რატომ არ გვიდგანან მამაკაცები გვერდით, როდესაც მართლა ცუდად ვართ
ბიჭებს ბავშვობიდან აქვთ ათვისებული იდეა, რომ გოგონები ისტერიკიანი და წუწუნა არიან. როდესაც იზრდებიან, ისინი კვლავაც სკეპტიკურად უყურებენ ქალის ემოციურობის გამოვლინებებს და, მაშინაც კი, როდესაც ქალს ნამდვილად სჭირდება დახმარება, მისი ჩივილი და თხოვნები ახირებად და სისუსტის გამოვლინებად მიაჩნიათ. ჟურნალისტი დანიელა კამპოამორი მოგვითხრობს გენდერული სტერეოტიპების შესახებ.
მე დიდი ხანია შევნიშნე კოპი მარცხენა ხელისგულზე, მაგრამ არაფერი ვუთხარი ამის შესახებ ჩემს ახლობლებს. ის პატარა იყო, მაგრამ მტკივნეული. მე მდივნად ვმუშაობდი, ამიტომ მუდმივად მიხდებოდა კომპიუტერზე ტექსტის აკრეფა. ყოველთვის, როდესაც თითებს ვამოძრავებდი, ხელში მწვავე ტკივილს ვგრძნობდი. მე ყველა ტკივილგამაყუჩებელი მოვსინჯე, რომლის ყიდვაც ურეცეპტოდ შეიძლებოდა. ტკივილი არ ჩერდებოდა, კოპი კი იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე ჩემი ბოიფრენდისთვის მეთქვა. მე მასგან ველოდი თანაგრძნობას და ზრუნვას. თუმცა, პასუხად მივიღე მხოლოდ შემდეგი სიტყვები: „წადი ექიმთან“.
ექიმებმა დამისვეს კისტის დიაგნოზი, რომელიც უნდა ამოეკვეთად. მე ვთხოვე ჩემს პარტნიორს საავადმყოფოში დაემლოდებოდა, სანამ პროცედურას ჩამიტარებდნენ. მან უარი თქვა და სასწრაფო საქმეები მოიმიზეზა სამსახურში. მე არ დავუშვი გულში წყენა, რადგან თვითონ ვიცი, რა არის კარიერის აწყობა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ის საავადმყოფოში წამიყვანდა, ხოლო ჩემი მეგობარი კი პროცედურის დასრულების შემდეგ წამიყვანდა.
ბუნდოვნად მახსოვს, როგორ შევხვდით სახლში. მან შემოსვლისთანავე ჰკითხა ჩემს მეგობარს, თუ როგორ ჩაიარა ოპერაციამ. მან უპასუხა, რომ გართულებებით. ექიმები დამპირდნენ, რომ ადგილობრივ ანესთეზიის ქვეშ ნახევარ საათში ჩაატარებდნენ. მაგრამ მე გამიკეთეს საერთო ნარკოზი და ოპერაცია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ქირურგმა დალაგებულად არაფერი ამიხსნა. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გავიგეთ - პროცედურის შემდეგ ტკივილები მექნება. შაბათ-კვირას სახლში გამიშვეს, ორშაბათს კი კონსულტაციისთვის უნდა დავბრუნებულიყავი.
მეგობარი წავიდა, მე კი მოსიყვარულე პარტნიორთან დავრჩი. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მქონდა. მე წარმოვიდგინე, თუ როგორ ამზადებდა იგი წვნიანს, მეხვეოდა, გამოხატავდა თავის სიყვარულს - ხომ სწორედ ეს კურნავს ადამიანს. როდესაც ის იყო ავად, მე მასზე ყოველთვის ვზრუნავდი. ახლა როლები შეიცვალა, მე კი საპასუხო ზრუნვის იმედი მქონდა.
მან უარი თქვა წვნიანის, წყლის ან აბების მოტანაზე, რადგან „ეს მხოლოდ ხელია“. მან თქვა: „ფეხზე ხომ არ გაუკეთებიათ ოპერაცია. მშვენივრად შეგიძლია საუბარი“. მან რამდენიმე საათით მარტო დამტოვა და მეგობრებთან ერთად პოკერის სათამაშოდ წავიდა. ის ფიქრობდა, რომ მე ვაჭარბებდი: „ალბათ ძალიან მტკივნეული არ არის. შენ უბრალოდ ეგოისტი ხარ, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. ნუ იქცევი ბავშვივით“.
დასვენების დღეები თვალცრემლიანმა გავატარე. მე მქონდა აბები ფიზიკური ტკივილის სამკურნალოდ, მაგრამ არა სულიერის. მე არ შემეძლო იმის დავიწყება, რომ ჩემი ტკივილი მას არ აწუხებდა. შეიძლება იფიქროთ, რომ საშინელი პარტნიორი შევარჩიე, მაგრამ ასე არ არის. ჩემთან მისი მოპყრობა არ შეიძლება გამართლდეს, მაგრამ მისი ახსნა შეიძლება. მისი ქცევას საფუძვლად უდევს ის მოსაზრებები, რომლებიც ამცირებენ ქალებს, მათ ჯანმრთელობას და ტანჯვას. ჩემი პარტნიორისთვის, მე გავხდი ყველა ქალის კოლექტიური სისუსტის განსახიერება. კაცობრიობის სუსტი ნახევარი, რომელზეც ყოველთვის უნდა იზრუნო. ზედმეტი ტვირთი.
ორშაბათს მან ქირურგთან წამიყვანა მიღებაზე. მთელი გზა ჩუმად ვიყავით და მისაღებშიც ცალკე დავჯექით. ექიმმა მკითხა ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, მე კი საპასუხოდ ცრემლები წამომივიდა. თითოეული ცრემლი განასახიერებდა ჩემს დაღლილობას, სიბრაზეს, მწუხარებას, სიძულვილს, ტკივილს და იმედგაცრუებას. ყვირილი მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ტირილი შემეძლო. იმ მომენტში მივხვდი, რომ მამაკაცები ცრემლს შეცდობით მიიჩნევდნენ სისუსტედ. მე ვიცოდი, რომ ჩემი პარტნიორი ზიზღით შემომყურებდა. ის კვლავ დარწმუნდა, რომ მე მხოლოდ ისტერიული, პატარა სუსტი გოგო ვიყავი, რომელიც თანაგრძნოას ეძებდა.
ექიმმა ხელი ჩამკიდა და თქვა, რომ ეს ნორმალური რეაქციაა. მე არც კი ვიცოდი, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
კოპი სიმსივნე აღმოჩნდა. ექიმებმა შემიყვანეს საერთო ნარკოზი, რადგან მათ არ იცოდნენ, ავთვისებიანი იყო, თუ კეთილთვისებიანი. შეიძლება ამპუტაცია ყოფილიყო საჭირო. სიმსივნის მთლიანად მოსაშორებლად, კუნთებზე გახდა აუცილებელი ოპერაციის ჩატარება. ეს იყო აუტანელი ტკივილის მიზეზი. საბედნიეროდ, ანალიზებმა აჩვენა, რომ სიმსივნე კეთილთვისებიანი იყო.
მე „გამამართლეს“, მაგრამ სიბრაზისგან ბოღმა მეკიდებოდა. სანამ ექიმი საუბრობდა შემდგომი მკურნალობის შესახებ, პარტნიორმა სკამი უფრო ახლოს გადმოიტანა და მუხლზე ხელი დამადო. მის თვალებში სირცხვილი და სინანული იყო. ახლა ჩემი ტკივილი უფრო გამძაფრდა, იმიტომ, რომ ამის შესახებ მამაკაცმა. ახლა ეს არც გაზვიადებაა, არც ისტერიკა.
მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, მას ახსნა არ დასჭირდებოდა. თუ ადამიანი აღიარებს, რომ ის ტკივილს გრძნობს, ე.ი. ტანჯვა აუტანელია. მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, მას ეჭვი არ შეეპარებოდა ჩემს ტანჯვაში. მას არ დასჭირდებოდა სხვა ადამიანის აზრი, რათა ჩემი ტკივილი დაეჯერებინა. მაგრამ მე ქალი ვარ, ამიტომ ჩემი ტკივილი ყალბია, ტანჯვა კი სასაცილო. მე ქალი ვარ, ამიტომ სხვებზე ვზრუნავ, ამის სანაცვლოდ ვღებულობ გულგრილობას.
ეს უსამართლობაა. თანაგრძნობის ან გულგრილობის უნარი არ არის დამოკიდებული სქესზე. ტკივილის ინტენსივობა არ არის დამოკიდებული სქესზე. და ჩვენი ზრუნვა ერთმანეთზე არ უნდა იყოს დამოკიდებული სქესზე. ჩემი ტკივილი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მამაკაცის ტკივილი. იმიტომ კი არა, რომ ქალი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი ვარ.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised