ემოციური მომსახურება:
რატომ გრძნობენ ქალები ორის მაგივრად
და რატომ არის ტერმინი ჯერ კიდევ გასააზრებელი
ნატაშა ფედორენკო
„გოგონა, გაიღიმე!“ - დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგანს მიგვიღია ეს რჩევა ქუჩაში უცნობი მამაკაცისგან, თუმცა ისიც გიფიქრიათ, რა მაგის საქმეა, გავიღიმებ თუ არა. ქალებისგან ელიან კეთილგანწყობას და კონფლიქტების მოგვარების უნარს. ეს არის ის, რის შესახებაც წერდა Google-ს ყოფილი თანამშრომელი ჯეიმს დაიმორი თავის წერილში: ის გაათავისუფლეს სამსახურიდან მანიფესტისთვის, სადაც ამტკიცებდა, რომ IT სფეროში სექსიზმის პრობლემა ძალიან გაზვიადებულია, ხოლო ქალები უნდა კონცენტრირდნენ კომუნიკაციების მუშაობაზე, რადგან „მათ აქვთ ამისკენ ბუნებრივი მიდრეკილება“. ბრმა და ხშირად არარეფლექსირებულ რწმენას იმისა, რომ ქალებს ბუნებრივად უფრო უკეთესად ეხერხებათ ურთიერთობა, დახმარების გაწევა და მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, საერთო არაფერი აქვს გენდერთან, მაგრამ ეს უკვე დიდი ხანია ჩვევად ექცა ადამიანთა უმეტესობას. შედეგად, ქალებმა, ნებით თუ უნებლიეთ, თავის თავზე აიღეს უანგარო ზრუნვა გარშემომყოფთა ემოციებზე, ანუ ეწევიან ე. წ. ემოციურ მომსახურებას, როგორც მოცემულობას.
ემოციების იმიტაცია
ეს ტერმინი 80-იან წლებში გამოიგონეს, თუმცა გაცილებით უფრო კონკრეტული ვითარებისთვის. სოციოლოგმა არლი ჰოჰშილდმა წიგნში „The Managed Heart“ გამოიკვლია, თუ როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება, როდესაც მომსახურების სექტორი იწყებს ეკონომიკაში დომინირებას. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლები (მაგალითად, ბორტგამცილებლები და კოლექტორები) იძულებულნი იყვნენ განსაკუთრებით აქტიურად გაეკონტროლებინათ ან ემოციების იმიტირებაც კი მოეხდინათ, რომ ადაპტირებულიყვნენ კლიენტების განწყობასთან, რათა წარმატებით შეესრულებინათ თავისი მოვალეობები. ჰოჰშილდი წუხდა იმაზე, თუ როგორ აისახება ემოციური მომსახურება სამსახურში თანამშრომლების პირად ცხოვრებაზე, რა მოლოდინები აქვთ მათ მიმართ გენდერის, წარმოშობის და შემოსავლის მიხედვით. ჰოჰშილდის შემდეგ ემოციური მომსახურების ფენომენს აქტიურად იკვლევდნენ, თუმცა, მხოლოდ სამუშაო ადგილზე ქცევის თვალსაზრისით.
რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ემოციური მომსახურების, როგორც ფართო პრობლემის, აღქმა. ეს არის ერთგვარი გადახრა, რომელიც განვითარდა ქალებსა და მამაკაცთა ურთიერთობაში, სადაც ქალები უფრო მეტ „ემოციურ სამუშაოს“ ასრულებენ. მაგალითად, ქალისგან მოელიან, რომ ის წყვილში კომფორტულ ატმოსფეროს შექმნის, მამაკაცს მხარს დაუჭერს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, იზრუნებს უფროს ნათესავებსა თუ მცირეწლოვან ბავშვებზე. სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ოჯახურ ურთიერთობებს. ხშირად ემოციურ მომსახურებას სამსახურშიც, დაწყებული კოლეგებისთვის საჩუქრებისთვის ფულის შეგროვებით და დამთავრებული კორპორატივების და გამსვლელი ღონისძიებების დაგეგმვით.
ემოციური მომსახურება „უხილავია“, ამას კარგად ილუსტრირებს ხალხური სიბრძნე, რომელიც ქმარს მოუწოდებს იყო თავი, ცოლი კი კისერი, ანუ რუხი კარდინალი, რომელიც ამოიცნობს პარტნიორის ყველა გრძნობას და წარმართავს მათ სწორი მიმართულებით. ხალხურ სიბრძნეშივეა ჩადებული ტოქსიკური სტერეოტიპები „ნამდვილ ქალზე“, რომელსაც ყოველთვის ჰყოფნის სიბრძნე შეინარჩუნოს ოჯახი, კომფორტი და სითბო სახლში. ზოგადად, სანამ მამაკაცებს უფლება ჰქონდათ ღიად გამოეხატად მხოლოდ ორი ემოცია - სტოიკური სიმშვიდე და სამართლიანი მრისხანება, ქალებისგან მოითხოვდნენ დანარჩენში გარკვევას. ამერიკელი ფსიქოთერაპევტი კრისტიან ჰატჩისონი თვლის, რომ ოჯახის ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის ინიციატორი ყველაზე ხშირად ქალები არიან, ხოლო მიღების დროს ზოგჯერ საჭირო ხდება ლოდინი, სანამ მამაკაცი დამოუკიდებლად დაიწყებს საკუთარ გრძნობებზე საუბარს, და ყველაფერში არ დაეყრდნობა თავის პარტნიორს.
„ჩვენ ვაგრძელებთ ცრუ იდეის მხარდაჭერას, რომ თითქოს ბუნებით ქალები უკეთესად გრძნობენ, გამოხატავენ და მართავენ ემოციებს, ვიდრე მამაკაცები. ჩვენ უბრალოდ ქალებს ვაკისრებთ მთელ პასუხისმგებლობას ურთიერთობის გამო, სანამ მამაკაცები უბრალოდ უკან იხევენ“, - მიიჩნევს სოციოლოგი ლიზა ჰუბნერი უესტ-ჩესტერის უნივერსიტეტიდან. ამრიგად, მამაკაცებს შეუძლიათ თავიდანვე აიცილონ ურთიერთობებზე მუშაობა, ჩაიხშონ ან არ გამოიმუშავონ საკუთარი თავისადმი ემპათია, და უბრალოდ იგნორირებენ საკუთარ ემოციებს. პატრიარქალური კულტურა ამას არ უწყობს ხელს და ხშირად გმობს კიდეც. ეს იწვევს პრობლემებს არა მხოლოდ კომუნიკაციაში არსებულ, არამედ შინაგანი წინააღმდეგობების ზრდას, რომლებიც ვერ პოულობენ გამოსავალს.
ცნებების ბუნდოვანი ხასიათი
იმის გამო, რომ ემოციური მომსახურება ჯერ კიდევ ახალი ტერმინია, მის გამოყენებას სხვადასხვა პრობლემების აღსანიშნავად ცდილობენ. ამასთან დაკავშირებით „The Guardian“-მა და „Harper's Bazaar“-მა წამოაყენეს ოჯახში საშინაო ვალდებულებების არათანაბარი განაწილების თემა, კერძოდ, სიტუაცია, რომელშიც ქალი რჩება ერთადერთი, ვინც თავის თავზე იღებს ცხოვრების დაგეგმვის მთელ სამუშაოს. პროდუქტების სია, მრავალრიცხოვანი ნათესავის დაბადების დღის თარიღები, გადასახადების გადახდა, სადღესასწაულო ან ყოველდღიური მენიუ - ზოგადად, ქალი რჩება მენეჯერი, სანამ მამაკაცი მხოლოდ ასრულებს მის თხოვნებს (თუნდაც რეგულარულად და გულმოდგინედ).
„The Guardian“-მა გამოაქვეყნა უაღრესად გასაგები კომიქსი ამ თემაზე, ხოლო კოლუმნისტმა ჯემა ჰარტლიმ ძალიან ნათელი მაგალითი მოიყვანა: მისმა ქმარმა რამდენიმე დღის განმავლობაში ყურადღება არ მიაქცია ყუთს გასასვლელში, ხოლო როდესაც ქალმა გადაწყვიტა მისი გატანა, ქმარმა ჰკითხა, რატომ არ მიმართა მას დახმარებისთვის. საქმე ისაა, რომ ბევრი მამაკაცი მზადაა სახლის საქმეში დასახმარებლად, მაგრამ მიიჩნევენ მას, როგორც დავალებას, რომელიც შეიძლება დაივიწყო დამრაბისთანავე. ქალები კი, როგორც წესი, არ წყვეტენ ფიქრს სახლის დალაგების, ბავშვებისა და სადილის დამზადების შესახებ და ყოველთვის ფხიზლად არიან.
ზემოთ მოყვანილი ტექსტების ავტორებიც ამ დისპროპორციას ემოციურ მომსახურებას უწოდებენ. მართალია, ეს ეხება ყოველდღიურ უთანასწორობას და გარეგნული თანასწორობის ნაკლოვან მხარეებს - ემოციებისგან აქ მხოლოდ სამართლიანი ფრუსტრაციაა. მას განიცდიან ქალები, რომლებიც ცდილობენ სამართლიანად გაანაწილონ საშინაო სამუშაო, მათ შორის მამაკაცს უნაწილებს მენეჯერული მოვალეობების გარკვეულ ნაწილს.
ოქტომბრის ბოლოს Facebook- ზე გამოჩნდა ჯგუფი „Free Emotional Labor Club“, რომელიც შექმნეს მემარცხენე ამერიკელმა აქტივისტებმა. პროექტი ჩაუშვეს იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც არც თუ ისე კარგად ერკვევიან პოლიტიკაში და სოციალურ სფეროში, შეეძლოთ კითხვების დასმა და პასუხად მიიღონ რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ამპარტავანი: „დაგუგლე“. შეგვიძლია ვუწოდოთ მცდელობას ავუხსნათ ადამიანს ფემინიზმის, სოციალური დემოკრატიის თუ მოლეკულური ფიზიკის საფუძვლები ემოციური მომსახურება? უფრო მეტად, ნებაყოფლობითი აქტივიზმი. თუმცა RedBook-ის კოლუმნისტი ანდრეა ბარტცი ემოციურ მომსახურებად მიიჩნევს საკუთარ მცდელობასაც ხელი შეუწყოს სამსახურში გენდერულ თანასწორობას.
ურთიერთობების ბაზარი
2015 წლის მაისში, Twitter-ში ჩატარდა ფლეშმობი ჰეშტეგით #GiveYourMoneyToWomen, რომლის მიზანია წყვილებში შეუმჩნეველი მუშაობის ჩვენება. Toast-ის კოლუმნისტმა ჯესი ზიმერმანმა ირონიულადაც კი შემოგვთავაზა კონკრეტული ორაისი: „ყურადღების მიქცევა თქვენს ძალისხმევაზე - 50 დოლარი, აღფრთოვანების გამოხატვა - 100 დოლარი, საკუთარი ეგოს გაზომიერება, რომ შენ არ გაბრაზდე, - 150 დოლარი, შენს საშინელი ხუმრობებზე მშვიდად გაღიმება - 200 დოლარი, როგორც 5 წლის ბავშვისთვის ფემინიზმის საფუძვლების ახსნა - 300 დოლარი, ქალების შესახებ შენი ყბედობის მოსმენა - ფასდაუდებელია“. ფლეშმობი პროგნოზირებადად იწვევდა არაერთმნიშვნელოვან რეაქციას დასავლეთშიც კი.
დღეს ემოციურ მომსახურებაზე საუბრობენ არა მხოლოდ როგორც კონკრეტულ გენდერულ პრობლემაზე, არამედ, როგორც დისბალანსზე ადამიანებს შორის ურთიერთობებში. პაბლიკებში იძლევიან დაფიქრების რეკომენდაციას, ზედმეტად ხომ არ უჩივის თქვენი მეგობარი ქალი ცხოვრებას, უნდა დაგეხმაროთ თუ არა მას რამის სანაცვლოდ, ხოლო ინტერნეტი სავსეა მოთხრობებით იმის შესახებ, თუ როგორ „შევწყვიტე თავაზიანობა და ბედნიერი გავხდი“. ადამიანი ნამდვილად იწყებენ სხვადასხვა სახის ტოქსიკურ ურთიერთობებს, ფიზიკური ძალადობით დაწყებული და მუდმივი მანიპულირებით და გაუფასურებით დამთავრებული.
მაგრამ მნიშვნელოვანია იგრძნოთ ზღვარი ნამდვილად დესტრუქციულ კავშირსა და რთულ სიტუაციებს შორის, რომლის გადალახვაც, მაგალითად, სურს თქვენს პარტნიორს და ახლობელი ადამიანის მხარდაჭერის იმედი აქვს. ემოციურ მომსახურებას, აშკარა გენდერული კომპონენტის მიუხედავად, ადამიანის ურთიერთობებში შემოაქვს ვაჭრობის საზიზღარი ელემენტი, სადაც გაცვლა-გამოცვლა აუცილებლად თანაბარი უნდა იყოს, ხოლო მოვალეებს უბრალოდ იგნორირებენ. ციფრებში ვერ გამოხატავ ემოციური სიახლოვის ფასს, ხოლო საკუთარ თავზე ზრუნვა არ უნდა გადაიზარდოს მუდმივ ეჭვში, რომ ვიღაცამ უფრო მეტი ემოციური რესურსი მიიღო, ვიდრე ეკუთვნოდა.
ახლა, ქალები, ნამდვილად უფრო ხშირად მუშაობენ ისეთ სფეროებში, რომლებიც მოითხოვენ ემოციურ მომსახურებას. საბავშვო ბაღების ძიძები, მომვლელები, აღმზრდელები ძირითადად ქალები არიან, და უახლოეს მომავალში ეს ვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს. მაგრამ მკვლევარები იზიარებენ იმ აზრს, რომ მომავალში, როდესაც მთელ სამუშაო დაეკისრება რობოტებს და მანქანებს, ემოციური მომსახურება დარჩება თითქმის ერთადერთ სფეროდ, სადაც ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი უნიკალური უნარები: ემპათია და გარშემომყოფ ადამიანებზე გულწრფელი ზრუნვა.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised