რელიგიური გამოცდილება, კოგნიტური დამახინჯება და ფსიქოზი
რელიგიური გამოცდილება ტრანსცენდენტურის გამოცდილებაა, როდესაც ადგილი აქვს (1) წინასწარმეტყველების გამოცდილებას, (2) ხილვის გამოცდილებას, (3) მისტიკურ გამოცდილებას (ღმერთის, სატანის, ანგელოზების არსებობის გამოცდილებას). ეს გამოცდილება ვერიფიცირებული უნდა იყოს საზოგადოების სხვა წევრების (თუნდაც ზოგიერთი მათგანის) მიერ მისი სიმბოლიკის მიღების შედეგად. ეს ნიშნავს ამ გამოცდილების განახლების, განმეორებადობის შესაძლებლობას ჩემი და თემის სხვა წევრების მიერ.
ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, რელიგიური გამოცდილება წარმოადგენს ძლიერ კოგნიტურ დამახინჯებას, მოკლევადიანს, თუმცა განახლებადს. ეს დამახინჯება დაკავშირებულია რეალობის სიმბოლური რეალობით ჩანაცვლებასთან ყურადღების უმნიშვნელო დეტალებზე კონცენტრაციის და მათ მნიშვნელოვან სიმბოლურ მოვლენად გადაქცევის გზით. თუ რელიგიური გამოცდილება სრულად შეცვლის რეალობას ხანგრძლივი პერიოდით, ადგილი აქვს ფსიქოზს, უფრო სწორად ფსიქოზის სიმპტომს. სახელდება სიმბოლური ბუნების ზეღირებული იდეა.
თუ მუდმივად მესმის ხმები ან მაქვს ხილვაა/ჰალუცინაციები, - ეს ფსიქიკური დაავადების სიმპტომებია..
მაგრამ სიმპტომები თავისთავად არ ნიშნავს დაავადებას. ფსიქოზს ადგილი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს აღარ გააჩნია შრომითი საქმიანობის და სხვა სოციალური კომუნიკაციის უნარი, ე.ი. როდესაც კოგნიტური დამახინჯება ისეთია, რომ ადამიანი სოციალურობიდან ამოვარდნილია - მას არ შეუძლია სოციალური როლის (კოლეგის, ქმრის, მამის, მეგობრის) შესრულება.
თავისთავად კოგნიტური დარღვევები ყოველთვის არსებობს. ჩვენთვის უცნობია სუფთა რეალობა. პრობლემა იმაშია, ხელს უწყობს თუ არა ეს დამახინჯებები ჩვენს გადარჩენას და სოციალურ აქტიურობას, თუ მხოლოდ ზიანის მომტანია. თუ რეალობის სიმბოლური ჩანაცვლება ხელს უწყობს, ეს რელიგიური გამოცდილებაა (ტრანსცენდენტურის გამოცდილება), თუ ხელს არ უწყობს და ზიანის მომტანია, - მაშინ ფსიქოზის ფორმებია ...
რეალობა დამახინჯებულია უკვე ერთუჯრედიანების კოგნიტურ სურათებში. არსებობს ლატერალური ინჰიბიცია, როდესაც მე ან ერთუჯრედიანი ორგანიზმი კონცენტრირებული ვართ მხოლოდ ერთ საგანზე, ხოლო ყველა დანარჩენი იგნორირებულია, და არსებობს ლატერალური აქტივაცია, როდესაც მე მშვიდად ვათვალიერებ ფონს და მაინც და მაინც ვერ ვამჩნევ მოძრავ ობიექტებს. მაგალითად, საფრთხის შემცველ სიტუაციაში მე რეალობიდან გამოვყოფ მხოლოდ მოძრავ საგნებს, ხოლო დანარჩენს ვუგულებელყოფ. მაგალითად, როდესაც მანქანა მეჯახებოდა, მე მხოლოდ ამ მანქანას ვხედავდი და იმდენად მკაფიოდ, რომ წამში დავათვალიერე მთლიანად - ფერი, ფორმა, ნომერიც კი. ამან მომცა გადარჩენის საშუალება - მე წამში მოვახერხე განზე გადახტომა, სანამ მანქანა დამეჯახებოდა. გვერდითი ინჰიბიციის შედეგად გამოწვეულმა კოგნიტურმა დამახინჯებამ საშუალება მომცა გადავრჩენილიყავი, მან სიცოცხლე შემინარჩუნა.
რელიგიური გამოცდილება ყოველთვის კოგნიტური დამახინჯებაა. მაგალითს მოვიყვან. ჰინდუს შემსწავლელი ანთროპოლოგი უკეთ ათვისების მიზნით პრაქტიკაშიც ჰინდუს იყენებს. ის მოხიბლულია ჯაგანათხის სახით და გადაწყვეტს დაესწროს ჯაგანათხი პურის დღესასწაულს, როდესაც ტაძრიდან გამოაქვთ კერპები, როგორც ეს ეგვიპტელებმა მოიფიქრეს პირველად.
მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ის ევროპელია, ე.ი. ხელშეუხებელი. მას ტაძარში არ უშვებენ. ეს მასში სტრესს იწვევს. შემთხვევით, მისი ერთ-ერთი ნაცნობი ინდუსი, კარგი კასტიდან, ტაძარში აღმოჩნდება და იქიდან გამოაქვს პრასადი - საჭმელი ჯაგანათხისთვის.
მოვლენა სრულიად შემთხვევითია, მაგრამ ძალიან სიმბოლური ანთროპოლოგისთვის. მისი შეხვედრა ჯაგანათხასთან მაინც შედგა. ანთროპოლოგმა კოგნიტურად დაამახინჯა რეალობა, თავიდან აიცილა დეპრესია და, პირიქით, ფსიქოლოგიური კმაყოფილება მოიპოვა. მისი გამოცდილება ჰინდუსთვის არის რელიგიური და, უფრო მეტიც, განმეორებითი ჰინდუს ადეპტეებისთვის.
ან ჩემი პირადი გამოცდილება. ჩემთან კონფერენციაზე ბარ-ილანიდან ჩამოვიდა თალმუდური ლოგიკის გამოჩენილი სპეციალისტი. მე ის წავიყვანე კრაკოვში მდებარე რემა-სინაგოგაში. იგი უფრო ბიმას (საკურთხეველს) მიუახლოვდა. მე ბოლო რიგებში დავრჩი. სინაგოგაში იყო ჩვენთვის უცნობ რელიგიურ იუდეველთა დიდი ჯგუფი. ლოცვის წესი ხშირად მნიშვნელოვნად განსხვავდება (თუმცა ყველა ძირითადი ლოცვა ერთნაირია). იუდეველთა წესი რამდენადმე განსხვავდება ლოცვის იმ წიგნისგან, რომელიც თაროდან ავიღე. მაგრამ ... ჩემგან მარჯვნივ დადგა ერთი იუდეველი და ძალიან მკაფიოდ წარმოთქვამა ხმამაღლა მთელ ლოცვას. ამან საშუალება მომცა ყველასთან ერთად ვყოფილიყავი და ამესრულებინა საერთო წესი. შემდეგ სინაგოგაში შემოვიდა ადგილობრივი „ებრაელი“და ჩემს მარცხნივ დადგა, მოშორებით. ის არ ლოცულობდა, არამედ აშკარად იმიტირებდა ლოცვას. როდესაც ის შემოდიოდა, მე უკვე ვიცოდი, რომ ის ადამიანი კი არ იყო, არამედ იეცერ ა-რა (დემონი). მაგრამ იმის წყალობით, ვინც ჩემს მარჯვნივ იდგა, მე დაცული ვიყავი დემონისგან. გვერდით მყოფი ადამიანი ანგელოზი იყო. სიტუაცია მარჯვნივ ანგელოზით და მარცხნივ დემონით სასიკეთო ნიშანია ჯერ კიდევ აქადური ომენების დროიდან.
ეს არის მოვლენის სიმბოლური ინტერპრეტაციის მაგალითი. ეს გამოცდილება ასევე იყო სინამდვილის კოგნიტური დამახინჯება, მაგრამ სოციალური ურთიერთობისთვის სასიკეთო. შაბათი დღე იყო. ადგილობრივი „ებრაელი“ სინაგოგაში შემოვიდა ლოცვის დასასრულს, ბადიანი ჩანთით ხელში. ეს სცილდება ადეკვატურ სოციალურ როლს. ამიტომ ლატერალურმა ინჰიბიციამ ამოარჩია ის, რელიგიურმა სიმბოლიკამ კი შეაფასა, როგორც ცდუნების სახე, როგორც ნეგატიური სახე.
ამრიგად, ჩემი ეს გამოცდილება იყო რეალობის კოგნიტური დამახინჯება რელიგიური სიმბოლიკის შესაბამისად, მაგრამ ხელსაყრელი სოციალური კავშირებისთვის.
სამყარო იცვლება, იცვლება ჩვენი სოციალური კავშირებიც და, შედეგად, იცვლება ჩვენი ტიპიური კოგნიტური დამახინჯება, რომელიც გადარჩენის საშუალებას გვაძლევს.
კაცობრიობის ისტორიაში არის პერიოდი, რომელსაც ეწოდება ღერძული დრო (ჩვ. წ. აღრ-მდე 6-5 საუკუნე). ამ დროს კაცობრიობა რამდენიმე ხალხის (ბერძნების, ებრაელთა, სირიელების, ბაბილონელების, ირანელთა, ინდიელთა) სახით მკვეთრად დაჭკვიანდა და პირველად ჩნდება რაციონალური დისკურსი - ეპიკური აღწერილობები, პროზა, პროტო-ლოგიკური აზროვნება. რელიგიური გამოცდილების როლი ადამიანების ცხოვრებაში მცირდება. ადამიანი ნაკლებად ჰალუცინირებენ.
ახლა ახალი ტექნოლოგიების მოსვლასთან დაკავშირებით უკვე განსხვავებული გახდა რელიგიური გამოცდილებაც, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised