სუგესტია - ხალხის მართვის საშუალება
როდესაც ვსაუბრობთ ერთი ადამიანის მეორე ადამიანზე ზემოქმედების მეთოდების შესახებ, ძალიან ხშირად საქმე გვაქვს ე.წ. სუგესტიასთან. ის განსაზღვრულია როგორც შთაგონება, რომელიც ჩვეულებრივ შეუმჩნეველი რჩება შთაგონებადი პირისთვის.
ამ სტატიაში ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა არის სუგესტია, საიდან მოვიდა და რასთან არის დაკავშირებული. ასევე განვიხილავთ სუგესტიას სხვა ადამიანზე ვერბალური ან არავერბალური ზემოქმედების თვალსაზრისით (ე.წ. ჰეტეროსუგესტიას) მის გარკვეულ მდგომარეობაში შესაყვანად ან გარკვეული ქმედებების გამოწვევის მიზნით.
რა არის სუგესტია?
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვეულებრივად სუგესტიას უწოდებენ არაცნობიერ, პასიურ შთაგონებას, რომელიც კრიტიკული გონებით არ აღიქმება. აბსოლუტურად ძალადობრივი სუგესტია, ისევე როგორც ასი პრიცენტით თავსმოხვეული სუგესტია, არ არსებობს.
მაშინაც კი, თუ ადამიანმა შთაგონება ჰიპნოზის ქვეშ მიიღო, ის თავდაპირველად ქვეცნობიერად უკვე მზად იყო, ღია გარე გავლენისთვის. ამიტომ ადამიანს შეიძლება შთააგონო მხოლოდ ის, რაც მან უკვე გაუცნობიერებლად მიიღო.
ადამიანს, რომლის პირადი შეხედულებები არ აძლევს მას ქურდობის და მკვლელობის ჩადენის შესაძლებლობას, ვერ აიძულებთ ამის გაკეთებას თუნდაც შთაგონების ზემოქმედების ქვეშ. მაშინაც კი, თუ ტრანსის მდგომარეობაში მყოფი, ჰიპნოზირებული ის შეასრულებს ჰიპნოტიზიორის მითითებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მის საკუთარ მრწამს, ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ ის თავის პირვანდელ განწყობას დაუბრუნდება.
თუ ადრე გაზეთში სტატიის წაკითხვის შემდეგ ადამიანი შთაგონების შედეგად უნებლიედ იზიარებდა ავტორის აზრს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ვიღაცამ აიძულა მას ამ კონკრეტული გაზეთის შეძენა და წაკითხვა. მაგრამ მასობრივ ცნობიერებაზე გავლენის თანამედროვე ტექნოლოგიებმა იმდენად წინ წაიწია, რომ, როგორც წესი, ჩვენ მაინც განვიცდით არასასურველ სუგესტიურ ზემოქმედებას: ზოგი მეტს, ზოგი ნაკლებს.
სუგესტია გამოიყენება ყველგან:
რეკლამაში
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში
მარკეტინგში
ბიზნეს-ტექნოლოგიებში
მედიცინაში
რელიგიაში
პედაგოგიკაში
ამიტომ ზედმეტი არ იქნება იმაში გარკვევა, თუ რა არის სუგესტია, როგორ მუშაობს ის, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მისი გამოყენების შედეგები.
სუგესტიის გამოყენება
პირველად ტერმინი „სუგესტია“ 1866 წელს გამოიყენა ფრანგმა ექიმმა ამბროსი აუგუსტუს ლიებომ, რომელმაც შთაგონება მიაკუთვნა ფსიქოთერაპიულ მეთოდებს. იმ დროს შთაგონებას, როგორც წესი, ჰიპნოზთან ერთად იყენებდნენ. დღეს შეგვიძლია საუბარი სუგესტიის მეთოდების განვითარების შესახებ, რომლისთვისაც არ არის საჭირო ობიექტის შეყვანა ტრანსის მდგომარეობაში.
შთაგონების თერაპიული გამოყენება შეესაბამება პაციენტის ფსიქოემოციურ და ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე ზემოქმედებას, პრობლემებისადმი სასურველი დამოკიდებულების ფორმირებას, გარკვეულ გამაღიზიანებლებზე ქცევისა და რეაქციის კორექციას, ასევე პლაცებო ეფექტის გამოყენებას, რაც გამოიხატება დანიშნული მკურნალობის პოზიტიური აღქმის ფორმირებაში.
პლაცებოს ეფექტი თავისთავად საინტერესოა. მას შეიძლება ეწოდოს „რწმენის ეფექტი“, რადგან განკურნება ამ შემთხვევაში არ არის დამოკიდებული მედიცინაში არსებული რაიმე ობიექტური თერაპიული თვისებების არსებობაზე, არამედ პაციენტის შთაგონებულ დადებით მოლოდინზე.
მაგალითად, მორწმუნე ქრისტიანს შეუძლია წარმატებით განიკურნოს არა მხოლოდ ანგინისგან, არამედ სიმსივნისგანაც, თუ ყოველ დილით ერთ ჭიქა წმინდა წყალს მიიღებს, ხოლო არამორწმუნე ან, ვთქვათ, მაჰმადიანი, ალბათ, ვერც კი შეამჩნევს ასეთი მკურნალობის ეფექტს.
შთაგონების დახმარებით შეიძლება ადამიანისთვის დახმარების გაწევა, რათა მან უარყოს ცუდი ჩვევები, ხელი შეუწყოს შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას ან მისი ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას იმ შემთხვევებში, როდესაც ეს დარღვევები ფსიქოლოგიური მიზეზებითაა გამოწვეული.
მკურნალობის სუგესტიური მეთოდები ძალიან ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ექიმბაშის და შარლატანის მიერ, რომლებსაც, როგორც წესი, ძლიერი ქარიზმა და შთაგონების კარგი უნარი აქვთ. ძველი დროის ქურუმებისა და მაგების მიერ შელოცვების გამოყენება ასევე მიეკუთვნება სუგესტიურ ტექნიკას, რადგან მაღალი და დაბალი, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების გარკვეული კომბინაცია ხელს უწყობს ადამიანებში კონკრეტული შეგრძნებების წარმოქმნას.
სუგესტიის ზემოქმედების არსი
სუგესტიური ზემოქმედების არსი მდგომარეობს გონების არაცნობიერ ნაწილზე უშუალოდ მიმართვაში ინტელექტუალური გააზრების სტადიის გვერდის ავლით.
თუ არგუმენტირებული რწმენის გამოყენებით შესაძლებელია ცნობიერებაზე ზემოქმედება, მაშინ ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენა ხერხდება ცნობიერების არარსებობის ან დროებითი გათიშვის პირობებში პირდაპირი ან არაპირდაპირი შთაგონების გამოყენების გზით.
კომუნიკაციის საშუალებების თვალსაზრისით, ცნობიერი აღქმა, როგორც წესი, ვერბალური გზით ხორციელდება, ხოლო არაცნობიერი ემოციებზე, გრძნობებზე, მდგომარეობებზეა აგებული.
მაგრამ ჰიპნოტურ ტრანსთან დაახლოებულ ცნობიერ მდგომარეობაშიც შესაძლებელია ქვეცნობიერზე ვერბალური ზემოქმედება.
ხელსაყრელი ემოციური ფონის შექმნისას ვერბალური, არგუმენტირებული დარწმუნება უფრო ეფექტურად მიმდინარეობს.
აქ აზრი აქვს ქვეცნობიერზე სუგესტიური ზემოქმედების მექანიზმის ახსნას.
თუ ლოგიკური დარწმუნება, როგორც ადამიანის მიერ ქმედებების, იდეების, ფაქტების და არგუმენტების ცნობიერ აღქმაზე გავლენის საშუალება, ემყარება ამა თუ იმ ობიექტის ნამდვილობას, მისი სარგებლიანობის და სისწორის მტკიცებულებას, მაშინ სუგესტია არ მოითხოვს ლოგიკურ დასაბუთებას, ახლებურად გააზრებას და შთაგონებული აზრების ან ქმედებების ადამიანის მიერ ცნობიერ მიღებას.
ემოციები, მიმიკა, ჟესტები, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლებიც წარმოადგენს სუგესტიის საფუძველს, პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს გონების არაცნობიერ სივრცეზე, აყალიბებს შთაგონებული აზრების როგორც საკუთარის, და, შესაბამისად, სწორი რწმენის აღქმას.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ გაუცნობიერებელი სუგესტიის ზემოქმედების ქვეშ ადამიანმა შეიძლება გააცნობიეროს, რომ მისი ქმედებებისა და აზრების გარკვეული ნაწილი თავსმოხვეული ან უცხოა. ხშირად შთაგონებული იდეები ხდება აკვიატებული მდგომარეობების, მანიისა და შეპყრობილობის მიზეზი.
თქვენ შეგიძლიათ ადამიანის გონების ცნობიერი და არაცნობიერი ნაწილების შედარება ძმების ურთიერთობებთან, რომლებმაც საერთო კომპანია დააარსეს და თავად წარმართავენ მის საქმიანობას.
ერთი ძმა არის აქტიური, ძლიერი, წინდახედული და გამჭრიახი, ის მართავს ფირმას და ხელს უწყობს მის ბაზარზე წინსვლას, ხოლო მეორე მშრომელი ადამიანია, პირველი ძმის მითითებებს ასრულებს, ასევე მთელ შავ სამუშაოს ფირმაში, ავტომატურად, უყოყმანოდ, აშკარა ძალისხმევის გარეშე.
მიმნდობ და დამყოლ მშრომელ ძმას ნებისმიერი რამე შეიძლება შთააგონო, თუ ეს არ ეწინააღმდეგება დადგენილ წესრიგს და მისი ხელმძღვანელი ძმის მითითებებს, და თუ ეს განხორციელდება არაერთხელ და თავდაჯერებულად. აქტიური ძმა ცდილობს თავისი პასიური ნათესავის გაკონტროლებას, მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ახერხებს, რადგან თავადაც ეჩვევა გარკვეული ხასიათის მოქმედებებს და ხშირად გარე შთაგონებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება
თუმცა ძმებს შორის ვინ არის უფროსი და ამ შემთხვევაში უფრო გამოცდილი, ჯერ კიდევ გასარკვევია.
სუგესტიური ტექნიკა
არსებითად, სუგესტიის წარმატებით გამოყენება 4 ფაქტორზეა დამოკიდებული:
1. პირის ვინაობაზე, რომელიც ახორციელებს ზემოქმედებას
2. ზემოქმედების ობიექტის შთაგონების მიდრეკილებაზე
3. მათ ურთიერთობებზე
4. კომუნიკაციის მეთოდზე (ან სუგესტიურ ტექნიკაზე).
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შთაგონების ობიექტია, ამავდროულად ახორციელებს საპასუხო ზემოქმედებას სუგესტიის წყაროზე, ექვემდებარება ან არ ექვემდებარება გავლენას, ქმნის მოსაზრებას არჩეული შთაგონების ეფექტურობის შესახებ.
დღეს სუგესტიის ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა
ჰიპნოზი
ნეიროლინგვისტური პროგრამირება
ფსიქოაქტიური ტექსტები
აუტოგენური ვარჯიში
ფერის მეთოდი
25-ე კადრის მეთოდი
ბგერითი სუგესტია ან „ჩაჩურჩულება“ (მას ასევე უწოდებენ აუტოსუგესტიას, მაგრამ ეს ცნება თვიშთაგონებაში რომ არ აგვერიოს, მას არ გამოვიყენებთ).
მოგვიანებით, უფრო დეტალურად განვიხილავთ მათ.
დასკვნა
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის არც ერთი სიტუაცია არ არის სრულყოფილი ფსიქო-ფიზიკური ურთიერთქმედების გარეშე, რაც შედეგად იწვევს ინფორმაციის, რწმენის, ქცევის, ემოციების, გრძნობებისა და მიკრობების ვერბალურ და არავერბალურ გაცვლას.
ეს კი ნიშნავს, რომ შეუძლებელია ცხოვრებაში შთაგონების მთლიანად თავიდან აცილება. მაგრამ ყველას შეუძლია აირჩიოს თავისი გარემოცვა და ინფორმაციის წყარო, ასევე გამოიყენოს საკუთარი ინტელექტი და რწმენა შემოსული ინფორმაციის გასაანალიზებლად.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადამიანებს შორის ურთიერთქმედება მიმდინარეობს როგორც ცნობიერ, ასევე ქვეცნობიერ დონეზე, ამავე დროს შთაგონება ხშირად ხორციელდება ცნობიერი ძალისხმევის გარეშე მათი წყაროს მხრიდან.
ამრიგად, ინდივიდუალური და მასობრივი ხასიათის სუგესტიური ზემოქმედების ველში ყოფნისას, მნიშვნელოვანია არა იმდენად შთაგონებისგან თავის დაცვა და კრიტიკულად განწყობა ნებისმიერი გარე გავლენის მიმართ (როგორც ამას დაჟინებით გვეუბნებიან), რამდენადაც ამ ფარული გზავნილების გაგების სწავლა, „მარცვალის განსხვავება ღვარძლისგან“ და მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ.
ამიტომ სუგესტია უნდა იყოს აღქმული არა უბრალოდ როგორც შთაგონება, არამედ როგორც ფსიქიკური მდგომარეობებით და სახეებით ურთიერთგაცვლა ურთიერთობის პროცესში.
ფსიქიკური დიფუზიის მსგავსის.
და დაიმახსოვრეთ.
ადამიანმა, რომელსაც რაღაცის შთაგონება სურს ოპონენტისთვის, უნდა იცოდეს, რომ შეიძლება მხოლოდ იმის შთაგონება, რაშიც თავად ხართ დარწმუნებული, რაც თქვენ თავად გწამთ!
https://www.truthdig.com/articles/the-capitalists-are-afraid/?fbclid=IwAR1ATDcf5l91iuelDTKmdsd3pzWHJa_Do58472SsFV13Y_Use-7et4SVfso

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised