ბიომეტრიული მონაცემების ფოტოსა და ვიდეოსთან შესადარებლად. პროცესი შედგება ორი ეტაპისგან - სახის ამოცნობასა და მის იდენტიფიკაციისგან. ჯერ ალგორითმი აანალიზებს ვიდეონაკადს კამერიდან, სახის მახასიათებლების განსაზღვრისას, რომლებიც განასხვავებს ერთ ადამიანს მეორისგან. კომპიუტერი აანალიზებს მთელ გამოსახულებას და მიჰყავს ის ხაზების, კიდეების და კუთხეების კომპოზიციამდე, რათა დადგინოს ერთი და იგივე ადამიანი  სხვადასხვა განათების, მიმიკის  და სხვა პირობებში.

შემდეგი ეტაპია ადამიანის იდენტიფიკაცია. ამისათვის მისი სახე უნდა შეადარონ არსებულ მონაცემთა ბაზას, რომელიც უკვე შეიცავს სახის ფოტოებს მასთან მიბმული ანკეტებით.


სამართლებრივი ბაზის და გამჭვირვალობის არარსებობა

როგორ მიაღწევენ ბალანსს ადამიანის უსაფრთხოების და უფლებების ზომებს შორის, ამას თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად წყვეტს. ეს გადაწყვეტილებები უამრავ კითხვას იწვევს ადამიანის უფლებათა დამცველებში.

2019 წლის მარტში ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას CEIEC-თან - ჩინურ კორპორაციასთან, რომელიც ახორციელებს ელექტრონიკის ექსპორტს და იმპორტს. CEIEC აწვდის საზღვარგარეთ სამხედრო ტექნიკას და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემებს. კომპანიამ ყირგიზეთს ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა უფასოდ მიაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად CEIEC–მა ამაში 5 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო.

ყირგიზეთსა და ჩინურ კომპანიას შორის ხელშეკრულების დადებიდან მალევე, უფლებადამცველთა ჯგუფმა და „სამოქალაქო კონტროლის კომიტეტის“ სამოქალაქო აქტივისტებმა  გააპროტესტეს „შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ქმედებების აშკარა უკანონობა“.

პირველ რიგში, ყირგიზეთში საზოგადოებას არ განუხილავს სახეების ამოცნობის ტექნოლოგიით აღჭურვილი სათვალთვალო კამერების დანერგვა. მეორეც, ქვეყანას არ აქვს საკმარისი საკანონმდებლო ბაზა ასეთი კამერების გამოყენებისთვის. მესამე, არ არსებობს ინფორმაცია, ვისი სახეები დაექვემდებარება დამუშავებას: მხოლოდ მათი, ვინც ძებნილია, თუ ყველასი ერთად?

შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ თავად ტექნოლოგია ჩინეთში შეიქმნა და გამოცდილი იქნა უიგურებზე - ეროვნულ უმცირესობაზე, რომლის უფლებები მასობრივად ირღვევა ქვეყანაში. ტექნოლოგია, რომელსაც ახლა წარმატებით ექსპორტირებს ჩინეთის CEIEC, შეიქმნა უიგურებზე დაკვირვების შედეგად.


პირად ცხოვრებაში შეჭრა

ინდოეთის დედაქალაქში დაიწყო სათვალთვალო კამერების დამონტაჟება კრიმინალის დონის შესამცირებლად. ამას პირდაპირ სკოლებში აკეთებენ. ასეთ კამერებზე წვდომა ასევე აქვთ მოსწავლეთა მშობლებს - ტელეფონის სპეციალური აპლიკაციის საშუალებით. წვდომა დაშვებულია დღეში ორჯერ, ხუთი წუთის განმავლობაში.

ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, სადაც ეს კამერებია დამონტაჟებული, კმაყოფილია სისტემის მუშაობით. მისი აზრით, კამერები ეხმარება სასკოლო კონფლიქტების ოპერატიულად მოგვარებაში, ქურდობასთან დაკავშირებული მომენტების აღმოჩენაში, ასევე უბედური შემთხვევების გარემოებების აღდგენაში. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ზოგიერთი მასწავლებელი უკმაყოფილო აღმოჩნდა ვიდეოთვალთვალის სისტემით, რადგან ჩათვალეს, რომ ეს მათ პირად ცხოვრებაში შეჭრაა. ფსიქოლოგების აზრით, ბავშვებშიც იწვევს დემოტივირებას იმის გაცნოებიერება, რომ მათ მუდმივად უთვალთვალებენ.


ევროპული პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მუშაობის წყალობით, ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში იურიდიული პრაქტიკა და მიდგომები მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლი გარანტირებს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას. გადაწყვეტილებაში საქმეზე „რიისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსაზღვრა  სახელმწიფოს ვალდებულება ამ საკითხში.

სახელმწიფომ პირადი ცხოვრების პატივისცემის შეზღუდვა უნდა შემოიღოს კანონის საფუძველზე (in accordance with the law),  მას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი (legitimate aim), აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში (necessary in a democratic society). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეული სახელმწიფო დამოუკიდებლად განსაზღვრავს ჩარევის საზღვრებს, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რჩება საზღვრების განსაზღვრის უფლება, რომლის მიღმა ჩარევა არ უნდა გავრცელდეს.

მიუხედავად ამისა, ევროპაში ამ ტექნოლოგიის გავრცელებას ძალიან ფრთხილად ეკიდებიან. ვენეციის კომიტეტი დემოკრატიისთვის უფლების გზით მივიდა დასკვნამდე, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ვიდეოთვალთვალის პრაქტიკა საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ უფლებებს, ანუ პირადი ცხოვრების პატივისცემასა და გადაადგილების თავისუფლებას.

დაბოლოს, მიმდინარე წლის იანვარში ევროკომისიამ მოამზადა წინადადება ევროკავშირში საზოგადოებრივ ადგილებში სახის ამომცნობი სისტემის გამოყენების დროებითი აკრძალვის შემოღების შესახებ. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, დროებითი შეზღუდვა აუცილებელია, რათა საზოგადოებაში მოასწრონ ზომების შემუშავება, რომლებიც გამორიცხავენ შესაძლო იურიდიულ კოლიზიებს და ამგვარი ტექნოლოგიების პოტენციურად ბოროტად გამოყენებას.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised