დალესის გეგმა - ფეიკია თუ რეალობა?
1993 წლის 20 თებერვალს გაზეთში „სოვეტსკაია როსია“ პირველად გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ტექსტი, რომელზე დაყრდნობით სანქტ-პეტერბურგის და ლადოგის მიტროპოლიტმა იოანემ (სიჩევი) მკითხველებს გააცნო საშინელი საიდუმლოება: აღმოჩნდა, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია აწარმოებენ ომს რუსეთის წინააღმდეგ, საძაგელ, უმოწყალო ომს, რომლის მიზანია რუსი ხალხის ერთმანეთისგან გათიშვა. ასე დაიბადა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეთქმულების თეორია. რატომ არის ეს საჭირო და რა კავშირი აქვს რომანთან „მარადიული ძახილი“, ჩვენს სტატიაში მოგითხრობთ.
თითქოს ჯერ კიდევ 1945 წელს გაჩნდა კრამოლური გეგმა და მას ოფიციალურად ეწოდებოდა „ფიქრები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომისშემდგომი დოქტრინის რეალიზაციის შესახებ“. პრეზიდენტ ტრუმენის, ფინანსთა მინისტრის მორგენტაუს და ფინანსურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ბარუხას მხარდაჭერით დაიწყო ცხოვრებაში მისი განხორციელება.
გთავაზობთ ციტატებს, რომლებიც, ალბათ, რუსებში დიდ შეშფოთებას გამოიწვევს:
„ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს ... ჩვენს მეკავშირეებს და დამხმარებს თვით რუსეთში.
ყველა ეპიზოდში გათამაშდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი გაქრობის ტრაგედია.
... ლიტერატურა, თეატრი, კინო - ყველაფერი დაიწყებს ყველაზე ქვენა გრძნობების ასახვას და განდიდებას. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ეგრეთ წოდებულ შემოქმედებს, რომლებიც დაიწყებენ ადამიანის ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის კულტის დანერგვას - ერთი სიტყვით, ყველანაირი უზნეობის.
სახელმწიფო მართვაში ჩვენ შევქმნით არეულობას... შეუმჩნევლად შევუწყობთ ხელს მოხელეების, მექრთამეების, უპრინციპობის თვითნებობას.
ბიუროკრატიზმი და საქმის გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოებაში ... პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდება. და მხოლოდ ცოტა ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ცილისწამების გზას, გამოვაცხადებთ საზოგადოების ნაძირალებად ...“
პირველი პუბლიკაციის შემდეგ გეგმა არაერთხელ იქნა ციტირებული მემარცხენე და ნაციონალურ-პატრიოტული გაზეთების მიერ; რამდენიმე წლის წინ იგი კვლავ გაიხსენეს. მაგრამ მხოლოდ ერთეულები დაინტერესდნენ ტექსტის წარმოშობით, მისი შექმნის დროით და, რაც მთავარია, შემქმნელის სტატუსით. მრავალი მკვლევარი აღნიშნავს, რომ 1945 წელს ამერიკულ პოლიტიკაში ალენ დალესი იყო მეორეხარისხოვანი ფიგურა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსად არ განიხილებოდა. გარდა ამისა, არცერთი მონაცემი არ შემოინახა საიდუმლო შეხვედრის შესახებ, რომელზეც გაჟღერდა ეს გეგმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ჩატარების ფაქტი ფაქტობრივად ეჭვქვეშ დგება. სკანდალური ტექსტის თარგმანის ლექსიკურმა ანალიზმა აჩვენა: ტექსტი მეტად ემოციურია, თარგმანი არაზუსტი, და დალესის მიერ არ იქნებოდა გახმოვანებული.
მაგრამ ტექსტი ხომ არსებობს! ვინ არის მისი ავტორი? და აქ ჩვენ ყველაზე საინტერესოს ვუახლოვდებოთ: გეგმა ფაქტობრივად რამდენიმე პროტოტიპი ჰყავდა, და ერთ-ერთი პირველი ფიოდორ დოსტოევსკის ეკუთვნოდა. აი, რას ამბობს პიოტრ ვერხოვენსკი რომანში „ეშმაკნი“:
„ჩვენ ყველგან დავნერგავთ ლოთობას, ჭორებს, დასმენას; ენით აუწერელ გარყვნილებას ... ერთი ან ორი თაობისთვის გარყვნილება აუცილებელია; გარყვნილება გაუგონარი, საძაგელი, როდესაც ადამიანი თავს იგრძნობს საზიზღარ, მშიშარა, სასტიკ, ეგოისტ არარაობად ...“
სხვა ვერსიით, დალესის ფრაზები სსრკ-ში ყოველდღიურ ხმარბაში სუკ-ის თანამშრომლებმა შემოიღეს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. მაგრამ პირველწყაროზე ყველა პოპულარული მინიშნება კეთდებოდა წიგნზე „მარადიული ძახილი“: ჟანდარმის არნოლდ ლახნოვსკის მონოლოგზე, რომელთან შედარებით დალესის გეგმა ანტიგმირის სიტყვების უბრალოდ შინაარსის თავისუფალი გადმოცემაა.
რა თქმა უნდა, დალესის გეგმა თავიდან ბოლომდე შეიძლება ფეიკად ჩაითვალოს, რომ არა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საკმაოდ რეალური დოკუმენტები. მაგალითად, 1948 წლის 18 აგვისტოს დირექტივა ითვალისწინებს ღონისძიებების კომპლექსის „მოსკოვის ძალისა და გავლენის მინიმუმამდე დაყვანის შესახებ“ შესრულებას. დირექტივაში ეუს-68 (1950) ნათქვამია: „ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ღია ფსიქოლოგიური ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მასობრივი ღალატის პროვოცირების და კრემლის განზრახვების განადგურების მიზნით“. თუმცა, არც ერთის და არც მეორესთან ალენ დალესს არავითარი კავშირი არ აქვს.
საბჭოთა კავშირის (რუსეთის) განადგურების დალესის გეგმა
ალენ დალესი (1893-1969) აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში მისი დაარსების დღიდან, 1947 წლიდან მუშაობდა. 1942-1945 წლებში ხელმძღვანელობდა ევროპაში აშშ-ს პოლიტიკურ დაზვერვას. 1953-1961 წლებში - აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორია. არის „ცივი ომის“ იდეოლოგი, სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
„ომი დასრულდება, ყველაფერი როგორღაც მოგვარდება, ჩვენ ყველაფერს, რაც გვაქვს, მთელ ოქროს, მატერიალურ ძალას გამოვიყენებთ ადამიანების გამოჩერჩეტების და გასულელებისთვის. ადამიანის ტვინი, ადამიანების ცნობიერება შეიძლება შეიცვალოს.
ჩვენ იქ ქაოსს დავთესავთ, შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბებით და ვაიძულებთ ირწმუნონ ისინი მათ. როგორ?
ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს ... ჩვენს მეკავშირეებს და დამხმარებს თვით რუსეთში.

სახელმწიფო მართვაში ჩვენ შევქმნით არეულობას... შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად შევუწყობთ ხელს მოხელეების, მექრთამეების, უპრინციპობის თვითნებობას. ბიუროკრატიზმი და საქმის გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოებაში ... პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდება, წარსულის გადმონაშთი. უტიფრობა და თავხედობა, სიცრუე, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთისადმი უნდობლობა, შიში, ღალატი, ხალხთა მტრობა, რუსებისადმი სიძულვილი - ამის კულტივირებას ჩვენ დაჟინებით განვავითარებთ.
და მხოლოდ ცოტა ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ცილისწამების გზას, გამოვაცხადებთ საზოგადოების ნაძირალებად. ჩვენ ძირფესვიანად გავანადგურებთ სულიერ ფესვებს, გავაუხამსებთ და გავანადგურებთ ხალხურ ზნეობრივ საფუძვლებს. ამ გზით, ჩვენ შევარყევთ თაობების ცნობიერებას, ჩვენ ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან გავაკონტროლებთ ადამიანებს, ყოველთვის მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე გადავიტანთ, გავხრწნით მას“.
***
ეს საკმაოდ თავისუფალი თარგმანი აღებულია დალესის სიტყვით გამოსვლიდან საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, რომელიც დაარსდა 1921 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილე აშშ–ს მასონური ლოჟების ხელმძღვანელების მიერ. იგი აერთიანებს აშშ-სა და დასავლეთ მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ხალხს. დალესი 1944 წლიდან საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1946-1950 წლებში მისი პრეზიდენტია. როგორც ცნობილია, ასეთი ჩრდილოვანი ორგანიზაციები არ აქვეყნებენ ალმანახებსა და პრეს-რელიზებს. თუმცა, მოგვიანებით დალესის გამოსვლის ნაწილი მაინც გამოჩნდა ჟურნალში US News and World Report. ზოგიერთ ისტორიკოსს ეჭვი შეაქვს დალესის დოქტრინაში იმის საფუძველზე, რომ არ არსებობს ორიგინალის ტექსტი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
აშშ-ს კონკრეტული მიზნები ცივი ინფორმაციული ომის შესახებ - დალესის დოქტრინa სსრკ-სთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 1948 წლის 18 აგვისტოს 20/1 დირექტივაში: „ჩვენი ძირითადი მიზნები რუსეთის მიმართ, არსებითად, მხოლოდ ორ მომენტს ითვალისწინებს:
ა) მინიმუმამდე შემცირდეს მოსკოვის ძალა და გავლენა;
ბ) გატარდეს ძირეული ცვლილებები საგარეო პოლიტიკის თეორიასა და პრაქტიკაში, რომელსაც ეყრდნობა რუსეთის ხელისუფლებაში მყოფი მთავრობა ...
ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, შეიძლევა ითქვას, რომ ეს მიზნები მიუღწევადია ომის გარეშე, და, შესაბამისად, ჩვენ ამით ვაღიარებთ: ჩვენი საბოლოო მიზანი საბჭოთა კავშირთან მიმართებაში არის ომი და საბჭოთა ხელისუფლების ძალით დამხობა.
პირველ რიგში, ჩვენ არ ვართ შეზღუდული გარკვეული ვადით ჩვენი მიზნების მისაღწევად მშვიდობიან დროს.
მეორეც, ჩვენ დასაბუთებულად არ უნდა განვიცდიდეთ არავითარ დანაშაულის გრძნობას .... ჩვენი საქმე არ არის ფიქრი იმ შინაგან შედეგებზე, რომელსაც გამოიწვევs სხვა ქვეყანაში ამგვარი კონცეფციების მიღება. ჩვენ ასევე არ უნდა ვიფიქროთ, რომ პასუხისმგებელი ვართ ამ მოვლენებზე ... ჩვენი საქმეა მუშაობა და იმის მიღწევა, რომ იქ მოხდეს შიდა მოვლენები... ჩვენ უნდა შევქმნათ ავტომატური გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ არაკომუნისტურ და ნომინალურად ჩვენს მიმართ მეგობრულ რეჟიმს:
ა) არ ჰქონდეს დიდი სამხედრო ძალა;
ბ) ეკონომიკურად დიდად იყოს დამოკიდებული გარე სამყაროზე;
გ) არ ჰქონდა სერიოზული ძალა მთავარ ეროვნულ უმცირესობებზე,
დ) არ დააყენოს რკინის ფარდის მსგავსი რამ“.
დალესის დოქტრინა აქ სრულად არის გაშლილი და დადასტურებული, უბრალოდ ფორმულირებაა ზოგჯერ ოდნავ შეცვლილი...
ორიგინალური ტექსტი დაიბეჭდა 1978 წელს
„Containment. Documents on American policy and Strategy 1945-1950“, გვ 174-207.
მიასში „დალესის გეგმით“ უცნობები ცდილობდნენ ქალაქის მკვიდრთა დაშინებას
მიასის ჩრდილოეთი ნაწილის მაცხოვრებლებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს საფოსტო ყუთში ფურცელი ტექსტით, რომლის ავტორობას მიაწერენ აშშ-ს სპეცსამსახურების მაღალჩინოსანს ალენ დალესს, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა, პოზიციონირებული იყო, როგორც „ცივი ომის“ იდეოლოგი.
ბროშრის ტექსტში აღწერილია პროპაგანდისტულ ღონისძიებათა თანმიმდევრობა, რომელიც მიზნად ისახავს სსრკ-ს (რუსეთის) განადგურებას. დალესის დოქტრინის ტექსტის ვერსიები ინტერნეტში თავისუფალ წვდომაშია.
წერილის უკანა მხარეს მოცემულია ლექსები „ბოლო სურვილები „ივანებს“, როგორც ქვემოთ არის აღნიშნული - ეს არის ნაწყვეტები ივან უჩიტელის ტექსტიდან „ცხოვრებისგაკვეთილები“. ინტერნეტში განთავსებულია, როგორც „აკრძალული წიგნი“.
ფურცლები აღმოაჩინეს ჟუკოვსკის ქუჩისა და ოქტომბრის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლების საფოსტო ყუთებში.
ოქტომბრის გამზირზე № 55-ის მცხოვრები ლუდმილა ტ. :
- საპარიკმახეროდან დავბრუნდი და საფოსტო ყუთიდან გაზეთებთან ერთად ამოვიღე ფურცელი, რომლის შინაარსით შეურაცხყოფილი და აღშფოთებული ვიყავი. მე არ ვიცი, რა მიზანი ჰქონდათ ტექსტის ავტორებს, მაგრამ, ჩემი აზრით, მათ სურდათ ხალხის შეშინება და მათი დამცირება - პასკვილი ლექსებად ძალიან არასასიამოვნოა. „დალესის გეგმით“ მათ, რა თქმა უნდა, ახალი არაფერი უთქვამთ.
მას შემდეგ, რაც საეჭვო ფურცელი აღმოაჩინეს, მოქალაქეებმა გამოიძახეს სამართალდამცავი ორგანოები. პოლიცია ადგილზე მუშაობდა სამი საათის განმავლობაში - მათ ამოიღეს ფურცლები და აიღეს თითების ანაბეჭდები.
პოლიციის ჩრდილოეთ განყოფილების უფროსმა რომან ფადინმა განაცხადა:
- შემთხვევის ადგილზე მივიდა ოპერატიული ჯგუფი. ჩამორთმეული ფურცლები ჩელიაბინსკში შესამოწმებლად გაიგზავნა. მისმა შედეგებმა უნდა აჩვენოს, არის თუ არა მათი შინაარსი ექსტრემისტული, შეიცავს თუ არა ტექსტი ეთნიკური სიძულვილისკენ მოწოდებას. ერთი შეხედვით, ტექსტის შინაარსში არაფერია უჩვეულო, მაგრამ ათი დღის შემდეგ ჩვენ შევიტყობთ ექსპერტიზის შედეგებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნები ჰქონდათ ამ ბეჭდური პროდუქციის გამავრცელებლებს. როცა დავიჭერთ - გავარკვევთ.
ინციდენტის მოწმეებმა ფურცლების გავრცელებაში ეჭვი მიიტანეს „ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ წარმომადგენლებზე.
„ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის“ მიასის კოორდინატორმა არტიომ ტვსტიგნეევმა განაცხადა:
- ამ ფურცლების გავრცელებაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ამ თემასთან დაკავშირებით ჩემთვის არ მოუმართავთ.
მიასელმა ლიბერალმა კონსტანტინ ნედოპეკინმა თავისი აზრი გაგვიზიარა:
- ჩემი აზრით, ადგილობრივ ლიბერალებს ამასთან კავშირი არ აქვთ. ეს უფრო კერძო ინიციატივას ჰგავს.
კონსტანტინ ფილიპოვი

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised