воскресенье, 23 февраля 2020 г.

მაქსიმ მიროვიჩი: „დალესის გეგმის“ შესახებ მითის მხილება

მაქსიმ მიროვიჩი: „დალესის გეგმის“ შესახებ მითის მხილება   

          დღეს, მეგობრებო, პოსტი გვექნება დიდი ხნის წინ დაგეგმილ თემაზე - ე. წ. „დალასის გეგმის“ მითის მხილება, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს არის განთავსებული ინტერნეტში. ვფიქრობ, რომ ყველა შევხვედრივართ ვატნიკებს (ინტერნეტ მემებს), სსრკ-ს მოყვარულებს, პოპადანცების შესახებ წიგნების მოყვარულებს, ასევე ანტიდასავლელებს, რომლებსაც რეალურად სჯერათ ამ გეგმის არსებობის და ბრავირებენ ამით დისკუსიებში. „ჩვენთან სადარბაზოებში იმიტომ კი არ არის მოშარდული, რომ ჩვენ იქ ვშარდავთ, არამედ იმიტომ, რომ იქ ალენ დულესის გეგმა მოქმედებს  !“ - წერდნენ სსრკ-ს მოყვარულები კომენტარებში, რის შემდეგ სუფთა სინდისით იხსნიან პასუხისმგებლობას დაბინძურებულ სადარბაზოებზე.
          სინამდვილეში, არავითარი „დალესის გეგმა“ არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა, რის შესახებაც დეტალურად მოგიყვებით დღევანდელ პოსტში.

           რას წარმოადგენს „დალესის გეგმა“
       მათთვის, ვინც არ იცნობს საბჭოთა ლიტერატურული შემოქმედების ამ შედევრს, სრულად მოვიყვან ე. წ. „დალესის გეგმის“ ტექსტს. ის აუცილებლად ხმამაღლა უნდა წაიკითხოთ, სასურველია სამარისეული ხმით, ხოლო ბოლოს აუცილებლად უნდა მოაცილოთ მზერა ტექსტს და უთხრათ გაოგნებულ თანამოსაუბრეს - „მიმოიხედე გარშემო! ყველაფერი ასეა!“. თუ თანამოსაუბრე არ გეყოლებათ, იგივე შეგიძლიათ ჰკითხოთ კედელს ან სავარძელს.
           გთავაზობთ მზაკვრული გეგმის ტექსტს:
 „ომი დასრულდება, ყველაფერი როგორღაც მოგვარდება,  ჩვენ ყველაფერს, რაც გვაქვს, მთელ ოქროს, მატერიალურ ძალას გამოვიყენებთ ადამიანების გამოჩერჩეტების და გასულელებისთვის. ადამიანის გონება, ადამიანების ცნობიერება შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ იქ ქაოსს დავთესავთ, შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ ირწმუნონ ისინი. როგორ? ჩვენ მოვძებნით ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს მეკავშირეებს თვით რუსეთში. ყველა ეპიზოდში გათამაშდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული თავისი მასშტაბით დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი გაქრობის ტრაგედია.
მაგალითად, ჩვენ თანდათანობით წავშლით ხელოვნებისა და ლიტერატურიდან მის სოციალურ არსს; გადავაჩვევთ მხატვრებს და მწერლებს იმ პროცესების აღწერასა და შესწავლას, რომლებიც მასების სიღრმეში ხდება.  ლიტერატურა, თეატრი, კინო - ყველაფერი დაიწყებს ყველაზე ქვენა გრძნობების ასახვას და განდიდებას. ჩვენ ყველანაირად მხარს დავუჭერთ ეგრეთ წოდებულ შემოქმედებს, რომლებიც დაიწყებენ ადამიანის ცნობიერებაში სექსის, ძალადობის, სადიზმის, ღალატის კულტის დანერგვას - ერთი სიტყვით, ყველანაირი უზნეობის.
სახელმწიფო მართვაში ჩვენ შევქმნით არეულობას. შეუმჩნევლად, მაგრამ აქტიურად შევუწყობთ ხელს მოხელეების, მექრთამეების, უპრინციპობის თვითნებობას. ბიუროკრატიზმი და საქმის გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოებაში.
პატიოსნება და წესიერება დაცინვის საგანი გახდება, წარსულის გადმონაშთი. უტიფრობა და თავხედობა, სიცრუე, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთისადმი უნდობლობა, შიში, ღალატი, ხალხთა მტრობა, რუსებისადმი სიძულვილი - ამის კულტივირებას ჩვენ დაჟინებით განვავითარებთ. და მხოლოდ ცოტა, ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება.
            და მხოლოდ ცოტა ძალიან ცოტა, მიხვდება ან გაიგებს, თუ რა ხდება. მაგრამ ასეთ ადამიანებს ჩვენ უმწეო მდგომარეობაში ჩავაყენებთ, ქვეყნის სასაცილოდ გავხდით, მოვძებნით ცილისწამების გზას, გამოვაცხადებთ საზოგადოების ნაძირალებად. ჩვენ ძირფესვიანად გავანადგურებთ სულიერ ფესვებს, გავაუხამსებთ და გავანადგურებთ ხალხურ ზნეობრივ საფუძვლებს. ამ გზით, ჩვენ შევარყევთ თაობების ცნობიერებას, ჩვენ ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან გავაკონტროლებთ ადამიანებს, ყოველთვის მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე გადავიტანთ, გავხრწნით მას. ჩვენ მათგან შევქმნით ცინიკოსებს, უგვანებს და კოსმოპოლიტებს. ჩვენ ასე მოვიქცევით!“.
                                                                     ალენ დალესი, 1945 წელი.

                „დალესის გეგმას“ ამ სახით საბჭოთა იდეოლოგები იყენებდნენ, რათა საბჭოთა სტუდენტებისთვის „ამერიკელი მხედრიონის ნამდვილი სახე“ ეჩვენებინათ: ისინი გვალოთებენ, ზნეობრივად გვამცირებენ, რათა გაანადგურონ  „დედამიწაზე ყველაზე შეუპოვარი ხალხი“.


                                                                              ფარდის ჩამოხსნა

         სინამდვილეში, „დალესის გეგმის“ ტექსტი ტიპიურ საბჭოთა აგიტკას წარმოადგენს, რომელიც შედგენილია ინვერსიის პრინციპით - თავდაპირველად ყველაფერი ნეგატიურის შეგროვება, რაც გარშემო არსებობს, როგორიცაა საბჭოთა ლოთობა, კულტურის დაბალი დონე, ადამიანების საერთო დაბნეულობა საბჭოთა ცხოვრების უაზრობისგან, შემდეგ კი ყოველივე ამის მიზეზი მიეწერება რაიმე სახის „გარე ძალას“. ამრიგად, საბჭოთა პროპაგანდისტები ორ კურდღელს იჭერდნენ ერთბაშად - ჯერ ერთი, თავიდან იცილებდნენ საბჭოთა ლიდერებისა და მთლიანად საბჭოთა სისტემის ეჭვს მის არაკომპეტენტურობაში, და მეორე, აღვივებდნენ სიძულვილს დასავლეთის ქვეყნების მიმართ, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობდნენ.
         არავის არასდროს აუხსნია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს ტექნიკურად „დალესის გეგმის“ მსგავსი რამ, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდისტების „სამიზნე აუდიტორიისთვის“ ეს არც იყო აუცილებელი - ბევრს ნამდვილად სჯეროდა, რომ რომელიღაც შემდგომი ობამა ნამდვილად აძლევს ქრთამს ყველა „არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკს“, არწმუნებს მუსიკოსებს დაწერონ სიმღერები  საბჭოთა ადამიანის საწინააღმდეგოდ და გააგრძელოს შარდვა მის სადარბაზოში.
           გასაკვირი ის არის, რომ საბჭოთა პროპაგანდისტებმა „დალესის გეგმის“ „წყაროდ“ მიუთითეს 1945 წელს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ეგიდით გამოქვეყნებული „აზრები სსრკ-ს წინააღმდეგ ამერიკული ომისშემდგომი დოქტრინის რეალიზაციის შესახებ“. მაგრამ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო შეიქმნა 1947 წელს, ხოლო დალესი მისი ხელმძღვანელი 1953 წელს გახდა. არავითარი „აზრები“,  ისევე, როგორც „დალესის გეგმა“ არ არსებობს.


     საერთოდ საიდან გაჩნდა ეს ტექსტი?

        „დალესის გეგმის“ ტექსტი ფეიკია, რომელსაც ბლოგებსა და ფორუმებზე გამოცდილი სექტანტების შეუპოვრობით ავრცელებენ სსრკ-ს ფანატები, ანტიდასავლელები, სტალინისტები, ვატნიკები და კრიმნაშისტები. სინამდვილეში ეს არის ანატოლი ივანოვის რომანიდან „მარადიული ძახილი“ გადამუშავებული ტექსტი, რომელსაც ამბობს „მტრულად განწყობილი ტროცკისტი“:
      „არც თუ ისე მრავალრიცხოვანია, ალბათ, ეს თქვენი წყეული საბჭოთა ხალხი… ან ის რაღაც განსაკუთრებული და უცნაურია... ომის შედეგად არ სუსტდება, არამედ ძლიერდება, მისი ფანატიზმი და გამარჯვების რწმენა არ მცირდება, არამედ მატულობს.
         ჰიტლერს არ შეუძლია ამის გაგება, და რომ გაეგო, როგორღაც შეეცდებოდა ომის შეჩერებას. ასე რომ, ის განწირულია, მისი იმპერია, მისი ათასწლიანი რეიხი კრახის წინაშეა ... ე.ი. სხვა გზით უნდა ვიმოქმედოთ. გახსოვდეთ, რა თქმა უნდა, თქვენმა ლენინმა ერთხელ თქვა: ჩვენ სხვა გზით წავალთ. წავიკითხე სადღაც ან კინოში მოვისმინე ... კარგი ფრაზაა.
         ასე რომ, ჩვენც სხვა გზით წავალთ. ჩვენ გავანადგურებთ ბოლშევიზმის ამ სულიერ ფესვებს, წავბილწავთ და გავნადგურებთ ხალხური ზნეობრიობის მთავარ საფუძვლებს. ამ გზით ჩვენ შევძლებთ თაობების  შესუსტებას,  აღმოვფხვრით მათში ლენინურ ფანატიზმს. ჩვენ ბავშვობიდან და ახალგაზრდობიდან გავაკონტროლებთ ადამიანებს, ყოველთვის მთავარ აქცენტს ახალგაზრდებზე გადავიტანთ, დავიწყებთ მათ გახრწნას, გარყვნას.  ლახნოვსკის ნაოჭებიანი ქუთუთოები სწრაფად ათამაშდა,  თვალები დაუმგვრალდა, აუგიზგიზდა მძვინვარე ცეცხლი. მან უფრო ხმამაღლა დაიწყო საუბარი, ბოლოს კი ყვირილზე გადავიდა: - დიახ, გავხრწნით! ჩვენ მათგან ცინიკოსებს, უხამს ადამიანებს, კოსმოპოლიტებს შევქმნით! (...)
      —არ ვიცი, არ ვიცი, - თავი გაიქნია ლახნოვსკიმ ... - იმიტომ, რომ იმაზე არ ფიქროვ, რაზეც მე. შენ მომავალზე არ დაფიქრებულხარ. „ომი დასრულდება, ყველაფერი როგორღაც მოგვარდება.  ჩვენ ყველაფერს, რაც გვაქვს, მთელ ოქროს, მატერიალურ ძალას გამოვიყენებთ ადამიანების გამოჩერჩეტების და გასულელებისთვის. ადამიანის გონება, ადამიანების ცნობიერება შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ იქ ქაოსს დავთესავთ, შეუმჩნევლად შევცვლით მათ ფასეულობებს ყალბით და ვაიძულებთ მათ ირწმუნონ ისინი. შენ მეკითხები როგორ? როგორ?
        ლახნოვსკიმ, როგორც კი გააგრძელა საუბარი, ისევ ანერვიულდა, დაიწყო ოთახში სირბილი.
        - ჩვენ მოვძებნით თანამოაზრეებს: ჩვენს მოკავშირეებსა და თანაშემწეებს თავად რუსეთში! - ხმამაღლა შესძახა ლახნოვსკიმ. (...)
       —  მე, პიოტრ პეტროვიჩ, თქვენ მხოლოდ ფარდის კუთხე გაგიხსენით, და შენ მხოლოდ სცენის მცირე ნაწილი დაინახეთ, რომელზეც ყველა ეპიზოდში გათამაშდება თავისი მასშტაბით გრანდიოზული თავისი მასშტაბით დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის დაღუპვის, მისი თვითშეგნების საბოლოო, შეუქცევადი გაქრობის ტრაგედია“.
           როგორც ხედავთ, ფრაზა „ცინიკოსებზე, უხამს ადამიანებზე და კოსმოპოლიტებზე“ ყალბი „დალესის გეგმის“ უსახელო ავტორებმა უცვლელად დატოვეს, ასევე პრაქტიკულად უცვლელად დატოვეს ფრაზები „დედამიწაზე ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის“ შესახებ, რომ „ომი მალე დამთავრდება და ყველაფერი მოგვარდება“ და კიდევ ბევრი რამ.  უსახელო ავტორებმა დაამატეს „დალესის გეგმის“ ფეიკში მცირედი საკუთარი სიძულვილი ყველაფრის მიმართ, რაც კრეატიული, ასევე ღვარძლი „თქვენი მხატვრებისა და მწერლების“ მისამართით, რომელშიც დაინახეს აშკარა საფრთხე საბჭოთა სისტემისთვის და ყველანაირად ცდილობდნენ მათთვის ჩირქის მოცხებას.

ეპილოგის ნაცვლად
       
       საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებსა და, კერძოდ, ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს არ სურდათ სსრკ-ს დაშლა, რადგან მათ აწუხებდათ ბირთვული იარაღის ბედი და ელოდებოდნენ შესაძლო სამხედრო ქაოსს, რომელიც შეიძლებოდა დაწყებულიყო საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად.
             არავითარი „დალესის გეგმა“ არ არსებობს და არც არსებობდა. მოუწყობელ ცხოვრებაში, ხელისუფლების კორუმპირებასა და არაკომპეტენტურობაში, სადარბაზოში დაბინძურებული კედლების არსებობაში ყოველთვის ადვილია დაადანაშაულო ოკეანესგაღმელი ბიძა, მაგრამ არა საკუთარი თავი. მე მინდა ვურჩიო ყველა ვატნიკს, სსრკ-ს მოყვარულთ, ასევე სტალინისტებს და ანტიდასავლელებს, ნუ ეძებენ თავის კომენტარებში მტრებს ოკეანეს გაღმა. დასაწყისისთვის თქვენს სადარბაზოში დააყენეთ ახალი ნათურა და დაასუფთავეთ ის. 
      ასეთი საქმეებია.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised