პიროვნების ზომბირების ტექნოლოგია (დესტრუქციული სექტების ფსიქოლოგიური ზემოქმედების მეთოდიკის მაგალითი)
ეტაპი 1.1. პიროვნების გალღობა
იმისათვის, რომ ადამიანი მზად იყოს სრული ცვლილებისთვის, საჭიროა იმ რეალობის „აფეთქება“, რომელშიც ადამიანი მიეჩვია ცხოვრებას. ათვლის სისტემის დაკარგვის შედეგად ობიექტი კარგავს თავის ცხოვრებისეულ ორიენტირებს. როდესაც იცვლება ადამიანის შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა, მისი ფსიქიკის დამცავი მექანიზმები ითიშება.
ცნობიერების რეალობის დარღვევა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს. მაგალითად, ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოსახდენათ შეიძლება ადამიანის ფიზიოლოგიურად დეზორიენტირება: მას შეიძლება არ მიეცეს ძილის საშუალება, შეეცვალოს კვების რაციონი და საკვების მიღების განრიგი (ზოგიერთ სექტაში მიმდევრები ჰყავთ დიეტაზე ცილის დაბალი და შაქრიანობის მნიშვნელოვანი შემცველობით, მათ აგრეთვე რეგულარულად აიძულებენ მარხვის დაცვას). ფსიქიკის დამცავი მექანიზმების დარღვევა ასევე ხელს უწყობს ადამიანის ნაცნობ გარემოს მოწყვეტა, კერძოდ, ქალაქგარეთ „სასწავლო ცენტრებში“ განთავსება.
ყველა განიცდის დაბნეულობას და კარგავს ნაცნობ ორიენტირებს, როდესაც მას თავს ახვევენ წინააღმდეგობრივ ინფორმაციას. ასე რომ „მასწავლებელს“ შეუძლია განაცხადოს: „რაც უფრო მეტი იმედი გაქვთ იმისა, რომ გაიგებთ, რასაც მე ვამბობ, პრაქტიკულად, მით უფრო ნაკლებად გესმით. ეს გასაგებია?“ როდესაც ადამიანი ცდილობს გაიგოს მნიშვნელობა იმისა, რაც მან გაიგო, ის უფრო მეტად იბნევა. როდესაც ამ საკითხთის შესახებ მკითხველი რამდენჯერმე წიგნში წაიკითხავს, მას უჩნდება ამის გაგების შესაძლებლობა. მაგრამ როდესაც ადამიანი მუდმივად კონტროლირებადი დეზორიენტაციის მდგომარეობაში იმყოფება, მისი კრიტიკული შესაძლებლობები მცირდება. განიცდის რა დაბნეულობას, ადამიანი იწყებს საკუთარ თავში ეჭვის შეტანას, და ეს აიძულებს მას საყრდენის ძებნას ჯგუფში. ობიექტს ჰგონია, რომ ჯგუფის სხვა წევრები ნორმალურად რეაგირებენ იმაზე, რაც ხდება, და ისიც ასევე ცდილობს უფრო სწრაფად ადაპტირებას სიტუაციაში. ობიექტი რაც უფრო ნაკლებად არის დარწმუნებულია საკუთარ თავსა და თავის შეხედულებებში, მით უფრო მგრძნობიარეა ჯგუფის გავლენის მიმართ. ობიექტი ენდობა გარემოცვის აზრს, ავლენს ჯგუფურ კონფორმიზმს და ემორჩილება თამაშის წესებს.
ფსიქიკის შთაგონებადობა ასევე შეიძლება გაიზარდოს სენსორული დეპრივაციის გზით (აბსოლუტურად ბნელ და ხმაურისგან იზოლირებულ ოთახში მოთავსება) ან პირიქით, გადატვირთვის შედეგად (სწრაფი დაბომბვა ემოციურად გამოხატული ინფორმაციის ნაკადით, რომლის გადახარშვა ადამიანს არ შეუძლია, ამიტომ წყვეტს მის ანალიზს).
რეალობის გრძნობის დასარღვევად აქტიურად გამოიყენება ფარული ჰიპნოზის ტექნიკა, მაგალითად, არჩევანის შეზღუდვა. მითითებული ტექნიკა თავს ახვევს თამაშის წესებისადმი მორჩილებას, ამავე დროს ინარჩუნებს არჩევანის თავისუფლების ილუზიას. ასე, მაგალითად, სექტის ლიდერმა შეიძლება თქვას: „მათ, ვისაც ჩვენი სწავლების ჭეშმარიტებაში ეჭვი ეპარებათ, უნდა იცოდნენ, რომ ამგვარ ეჭვს მე შთაგაგონებთ თქვენ, იმისათვის, რომ გაიგოთ, რომ მე ვარ თქვენი მასწავლებელი“. დამქირავებელი ეუბნება მორიგ მსხვერპლს: „თუ აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება არასწორედ აეწყო, მაშინ სემინარში მონაწილეობაზე უარის თქმით შენ უფლებას აძლევ ამ უთანხმოებას გააკონტროლოს შენ“.
შთაგონებადობის ზრდას ასევე ხელს უწყობენ ჯგუფში შემუშავებული მედიტაციები, სხვადასხვა აღსარებები, ჯგუფური ლოცვები, ფსიქოდრამის, ფსიქოგიმნასტიკის სეანსები, რიტმულ მუსიკაზე ცეკვა და საგუნდო სიმღერა. საწყის ეტაპებზე ასეთი სეანსები საკმაოდ უვნებელია. ამავე დროს, სემინარის ან ტრენინგის განვითარებასთან ერთად, მათი ინტენსივობა მუდმივად იზრდება. ისინი ყოველთვის ტარდება ჯგუფში, რაც აძლიერებს მონაწილეებში ჯგუფურ კონფორმიზმს, და ართმევს ადამიანებს განმარტოების და სიტუაციის ანალიზის შესაძლებლობას.
როდესაც მსხვერპლი ფსიქოლოგიურად სუსტდება, იწყება მათში აზრის შთაგონება მათი არაკომპეტენტურობის, ტვინის დანაგვიანების, მანკიერების, სულიერი დაცემის შესახებ. ადამიანის ყველა პრობლემა, იქნება ეს სირთულეები ოჯახურ ცხოვრებაში, კონფლიქტი უფროსთან სამსახურში, ჭარბი წონა, გამოიყენება იმის დასამტკიცებლად, თუ რამდენად სუსტი და უზნეოა ადამიანი. მის ცნობიერებაში ინერგება რწმენა, რომ ის თავად არის დამნაშავე იმაში, რომ მას ცხოვრება აეწეწა, და რომ სექტის დახმარების გარეშე, ის ვერ შეძლებს თავის დაღწევას. ეფექტის გასაძლიერებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადამიანის დამცირება ჯგუფის წინაშე.
როგორც კი მსხვერპლი გატყდება, ის უკვე მზად არის შემდეგი ეტაპისთვის.
ეტაპი № 2. პიროვნების ჩანაცვლება
ეს ეტაპი მდგომარეობს იმაში, რომ მსხვერპლს თავს ახვევენ ახალ პიროვნებას (შეხედულებათა სისტემა, ქცევის სქემები, ემოციური რეაქციები), რომელიც ავსებს შექმნილ სიცარიელეს. ახალი პიროვნება „წარსდგება“ მუდმივი სემინარების, სხვადასხვა რიტუალების, ჯგუფის წევრებთან არაფორმალური ურთიერთობის კომუნიკაციის, ლიტერატურის კითხვის, სასწავლო mp3 ფაილების მოსმენისა და ვიდეოების ყურების დროს.
სასწავლო სემინარები ტარდება ადამიანის ფსიქიკაზე ზენიქნედების ჰიპნოტიკური ხერხების გამოყენებით, რომლებიც თიშავენ გონებას (იხ. ცნობიერების აქტიურობის შემცირების მეთოდები). მეტყველების მონოტონურობას, წყნარ მშვიდ ხმას, საკვანძო ფრაზების რეგულარულ გამეორებას, მეტყველების ნელ ტემპს მსმენელები შეჰყავს ტრანსის მდგომარეობაში. იმისდა მიუხედავად, რომ ლექტორები „აკრიტიკებენ“ ჩაძინებულ მსმენელებს და აიძულებენ მათ თავუ დამნაშავედ იგრძნონ, სინამდვილეში მსუბუქი ძილი მიზანმიმართულად იქმნება, რადგან თავს მოხვეული წესები უფრო ადვილად აღწევს ქვეცნობიერში.
ნეოფიტებს ეუბნებიან, რომ გარე სამყარო მახინჯი და უცოდინარია. ადამიანები უცოდინარობა გამოწვეულია იმით, რომ მათ არც კი იციან ახალი „სწავლების“ შესახებ, რომელსაც შეუძლია სამყარო გადაარჩინოს. მსმენელებს შთააგონებენ, რომ მხოლოდ მათი „ძველი“ პიროვნება და რაციონალური გონება აფერხებს მათ ფანტასტიკურ შეღწევას მომავალში. ამისათვის აუცილებელია მხოლოდ განთავისუფლება მოძველებული შეხედულებებისგან და სექტის ლიდერისთვის დაჯერება.
თავიდან ეს მოწოდებები თავშეკავებულად ჟღერს, მაგრამ თანდათან უფრო დაჟინებული ხდება. მასალას, რომელთა საფუძველზეც იქმნება ახალი პიროვნება, აწვდიან თანდათანობით რაც აუმჯობესებს მის ათვისებას. ადამიანებს ეუბნებიან მხოლოდ ის, რისი აღქმაც მათ შეუძლიათ ყოველ ეტაპზე ეტაპზე.
ეფექტური ტექნიკა, რომელიც აჩქარებს პიროვნების შეცვლას, არის „სულიერი ცოდნის“ დემონსტრირება. მაგალითად, ინფორმაციის შეგროვების ეტაპზე ხორციელდება დაქირავებულთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის ფარული შეგროვება. შემდეგ, საჭირო მომენტში, ეს ინფორმაცია მოულოდნელად „ამოტივტივდება“ ლიდერის გონებაში, თითქოსდა „სულიერი გაბრწყინების“ დროს. ასეთი ფოკუსი აძლიერებს ადამიანის ნდობას ჯგუფის მიმართ, რომელსაც სათავეში უდგას სულიერად განვითარებული პიროვნება.
მსმენელები სპეციალურად დაყოფენ მცირე ჯგუფებად. მათ, ვინც ბევრ კითხვას სვამს, დანარჩენებისგან სწრაფად იზოლირებენ. ჯერ ცდილობენ მათ მორჯულებას, და თუ ვერ ახერხებენ ამას, თხოვენ ჯგუფის დატოვებას.
პიროვნების შეცვლის პროცესი ხშირად მოიცავს ჯგუფურ სესიებს, რომლებზეც ჯგუფის წევრები აღიარებენ წარსულ ცოდვებს და ყვებიან მიმდინარე წარმატებების შესახებ. ამგვარი სესიები, რომლებიც ჯგუფს რაზმავენ, ამავე დროს ასწავლიან მის წევრებს ჯგუფურ კონფორმიზმს. მათრაისა და თაფლაკვერის მეთოდის გამოყენებით, ჯგუფი გმობს ან აძლიერებს მისი მონაწილეების აზრებს, ქცევასა და ემოციებს.
ეტაპი № 3. № 3. ახალი პიროვნების გაყინვა
მას შემდეგ, რაც ადამიანის ცნობიერებაში დანერგილია საჭირო რწმენის სისტემა, ახალ პიროვნებას აუცილებლად უნდა მიენიჭოს სტაბილურობა. ამისათვის ადამიანის წინაშე დგება ახალი ცხოვრებისეული მიზანი და ეძლევა ახალი საქმე.
"ახალი ადამიანის" პირველი და მთავარი ამოცანაა „ყოფილ პიროვნებაზე“ უარის თქმა, რომელსაც მიაწერენ ყველა სახის ცოდვასა და მანკიერებას. ეფექტურად ჩამოაშორებენ წარსულს და ამავდროულად აძლიერებენ აღსარების სექტისადმი კუთვნილების გრძნობას, რომლის დროსაც ახლადმოქცეულის მოგონებები მიზანმიმართულად არის დამახინჯებული, ხოლო წარსილში მიღებული დადებითი გამოცდილება ნიველირდება.
ამ ეტაპზე ინფორმაციის მიწოდების მთავარი მეთოდია მიბაძვა. დამწყებთ წყვილებად აერთიანებენ გამოცდილ სექტანტებთან, რომლებიც მათ მიერ აღიქმება, როგორც ქცევის მოდელი. ამგვარი პრინციპი, ერთის მხრივ, აამებს „ვეტერანთა“ ეგოს, და აიძულებს მათ ყოველთვის იყვნენ სათანადო დონეზე, ხოლო, მეორეს მხრივ, ახალბედას უჩნდება სურვილი მომავალში თავად გახდეს მიბაძვის მოდელი.
ახალი პიროვნების გაძლიერებას ხელს უწყობს ახალბედასთვის ახალი სახელის მინიჭება, ტანსაცმლის, თმის ვარცხნილობის, საკომუნიკაციო ენის შეცვლა (სექტაში სპეციალური ტერმინოლოგიის გამოყენება გარკვეული მოვლენების აღნიშვნის მიზნით).
ნეოფიტზე ხშირად ახდენენ ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, აიძულებს მას მისცეს სექტას მთელი თავისი ფულადი დანაზოგი და ქონება, რაც ხელს უწყობს ჯგუფის გამდიდრებას და მათზე დამოკიდებულს ხდის მის წევრებს.
თითოეულ ახალბედას ცდილობენ რაც შეიძლება მალე აზიარონ გადაბირების სამუშაოს. სოციალური ფსიქოლოგიის დარგში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არაფერი ასე არ აძლიერებს ადამიანს საკუთარ რწმენაში, როგორც მისი სხვა ადამიანებისთვის თავზე მოხვევა. ანუ თვითშთაგონების გარკვეული სახეობაა.
ცალკეულ ჯგუფებში თვითდაფინანსება ხდება ვაჭრობის გზით. როდესაც მიმდევრები დარბიან კოკისპირულ წვიმაში და დიდ ფასად ყიდიან ქუჩაში ყვავილებს, ისინი ნამდვილად იჯერებენ, რომ ყიდიან ველური ფასებით, ისინი ნამდვილად იწყებენ იმის დაჯერებას, რომ აკეთებენ წმინდა საქმეს, რაც მათ ჯგუფთან კიდევ უფრო აკავშირებს.
დროთა განმავლობაში სექტის წევრებს ანდობენ ახალბედების სწავლებას. ამრიგად, მსხვერპლი ხდება ჯალათი და უკვდავყოფს ორგანიზაციის სისტემას.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised