ანდროგინის მთლიანობა
უხსოვარი დროიდან მრავალი მითი მოგვითხრობს მთლიანი ადამიანის არსებობის შესახებ, რომელიც შემდგომ ნაწილებად დაიყო და ცდილობს საკუთარ თავთან შეერთებას. პირადად მე მომწონს პლატონის ვერსიით შემოთავაზებული მითი ანდროგინის შესახებ, რომელიც წინა პოსტზე გამოვაქვეყნე.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მითები უბრალოდ ისე არ იქმნება და არსებობენ, არამედ აერთიანებენ ადამიანის ცნობიერების არქეტიპებს, ზოგიერთი კი რეალურ მოვლენებზეც მიანიშნებს, გამოდის, რომ ადამიანი, როგორსაც მას ახლა ვხედავთ, ნაწილებად არის დაყოფილი. პლატონის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში, ადამიანის უძველესი წინაპარი - ანდროგინი - უკმაყოფილო ღმერთებმა ორ ნაწილად დაყვეს. თითქოს უხილავმა სხივებმა გადაჭრეს იგი და არ მისცეს მას მთლიანად აღქმის შესაძლებლობა. მას შემდეგ, ორივე ნაწილი დაეხეტება ქვეყანაზე და ცდილობს ერთმანეთის პოვნას.
რაღაც მეუბნება, რომ დანაწილება მოხდა არა მხოლოდ ორ თანაბარ, არამედ ბევრ ნაწილად. ძირითადი დაყოფა წარმომიდგენია, როგორც ჯვრის სიმბოლო, რომელიც 4 ნაწილად გვანაწევრებს ჩვენ. გამყოფი ჯვარი მოცულობითი ფიგურაა, რომლის ცენტრი მზის წნულშია, ჯვრის სხივები კი გაბნეულია წინ და უკან, მარცხნივ და მარჯვნივ, აგრეთვე ზემოთ და ქვემოთ მზის წნულიდან.
ჩვენი კრისტალური სხეული დეფრაგმენტირებულია, დეფრაგმენტირებულია ცნობიერება, დამახინჯებულია რეალობის აღქმა. სხვადასხვა სუბპიროვნების, მამაკაცში შინაგანი ქალის არსებობა და პირიქით - ეს საკუთარი მთლიანობის შესახებ მეხსიერებაა და მის უხილავ ასპექტებთან კონტაქტი.
ნულის მსოფლმხედველობითი კონცეფცია, რომელიც ნათლად არის წარმოდგენილი ქრისტიანულ წელთაღრიცხვაში, დაყოფილ ნაწილებს ერთმანეთის ანტიპოდებად წარმოაჩენს. ესე იგი, როდესაც სხეული და ცნობიერება ერთმანეთს სცილდება, ჩვენ ვკარგავთ წვდომას ჩვენი ნაწილების მთლიანობად აღქმაზე. ცნობიერების განცალკევებული ნაწილი ან უბრალოდ ვერ ხედავს, ან აღიქვამს მის სარკისებურ ნაწილს, როგორც მის სრულ განსხვავებულობას, ან როგორც მტერს.
ახლა კი უფრო დეტალურად დაყოფის შესახებ:
1) ზედა და ქვედა - ეს ჩვენი ვიბრაციების მასშტაბებია, ზედა და ქვედა ასპექტები, მაღალი და დაბალი „მე“, ჩრდილოეთი და სამხრეთი. ჰორიზონტალური გამყოფი ხაზი აცალკევებს ჩვენს ზედა და ქვედა ნაწილებს საკუთარი თავის, როგორც მთელი არსების ნაწილის, გაცნობიერებისგან. ადამიანი ვიბრაციებით უსაზღვროა ორივე მიმართულებით. თავს მოხვეული დუალობა აიძულებს ადამიანს დააფიქსიროს თავისი ცნობიერება მხოლოდ ერთ ნახევარზე და იგნორირება გაუკეთოს მეორეს. ცნობიერების ზონის გაფართოებით, ადამიანი აფართოებს თავის ვიბრაციებს, მაგრამ ეს უკეთეს შემთხვევაში, რადგან ახლა თითქმის ყველა ცნობიერ ადამიანს აქვს ვიბრაციის გაზრდის - ანუ ცალმხრივი გაფართოების პროგრამა.
ადამიანს, რომელიც დაკავებულია მხოლოდ ვიბრაციების გაზრდით და იგნორირებს თავის ქვედა ასპექტებს, გამყოფი ხაზი გადააქვს უფრო მაღლა და იგნორირების ზონაში ტოვებს საკუთარი თავის უფრო მეტ ნაწილებს. ეს მიდგომა სიმების დაჭიმვის მსგავსია: როგორც კი ერთს მოუშვებ, ის მკვეთრად გაისვრის შორს ქვემოთ. პრინციპში, ვიბრაციის გაზრდაში საჭიროება არსებობს, რადგან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თამასა საკმაოდ დაბალი იყო. ვიბრაციების გარკვეულ დონემდე გაზრდის შემდეგ, შეიძლება გაფართოების დაწყება.
უზარმაზარი წვლილი ამ გამყოფი ზოლის განმტკიცებაში შეიტანა ქრისტიანობამ მისი სამყაროს დუალური ხედვით, განსაკუთრებით კი ცოდვების კონცეფციით, როდესაც ნებისმიერ ვიბრაციულ გამოვლინებას არ ეძლევა არსებობის უფლება. ამრიგად, ადამიანის ცნობიერება გადაადგილდება ზედა ნახევარზე და ეზიზღება საკუთარი თავი ქვედა ნახევრის გამო, ან საერთოდ არ აფიქსირებს გონებით ქვედა გამოვლინებებს. ამავე დროს, ჩვენ მყარად ვდგავართ დედამიწაზე, ხოლო ადეკვატურად ინტერპრეტირებული ქვედა ფენა გვაძლიერებს, გვაძლევს სიმტკიცეს და სტაბილურობას.
2) მარჯვენა და მარცხენა ნახევარი ქალის და მამაკაცის ბუნებაა, ინტუიცია და ლოგიკა, დასავლეთი და აღმოსავლეთი. საგულისხმოა, რომ ანდროგინის შესახებ მითში ღმერთებმა, ადამიანების შუაზე გაყოფის შემდეგ, ნახევარს თავები საპირისპირო მიმართულებით მიუბრუნეს. ჩვენს სხეულში ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო პასუხისმგებელია მარცხენა მხარეზე, და პირიქით. საიდუმლოება არ არის, რომ სიმეტრიულობის მიუხედავად, ადამიანის სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევარი გარეგნულადაც განსხვავებულია, და არც სრულად სიმეტრიული სახეები არსებობს. დაყოფა მარჯვენასა და მარცხენაზე თავს გვახვევს სხვაობას აღქმაში: ჩვენ დაყოფილები ვართ ფიზიკოსებად და ლირიკოსებად, ტექნიკოსებად და ჰუმანიტარებად, ლოგიკებად და ინტუიტივისტებად, ასევე მიაწერენ განსაკუთრებულ სპეციფიკურ მიდგომას მხოლოდ მამაკაცებს ან მხოლოდ ქალებს, მაშინ როცა სამყაროს მთლიანი სურათის შესწავლისას ოპტიმალური იქნებოდა ორივე მიდგომის გაერთიანება.
ტრადიციულად, ქალური მიდგომაა სრული ცოდნა, როდესაც პირდაპირ გაქვს წვდომა ინფორმაციაზე, ყველაფერი იცი ყველაფრის შესახებ. გვერდითი ეფექტია: აბსოლუტური ცოდნის მდგომარეობაში არ არის საჭირო რაიმე კონკრეტულის გახსნა და გაშიფვრა. მამაკაცური მიდგომაა გარე სამყაროში გასვლა და მის ნაწილ-ნაწილ შესწავლა, პარალელურად ყველასთვის თავისი ყოველი აღმოჩენის გაზიარება. გვერდითი ეფექტია - აბსტრაქციაში ჩაღრმავება და არსთან კავშირის დაკარგვა, უმარტივესი ნივთებიდან ლოგიკური ქიმერების შექმნა. რა თქმა უნდა, ცოდნის ერთი გზით არჩევითაც კი შეიძლება არსებობის არსის მიღწევა, ზოგიერთი ახერხებს კიდეც ამისგან სუფთა ლოგიკის ჩამოყალიბებას, მაგალითად, იმანუილ კანტი. მაგრამ ეს იმანუილ კანტია, მან ამას სიცოცხლე მიუძღვნა, მაგრამ სხვებს კი არ აწყენდა ინტუიციის მსუბუქი დახმარება.
3) წინა და უკანა ნაწილები. ანდროგინის მითის თანახმად, დაყოფამდე ადამიანს 4 კიდური და ორი სახე ჰქონდა და დამოუკიდებლად შეეძლო გამრავლება. დაყოფის შემდეგ მას ნორმალური ფუნქციონირებისთვის მეორე ნახევარი სჭირდება. ამ ნაწილში, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა. თუ დავუშვებთ ნახევრების არსებობას, იქნება კი ორი ადამიანი თავიდანვე განუყოფელი არსება, ორივე ნახევარი ყოველთვის განსახიერდება ერთსა და იმავე დროს, გარეგნულად ემსგავსებიან ერთმანეთს?
ჩემი აზრით, ახლა დედამიწაზე სულთა მოსვლის სისტემა იმდენად გართულდა, რომ თითოეული ნახევარი საკუთარ წრეზე დადის და განიცდის გარდაქმნის მთელ მწკრივს, რადგან ყოველთვის არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს მეორე ნახევარს. თუ აღმოჩნდება, რომ სწორედ საკუთარ ნახევარს შეხვდი, ეს გრძნობა არაფერში შეგეშლება. ჭეშმარიტი ნაწილების შეერთება ქმნის განსაკუთრებით ძლიერ ერთიან არსებას. თუ ნახევარმა ვერ ჰპოვა განსახიერება დედამიწაზე, ან განსახიერებულია ჩვენი აღქმისთვის დახურულ სამყაროში, შეგვიძლია გავიხსენოთ ჩვენი ერთიანობა და გავააქტიუროთ ჩვენი აღქმისთვის მიუწვდომელი ნაწილი.
ადამიანის თვითაღქმის შესახებ: ვფიქრობ, რომ დღეს დედამიწაზე მთლიანი ადამიანები ხშირად არ გვხვდება. უკეთეს შემთხვევაში ადამიანი საკუთარ თავს აიგივებს თავისი არსების ნახევართან, უფრო ხშირად მისი ცნობიერება ერთ მეოთხედში იმყოფება. „მე ქალი ვარ, მე ვარ ლამაზი, ამაღლებული, პოზიტიური“ - ცნობიერება ამ ეპითეტებთან აიგივებს თავს, იგნორირებს მარჯვენა და ქვედა ნაწილებს. „მე მამაკაცი ვარ, მამრი, ფინანსების მომპოვებელი“ - ცნობიერება ცხოვრებისეული სივრციდან დევნის მარცხენა და ზედა ნაწილებს. ამას მე, რა თქმა უნდა, ვუტრირებ სქემისთვის.
ყველაფერი ფრაქტალურია, ამიტომ ადამიანის დაყოფა აცალკევებს ცნობიერების ნაწილებს, როგორც ერთმანეთისგან, ისე შემოქმედისგან. თანამედროვე სხეულის შესაძლებლობები იმდენად შეზღუდულია, რომ განხორციელებისთვის იძულებული ვართ მოვახდინოთ საკუთარი თავის პროვოცირება ერთდროულად რამდენიმე სხეულში. ამოცანა რთულდება იმით, რომ გამყოფი კოჭებით ჩვენში პირდაპირ ჩაკერილია ბრძოლის მექანიზმი. სულის საფუძველზე კაცობრიობის ერთიან სახეობად გაერთიანების მაგივრად, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ დავას და ბატალიებს ნებისმიერი საბაბით, ღრმა ქვეცნობიერ დონეზე. ზედა და ქვედა, მამაკაცური და ქალური მუდმივ ბრძოლაშია. რა შეიძლება გაკეთდეს ამ თავს მოხვეული ბრძოლის აღმოსაფხვრელად? თუ იგივე პლატონს მივმართავთ, მისი ვერსიის თანახმად, ანდროგინის მთლიანობა აღდგება ღმერთის ეროსის ანუ სიყვარულის დახმარებით. გაცნობიერებული სიყვარული ყველა მისი გამოვლინების მიმართ ხელს უწყობს მთლიანობის აღდგენას. სიყვარულის ვიბრაცია აბალანსებს ჩვენს მთლიანობას. როდესაც ბრძოლაზე ვხარჯავთ ძალას და ენერგიას, ჩვენ ვაძლიერებთ გამყოფ კოჭებს.
შესაძლოა, ერთ-ერთი სასიცოცხლო ამოცანაა საკუთარი თავის შეერთება, არამარტო როგორც პიროვნების, არამედ როგორც ანდროგინის, არსებათა კლასტერში გაერთიანების გზით, რომლებსაც აქვთ მთლიანი ცნობიერება. ახალი წესრიგის ამ მთლიანობას გაჰყავს ცნობიერება, ჩვენი სახეობა, შემოქმედი ერთიანობის ახალ დონეზე. დაბოლოს, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბრანკუზის „კოცნა“.
https://digitall-angell.livejournal.com/439018.html
Тайны человеческой жизни велики, а любовь – самая недоступная из этих тайн.
Иван Сергеевич Тургенев
С сайта: https:// www.romanticcollection.ru/ lovestory/story/ citaty-pro-lyubov-velikih-l yudey.html
RomanticCollection.ru
https://avernus.ru/muzhchina-i-zhenschina/chto-takoe-liubov?fbclid=IwAR1qYD9kZ_gbwA_zjTLxTtM23QQ_N1FBdfI8331r9SUM_puxHyGk0YwggRE
https://ppt-online.org/ 480514
Видеть и уважать в женщине человека — не только необходимое, но и главное условие возможности любви для порядочного человека нашего времени.В. Г. Белинский

С сайта: https://
RomanticCollection.ru
https://avernus.ru/muzhchina-i-zhenschina/chto-takoe-liubov?fbclid=IwAR1qYD9kZ_gbwA_zjTLxTtM23QQ_N1FBdfI8331r9SUM_puxHyGk0YwggRE
https://ppt-online.org/
Видеть и уважать в женщине человека — не только необходимое, но и главное условие возможности любви для порядочного человека нашего времени.В. Г. Белинский
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised