ქვეცნობიერების დეპროგრამირება. ფროიდი ისვენებს!
ბეკმოლოგიაში სათანადო ყურადღება ექცევა ნეიროლინგვისტური პროგრამირების, ცნობიერების პროგრამირების და დეპროგრამირების ტექნიკას. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ დეპროგრამირების ტექნიკას, რომელმაც ბოლო დროს დიდი პოპულარობა მოიპოვა.
რა არის ქვეცნობიერების დეპროგრამირება?
ადამიანის ფსიქიკა შედგება „მოცულობის“ ორი არსებითად განსხვავებული ნაწილისგან - ცნობიერისა და არაცნობიერის, რომელსაც ასევე ეწოდება ქვეცნობიერება. და თუ ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ პირველს, მეორე ბოლო დრომდე იყო აბსოლუტურად terra incognita და პრაქტიკულ ინტერესს არ იწვევდა. და სრულიად ტყუილუბრალოდ.
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ფსიქიკის შესაძლებლობები ბევრად უფრო აღემატება მათ, რომლებსაც მივმართავთ გაცნობიერებულად. ადამიანი გააზრებულად მხოლოდ თავის ტვინის რესურსების 3-10%-ს იყენებს, დანარჩენი უმოქმედოთ არ რჩება, ქვეცნობიერების მუშაობაში გამოიყენება. „მერე რა?“ - იკითხავს ვინმე. – „რა მესაქმება რაღაც ქვეცნობიერებასთან, თუ არ ვგრძნობ მას და არ შემიძლია მისი გამოყენება?“. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე არ არის. ქვეცნობიერება გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში, და მასთან მუშაობა არა მხოლოდ შეიძლება, არამედ სასარგებლოა მრავალი პრაქტიკული პრობლემის გადაჭრის და ზოგადად საკუთარი კეთილდღეობისათვის.
საქმე იმაშია, რომ ქვეცნობიერება, ფაქტობრივად, ჩვენი ძლიერი მსახური და ერთგული თანაშემწეა, მიუხედავად იმისა, ვმუშაობთ მასთან გამიზნულად თუ არა (და გვიფიქრია თუ არა საერთოდ მისი არსებობის შესახებ). დიდი რაოდენობით არსებული ავტომატიზმის წყალობით, რომელსაც იგი შეიცავს და რომლის რეალიზაციასაც ახდენს, ჩვენ არ გვჭირდება ფიქრი სხვადასხვა რამეზე, დაწყებული სიარულის დროს მოძრაობათა თანმიმდევრობით და კითხვისას ტექსტის ანალიზით დამთავრებული (როდესაც კითხვას ვსწავლობთ, დაწერილის მნიშვნელობას ჩვენ ავტომატურად აღვიქვამთ, დაუფიქრებლად). ეს ყველაფერი თითქოს „თავისთავად“ ხდება, თუმცა სინამდვილეში ისინი ჩვენ ქვეცნობიერებაში „გაწერილ“ ჩვენს განზრახვას გამოხატავენ და მის მიერ რეალიზებულს ჩვენი გააზრებული ნებისგან დამოუკიდებლად. ზემოთ მოყვანილი მაგალითები მხოლოდ აისბერგის მწვერვალია! ჩვენი ქვეცნობიერება, უფრო სწორად, პროგრამები, რომელსაც იგი მოიცავს, მთლიანად ემსახურებიან ჩვენი, როგორც პიროვნების, განსაზღვრას, თუ რას წარმოვადგენთ, როგორც პიროვნება (ისევე, როგორც ის, რაც გამოგვყოფს, განგვასხვავებს სხვებისგან). ისინი წარმოადგენენ რეაქციათა კომპლექსს, რომელთა დიდი უმრავლესობა პროგრამირდება ქვეცნობიერებაში.
პრობლემა ის არის, რომ სასარგებლო და უვნებელ ავტომატიზმთან ერთად, ქვეცნობიერება ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით უსარგებლო და მავნე რეაქციებს. ქვეცნობიერებისთვის სულ ერთია, რა დაიმახსოვროს და განახორციელოს. მასში შეიძლება „ჩაიტვირთოს“ დადებითი მიზნები და ზრახვები, ან უარყოფითი, მავნე, დესტრუქციული. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში შიშზე, რეპრესიებზე და ძალადობაზე დაფუძნებული აღზრდა, ხშირად ამ უკანასკნელს უნერგავს. დაბადებიდანვე ბავშვის ფსიქიკას ამახინჯებენ, უარს უცხადებენ გაგებაში, ალერსში, სიყვარულში, შეურაცხყოფენ და ამცირებენ, აქცევენ ქცევის და აზროვნების მკაცრ მარწუხში, თავს ახვევენ სოციუმის მიერ წახალისებულ მიზნებსა და მისწრაფებებს, უნერგავენ ცრუ რწმენას, პოსტულატებს, დამოკიდებულებებს და პრინციპებს, რეპროდუცირებენ მასში საკუთარ და საზოგადოების მენტალიტეტს. გაუცნობიერებლობის გამო ბავშვს ყველაფრის სჯერა, ხოლო როდესაც გაცნობიერების მინიმუმი უჩნდება, აღმოჩნდება, რომ უკვე გვიანია, მისი ჩაკეტილობა იმდენად ტოტალურ ხასიათს იძენს, რომ მის ქვეცნობიერებაში არსებული უვარგისი რამ, ფაქტობრივად, აკონტროლებს ადამიანს, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ იმას აკეთებს, რომ აღადგენს მას საკუთარ თავსა და სხვებში. საშუალო ადამიანი ჩვენს სოციუმში მენტალურ ინვალიდს წარმოადგენს, რომელსაც ნევროზული კონფლიქტები უღრღნის გულს, დანაშაულის, სირცხვილის, საკუთარი თავისადმი სიძულვილის და შიშის განსაკუთრებით განვითარებული გრძნობა, რის გამოც ბოიკოტს უცხადებდა თავის მცდელობათა 90%-ს რაღაცისთვის მიეღწია და არ აძლევდა თავს უფლებას ეცხოვრა სრული და ბედნიერი ცხოვრებით. ამასთან ნება-სურვილის ძალისხმევით რაიმეს გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. პიროვნების ქვეცნობიერი ნაწილი, რომელიც ათწლეულების მანძილზეა ჩამოყალიბებული, გაცილებით უფრო შეგნებულია, ამიტომ საკუთარი თავისადმი წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა, როგორც წესი, ფრუსტრაციით და თავისი თავისადმი სიძულვილით მთავრდება. საკუთარი თავის შეცვლა შეიძლება, მაგრამ მხოლოდ ქვეცნობიერებაზე ზემოქმედების გზით მასში არსებული ფსიქიკური მოვლენების ფესვების აღმოსაფხვრელად, და სწორედ ამისათვის გამოიყენება ქვეცნობიერების დეპროგრამირების ტექნიკა.
დეპროგრამირება ქვეცნობიერების კონტროლის ყველაზე ბუნებრივი და ეკოლოგიური გზაა. ქვეცნობიერების დეპროგრამირება მდგომარეობს ქვეცნობიერების ფესვებიდან მენტალური ენერგიის დამუშავებული პრობლემების აღმოფხვრაში, რომელიც აძლევს მას მბრძანებლურ ძალას. ანუ, თუ პროგრამირება შეიძლება ეწოდოს ქვეცნობიერებაში რომელიმე პოსტულატის, პროგრამის, მიზნების და ა.შ. „ჩადებას“, მათ შესასრულებლად მენტალურ ენერგიასთან ერთად, ამ შემთხვევაში დეპროგრამირება მდგომარეობს ამ ენერგიის გამოთავისუფლებაში. ჩვენ ჩამოვაშორებთ „მენტალური მასალას“ ენერგიას, და ის გარდაიქმნება ცარიელ გლუკად, რომელსაც არ აქვს არანაირი ძალაუფლება ადამიანზე. რა თქმა უნდა, მეხსიერებიდან ეს მასალა არ წაიშლება, უბრალოდ ის აღარ იწვევს ადამიანში არავითარ ავტომატურ რეაქციას.
რატომ არის ქვეცნობიერებასთან მუშაობა ასე მნიშვნელოვანი და რაში მდგომარეობს დეპროგრამირების ტექნიკის ღირებულება? დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი თავისი ფსიქიკის მხოლოდ მცირე ნაწილს აცნობიერებს. კარგად არის ცნობილი მეტაფორა, რომელიც ადამიანის ფსიქიკას აისბერგთან ადარებს, ხოლო მის ცნობიერ ნაწილს მის მწვერვალთან. რა არის იქ „წყალქვეშ“, არაცნობიერში? დეტროგრამირების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქვეცნობიერებას ახსოვს თითქმის ყველაფერი, რაც ოდესმე გადახდა თავს ადამიანს, და ამ წარსულით წარმოუდგენლად „დატვირთულია“. სანამ თავად არ დაიწყებ საკუთარ ტვინში ძებნას, ვერც კი წარმოიდგენ რამდენი „ნაგავია“ საშუალო ადამიანის თავში. წარსულში ტრავმული ეპიზოდების კვალი (რომელთა დიდი ნაწილი ადამიანს „დავიწყებული“ აქვს, მაგრამ თავის გავლენას მასზე არ კარგავს), კომპლექსები, ნევროზები, აკვიატებული აზრები, „ყალბი“ მოსაზრებები სამყაროზე და საკუთარ თავზე (განსაკუთრებით საკუთარი შეზღუდულობის, უსარგებლობის და სისუსტის!), სოციუმის მიერ დანერგილი მიზნები და პროგრამები - ეს არ არის ყველაფერი, რაც „ანაგვიანებს“ ჩვეულებრივი ადამიანის გონებას. ქვეცნობიერებაში მთელი ეს კონგლომერატი იმდენად დიდი და „შედუღაბებულია“, რომ, ფაქტობრივად, ის განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და თავად მას, და არა თავად ადამიანი.
პროგრამირება - „რეპროგრამირება“ თუ „დეპროგრამირება“?
პრინციპში, „ტვინთან“ მუშაობის ყველა მიდგომა მარტივი ფორმით შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორ ვარიანტად - რეპროგრამირება და დეპროგრამირება.
რეპროგრამირება ნიშნავს ადამიანის შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ქცევის ახალი მოდელის შთაგონების გზით. ესენია აფირმაცია, ჰიპნოზი, ნებისმიერი სახის „სუბლიმინალური აუდიო პროგრამები“ და ა.შ. ქცევის ახალი მოდელის დანერგვა გარკვეული წესით ხდება. თუმცა, არსებობს ზოგიერთი ნიუანსი. რეპროგრამირების დროს ხშირად არ აღმოიფხვრება თავდაპირველი პრობლემების მიზეზები და ფესვები. მხატვრული ენით რომ ვთქვათ, ჩვენ ვცდილობთ ძველი დაბზარული შეღებილი კედლის ახალი საღებავით შეღებვას. გარკვეული დროის განმავლობაში ეს კედელი ლამაზად და საკმაოდ რიგიანად გამოიყურება, მაგრამ, როდესაც საღებავი დაიწყებს ჩამოყრას, ძველი საშინელება თავს იჩენს.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის თანახმადაც დღეს ასე მოდური აფირმაციები ხშირად არაეფექტურია გრძელვადიან პერსპექტივაში, იმიტომ, რომ თავად პრობლემა არ აღმოიფხვრება, და, როგორც კი შეწყდება გამეორებებით აფირმაციების საზრდოობა, შეიძლება ქცევის ძველი მოდელი დაბრუნდეს (ხშირად ბრუნდება კიდეც). რა თქმა უნდა, მუდმივი გაზეპირებით შეიძლება საკუთარ თავზე და საკუთარ ქვეცნობიერებაზე „ძალადობა“, და ის შეგვიბრალებს, მიიღებს მის მიერ დანერგილ ქცევის მოდელს, მაგრამ დადგება დრო, როცა ამის გამო ყველაფერს სრულად გაზღვევინებენ. პრობლემა არსად არ გამქრალა და არც მოგვარებულა! მან უბრალოდ გადაიწია, შეინიღბა და ერთ მშვენიერ დღეს თავს შეგხვახსენებს, რომ მომავალში აღარ ვიძალადოთ საკუთარ თავზე.
თუმცა არსებობს სხვა სახის მიდგომაც - დეპროგრამირება. ეს არის საკუთარი პრობლემების გადაჭრის და არა მათი მასკირების ან „მასთან ცხოვრების“ სწავლება. თქვენ ამ პრობლემის წინაშე პირისპირ აღმოჩნდებით და მარტივად მოაგვარებთ მას, და მორჩა, პრობლემა აღარ არსებობს, თქვენ წინსვლას აგრძელებთ. თუმცა პრობლემის გადაწყვეტა არ არის „საკუთარი თავის დაძლევა“ ან საკუთარი თავისადმი რომელიმე „ნებისყოფის ძალის“ გამოყენება. ისეთი სახის განცხადებები, როგორიც არის „ამ პრობლემაზე უფრო ძლიერი უნდა ვიყო“ ან „მამაკაცები არ უნდა დაემორჩილონ პრობლემებს“ - სწორედ რეპროგრამირების სფეროს მიეკუთვნება, უფრო კონკრეტულად - საკუთარ თავზე ძალადობას პრობლემის კონკრეტული გადაწყვეტის ნაცვლად. გარდა ამისა, პრობლემის გადაჭრა არ ნიშნავს მის ყოველი მხრიდან შესწავლას, მისით ტკბობას და პრობლემასთან დაკავშირებულ სხვა სახის რეფლექსიას, რომელსაც ნამდვილ სამუშაოდ ასაღებენ.
დეპროგრამირების შემთხვევაში, ეს მხოლოდ კონკრეტული სამუშაო პროცესია, რომელიც პრობლემას განიხილავს, ეძებს მის მიზეზებს და მათი აღმოფხვრის საშუალებას სხვადასხვა გზით. „დეპროგრამირების“ მიდგომის მაგალითია - BSFF, EFT, დიანეტოლური ოდიტინგი, ასევე ნებისმიერი ფსიქოლოგიური სისტემა, როდესაც ადამიანი რეალურად აღმოფხვრის მიზეზს და არ შენიღბავს მას „ქცევის ახალი მოდელებით“. მას შემდეგ, რაც „ტვინი“ გაიწმინდება ნაგვისგან, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, შეიძლება ქცევის ახალი მოდელების შესახებ ფიქრი, მანამდე ეს იქნება გონებაში მიმდინარე უწყვეტი მარადიული ომი ძველსა და ახალს შორის (ამასთან, ხშირ შემთხვევაში, ძველი იმარჯვებს, ის ხომ უფრო ძლიერია).
დეპროგრამირების ტექნიკის დახმარებით თითქმის ნებისმიერი ფსიქოლოგიური ან ფსიქოლოგიური ფესვების მქონე პრობლემის მოგვარება შეიძლება. წუთებში და წამებშიც კი, აღმოიფხვრება წარსულის ტრავმული ეპიზოდების გავლენა (თუნდაც ისეთის, როგორიც არის საყვარელი ადამიანის დაკარგვა, გაუპატიურება და ა.შ.). აღმოიფხვრება ბავშვობიდან დანერგილი სირცხვილის, დანაშაულის, საკუთარი თავის უარყოფის, საკუთარი თავის და სამყაროს სიძულვილის და ა.შ. გრძნობები. ხდება აპათიის, დეპრესიის, სევდის, სასოწარკვეთის, თავგანწირვის, უიმედობის გრძნობების და მსგავსი ნეგატიური ემოციური მდგომარეობების გადალახვა. იხსნება მრავალი შემზღუდველი პოსტულატი და შეხედულებები, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს იყოს უფრო მოქნილი, აქტიური და ბედნიერი. გარანტირებულად იკურნება უპასუხო სიყვარული (მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სურს განკურნება!). შეიძლება თითქმის ნებისმიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან განთავისუფლება (გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ტექნიკები არ არის განკუთვნილი მძიმე ფიზიკური დამოკიდებულებების სამკურნალოდ, როგორიცაა ალკოჰოლიზმი ან ნარკომანია). კერძოდ, ხშირად სასარგებლოა ფულის თემასთან დაკავშირებით „ტვინის გაწმენდა“ - ეს ყველაზე დანაგვიანებული თემაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უცებ გამდიდრდებით, ასევე არ ნიშნავს საერთოდ რომ გამდიდრდებით. თუმცა, ფულისადმი დამოკიდებულება უფრო ჯანსაღი გახდება, რაც ფულის შოვნაში და მათ ადვილად განკარგვაში დაგეხმარებათ. ასევე აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკა არ არის განკუთვნილი რომელიმე დაავადების მკურნალობისთვის, მისი დამუშავების პროცესში ბევრი სატკივარი ქრება, რადგან „თევზი თავიდან იწყებს ლპობას“.
დეპროგრამირების ყველა ტექნიკას სხვა მიმართულებებთან და „თვითგანვითარების“ სკოლებთან (როგორიცაა კოგნიტური და გეშტალტ-ფსიქოთერაპია, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, რეპროგრამირება, ნორბეკოვის მეთოდიკა და ა.შ.) აერთიანებს და განასხვავებს მათი ფოკუსირება ფსიქოლოგიური პრობლემების ფესვების ქვეცნობიერებაში აღმოსაფხვრელად. ამასთან, სწორედ აღმოფხვრაზეა („განმუხტვა“) გამიზნული და არა რომელიმე ახალი პროგრამის დანერგვაზე ძველსა და კარგად ფეხმოკიდებულზე („რეპროგრამირება“) ან პრობლემის ღრმად დამალვაზე, ისე, რომ მან არ შეახსენოს თავი (გარკვეული დროის განმავლობაში).
დეპროგრამირების ტექნიკის მუშაობის საგანია ქვეცნობიერებაში მენტალური ენერგიის „მუხტები“. მენტალური მუხტის უმარტივესი მაგალითია მუხტი წარსულის რომელიმე ეპიზოდზე. ცხოვრებაში ყველას ჰქონდა ბევრი მძიმე ეპიზოდი, რომელთა შესახებ მოგონებები ნეგატიურ ემოციებს ან შეგრძნებებს იწვევს. ეს ემოციები, შეგრძნებები შეიძლება დაიხშოს ან თუნდაც ჩაკლული იქნას უგრძნობლობამდე, მაგრამ თუ ასეთ ეპიზოდში მთლიანად ჩაეფლობით და აიღებთ რომელიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს ბავშვობიდან, ისინი დაგეუფლება თითქმის ისევე ძლიერად, როგორც მაშინ, როდესაც ამ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი. ეს ავტომატური ემოციური რეაქცია იმ მუხტის ნიშანია, რომელიც შემონახულია „კვანტა“ მენტალური ენერგიის ქვეცნობიერებაში და რომლის წყალობითაც მას შეუძლია ამ რეაქციის შექმნა. მუხტი შეიძლება გამოვლინდეს ხალხში ყოფნის დროს (მაგალითად, ძნელია წასული ადამიანის ტკივილისა და სევდის გარეშე გახსენება), ადგილთან დაკავშირებით (ქუჩაში სიარულის შიში, სადაც თავს დაესხნენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქუჩა არც იმდენად სახიფათოა, ვიდრე სხვა) და ბევრ სხვა რამეზე. დეპროგრამირების პროცედურა გამორიცხავს ენერგიის მუხტს ქვეცნობიერებიდან, ამიტომ ამ მუხტის მატარებლები, იქნება ეს ეპიზოდები, ადამიანები, ადგილები და ა.შ. აღარ იწვევენ ადამიანში არავითარ ავტომატურ რეაქციას. აუცილებელია დავამატოთ, რომ „განმუხტული“ მოგონებები, რა თქმა უნდა, არ წაიშლება, მაგრამ უკვე სრულიად განსხვავებულად აღიქმება - ნეიტრალურად, საარქივო ჩანაწერების მსგავსად.
პირველადი ენერგიის გააქტიურება
აბრევიატურის PEAT-ის გაშიფრვა ხდება ორი გზით: როგორც პირველადი ენერგიების აქტივაცია და ტრანსცენდენცია და როგორც ფსიქო ენერგია აურა ტექნოლოგია.
PEAT-ი ამჟამინდელი და გასული საუკუნეების ან ათასწლეულების გადაკვეთაზე ცნობილმა სერბმა ოსტატმა ჟივორად მიხაილოვიჩმა (სლავინსკიმ) შექმნა. ჟივორად სლავინსკიმ, რომელიც განათლებით კლინიკური ფსიქოლოგია, დღეისათვის სულიერი განვითარებისა და პიროვნული თვითსრულყოფის სფეროების შესწავლას მიუძღვნა მისი შეგნებული ცხოვრების დაახლოების 50 წელი, და ამ სფეროში მრავალი აღმოჩენა ჰქონდა.
PEAT-ის შექმნაზე რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა იქონია გავლენა. ენერგეტიკული, მერიდიანული თერაპიის (კერძოდ, როჯერ კალახანის მიერ შექმნილი TFT და კალახანის მოწაფის, გერი კრეიგერის მიერ შექმნილი EFT) ცოდნა და მათი პრაქტიკული გამოყენება ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო PEAT-ის შექმნისას. ეს ამბავი, რომელმაც გავლენა იქონია PEAT-ის შექმნაზე, ჟივორად სლავინსკიმ ერთ-ერთი სემინარის დროს მოყვა. ერთხელ მისი ერთგული თანამგზავრი და მეუღლე ალდა (იადრანკა) თავის ტკივილის გამო იტანჯებოდა. მან სთხოვა ჟივორადს მის მიმართ ენერგოთერაპიის მეთოდის გამოყენება. ჟივორადი ენთუზიაზმით მოეკიდა ამ საქმეს და აკუპუნქტურულ წერტილებზე ზემოქმედების რამდენიმე ციკლის შემდეგ თავის ტკივილი გაქრა! მაგრამ ამჯერად სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან რამდენიმე წამის შემდეგ ალდამ ტკივილი მუცლის არეში იგრძნო. კუჭის ტკივილის დამუშავების შემდეგ, ყველას გასაოცრად, ალდამ, კიდევ რამდენიმე კერაზე მიუთითა, რომელიც გაჩნდა მის სხეულსა და გონებაში. ეს გახდა გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც შემდგომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ღრმა PEAT-ის შექმნაზე.
ამრიგად, PEAT -ის წინაპრები არიან ენერგეტიკული მერიდიანული თერაპიები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ უნივერსალურ სასიცოცხლო ენერგიასთან (აურასთან), გავლენას ახდენენ ფსიქოლოგიური და ემოციური აშლილობის უხილავ ენერგეტიკულ საფუძველზე აკუპუნქტურული წერტილების მეშვეობით. ენერგეტიკული მერიდიანული თერაპიის მიხედვით, ტრავმული განცდის დროს ირღვევა ენერგიის ბუნებრივი ნაკადი ჩვენს ფაქიზ ენერგოსხეულში (აურაში), ხდება დამახინჯება (ატტრაქტორი), რომელიც აურის მერიდიანებში „ჯანსაღი“ ენერგიის ნაკადის ინტენსივობას და მიმართულებას ცვლის. აკუპუნქტურის წერტილები განთავსებულია ენერგეტიკულ მერიდიანებზე, მერიდიანების მეშვეობით ხდება ენერგიის ურთიერთგაცვლა და განაწილება ჩვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოებს შორის, ასევე ენერგეტიკული გაცვლა მიკროკოსმოსსა (ადამიანი) და მაკროკოსმოსს (გარე ენერგორესურსები, კოსმოსი) შორის. როდესაც აკუპუნქტურის წერტილებზე ვახდენთ ზეწოლას და ფოკუსირებული ვართ ფსიქოლოგიურ ან ემოციურ ტრავმებზე, ჩვენ ვიღებთ წვდომას ენერგეტიკულ დამახინჯებაზე შესაბამის მერიდიანულ ნაწილებში, ვახდენთ ზემოქმედებას დაზიანებების შემადგენელებზე, ენერგიის ნაკადების მოძრაობის ინტენსივობის სტიმულირებას, რაც ხელს უწყობს ენერგიის თანაზომიერი „ჯანსაღი“ განაწილების აღდგენას აურის შესაბამის „პრობლემურ“ ზონებში. ამ და მრავალმა სხვა, ხანგრძლივი კვლევისა და პრაქტიკის შედეგად დაგროვილმა ცოდნამ გამოიწვია ენერგეტიკული მერიდიანული თერაპიების ძლიერი და სუსტი ადგილების გაცნობიერება, რამაც, თავის მხრივ, ჟივორადის კვლევებში გამოიწვია კვანტური ნახტომის წარმოქმნა და PEAT-ის შექმნა.
PEAT-ი ყველა არსებულ ენერგეტიკულ მერიდიანულ თერაპიაზე (TFT, EFT, BSSF და სხვა) ბევრად უფრო შორს წავიდა შედეგების ეფექტურობისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. მართალია, ეს ეხება ღრმა PEAT-ს. საბაზისო PEAT -ი, გამოყენების თვალსაზრისით, TFT-ის და EFT-ის მსგავსია და გამოიყენება მხოლოდ პირველადი ტრავმის ან ტრავმის ასპექტში, იგნორირებას უკეთებს სხეულისა და გონების სხვა „ნედლ“ შინაარსს, რომელიც ჩნდება პროცესის განმავლობაში.
ღრმა PEAT-ი იმის ნაცვლად, რომ ცალკე აღებულ ერთ სიმპტომზე შეჩერდეს და დაამუშაოს იგი, გზას აგრძელებს სხეულისა და გონების ოდესღაც დათრგუნული შინაარსის ჯაჭვზე, რომელსაც საფუძლად უდევს ორი პოლარობა. ღრმა PEAT-ი აღწევს გონების ღრმა ფენებში, ე.წ. „მეტასტრუქტურებში“ და ამუშავებს ფესვებსა და ნეგატიურ მრწამსს, რომელიც პრობლემებს უდევს საფუძვლად.
მოკლედ განვიხილოთ PEAT-ის თეორიული ასპექტები.
მუხტი. PEAT -ს საფუძვლად უდევს ემოციური მუხტის იდეა. ეს მუხტი წარმოიქმნება იმ მომენტში, როდესაც ადამიანმა მარცხი განიცადა. არ აქვს მნიშვნელობა როგორ, რა ფორმით, მაგრამ ის დამარცხდა. ამ ეტაპზე, განზრახვის ენერგია პლუს წყენის ენერგია, და ურჩობის შეუძლებლობა ერთიანდება ერთ მუხტად, რომელმაც თავისი ადგილი დაიკავა ჩვენს აურაში. ამ მუხტში ძალიან უსიამოვნო ემოციებია და მათი განცდა არავითარ სურვილს არ იწვევს. აქ ირთვება ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმი. ის ფაქტიურად გამოჰყოფს ენერგიის გარკვეულ რაოდენობას მუხტის კაპსულირებისთვის. და ჩვენ ვიღებთ ერთგვარ „ქინდერ სიურპრიზს“, რომლის გარსი აუცილებლად მუდმივად უნდა იყოს შენარჩუნებული მთლიანად. ეს კი მოითხოვს ენერგიის მუდმივ ხარჯვას. ზოგჯერ ადგილი აქვს მუხტის მსგავს მოვლენებს, და მაშინ ის მკვეთრად აქტიურდება, იხსნის დაცვას და იწყებს თავისი შინაარსის ტრანსლირებას. იმ მომენტში თავს საშინლად ვგრძნობთ და ვცდილობთ, რომ ნებისმიერი საშუალებით აღვკვეთოთ ეს შეგრძნებები. და უფრო მეტ ენერგიას ვხარჯავთ სტატუს-ქვოს შესანარჩუნებლად. საიდან ჩნდება ეს დამატებითი ენერგია? ეს ის ენერგიაა, რომელსაც აწარმოებს ორგანიზმი და დანიშნულებისამებრ არ ხარჯავს.
პოლარულობა „საპირისპირო“ ცნებებია, კონცეფციები, სახელწოდება, გაიგივება და იარლიყები, რომლითაც ოპერირებს ჩვენი გონება. ზოგადად, პოლარულობს ჩვეულებრივი ადამიანის მთელი მსოფლმხედველობის საფუძველი და დიდწილად განსაზღვრავენ მის ცხოვრებას. პოლარულობა საფუძვლად უდევს აღქმისა და სამყაროს ნაწილებად დაყოფის შეფასებას. იმის ნაცვლად, რომ სამყარო აღვიქვათ, როგორც ერთიანი, ანუ როგორიც ის არის, ადამიანი პოლარულობის დახმარებით მას ნაწილებად ჰყოფს. მაგალითად, „სიკეთე - ბოროტება“, "სილამაზე - სიმახინჯე“, „საფრთხე - უსაფრთხოება“, „თავისუფლება - თავისუფლების ნაკლებობა“ და სხვა.
თავისთავად პოლარულობა არც კარგია და არც ცუდი. ის უბრალოდ არის. საინტერესო მოვლენები იმ მომენტში იწყება, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ერთი პლუსი კარგია, ხოლო მეორე - ცუდი. ანუ, ადამიანს პოლარულობაში მუხტი შეაქვს. გარკვეული დროის განმავლობაში მას სჯერა, რომ ეს ასეა. და ცდილობს „ცუდი“ პოლუსიდან „კარგისკენ“ გადაინაცვლოს. და გამოდის კიდეც ეს! გარკვეული დროის განმავლობაში ის ნებივრობს „კარგ“ მდგომარეობაში, მაგრამ თანდათანობით პოლუსები ადგილებს იცვლიან. კარგი პოლუსი ამაზრზენი ხდება. და ახალი მოგზაურობა იწყება ახალი ცუდიდან ახალი კარგისკენ. და ყველაფერი მეორდება. ზოგიერთი პოლუსი წამებში ასწრებს ნიშნის შეცვლას. ზოგიერთი კი - რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს თამაში მუდმივად გრძელდება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, მას დრაივის განცდა მოაქვს - მუდმივად რაღაც ხდება, ხოლო, მეორე მხრივ, ეს არის ცხოვრების მერყეობაზე ტყუილად ხარჯვა.
მარტივად ავხსნათ, თუ რას წარმოადგენს ტრავმა. წარმოგიდგენთ ტრავმის მიღების და პოლარულობის შექმნის მომენტს მარტივ მაგალითზე. პატარა გოგონა ფეხით სეირნობდა ქუჩაში და „ლამაზი“ ძაღლი დაინახა, რომელიც მისკენ მორბოდა. ამ მომენტამდე ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება გოგონას შეზღუდული ჰქონდა სასიამოვნო მოგონებებით ან საერთოდ არ ჰქონდა. იგი სიხარულით მირბის ძაღლისკენ, რომ ხელი გადაუსვას და მოეფეროს, ასევე განიცადოს სასიამოვნო შეგრძნებები ამ პროცესისგან. ძაღლი, საპასუხოდ, იღრინება და ბავშვს ახტება. გოგონა ძალიან შეშინებულია და შოკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სახეზეა ტრავმა. შემდგომ ყოველთვის, როგორც კი გოგონა ძაღლს დაინახავდა, თუნდაც ყველაზე უწყინარს, მას უჩნდებოდა უსიამოვნო განცდები და შიში. მას ამ მომენტის დავიწყებაც კი შეუძლია, მისი ამოგდება ცნობიერების „აქტიური“ ნაწილიდან. თავისთავად ძაღლი არ არის კარგი ან ცუდი, კეთილი ან ბოროტი. მას შეუძლია თავი სხვადასხვა გზით გამოამჟღავნოს, რაც დამოკიდებულია გარე და შიდა ფაქტორებზე. გოგონასთვის კი ახლა ყველა ძაღლი „ბოროტია“. გოგონას ცნობიერებაში მოხდა მთელის დაყოფა (ძაღლის ნებისმიერი შესაძლო გამოვლინების) ორ პოლარულობად, ამასთან გონებაში დომინანტური და აკვიატებულია („ერთადერთი სწორი“) „ნეგატიური“ პოლარულობა, რომელიც განისაზღვრება ძლიერი ემოციური რეზონანსის მიხედვით და ტოვებს უსიამოვნო „მუხტს“ გოგონას მენტალურ სამყაროში. ერთი პოლარულობა (მაგალითად, „სიკეთე“) პოზიტიურია, რომელიც შედგება გოგონას სასიამოვნო სურვილისგან მოეფეროს ძაღლს და მიიღოს პოზიტიური განცდები, რომლის რეალიზება მან ვერ მოახერხა. მეორე პოლარულობა (მაგალითად, „ბოროტება“) ნეგატიურია, შედგება ძაღლის „არაადეკვატური“ ქცევისა და გოგონას რეაქციისგან ამ ქცევაზე. ეს პოლარულობა გოგონას გონებაში ძლიერი მუხტით არის დაყოფილი - ტრავმის მუხტით, რომელიც შედგება ძაღლის გამოსახულებისგან, რომელიც გოგონას ახტება, ძლიერი სპაზმისგან გულმკერდის ან მუცლის არეში, შიშის ნეგატიური ემოციისგან და დამარცხების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისგან - „ძაღლები სახიფათო და ბოროტები არიან!“
დროთა განმავლობაში ნებისმიერი ტრავმა გარკვეულ ევოლუციას განიცდის. ტრავმის ბირთვი ან ფესვი ყოველთვის უცვლელია, მაგრამ ცხოვრებაში, გარკვეული სახით, ხდება სიტუაციები, რომლებიც გაააქტიურებენ ამ გეშტალტს, ტრავმას. ზრდასრული ქალი ზოგიერთ სიტუაციაში ხშირად განიცდის არასასიამოვნო შეგრძნებებს, როდესაც სადღაც ჰორიზონტზე ჩნდება ძაღლი, და არ აცნობიერებს მისი უცნაური ქცევის მიზეზს. მას არ მოსწონს ეს, ცდილობს არასასიამოვნო სიმპტომების მოშორებას და ახშობს ემოციების „ნეგატიურ“ აზრებსა და სხეულის შეგრძნებებს. ამრიგად, ტრავმის „ბირთვის“ გარშემო ჩნდება რაღაც დაშრევება ჩახშობილი „ნედლი“ მასალისგან (აზრები, ემოციები, სხეულის შეგრძნებები) ან „შუალედური“ შინაარსის ჯაჭვი.
დროის ჰოლოგრაფიულობა. ენერგეტიკული თერაპიის მესამე სვეტი, რომელსაც PEAT-ი ეკუთვნის, დროის ჰოლოგრაფიულობის ცნებაა. ჰოლოგრამა მოცულობითი გამოსახულებაა. თუ ჰოლოგრამა გატყდება, მის ყოველ ნატეხზე თქვენ ისევ დაინახავთ მთლიან საგანს. თუმცა ნაკლებად ხარისხიანს. ჩვენი ტვინი მსგავსი სახითაა მოწყობილი. ნებისმიერი სიტუაცია, როგორი ხანგრძლივიც არ უნდა იყოს ის, ამ სიტუაციის ნებისმიერ მომენტშია ხელმისაწვდომი. და მუხტის მოშორება ერთადერთი მომენტიდან მოაშორებს მას მთლიანად მთელი სიტუაციადან! ამის ახსნა საკმაოდ მარტივია ნევროლოგიის თვალსაზრისით. ნებისმიერი სიტუაცია ტვინში ნეირონების გარკვეული ქსელის შექმნას იწვევს. თუ სიტუაციაში მუხტი არსებობს, მაშინ ქსელი აგზნებულ მდგომარეობაშია და თრგუნავს ტვინის მეზობელ მონაკვეთებს. ვირჩევთ სიტუაციას და ვიღებთ სდექ-კადრს (დროში გაყინული წარსულის მომენტს), შემდეგ ამ სდექ-კადრიდან ვშლით მუხტს. ამით ჩვენ ვანადგურებთ მუხტის თვითდახმარების მექანიზმს ნეირონულ ქსელში. და ის ნადგურდება, ტკივილის განცდას ხსნის სიტუაციიდან. ამასთან, თავად სიტუაცია მეხსიერების სახით რჩება, მაგრამ მას, როგორც ძველ ფოტოსურათს, უკვე არ აქვს ფერები, ემოციები, შეგრძნებები. უბრალოდ ძველი ფოტოსურათია.
პროცესინგის ციკლი. ნებისმიერი მუშაობა მუხტთან რამდენიმე ფიქსირებული ეტაპის სახით ხორციელდება: მიღება, აღდგენა, განთავისუფლება.
მიღება – ჯადოსნური ქმედებაა, რომელიც აცლის მუხტს დამცავ გარსს. მიღება ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ასეთ სიტუაციას ადგილი ჰქონდა. ამავდროულად, საყვედურობს თავს იმის გამო, რომ ასეთი სიტუაციას ადგილი ჰქონდა. ეს მიუღებლობის ნიშანია.
აღდგენა. ტყვეობიდან გამოთავისუფლებული მუხტი (მიღების შემდეგ) ჩვენში იწვევს იმ გრძნობებს, რომლებიც მასშია ჩაწერილი. ეს არის ემოციები, სხეულებრივი შეგრძნებები და აზრები. ისინი ძალიან უსიამოვნოა! მუხტი რომ გაქრეს, ის დანიშნულებისამებრ უნდა იქნას გამოყენებული. უბრალოდ კიდევ ერთხელ განცდა იმისა, რაც მასშია ჩაწერილი. როგორც კი იწყებ მონდომებით ემოციების, სხეულებრივი შეგრძნებების და აზრების გააქტიურებას, ისინი ქრება.
განთავისუფლება. ბავშვები მას სრულყოფილად ფლობენ. თქვენ, ალბათ, გინახავთ, თუ როგორი სისწრაფით გადაერთვება 3-4 წლის ბავშვი მწარე მწუხარებიდან მხიარულ სიცილზე. ზოგჯერ წუთზე ნაკლები გადის, და მას ცრემლი უშრება, მწუხარება ავიწყდება და ცხოვრება ისევ მშვენიერია. ხშირად შეუძლია ამით ამაყი ზრდასრულ ადამიანს? ალბათ, არა. მწუხარება, წყენა, ეჭვიანობა, შურისძიება ბევრი ადამიანის ცხოვრებას უფრო მეტ გააზრებულობას ჰმატებს. აძლევს მას რაღაცისკენ (შურისძიება) სწრაფვის ბიძგს. გამართლებულია საკუთარი უმოქმედობა (მე მწუხარებაში ვარ). მაგრამ როგორც კი ვიწყებთ ჩვენი ფსიქიკისთვის ყურადღების მიქცევას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისი გაშვება. ამ პროცესს შეიძლება თან ახლდეს სხეულებრივი შეგრძნებები, რაც ყოველთვის იწვევს ემოციური მდგომარეობის შეცვლას. იმისათვის, რომ დაიჭიროთ მდგომარეობა, უნდა წარმოიდგინოთ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობა, რომელიც თქვენ გინდათ რომ გაუშვათ, ძალიან ჰგავს ჭუჭყის გუნდას. წარმოიდგინეთ, რომ ეს გუნდა კარაქწასმულ გორაკზეა. და ძირს ჩამოგორდება, მთლიანად, ისე, რომ კვალსაც კი არ დატოვებს გორაკზე.
პროცესინგის ამ ციკლის საფუძველზე აგებულია საკუთარ თავთან მუშაობის სხვადასხვა სახის სისტემა. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ციკლის სხვადასხვა ნაწილზე. მაგალითად, მიღებაზე ბაზირებულია „რადიკალური პატიება“. მიღებასა და აღდგენაზე - „ემოციური თავისუფლების ტექნიკა“ (EFT). გათავისუფლებაზე - „სედონის მეთოდი“.
აკუპრესურის წერტილები. ენერგეტიკული თერაპია წარმოიშვა ფსიქოანალიზისა და აკუპრესურის სიმბიოზიდან (მკურნალობა სხეულის წერტილებზე ზემოქმედების შედეგად). როგორც აღმოჩნდა, თუ კონცენტრირება მოხდება შეგრძნებაზე და ამავე დროს თითებით მერიდიანების წერტილების ჩაკეტვა, მუხტი უფრო ადვილად ტოვებს ენერგეტიკულ სხეულს. როდესაც ეს ეფექტი აღმოაჩინეს, განხორციელდა სხვადასხვა ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური დაავადებებისთვის წერტილების ატლასის შექმნის მცდელობა. მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, და შეიქმნა TFT-ს სისტემა. მისი შესწავლა 3 წელს ითხოვდა. შემდეგ გაჩნდა წერილების ნაკრების სტანდარტიზაციის იდეა, რომელშიც შედიოდა თითო წერტილი თითოეული მერიდიანიდან. და ამ მიდგომამ იმუშავა. მოგვიანებით, ემპირიულად დადგინდა, რომ საკმარისია მხოლოდ 4 წერტილის გამოყენება. 3 მათგანის სახეზე, თვალის მახლობლად და ერთი მკერდის ძვალზე. ტრადიციულად, წერტილებს ნომრები მიენიჭა. წერტილსაც გულმკერდის არეში გულმკერდის წერტილი ეწოდება.
წერტილების განლაგება:
1 – წარბის კუთხეში, ცხვირის ხიდთან ახლოს, თვალის ბუდის კიდეზე. თქვენ შეგიძლიათ ხელით შეეხოთ ამ ადგილს თვალის ბუდის ფოსოში. ხშირად საკმაოდ მტკივნეული წერტილია.
2 –თვალის გარე კუთხის ოდნავ ქვემოთ, თვალის ბუდეზე. ასევე არის ღრმული.
3 - პირდაპირ თვალის გუგის ქვეშ, თვალის ბუდეზე. ასევე არის ღრმული.
გულმკერდის წერტილი. მამაკაცებისთვის - მკერდის ძვლის ხაზის კვეთა და ხაზისა, რომელიც ძუძუს თავებს აკავშირებს. ქალებისთვის უფრო ადვილია იმ წერტილის მოძებნა, რომლითაც იწყება ღრმული მკერდის ძვალზე. საჭიროა მისგან ორი თითის სიგანეზე ქვევით გადაადგილება.
წრიული პროცესინგი. თქვენ ადამიანებს შორის ცხოვრობთ. და თქვენ იცით, რას უნდა ელოდოთ ამა თუ იმ ადამიანისგან. და თქვენი მოლოდინი სხვებზე მოქმედებს, როგორც ბრძანება. თუ თქვენ ელოდებით საყვედურს, ყველა ცდილობს გისაყვედუროთ. როგორც კი იცვლება თქვენს მიერ ადამიანის აღქმა, იცვლება თავად ადამიანიც. ადამიანის მიმართ დამოკიდებულება რომ შეცვალოთ, ჩვენ ეშმაკურად ვიქცევით. 2 თითს მკერდზე ვიდებთ და ვამბობთ: "მე აღარ ვარ მე, მე ვარ ___________“ (ის ადამიანი). და შემდეგ მისი სახით ვმოქმედებთ. მუშაობის დასრულების შემდეგ ისევ ვიდებთ მკერდზე 2 თითს და ვაცხადებთ: „მე აღარ ვარ __________ (ის ადამიანი), მე - მე ვარ“. ასეთი მუშაობის პროცესში ბევრჯერ მომხდარა, რომ პროცესში ჩართული ადამიანი იწყებდა იმ ადგილების დანახვას, სადაც იმ მომენტში იმყოფებოდა ის ადამიანი, რომლის მაგივრადაც მუშაობდნენ. განიცდიდა ანალოგიურ მდგომარეობას, იქცეოდა, როგორც ის ადამიანი. თუ მეტაფიზიკას მივმართავთ, მაშინ შეიძლება დავამტკიცოთ, რომ განსაკუთრებულ ღრმა დონეზე ყველა ადამიანი ერთი არსებაა. და ასეთი ჩანაცვლება მთლიანად გადართავს ერთ ადამიანს მეორეს როლზე. და მაშინვე ჩნდება მკრეხელური აზრი - მოდი, პროცესს ვინმეს ნაცვლად ჩავატარებ. გადავაჩვევ ქმარს დალევას, განვკურნავ სიდედრს ქრონიკული დეპრესიისგან და ა.შ. ასეთი ჩანაცვლება, ვინმეს მაგივრად სამუშაოს შესრულება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ პირდაპირი მონაწილე ამ ადამიანთან განხორციელებული სიტუაციისა, ან ადამიანი უგონო მდგომარეობაში იმყოფება, ან ის 12 წლამდე ასაკის ბავშვი ან შინაური ცხოველია. ასეთმა პროცესინგმა შეგნებულ ზრდასრულებთან შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრებაზე და მაინც და მაინც სასიკეთო არა.
წრიული პროცესინგი, მას ასევე ჰოლისტიკურს უწოდებენ, - ეს არის პროცესინგი სხვა ადამიანის სახელით, რომელსაც კავშირი აქვს თქვენს პრობლემასთან. ვინაიდან, როგორც წესი, ნებისმიერ სიტუაციაში ან მოვლენის დროს რამდენიმე მოქმედი პირია. მხოლოდ ერთ ადამიანს პრობლემა საკმაოდ იშვიათად უკავშირდება.
სუროგატული პროცესინგი - ეს არის პროცესინგი იმ ადამიანის გამო, რომელსაც გვინდა დახმარება გავუწიოთ მისი პრობლემის მოგვარებაში. გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პროცესინგის ჩატარება საჭირო ადამიანთან რაიმე მიზეზით არ ხერხდება. მაგალითად, ეს არის დამოკიდებულებებთან მუშაობა, როდესაც დამოკიდებულ ადამიანს არაფრით არ სურს მონაწილეობა მიიღოს რომელიმე თერაპიაში.
პრაიმები (პირველადი პოლარულობა). პირველადი ეწოდება იმ პოლარულობას, რომლებიც კლიენტს პირველი განემუხტა (ინტეგრირებული, გაერთიანებული), და ამის შემდეგ არავითარი ახალი მასალა არ მიღებულა. პირველი ინტეგრაცია ხშირად იწვევს შეუდარებელ მდგომარეობას. და ეს მდგომარეობა შეიძლება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. თუ თქვენ არ გაქვთ ინტეგრირებული პირველადი პოლარობა, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარ საკუთარ თავს ჩაუტაროთ PEAT-ის პროცესი. თქვენ უბრალოდ პროცესის დროს დაგეძინებათ. იპოვეთ თქვენთვის PEAT -ის პროცესორი, რათა მან პროცესში 2-3-ჯერ გაგატაროთ. და შემდეგ თქვენ უკვე დამოუკიდებლად შეძლებთ პროცესის ჩატარებას. ხშირად, პირველადი პოლარულობების გაერთიანება ადამიანისთვის ყველაზე ნათელი სულიერი გამოცდილებაა მის ცხოვრებაში. განვითარებული ემოციური სფეროს მქონე ადამიანებს შეუძლიათ ეს მდგომარეობა რამდენიმე დღის განმავლობაში განიცადონ. ემოციურად ნაკლებად სტაბილურ ადამიანებს, პროცესი საკმაოდ სწრაფად უმთავრდება. 20-30 წუთი, და ის ცნობიერების უკვე ჩვეულ მდგომარეობაში იმყოფება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, პრაიმების გაერთიანების დავიწყება რთულია.
PEAT-ი აერთიანებს თერაპიულ მეთოდს და სულიერი განვითარების სისტემას. როგორც სამკურნალო მეთოდი, წარმოადგენს ტრანსპერსონალურ, ენერგეტიკულ თერაპიას, რომელიც ეფექტურად ხსნის ტრავმების ჯაჭვს არასასურველი ემოციური ჩავარდნის გარეშე. არსების აურაში დაბლოკილი ენერგეტიკული ნაკადების გათავისუფლებით, PEAT-ი აცნობიერებს და ანეიტრალებს დაპირისპირებულობას (პოლარულობას) დროის სხვადასხვა ფენიდან. PEAT-ი ხელს უწყობს სულიერი ევოლუციის დაჩქარებას და ცნობიერების მაღალი განზომილებების აღმოჩენას. სულიერი განვითარების დონეს უფრო მაღალ საფეხურზე გარდაქმნის.
PEAT-ის ტექნიკის ეფექტურობა და პროგრესულობა ასევე მდგომარეობს აქტუალური ფსიქოლოგიური პრობლემების შესწავლის ჰოლისტიკურ ან ყოვლისმომცველ მიდგომაში. PEAT-ის ძირითადი პროცესის შემდეგ, მათ შორის, PEAT -ის ყველა დონის ჩათვლით, ყოველთვის მოწმდება ოპოზიცია (პრობლემის მოგვარებისთვის წინააღმდეგობის გაწევა), ასევე პრობლემის მეორე ფარული „მუხტი“, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მიღწეული შედეგების მუდმივობაზე. იგივე ეხება „მომავლის“ პოზიციის შემოწმებას, როდესაც პროცესში მონაწილეს უსვამენ სათანადო კითხვას და ამოწმებენ „მუხტის“ არსებობას ამ პოზიციაში. და თუ ადამიანს აქვს განცდა, რომ ეს პრობლემა შეიძლება დაბრუნდეს მომავალში მისი ნების გარეშე, მაშინ PEAT-ის პროცესი იწყება ახლებურად ამ განცდით. თუ პროცესში მონაწილეს აქვს ვინმეს პატიების მოთხოვნილება, ატარებენ შესაბამის პროცედურას.
PEAT-ის ტექნიკის პრაქტიკაში გამოყენებისას, მიღებული შედეგების გარდა, მენტალური ხაფანგებისგან, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარსულის ნეგატიური მუხტების განთავისუფლების გარდა, ადამიანი იღებს სულიერ თავისუფლებას, იმუნიტეტს სტრესის მიმართ. ასევე, როდესაც სუბიექტი სწავლობს წარსულის „ნეგატიური“ შინაარსის მიღებას და სრულყოფილად განცდას, და ამით ათავისუფლებს თავის თავს მისი აკვიატებული და დესტრუქციული გავლენისგან, ის ავითარებს უნარს აღიქვას მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები რეალობის აღქმის უფრო მაღალ დონეზე, მუდმივად განიცადოს განვითარება და სულიერი ევოლუცია.
პროცესინგი და პროცესორი. განვიხილოთ პროცესინგის ცნება და პროცესორის როლი მასში.
სულიერი ან თერაპიული პროცესინგი კონცენტრირებული თვითშემოწმების სახეობაა, ღრმად შესვლა პიროვნების გაუწონასწორებულ ცნობიერ და არაცნობიერ სტრუქტურებში, რომლებიც დამძიმებულია მავნე და დესტრუქციული ემოციური დატვირთვით. ასეთი შესვლის მიზანია „ჭეშმარიტი“ გამოცდილების ხელახლა განცდა და წარსული გამოცდილების ნეგატიურად დამუხტული ელემენტების თავსმოხვეული გავლენისგან განთავისუფლება.
ადამიანისთვის ცნობიერების დაბრუნებას ადგილი აქვს არა ნათელი, არამედ ჩვენი პიროვნების ბნელი, არაცნობიერი მხარის გაცნობიერების გზით (კ. გ. იუნგი). აქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ პროცესინგი წარმოადგენს კონცენტრირებულ, ცნობიერ მოძრაობას უმეცრებიდან გნოზისამდე, ანუ განმათავისუფლებელ ცოდნისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ რეაქტიული აზრების, ემოციებისა და არასწორი რწმენის, კომპულსიური მოქმედებებისგან.
ნებისმიერი ეფექტური თერაპიული მოქმედება ან პროცესი, როგორც წესი, ორი ადამიანისგან შედგება. მაგალითად, თერაპევტი და პაციენტი. სულიერ პროცესინგში პროცესირებული წარმართავს თავის ენერგიას მისი გონების გამოკვლევის პროცესში ღრმად შესასვლელად სხვადასხვა პრობლემური მომენტის ხელახლა განცდის, წარსული გამოცდილების, ხშირად არასიამოვნოს, შესწავლის მიზნით. პროცესორი კი ასრულებს ერთგვარი გამტარის როლს, რომელიც მართავს და აკონტროლებს პროცესს მისი კორექტულობისა და ეფექტურობის მომენტში.
სულიერ პროცესინგში პროცესორია ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს და აკონტროლებს პროცესს გარკვეული ალგორითმის მიხედვით, იცავს მის კორექტულობას, გარკვეულ პირობებს პროცესირებულისთვის ხელსაყრელი შედეგის, პროცესინგის მიზნის მიღწევისთვის.
პროცესინგის დროს იქმნება გარკვეული ენერგეტიკული კონტური პროცესორი-კლიენტი. პროცესის ეფექტურობისთვის და, შესაბამისად, სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია, რომ კონტური იყოს ჩაკეტილი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: პროცესორისა და კლიენტის გახსნილობასა და გულწრფელობაზე, ერთმანეთის მიმართ ნდობაზე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ენერგოთერაპიის პროცესზე, არის განზრახვა. ამასთან, როგორც კლიენტის ჭეშმარიტი განზრახვა გადაჭრას თავისი პრობლემა, ასევე როგორც პროცესორის შესაბამისი განზრახვა დაეხმაროს კლიენტს. ყველა ეს ფაქტორი, რომელიც ერთი შეთანხმებული ნაკადის სახით სასურველი მიზნის მისაღწევად არის მიმართული, მნიშვნელოვნად ზრდის წარმატებული შედეგის შანსებს.
ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც იზომებოდა ენერგეტიკული ურთიერთგაცვლა მკურნალის და პაციენტის აკუპუნქტურულ წერტილებს შორის. ენერგიის განტვირთვა გაცილებით უფრო ინტენსიური იყო მკურნალი-პაციენტის წყვილთან მუშაობის დროს, ვიდრე მაშინ, როდესაც კლიენტი დამოუკიდებლად იყო ჩართული იმავე ენერგეტიკულ თერაპიაში. ეს ექსპერიმენტი გვიჩვენებს თერაპევტის როლის მნიშვნელობას, რადგან მისი განზრახვა სინქრონიზებულია კლიენტის განზრახვასთან, განკურნების საერთო მიზნის მისაღწევად. განზრახვა განისაზღვრება, როგორც პირდაპირი ნებისყოფის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია კონკრეტული მიზნის მისაღწევად. ეს განმარტავს იმ მნიშვნელოვან განსხვავებას, რომელიც შეინიშნება იმ შემთხვევებში, როდესაც პროცესინგში კლიენტი მთლიანად კონცენტრირებულია თავის პრობლემაზე, და იმ შემთხვევებზე, როდესაც კლიენტი პრობლემაზე დისოცირებულად მუშაობდა. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესინგის დროს განზრახვის გავლენის ასპექტი, როდესაც პროცესორის დადებითი ფსიქიკური ენერგია რეზონანსში შედის კლიენტის ენერგიასთან და როდესაც ორივე მათგანი მიზნად ისახავს კონკრეტულ საბოლოო მიზანს პროცესინგში.
ჟივორად სლავიინსკიმ არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ამ ფაქტზე: „პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია მიმართული ყურადღების და კლიენტზე განზრახვის შექმნის მნიშვნელობა ინდივიდუალური პროცესინგის განხორციელებისას. წარმატება კრიტიკულად დამოკიდებულია იმაზე, მიმართავს თუ არა პროცესორი მაქსიმალურ ყურადღებას კლიენტზე და აქვს თუ არა მას დახმარების სურვილი, თუ პროცესორი ამას მხოლოდ ნაწილობრივ აკეთებს ან თუნდაც ავტომატურად, პროცესში რეალურად ჩარევის გარეშე“.
ამრიგად, პროცესორისგან, თუ ის ნამდვილად არის ჩართული პროცესში, გულწრფელი და გახსნილია, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ მისი განზრახვის შესაბამის ვიბრაციას. და პირიქით, თუ პროცესორი მოდუნებულია და მხოლოდ ძალდატანებით იღიმება პროცესინგის ჩატარებისას. ეს თერაპია არ არის ფსიქოანალიზის მსგავსი, სადაც თერაპევტი ინარჩუნებს ნეიტრალურ „ნულოვან“ პოზიციას. აქ, მუშაობის პროცესში ყველა ასრულებს თავის როლს, მაგრამ ორმხრივად აქტიურად! და ეს არის ფუნდამენტური სიდიდე პროცესინგისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
„საკუთარი“ პროცესორის არჩევისას უნდა გამოიყენოთ ინტუიცია, რათა არ გაგიცრუვდეთ მოლოდინი. ძებნას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ლოგიკასა და გონებრივ ანალიზზე, საკმაოდ ხშირად მოაქვს სასურველის საპირისპირო შედეგი. აქ, როგორც ყველაფერში, სასურველია ანალიზს და ინტუიციას შორის ოქროს შუალედის მოძებნა. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე ძვირადღირებული პროცესორი აუცილებლად საუკეთესო არ არის. თუ გრძნობთ, რომ რაიმე მიზეზით გაქვთ არაკომფორტულობის განცდა პროცესორთან მუშაობისას, უყოყმანოდ შეცვალეთ ის.
PEAT-ის ტექნიკა. განასხვავებენ ძირითად PEAT -ს (ზედაპირულს) და ღრმა PEAT-ს. ღრმა PEAT-ი დაყოფილია რამდენიმე დონედ. ღრმა PEAT-ი (GP), GP-2, GP-4) GP-3-ს იდენტურია. განსხვავება აკუპუნქტურული წერტილების გამოყენებაშია, რომელიც ააქტიურებს ენერგეტიკულ მერიდიანებს, იყენებს თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს).
ძირითადი PEAT-ი გამოიყენება აქტუალური პრობლემების შესასწავლად, როგორც გრძელვადიანის, ასევე უახლესის. როდესაც ადამიანი ყურადღებას პრობლემაზე ან ტრავმაზე, არასასურველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ამახვილებს, ის გარკვეულ ალგორითმში აქცევს აკუპუნქტურის წერტილებს, ღრმად სუნთქავს, მნიშვნელოვნად ამცირებს ან იცილებს პრობლემის ზემოქმედებას. მარტივი და ეფექტური მეთოდია დამოუკიდებელი გამოყენებისთვის.
ღრმა PEAT-ი ერთადერთი ტექნიკაა ამ ეტაპზე, რომლის საშუალებითაც შეიძლება პირველადი პოლარობების (პრაიმების) ბუნებრივი გზით გამოვლინება და განეიტრალება. PEAT-ი აგვარებს პრობლემას, ახორციელებს პოლარობის ძირითადი წყვილის გამოვლენას და ინტეგრაციას, რომელიც მას საფუძვლად უდევს. ღრმა PEAT–ში ადამიანი ფოკუსირდება რეპრესირებულ არაცნობიერ შინაარსზე, რომელიც ამოტივტივდება მისი ცნობიერების ზედაპირზე. ის არ ჩერდება ზედაპირზე ამოტივტივებულ „ნედლ“ მასალაზე (არასასურველი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, დესტრუქციული აზრები და რწმენა, დისკომფორტული ფიზიკური შეგრძნებები და კაპიტულანტური გადაწყვეტილებები), რომელსაც ადამიანი ამუშავებს გარკვეული ალგორითმის მიხედვით, და სულ უფრო ღრმად მიიწევს „ნედლი“ მასალის ჯაჭვზე, სანამ არ მიაღწევს პრობლემის „ფესვს“, სადაც წყვილი პოლარულობაა განთავსებული. ამ წყვილი პოლარულობის გამოვლენის და განეიტრალების გზით, რომელიც საფუძვლად უდევს პრობლემას, ჩვენ თავად პრობლემასაც ვაგვარებთ. ყველა სხვა ენერგეტიკული თერაპიისგან განსხვავებით, რომელიც ორიენტირებულია აშლილობების სიმპტომების შემცირებაზე და აღმოფხვრაზე, ღრმა პეატ-ი ორიენტირებულია მხოლოდ ძირითადი მიზეზის აღმოფხვრაზე.
ღრმა PEAT-ი დონე 2. ეს მეთოდი ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება. როდესაც ადამიანს არ შეუძლია კლასიკური ღრმა PEAT-ის შესრულება სხვადასხვა მიზეზის გამო და „ინტელექტუალებთან“ მუშაობისას, ვისაც უჭირს თავისი ემოციების აზრებისგან გამოყოფა. ეს დონე ეხმარება გააცნობიეროს და იგრძნოს განსხვავება აზრებსა და ემოციებს შორის.
ღრმა PEAT -ი დონე 4. ღრმა PEAT–ისგან განსხვავებით, GP-4 საშუალებას გაძლევთ გააზრებულად და წინასწარ შეარჩიოთ და გაანეიტრალოთ ნებისმიერი წყვილი პოლარულობა. GP-4 მუშაობს როგორც ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკულ პრობლემებთან, ასევე „ფილოსოფიურ პრობლემებთან“. GP-4–ს აქვს უზარმაზარი გამოყენების სფერო - სიის შესაბამისად აქტუალური პოლარულობების ინტეგრირება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, წარსულისა და მომავალისგან განთავისუფლება, ქცევითი მახასიათებლების, ხასიათის თვისებების კორექტირება, გაძლიერება და ინტეგრაცია, იდენტობების შექმნა და ინტეგრაცია. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი „სულიერი ინჟინერიის“ ფარგლებში. არსებობს მოსაზრება, რომ ეს მეთოდი ყველაზე მარტივი და ეფექტურია დამოუკიდებელი (სოლო) გამოყენებისთვის.
მისი შექმნის დასაწყისში ჟივორადმა PEAT-ი გამოიყენა მხოლოდ ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემების გადასაჭრელად და პირველად გადააწყდა პირველად პოლარულობებს, როდესაც პროცესირებდა თავის ქალიშვილს ივანას. პრობლემის ჩვეული, საკმაოდ სწრაფი გადაწყვეტის ნაცვლად, პროცესი კონკრეტულად შეფერხდა, ხოლო ივანა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისტერიკასთან ახლოს. ჟივორადი უკვე აპირებდა პროცესის დასრულებას, რომ მოულოდნელი რამ მოხდა, უცებ გაჩნდა, გაცნობიერდა და ერთმანეთთან გაერთიანდა ივანას პირველადი პოლარულობები - „სულიერი სამყარო“ და „ფიზიკური სამყარო“. ამრიგად, აღმოჩენილი იქნა PEAT-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი - სულიერი. ამიტომ ღრმა PEAT-ი არა მხოლოდ შესანიშნავი თერაპიული ინსტრუმენტია, არამედ ხელს უწყობს ჩვენი სულიერი ევოლუციის დაჩქარებას და, როგორც სამკურნალო მეთოდი, წარმოადგენს ტრანსპერსონალურ ენერგეტიკულ თერაპიას ღირებული სულიერი შემადგენელით.
PEAT-ის ძირითადი დონე ან ძირითადი PEAT-ი, EFT-ს მსგავსია, როგორც გამოყენების, ისე მიღებული შედეგების მიხედვით. ძირითადი პეატ-ი გამოიყენება ფსიქოლოგიური პრობლემებისა და მდგომარეობების შემუშავებასა და აღმოსაფხვრელად, რომლებსაც არ გააჩნიათ ღრმა ფესვები და გარკვეულწილად არ არიან ქრონიკული და „მრავალფენოვანი“. ძირითადი PEAT-ი გამოიყენება როგორც მიმდინარე, ისე ახლახან წარმოქმნილი პრობლემების მიმართ. ისინი ძირითადად ამუშავებენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა შიში, თავის ტკივილი, ზოგიერთი ფობია, ფიზიკური ტკივილი, გარკვეული პრობლემის სხვადასხვა ასპექტი, ბლოკირება, შეძრწუნება და წარუმატებლობა. ძირითადი PEAT-ი განსაკუთრებით აქტუალურია არასასურველი ემოციების და ფსიქოლოგიური მდგომარეობების აღმოსაფხვრელად, რომლებიც ამჟამად აწუხებს ადამიანს, როგორიცაა მწუხარება ან დანაკარგი, ახალი „სულიერი“ ტრავმა, და წარმოადგენს ერთგვარ პირველად დახმარებას, რომელიც ძალიან სწრაფად ამცირებს ემოციურ დონეს ნულამდე, ან მთლიანად აღმოფხვრის პრობლემას. ზოგადად, ძირითადი PEAT-ი შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველაფრისთვის, რაც მკურნალობას საჭიროებს. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რისთვისაც მას ვიყენებთ, შეიძლება იყოს უფრო ფართო პრობლემის მხოლოდ ერთი ასპექტი, და ძირითადი PEAT-ის შედეგი შეიძლება არ იყოს მუდმივი, თუმცა შეიძლება დარჩეს მთელი ცხოვრების მანძილზე. მან შეიძლება არ იმუშაოს, რადგან პრობლემა უფრო ღრმა ფენებშია, სადაც ძირითადი PEAT-ი ვერ შეძლებს მიღწევას. ასევე მან შეიძლება არ იმუშაოს ყოველდღიურ ან ბუნდოვან პრობლემებზე და შესაძლოა საჭირო გახდეს მრავალი ცალკეული სესიის ჩატარება სხვადასხვა პრობლემებზე, რომლებსაც ღრმა PEAT-ი შეიმუშავებდა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ აღმოფხვრიდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ძირითადი PEAT-ის გამოყენების დროს ახალი ნედლი შინაარსი ამოტივდივებდა (მაგალითად, თქვენ დაიწყეთ სიძულვილზე მუშაობა და მოულოდნელად იგრძენით წყენა ან შიში), აუცილებელია ღრმა PEAT-ზე გადასვლა, რადგან ეს მიუთითებს დასამუშავებელი პრობლემის „მრავალფენიანობაზე“ და სტრუქტურულ სირთულეზე. ძირითადი PEAT-ი ამჟამად მხოლოდ 4 აკუპუნქტურულ წერტილს იყენებს (3 თვალის და „მე“-ს მიმღები გულმკერდის წერტილს), ისევე როგორც ღრმა PEAT-ი, ასევე მუშაობს გამოყენების ზოგიერთ ვარიანტზე ტრავმული გამოცდილების პიკის მომენტების უძრავი „სურათებით“, GP-4 დონის მსგავსად, და მოიცავს თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს. ადრე გამოყენებული იყო აკუპუნქტურული წერტილების სხვადასხვა რაოდენობა და კომბინაცია მცირე PEAT–შიც (ძირითადიPEAT-ის წინა ვერსია), დამუშავდა 7 აკუპუნქტურული წერტილი. ძირითადი PEAT-ი ყველაზე მარტივი ტექნიკაა დამოუკიდებელი გამოყენებისთვის (სოლო) და სათანადო გამოყენებით კარგ შედეგს იძლევა.
PEAT-ის შემდეგი დონეა მეორე დონის PEAT-ი. ეს ტექნიკა გარკვეულწილად განსხვავდება ღრმა PEAT-ისგან. მე-2 დონის PEAT-ი არ არის გავრცელებული ტექნიკა და მას ზოგჯერ იყენებენ, როდესაც ადამიანს არ შეუძლია წარმატებით შეასრულოს კლასიკური ღრმა PEAT-ი, თუნდაც ძალიან „ჭკვიან“ ადამიანებთან მუშაობის დროს. ასეთი ადამიანებისთვის ძნელია საკუთარი ემოციების განცალკევება ფიქრებისგან. ისინი ვერ გრძნობენ საკუთარ პრობლემებს, ისინი ახმოვანებენ თავის ფიქრებს მათ შესახებ. GP-2 ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უწყობს ემოციების ფიქრებისგან განცალკევებას.
GP-2-ს კონკრეტული პრობლემით ვიწყებთ, შემდეგ კი ადამიანი თავის მხრივ რიგრიგობით აღადგენს აზრებს (მენტალურ სახეს), რომლებიც უჩნდება მას პრობლემებსა და ემოციებთან (სხეულებრივი შეგრძნებები) დაკავშირებით, რომლებიც ამ აზრს მოჰყვება. მიღებულია, თუ ინდივიდი გამოყოფს ორიდან ერთ ელემენტს (მაგალითად, მხოლოდ ემოციას), სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ იგი აღადგენს მხოლოდ აზრს და გამოტოვებს მენტალურ სახეს, ან მხოლოდ ემოციას და გამოტოვებს სხეულებრივ შეგრძნებას. თუ ხდება შინაარსის პოლარიზაცია და გონებაში წარმოიქმნება ორი მკაფიოდ განსაზღვრული პოლარობა, პროცესორი GP -2-დან გადადის ღრმა PEAT -ზე. ამიტომ GP -2 რომ გამოიყენოთ, პირველ რიგში, უნდა შეგეძლოთ ღრმა PEAT -ის გამოყენება.
ყველაზე უნივერსალურია GP-4. ამ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ტექნიკის გამოყენების სფერო მეტად ფართოა, ძირითადი ტექნიკური მომენტების ათვისების შემდეგ, დამოკიდებულია პრაქტიკოსის ფანტაზიასა და წარმოსახვაზე. PEAT-ის ამ ვერსიის წინა ანალოგია GP-3. GP-3 და GP-4 სრულიად იდენტურია გამოყენების ძირითად პრინციპებსა და მეთოდებში, ხოლო მათ შორის განსხვავება ისაა, რომ GP-4-შჳ ჩართულია თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო, მონაცვლეობითი ზემოქმედებით თვალის პირველ წერტილზე მარცხენა და მარჯვენა წარბის ქვეშ, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს პროცესის დრო. GP-4-ის მეთოდის ძირითადი არსი მდგომარეობს შერჩეული წყვილის პოლარულობების გაცნობიერებულ და განზრახ ნეიტრალიზაციაში. ამ მეთოდის გამოყენებით შეგიძლიათ გაფანტოთ არასასურველი მდგომარეობა, ფობიები, შიშები, სხვადასხვა ტრავმული განცდა, ასევე შექმნათ გარკვეული პოზიტიური მდგომარეობა, შესაძლებლობები, რაღაცის მიმართ მიდრეკილება, იდენტურობა და ა.შ. ეს არის თავისებური სულიერი ინჟინერია.
GP-4-ის მეთოდის არსი ემყარება იმ მოსაზრებას, რომ ყველაზე ღრმა დონეზე აბსოლუტურად ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მომდინარეობს ერთი პირველწყაროდან და, ფაქტობრივად, ერთი და იგივეს წარმოადგენს. განსხვავება იქმნება ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს მენტალურ სამყაროში, და მთლიანად დაიყოფა „მუხტებით“ მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაში. მაგალითად, სიკეთე და ბოროტება მთლიანად სუბიექტური ცნებებია თითოეული სუბიექტისთვისაც, ისინი საკუთარია და განისაზღვრება კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილებით. არსებითად, ეს ორი ნაწილი ერთი და იგივეს ნაწილებია და ერთმანეთით განისაზღვრება, შეიძლება არსებობდნენ მხოლოდ ერთმანეთთან შედარებით. GP-4-ში ჩვენ გააზრებულად შევარჩევთ ორ კონკრეტულ „პოლარულ“ გამოცდილებას და, გარკვეული ალგორითმის დახმარებით მათი შინაარსი ერთგვაროვნებამდე მიგვყავს, ვაშორებთ მუხტს, რომელიც დაყოფდა მათ ჩვენს ცნობიერებაში. ხდება პოლარობების შერწყმა, რადგან ორი საპირისპირო შინაარსი, რომელიც დემონსტრირებს პოლარულობას, ხდება ერთი. ჩვენ ვთავისუფლდებით ნეგატიური „მენტალური“ ნადებისგან ან „ზედმეტი მუხტისგან“, რომელიც მომაბეზრებლად „გვაიძულებს“ ნეგატიურ, „პოლარულ“ მდგომარეობაში ყოფნას, და ვიღებთ არჩევანის თავისუფლებას. არჩევანის თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ მომავალში ჩვენ გააზრებულად შეგვიძლია ავირჩიოთ, რა და როგორ უნდა განვიცადოთ გარკვეულ სიტუაციებში, ერთ–ერთი პოლარულობის კომპულსიური და აკვიატებული გამოვლინების გარეშე (ჩვეულებრივ, „ნეგატიურის“). ბუნებრივია, ჩვენ დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლარულობები კვლავ იწყებს დაშლას, მაგრამ უკვე თავისუფალია ტრავმული ექსპერიმენტების ჭარბი მუხტისგან. ჩვენ კი ვიღებთ არჩევანის თავისუფლებას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ვიგრძნონ თავი კონკრეტულ სიტუაციაში, რომელიც ზუსტად ამ პოლარულობებთანაა დაკავშირებული.
GP-4-ში მუშაობა ხორციელდება ე.წ ტერმინალების გამოყენებით. ტერმინალი არის პოზიცია, რომელშიც ხდება ფსიქიკური მასალის (გარკვეული ექსპერიმენტების) დამუშავება გარკვეული მანიპულაციების გამოყენებით. GP-4-ის პროცესინგში ყოველთვის გამოიყენება ორი ტერმინალი, ტერმინალიდან ტერმინალში რიგრიგობით გადასვლა და ტერმინალების შიგთავსის დამუშავება „დუბლირების“ მეთოდის გამოყენებით, კონკრეტული ალგორითმის მიხედვით. GP-4-ის ტექნიკის ეფექტური და კორექტული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ტერმინალები, უფრო სწორად მათი შიგთავსი, იყოს პოლარული ერთმანეთთან მიმართებაში, ან, მინიმუმ, ერთი ტერმინალი მაინც უნდა იყოს ნეიტრალური მეორის მიმართ. „ნეიტრალური“ ტერმინალის სახით GP-4-ში იყენებენ პოზიციას „მე აქ ვარ და ახლა“. GP-4-ში დიდი ემოციური მუხტის (ნეგატიური გამოცდილება სულიერი ინჟინერიის ტექნოლოგიაში გამოყენებისას, სასურველია ან პოზიტიური იყოს სასურველი) მქონე ტერმინალი ყოველთვის მუშავდებოდა მარცხენა, პირველი თვალის წერტილის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინის მარჯვენა „ემოციურ“ ნახევარსფეროსთან. GP-4-ის პროცესის დასაწყისში ყოველთვის საჭიროა გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილების სწორად შერჩევა, რომელშიც აშკარად გამოიხატება სასურველი და არასასურველი მდგომარეობები ან საპირისპირო პოლარულობები. შემდეგ საჭიროა გამოცდილებაში სრულად გაიგივება, იქ ყველაზე ნათელი, ყველაზე მანიშნებელი ან პიკური მომენტის მოძებნა და დაფიქსირება, ამ მომენტის „სურათის“ გონებაში გადაღება. შემდეგ აღინიშნება 4 ელემენტი (ემოცია, სურათი, სხეულის შეგრძნება, აზრი), რომელსაც პრაქტიკოსი ამ „პიკის“ მომენტში განიცდის. ანალოგიურად, ჩვენ გადავდივართ სხვა გამოცდილებაზე და ვიმეორებთ პროცედურას, არ გვავიწყდება თვალების წერტილებზე თითების პოზიციის შეცვლა. ამრიგად, გადავდივართ ტერმინალიდან ტერმინალში, ვცდით ელემენტებს, რომლებიც თანდათანობით გაქრება მანამ, სანამ ორივე ტერმინალის შიგთავსს არ მივიყვანთ ერთგვაროვნებამდე. GP-4-ის ტექნიკის სიმარტივის მიუხედავად, ამ ტექნიკის ბევრი მნიშვნელოვანი და ნიშნადი ტექნიკური ნიუანსი არსებობს, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ მიღებული შედეგების ხარისხსა და მუდმივობაზე. ამიტომ საჭიროა გარკვეული ცოდნა და GP-4-ის პრაქტიკის შესაბამისი გამოცდილება ამ ტექნიკამ სასურველ შედეგს რომ მიაღწიოს.
მოკლედ განვიხილოთ GP-4-ის ტექნიკა.
ადამიანმა უნდა შეეცადოს და იგრძნოს პოლარულობები განცდების დამუშავების შესაბამისად. ადამიანი არ უნდა შეეწინააღმდეგოს უარყოფით პოლარულობას. წინააღმდეგობა შენარჩუნებას იწვევს.
მთელი თავისი გამოცდილებიდან ადამიანი ირჩევს ერთ-ერთადერთ მომენტს, ყველაზე დამახასიათებელ ან ნათელ „სურათს“, და მთელი პროცესის განმავლობაში ინარჩუნებს მას უმოძრაოს ან „გაყინულს“ დროში.
პროცედურა: გამოიყენება მხოლოდ პირველი ორი წერტილი („ინსაითის წერტილები“): მარცხენა და მარჯვენა.
მარცხენა წერტილს ვადებთ მარცხენა ხელის ორ თითს, მარჯვენა წერტილზე კი მარჯვენა ხელის ორ თითს.
მონაცვლეობით ვმუშაობთ მარცხენა და მარჯვენა წერტილებთან ისე, როგორც მუშაობენ ორ „ტერმინალთან“.
არსებობს ტერმინალების არჩევის ორი ვარიანტი. განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება შემდეგი: პირველი ტერმინალი - „მე აქ ვარ და ახლა“. მეორე - ეს არის პრობლემური სიტუაციის ფოტოსურათი (მაგალითად, „მე ფობიის შეტევა მაქვს“ ან „მე დეპრესიის დროს“).
მარჯვენა ხელის თითები მარჯვენა წერტილთან მუშაობენ (ეს მარცხენა ტვინია, ლოგიკური, რაციონალური. „წერტილი აქ და ახლა“). თქვენ სთხოვთ კლიენტს, რომ იგრძნოს თავი „აქ და ახლა“ და 4 ელემენტი აღწეროს.
თქვენი მარცხენა ხელის თითები დაადეთ პირველ მარცხენა წერტილს, სთხოვეთ მას თავი პრობლემურ სიტუაციაში იგრძნოს და 4 ელემენტი აღწეროს.
თქვენ მუშაობთ მონაცვლეობით ორ სიტუაციასა და ორ წერტილს შორის. ისინი ძალიან სწრაფად დაიცლება, შეუერთდება ერთმანეთს ან გახდება ერთი და იგივე (მაგალითად, ერთი და იგივე სინათლე ორივე ტერმინალზე).
ტერმინალების არჩევანის მეორე ვარიანტი შემდეგია: კლიენტი უღებს თავის თავს სურათს დადებით სიტუაციაში (დადებითი ტერმინალი) და შემდეგ უარყოფით სიტუაციაში (უარყოფითი ტერმინალი), მონაცვლეობით მუშაობს მათთან. როდესაც თავს უარყოფით ტერმინალში გრძნობს, ის მარცხენა წერტილს ადებს მარცხენა ხელის თითებს. როდესაც თავს დადებით ტერმინალში გრძნობს, ის მარჯვენა წერტილს ადებს მარჯვენა ხელის თითებს.
ზოგადი პრინციპი ასეთია: დიდი მუხტის ან დიდი ემოციის მქონე ტერმინალი უნდა მუშაობდეს მარცხენა წერტილის მეშვეობით (რომელიც მარჯვენა ტვინთან არის დაკავშირებული - ემოციებთან, ინტუიციასთან და ა.შ.).
სასურველი იდენტობის ან მდგომარეობის, „მე აქ ვარ და ახლა“ - მარჯვნივ შექმნისას, სასურველი სიტუაცია მარცხნივ მუშავდება.
გახდი თავისუფალი სწრაფად – BSFF
დეპროგრამირების ყველა ტექნიკის მსგავსად, BSFF (Be Set Free Fast, გახდი თავისუფალი სწრაფად) მიმართულია ქვეცნობიერებაში დასამუშავებული პრობლემის ფესვების აღმოსაფხვრელად. BSFF-ის მუშაობის პრინციპი ეფუძნება ქვეცნობიერის, როგორც ჩვენი „მსახურის“ კონცეფციას, რომელსაც შეიძლება მიმართო და სთხოვო შეასრულოს ეს ან ის სამუშაო ჩვენთვის. უდავოდ, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ფსიქიკური რესურსი, რომელზეც „მუშაობს“ მთელი ჩვენი ემოციური და სხვა რეაქციები, ასე რომ, რატომ არ უნდა დავაყენოთ ისინი ჩვენს სამსახურში? ავამოქმედოდ, ასე ვთქვათ, „მშვიდობიანი მიზნებისთვის“? აღმოჩნდა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. BSFF–ის მთავარი ელემენტია დამმუშავებელი - ქვეცნობიერების ინსტრუქცია, რომელშიც ჩვენ ვუხსნით მას, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს პრობლემას, რომლის დამუშავების გადაწყვეტილებასაც ჩვენ მივიღებთ. შემდეგ ჩვენ უბრალოდ გამოვიძახებთ ამ დამმუშავებელს ერთი-ერთადერთი საკვანძო სიტყვის წარმოთქმით, მივუთითებთ პრობლემაზე, რომლის აღმოფხვრაც გვსურს, და ჩვენი ქვეცნობიერება „მიდის“ და ამ პრობლემას ამუშავებს ყოველგვარი გააზრებული მონაწილეობის გარეშე.
თუმცა, ასე, ერთჯერადად, „ერთი მოძრაობით“ შეიძლება ჩვეულებრივ მხოლოდ მცირე პრობლემების მოგვარება, რის გამოც BSFF–ის მუშაობაში მთავარ როლს ასრულებს პრობლემის ასპექტებად დაყოფა. საქმე ისაა, რომ ხშირად პრობლემა (რასაც ჩვენ პრობლემას ვუწოდებთ და გვინდა აღმოვფხვრათ), თუნდაც მცირედი, მრავალი „ელემენტარული პატარა პრობლემებისგან“ შედგება, რომელთაგან თითოეულს ქვეცნობიერებაში თავისი „მუხტი“ შეესაბამება. მაგალითად, ავიღოთ პრობლემა „წვიმა სევდას მგვრის“. და ჩვენ ვიწყებთ ყველაფრის ამოწერას, რასაც ამასთან დაკავშირებით ვფიქრობთ:
წვიმამ გული გამიწვრილა, მთელი კვირაა უწყვეტად წვიმს
პეტერბურგმაც გამიწვრილა გული, რადგან აქ ხშირად წვიმს
წვიმაში ყველაფერი ნაცრისფერია
არ მინდა წვიმაში გარეთ გასვლა.
ყველაფერი სველი და ჭუჭყიანია, მანქანები შხეფებს ისვრიან.
კიდევ შეიძლება გუბედან წყალი გადაგასხან, როგორც ერთხელ მე გადამასხეს
დამღალა ჩემს ქოლგასთან ბრძოლამ.
ვერ ვიტან ნესტს, მის გამო ცხვირს ვასრუტუნებ და ვცივდები
და ა.შ. ამოვწერთ ყველაფერს, რაც დაგვებადება თავში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე. „მუხტის“ მატარებელი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს - შემთხვევა, მოვლენა, აზრი, მტკიცება, სახე, ადგილი, ნივთი, ემოცია და ა.შ. მთავარი ამოცანაა პრობლემის ყველა კომპონენტის გამოყოფა, და ამის რაც შეიძლება ზუსტად და ზედმიწევნით შესრულება. ამიტომ, ნურაფრის შეგრცხვებათ და ნურაფერს უარყოფთ, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ ან პრობლემასთან „დაკავშირებული არ იყოს“. როდესაც თქვენი „ცნობიერების ნაკადი“ ამოიწურება, ანუ თქვენს გონებაში აღარაფერი დარჩება პრობლემასთან დაკავშირებული, თქვენ გექნებათ ასპექტების მთელი რიგი, რომელიც შეგიძლიათ მიაწოდოთ BSFF-ს დასამუშავებლად და პრობლემის აღმოსაფხვრელად. შემდეგი, ყოველი პრობლემა წარმოთქმული იქნება საკვანძო სიტყვით ბოლოში.
BSFF მართლაც შესანიშნავი ტექნიკაა, რომლითაც შეგიძლიათ ეფექტურად მოაგვაროთ პრობლემების ფართო წრე. ერთი ასპექტის დამუშავება, რომელიც EFT- სთან ერთად სხეულზე წერტილების კაკუნით გასინჯვაზე 5-10 წუთს ხარჯავს, BSFF- ში საჭიროებს მხოლოდ ასპექტის წარმოთქმას საკვანძო სიტყვასთან ერთად, რომელიც ქვეცნობიერებაში იწყებს დამუშავების პროცესს. BSFF–სთან ერთად გონივრულ დროში (საათის ერთეული) უკვე შესაძლებელია შედარებით დიდი და რთული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ახლობელ ადამიანებთან აწეწილი ურთიერთობი, შეცდომები ბიზნესში ან სამსახურში და ა.შ.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, შეიძლება კიდევ უფრო შორს წასვლა იმ უზარმაზარი „ბიოკომპიუტერის“ „მოშინაურების“ საქმეში, როგორიცაა ჩვენი ქვეცნობიერება, და რაც განხორციელდა ტურბო-სუსლიკის სისტემაში. თუ BSFF მხოლოდ შედარებით „მორიდებული“ ნაბიჯია ქვეცნობიერების გამოყენების საქმეში „მენტალური მასალის“ დასამუშავებლად, ტურბო-სუსლიკში ეს გამოყენება დაყენებულია „სამრეწველო საფუძველზე“, რის შედეგადაც ეს სისტემა ბევრდა უფრო სწრაფად და ეფექტურად მუშაობს, ვიდრე BSFF.
ტურბო-თრია
ინტერნეტში შეიძლება შეგხვდეთ სისტემის ასეთი აღწერილობა:
„ტურბო-თრიას ტექნიკა ნამდვილი მიღწევაა ქვეცნობიერების დეპროგრამირების პრაქტიკაში. მან ყველას მისცა ისეთი შედეგების მიღწევის შესაძლებლობა საკუთარ ფსიქიკაზე მუშაობისას, რომელიც ადრე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთეულებისთვის, რომლებიც თავდადებულად მუშაობდნენ ათეულობით წლის განმავლობაში. ტურბო-თრია მოიცავდა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ტექნიკის მიღწევებს. მან თავისი ქვეცნობიერებით ქვეცნობიერებაში გააერთიანა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის მიღწევა მასალის „პაკეტური“ დამუშავების „ოქროს“ იდეასთან, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ფსიქოტექნიკის სამყაროში, რომელმაც, შესაძლოა სერიოზულ გავლენა იქონიოს მთელს ჩვენ სოციუმზე მთლიანობაში.
მთავარი იდეა, საიდანაც წარმოიშვა ტურბო-თრია, მდგომარეობს ქვეცნობიერებაში მასალის დასამუშავებლად თვით ქვეცნობიერების გამოყენებაში. ის ხომ იმდენად ძლიერ „ბიოკომპიუტერს“ წარმოადგენს, რომ იქ მომუშავე „პროგრამების“ კომპლექსის წინააღმდეგ ჩვენ პრაქტიკულად უძლური ვართ.
თავისუფლების მიღწევის ერთადერთი გზაა თავი დავაღწიოთ ამ მენტალურ ნაგავს, და სწორედ ეს იძლევა ტურბო-თრიას შექმნის საშუალებას. თავის დაღწევა არ ნიშნავს მეხსიერებიდან წაშლას, ეს ნიშნავს „განმუხტვას“, მასალიდან მასში ჩადებული მენტალური ენერგიის მოცილებას, რაც მას ბრძანების ძალას და ადამიანზე ძალაუფლებას აძლევს.
ჩვეულებრივ პირობებში ქვეცნობიერება მუშაობს სრულ „ავტოპილოტზე“, „იტაცებს“, იმახსოვრებს და ახორციელებს ჩვენს განზრახვას, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ამოცანების გადასაჭრელად მისი მიზანმიმართულად გამოყენება შესაძლებელია. ეს განხორციელდა ტურბო-თრიაში ქვეცნობიერისთვის ინსტრუქციების ეფექტური კომპლექტების შექმნის გზით, რომლის თანახმად, იგი, „ფონის“ რეჟიმში, ასრულებს უზარმაზარი მოცულობის სამუშაოს საკუთარ თავში მასალის დასამუშავებლად. ეს იგივეა, თუ ჩვენ მძლავრ კომპიუტერზე მყარი დისკიდან, ფონის რეჟიმში, ჩავუშვებთ „ნაგვისგან გაწმენდის“ პროგრამას, ხოლო ინტერნეტით გავაგრძელებთ ძებნას და ტექსტის აკრეფას, რაც ჩვეულებრივ მოიხმარს სისტემის რესურსების მხოლოდ რამდენიმე პროცენტს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ქვეცნობიერების შემთხვევაში დამუშავებული ინფორმაცია არ იშლება, არამედ „განიმუხტება“. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მასალის დასამუშავებლად ქვეცნობიერების გამოყენების იდეა პირველად განხორციელდა BSFF–ში, მაგრამ მხოლოდ ტურბო–თრიაში გაჩნდა მასალის „პაკეტით“ დამუშავების შესაძლებლობა სიის მიხედვით, რამაც პირველად შესაძლებელი გახადა ქვეცნობიერების გიგანტური რესურსების რეალურად ამოქმედება და ასეთი მიდგომების ყველა უპირატესობის გამოყენება. ისევ და ისევ, კომპიუტერებთან ანალოგიით, BSFF–ს მუშაობა ძალიან ჰგავს უამრავი ფაილის ცალ-ცალკე წაშლას, რაც შედარებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს და პროცესორის და მეხსიერების რესურსების მხოლოდ მცირე ნაწილის გამოყენებას. ტურბო-თრიაში კი ჩვენ ვაძლევთ მთელი „საქაღალდეების“ და „დანაყოფების“ „წაშალის“ ბრძანებას, რაც იძლევა ჩვენ ქვეცნობიერებაში „კომპიუტერის“ სრულად დატვირთვის და ძალიან მცირე ძალისხმევის შედეგად მეტად სერიოზული შედეგების მიღებას“.
შევეცადოთ უფრო დეტალურად გავერკვეთ ამ სისტემაში.
დავიწყოთ ექსპლუატაციის ინსტრუქციით. გადმოცემის უხეში, ზოგჯერ უხამსი სტილი ავტორს თავის წიგნში „ტურბო-თრია“ განზრახ აქვს შერჩეული. ის ცდილობს დაუპირისპირდეს პირადი კეთილდღეობისა და წარმატების ფორმულების ყველა მქადაგებელს. თითქოს ამბობს, შემომხედეთო, მე ისეთი არ ვარ, როგორც ყველა! ჩემთვის უცხოა მათი „გახრწნილი“ მეცნიერულობა და „გადასლექილი“ ცრუ ზრდილობიანობა. მე არსებობის დაუფარავი სიმართლე მომაქვს, რაც ყველა თქვენგანს საშუალებას მისცემს განთავისუფლდეს გახრწნილი ცივილიზაციის ძალმომრეობისა და მანკიერებისგან.
ამასთან ავტორი განსაკუთრებით არ იწუხებს თავს ინოვაციებით სიტყვათშემოქმედებაში. მისი მიდგომა ძალიან მარტივია - მართებული საკვანძო სიტყვები შეცვალოს მათი ვულგარული ანალოგებით. ასე, მაგალითად სიტყვები „ნაგავი“ და „ძველმანი“ გადაიქცა სიტყვად „ექსკრემენტები“, სიტყვა „რეფლექსირება - „მასტურვაციად“, სიტყვა „ტანჯვა“ – „სექსით დაკავება“ და ა.შ. რა თქმა უნდა, ავტორს არ აქვს თანამედროვე ჰენრი მილერის როლზე პრეტენზია, მას არ სჭირდება ლიტერატურული დაფნის გვირგვინი. მას უფრო დიდი მიზანი აქვს - ძირფესვიანად გაანადგუროს ფსიქოლოგიის მთელი შენობა ყველა მისი სამეცნიერო თეორიით და პრაქტიკული რეკომენდაციით.
ავტორის უდავო ცოდნა კომპიუტერული სისტემების და პროგრამირების სფეროში გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს წინაშე ჰაკერთა კლანის ტიპიური წარმომადგენელია, რომელმაც გარკვეული მიზეზის გამო გადაწყვიტა ემუშავა ადამიანის ფსიქიკის სფეროში. ჰაკერი ყოველთვის ჰაკერი რჩება, სადაც არ უნდა მოქმედებდეს - ასეთია მისი არსი. იმის ნაცვლად, რომ შექმნას გამოყენებითი ან სისტემური პროგრამები, მას ურჩევნია სხვისი სისტემების „გატეხვა“ მათი მუშაობის შესაცვლელად.
რა თქმა უნდა, ფილმის „მატრიცას“ შემდეგ ძნელია ვინმეს გაკვირვება ადამიანის ტვინის დაპროგრამების იდეებით. ფრაზა „ცნობიერების დაპროგრამება“ მტკიცედ შევიდა ჩვენს ლექსიკონში. ყველას სჯეროდა ადამიანის მართვის შესაძლებლობა, როგორც კომპიუტერით, და არავის უკვირს სხვადასხვა სახის მეთოდიკების გამოჩენა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ქცევის კოდირების მცდელობებთან. უფრო მეტიც, ყველა მოელის, როდის შესთავაზებენ მას ფსიქიკაზე ზემოქმედების ახალ საშუალებებს. ამიტომ, ტურბო-სუსლიკის გამოჩენა არავისთვის ყოფილა მოულოდნელი.
პროგრამის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია მასთან მოხერხებული მუშაობა. „ტურბო-თრიის“ ავტორმა ეს იცოდა და შეეცადა ყველაფერი ისე მოეგვარებინა, რომ მისი ტექნიკა მომხმარებლებისთვის კომფორტული ყოფილიყო. მთელ რუტინულ სამუშაოს ის ათავსებს ე. წ. ავტომტვირთავებში, ავტომატებში, სერიულ დამმუშავებლებში და ა.შ. ერთი სიტყვით, სახეზეა ავტორის მიერ დავალებების სერიული დამუშავების ტექნოლოგიის ცოდნა, რომელიც ფართოდ გავრცელდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, კომპიუტერული ტექნიკის სწრაფი განვითარების ეპოქაში. მაგრამ ავტორი ამაზე არ ჩერდება, მას სურს 80-იანი წლების ინოვაციების გამოყენებაც. და მის წარმოსახვაში ჩნდება „კლიენტი-სერვერის“ ტექნოლოგია, მისი ქვეცნობიერებიდან მომხმარებლის ქვეცნობიერებაში ინსტრუქციების ჩატვირთვა. ის, ავტორი, სერვერია, რომელიც ცენტრალიზებურად ინახავს ყველა ინსტრუქციას, ხოლო კლიენტები მთელი პლანეტიდან უკავშირდებიან მას და ატვირთავენ მათთვის საჭირო ინფორმაციას. თუ ინსტრუქცია განახლდება, მაშინ ეს ხდება მხოლოდ ერთ ადგილას - ავტორის თავში, შემდეგ ეს განახლება ავტომატურად ხელმისაწვდომი ხდება ყველა კლიენტისთვის. ლამაზია, ასე არ არის?
ტურბო-თრიის ტექნოლოგია გარეგნულად მარტივია. წაიკითხავ ერთხელ ინსტრუქციას, რომელიც შეიცავს ქვეცნობიერებისთვის ბრძანებებს, შემდეგ კი რამდენჯერმე წარმოთქვამთ საკვანძო სიტყვას ახლახან წაკითხული ინსტრუქციის სახელით. ასე ხდება ინსტრუქციის ქვეცნობიერებაში ჩატვირთვა. შემდეგ ქვეცნობიერება ავტომატურად ასრულებს მისთვის შეთავაზებულ ბრძანებებს.
ახლა კი ინსტრუქციების ან პროტოკოლების, როგორც ავტორი უწოდებს, არსის შესახებ. თავდაპირველად, ტურბო-თრიის გაცნობისას, თითქოს მომაჯადოებელი შეგრძნება ჩნდება იქ აღწერილი თავდაპირველი ინსტრუქციების ჩატვირთვის პროცესის, შემდეგ დამმუშავებლების, შემდეგ პოლარობების დამუშავების, წარსულის გაწმენდის და ბოლოს, პროტოკოლების ჩატვირთვისგან. თითქოს ყოველივე ეს შემთხვევითი არ არის - ამ ყველაფრის უკან რაღაც არის. მაგრამ, როდესაც გაეცნობით პროტოკოლების შინაარსს, მოულოდნელად აცნობიერებთ, რომ ეს ფსიქიკისადმი ჩვეულებრივი ინჟინერული მიდგომაა.
თითოეული პროტოკოლი კონკრეტული პრობლემური სიტუაციის ანალიზია. უფრო სწორედ, ანალიზიც კი არ არის, კონსტატაციაა, რომ ასეთ სიტუაციას ადგილი აქვს და ამას ტიპიური ხასიათი აქვს. ეს კონსტატაცია ოქმში გახვეულია სიტყვების გარკვეულ მაგიაში, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სიტუაცია „ჩაჩურთულია“ რაღაც, ტურბო-თრიაში მიღებულ ზოგიერთ შაბლონში. ანალოგიურად იმისა, როგორც პასპორტის ბლანკში იწერევა სახელი და გვარი და იღებენ პირადობის მოწმობას.
პროტოკოლის შექმნა პრობლემური სიტუაციის იდენტიფიცირების რიტუალია. თითოეული სიტუაცია საკუთარი პროტოკოლით არის გაფორმებული. ყველა პროტოკოლი იქმნება იმავე შაბლონის საფუძველზე. შაბლონში მაგიური არაფერია - ეს ჩვეულებრივი ინსტრუქციაა, რომელიც მეტ-ნაკლებად ფორმალურად ადასტურებს სიტუაციის არსებობას. ჯერ ერთხელ კითხულობენ პროტოკოლს, შემდეგ წარმოთქვაბენ ბანალურ საკვანძო ფრაზას მისი ამოქმედების შესახებ. სულ ეს არის!
რაში მდგომარეობს ხრიკი? პირველ რიგში, ფორმალიზებულია პრობლემების დეფინიციის (აღწერილობის) პროცესი. მეორეც, შემოღებულია პრობლემების დეკლარაციის (განცხადების) ფორმალური პროცედურა. იგივე ხერხები მეორდება პროგრამირებიდან! ვიღებთ ფორმალურ სისტემას ნებისმიერი პრობლემის აღწერისა და გამოცხადებისთვის (საკუთარი თავის წინაშე აღიარებისთვის). ტურბო-თრია ადგენს რაღაც სტანდარტს პრობლემების აღწერისა და გამოცხადებისთვის, და მეტი არაფერი.
მაგრამ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მუშაობისთვის ასეთი სტანდარტის არსებობა ძალიან სასარგებლოა. ყველა პრობლემის იდენტიფიცირება შესაძლებელია ერთნაირად, ერთი რეგლამენტის შესაბამისად. უცნობია, რატომ ვერ მოიფიქრეს ეს მეცნიერმა ფსიქოლოგებმა. მეცნიერების სხვა დარგებში დიდი ხანია დანერგილია მონაცემთა აღწერის სხვადასხვა სტანდარტები. ფსიქოლოგია, ალბათ, სუსტად ფორმალიზებულ მეცნიერებად მიიჩნიეს.
ჩვეულებრივ როგორ ტარდება ფსიქოთერაპიული სეანსი? არავითარი დაყოფა ელემენტარულ პრობლემებად არ ხდება. ასევე არ ხდება პრობლემების აშკარა აღიარება. ყველა პრობლემა ერთად გროვდება, მათ ერთად განიხილავენ, ისინი შენიღბულია, ჩახშობილი და ა.შ.
მაგრამ ზოგჯერ პრობლემის გადასაჭრელად საკმარისია უბრალოდ ამ პრობლემის არსებობის აღიარება! მაგრამ ამისათვის იგი ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს. ამას აკეთებს „ტურბო-თრია“. ის აიძულებს მომხმარებელს მკაფიოდ ჩამოყალიბოს პრობლემები და აღიაროს ისინი. სულ ეს არის!
ამრიგად, პრობლემებთან მუშაობის რეგლამენტაცია უეჭველად „ტურბო-თრიის“ პლუსია. სამწუხაროდ, აქ მთავრდება ამ სისტემის მთელი უპირატესობა.
საუბარი ქვეცნობიერების დომინანტური როლის, მისი მაგიური ძალის და სამუშაოს უმეტესი ნაწილის ავტომატურად შესრულების უნარის შესახებ - ეს ყველაფერი ზღაპარია! ჩვენი აზროვნების პროცესების გაგება ჯერ ვერავინ შეძლო. ქვეცნობიერებასა და ცნობიერებაზე დაყოფა პირობითია, და ქვეცნობიერების დომინანტური როლის შესახებ საუბარი არ შეიძლება.
ცნობიერებისა და ქვეცნობიერების დაყოფა შემდეგი მიზეზით ხდება. ცნობიერებას, ქვეცნობიერებისგან განსხვავებით, შეუძლია რეფლექსირება, რეფლექსირებაში კი უკუკავშირის ფუნქცია არის. რეფლექსიის ეს ფუნქცია დაკავშირებულია იმასთან, რაც აუცილებელია ნებისმიერი თვითორგანიზებული სისტემისა და პიროვნებისთვის - „უკუკავშირთან“. თვითმართვისა და თვითრეგულირებისთვის აუცილებელია უკუკავშირის კარგად დარეგულირებული სისტემა. მაგრამ რეფლექსია არ არის თავად უკუკავშირი, ისევე როგორც ჩვეულებრივი სარკე, რომელიც ირეკლავს ადამიანის გარეგნობას, თავისთავად არ არის უკუკავშირი, არამედ მხოლოდ საშუალება, მეთოდი ან მექანიზმია, რომლითაც შესაძლებელია ამ უკუკავშირის მიღება. რეფლექსია, როგორც უკუკავშირის მექანიზმი ადამიანის ცხოვრებაში, არ არის მხოლოდ გარკვეული შედეგი (სარკეში არეკვლა), არამედ ის პროცესიცაა, რომელიც დაკავშირებულია შინაგან გარდაქმნებთან - აზროვნების სტერეოტიპების გააზრებასა და ახლებურად გააზრებასთან, მათ ევრისტიკულ დაძლევასთან, ცნობიერების ახალი კრეატიულ-ინოვაციური შინაარსის ჩამოყალიბებამდე, თუმცა რეფლექსიის როლი ამითაც არ შემოიფარგლება.
ბუნებრივია, უკუკავშირი ასევე ქვეცნობიერების დონეზეც არსებობს, მაგრამ ჩვენს მიერ არ არის გაცნობიერებული, როგორც ეს რეფლექსიის შემთხვევაში ხდება. ამრიგად, გაცნობიერებული უკუკავშირები, რომელთა მართვაც ჩვენ შეგვიძლია, ადამიანის ფსიქიკაში ცნობიერების გამოყოფის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. ყველაფერი, რის მართვაც ჩვენ არ შეგვიძლია, ქვეცნობიერებას მიეკუთვნება.
მაგრამ, როდესაც ქვეცნობიერებაზე გააზრებულად ვახდენთ ზემოქმედებას, ჩვენ მისგან ვიღებთ პასუხს, რაც ცნობიერებაში გამოიხატება. ე.ი. გამოდის, რომ ჩვენ მაინც შეგვიძლია გააზრებულად ვმართოდ ქვეცნობიერება. აქ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ერთის მხრივ, განმარტების მიხედვით, ჩვენ არ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი ქვეცნობიერება, ხოლო, მეორეს მხრივ, არსებობს ქვეცნობიერიზე მიმართული ზემოქმედების პრაქტიკა. ამ წინააღმდეგობისგან თავის დასაღწევად უნდა უარი ვთქვათ ფსიქიკის ცნობიერებასა და ქვეცნობიერებაზე დაყოფის იდეაზე. ეს, საკუთრივ, არააშკარად განხორციელებულიც არის ქვეცნობიერების პროგრამირებისა და დერეპროგრამირების მეთოდიკებში. თვითონ სიტყვას „ქვეცნობიერება“ აღარ აქვს ის მნიშვნელობას, რაც მასში ჩადებული ჰქონდათ ტრადიციულ ფსიქოლოგებს.
როგორც კი ჩვენს ხელში აღმოჩნდება რაღაცის მართვის საშუალებები, ეს რაღაც ჩვენთვის უკვე აღარ წარმოადგენს საიდუმლოებას. რა თქმა უნდა, ადამიანის ფსიქიკა წარმოუდგენელი ფენომენია, რომლის გაგებასაც ბოლომდე ვერასოდეს შევძლებთ. მაგრამ საიდუმლოების ფარდა მას უკვე ავხადეთ - მოძებნილია მიდგომები, თუ როგორ შეიძლება მისი გააზრებულად მართვა.
ქვეცნობიერება „ტურბო-თრიაში“ ის აპარატია, რომელშიც შეიძლება „ჩაიტვირთოს“ მკაფიო ინსტრუქციები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. თუ ადამიანი შინაგანად ეწინააღმდეგება ამ პროცესს, მაშინ ქვეცნობიერენა აუცილებლად ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას ინსტრუქციებზე. ასე ჩვენ შეგვიძლია ზემოქმედება ქვეცნობიერებაზე, ჩვენი ცნობიერების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. მხოლოდ ცნობიერების ამ მოთხოვნილებების ფორმულირებაა საჭირო!
ამრიგად, მთელი ფოკუსი იმაშია, რომ მკაფიოდ გამოვყოთ პრობლემა და მივცეთ მას ფორმალური აღწერა. მას შემდეგ, რაც ეს გაკეთდება, ქვეცნობიერებაში ჩატვირთვა აღარ არის საჭირო. თვით პრობლემის მკაფიო იდენტიფიკაცია, არსებითად, უკვე გადმოტვირთვაა. ამბობენ, რომ სწორად დასმული შეკითხვა შეიცავს პასუხის 50% -ს. ეს იმავე თემას ეხება!
„ტურბო-თრიის“ ავტორის გამორჩეულობა იმაშია, რომ მან „გაბედა“ შეეხედა ფსიქოლოგიისთვის ჩვეულებრივი ინჟინერ-ტექნოლოგის თვალებით, რომლისთვის უცხოა თეორიული მსჯელობა და მეცნიერებისმაგვარობა.
უფრო ზუსტები თუ ვიქნებით, „ტურბო-თრიის“ ავტორს საერთოდ არაფერი გამოუგონებია. ყველაფერი, როგორც ყოველთვის, მანამდე იყო გამოგონილი დასავლეთში.
„გამოგონების“ ისტორია
„ტურბო სუსლიკი“ შეიქმნა დმიტრი ლეუშკინის მიერ პროცესორით PEAT-ის მიღების შედეგად, ინსაითის დეპრივაციულ აბაზანაში ცურვის დროს ინტერნეტ ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდის შესახებ. ლეუშკინმა, რომელიც ადრე პრაქტიკაში იყენებდა სხვადასხვა ფსიქოტექნიკას, გადაწყვიტა PEAT-ის და BSFF შეჯვარება და ენახა, რა გამოვიდოდა აქედან. ვინაიდან ახალმა ფსიქოტექნიკამ შედეგი გამოიღო, ლეუშკინმა სწრაფად შექმნა მისგან პროდუქტი და ბაზარზე გამოუშვა „მთელი მენტალური ნაგვის უნივერსალური აღმოფხვრის ინოვაციური ტექნიკის“ ლამაზი შეფუთვით. პროდუქტი ძალიან მიმზიდველი გამოვიდა, რადგან ძალიან მოქნილად უწევდა ექსპლუატაციას ჩვენ სამყაროსავით ძველ მოტივს - ყველაფრის ადვილად და ერთბაშად მიღება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოტექნოლოგიის სამყაროში მოსვლამდე ლეუშკინი მუშაობდა SEO-ს ვებ-საიტების მუშაობის ოპტიმიზაციის სფეროში, ასე რომ, ინტერნეტ-ბიზნესის სფერო მისთვის კარგად ნაცნობი იყო. ამ გარემოებამ მას მისცა თავისი პროექტის სწრაფად პოპულარიზაციის ორგანიზების საშუალება და „მიზნობრივი აუდიტორიის“ მასობრივი მოზიდვა.
მაგრამ „ტურბო-თრიის“ გამოსვლის ამბავს დავუბრუნდეთ. ლუუშკინი, როგორც გამორჩეული ადამიანი, სერიოზულად იყო დაინტერესებული პიროვნული განვითარებისა და შინაგანი განთავისუფლების საკითხებით. დასავლური რესურსების დათვალიერებისას, ლეუშკინი გადააწყდა BSFF-ს (რომლის მოდიფიციურ ვერსიას, არსებითად წარმოადგენს „ტურბო-სუსლიკი“) და დაიწყო მისი აქტიურად გამოყენება, ხოლო შედეგებს აღწერდა ამჟამად გაუქმებულ „ცოცხალ ჟურნალში“ (tapakah2001.livejournal.com):
თითქმის 2 თვე გავიდა, რაც BSFF–თან დავიწყე მუშაობა. უკვე შეიძლება შედეგების შეჯამება.
ერთი რამ შემიძლია ვთქვა: ახლა მე სრულიად სხვა ადამიანი ვარ. დღეს მე ვკითხე ჩემს მეუღლეს, რა შეიცვალა ბოლო დროს, და მან თქვა: „შენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლებელი გახდა“. ეს თითქმის სიმართლეა. ან საერთოდ არ ვღიზიანდები, ან ძალიან ცოტა (ეს კი დიდი მიღწევაა, ხუმრობის გარეშე).
მას შემდეგ, რაც ლეუშკინმა საკმარისად იჯერა გული BSFF–სთან, მან შემთხვევით გაიცნო PEAT–ის შემქმნელი ჟივორად სლავინსკი კიევში გამართულ სემინარზე. პრაიმების შერწყმამ ძლიერი ტექტონური ძვრები მოახდინა ტარაკნის ცხოვრებაში, სტიმული მისცა იმისთვის, რომ თავის ცხოვრებაში რაღაც კარდინალურად შეეცვალა. შემდეგ იყო პროცესინგის გამოცდილება, რომელმაც პოლარობების ინტეგრირების უნარ-ჩვევებთან ერთად ლეუშკინს შესძინა კლიენტურა, რომელიც მოგვიანებით მან გარდაქმნა „საცდელ სუსლიკთა ჯგუფად“, რომლებზეც ის ცდიდა „ტურბო-თრიის“ პროტოკოლებს.
მთავარი კითხვაა: რატომ შეძლო ლეუშკინმა სამუშაო პროტოკოლების შექმნა? საიდანაც მან, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, რეალური შედეგი მიიღო.
ამ საკითხზე ყველაზე დამაჯერებელი და სამუშაო ვერსია ასე ჟღერს.
ნებისმიერი ფსიქოტექნიკის ათვისების დროს, პრაქტიკოსი გადის რამდენიმე ეტაპებს, ცნობიერების დონეს. ფლემინგ ფანჩმა მას უწოდა კომპეტენციის დონეები სწავლების პროცესში:
„ადამიანი ჩვეულებრივ იწყებს იმით, რომ იგი არაცნობიერად არაკომპეტენტურია. არის ისეთი რამ, რისი გაკეთებაც მან არ იცის და არც იცის ამის შესახებ.
შემდეგ ის შეიტყობს ამის შესახებ. იგი გახდება ცნობიერად არაკომპეტენტური. მან ეს საერთოდ არ ისწავლა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იცის, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება.
როდესაც მან იცის, რა არ შეუძლია გააკეთოს, მას შეუძლია დაიწყოს ამაზე მუშაობა. ასათვისებელ სფეროში მოქმედების ზოგიერთი მეთოდის შესწავლის და გამოყენებით იგი ხდება ცნობიერად კომპეტენტური. ანუ, მას შეუძლია ამის გაკეთება, თუ ის კონცენტრირებული იქნება.
შესწავლილის სფეროში პრაქტიკის გაგრძელებისას, ის თანდათანობით ხდება ავტომატიზებული. ადამიანი ხდება არაცნობიერად კომპეტენტური. ის ყველაფერს სწორად აკეთებს, მაგრამ მას უკვე აღარ სჭირდება ამაზე ფიქრი.
ვთქვათ, თქვენ არ შეგიძლიად იაპონურ ენაზე საუბარი. თქვენი ცხოვრების განმავლობაში ამ საკითხზე არ დაფიქრებულხართ, ბედნიერი იყავით არაცნობიერად არაკომპეტენტური იაპონურ ენაზე საუბრის უნარში. შემდეგ კითხულობთ იაპონელი ავტორის წიგნს და ინტერესდებით იაპონური ენით. ახლა კი აცნობიერებთ, რომ არ შეგიძლიათ ლაპარაკი იაპონურად, და თუ ამის გაკეთებას შეეცდებით, სავარაუდოდ არაფერი გამოგივათ რომ წარმატებას. იაპონურ ენაში ცნობიერად არაკომპეტენტური ხართ. შემდეგ თქვენ იღებთ აუდიო კასეტების კურსს, გლოსარიუმით და ა.შ., და იწყებთ იაპონური ენის სწავლას. გარკვეული სამუშაოს ჩატარების შემდეგ თქვენ გარკვევით შეძლებთ ზოგიერთი რამის ლაპარაკს, თუ ყურადღებით დაფიქრდებით და გააცნობიერებთ იმას, რაც ისწავლეთ. ახლა იაპონური ენაზე ცნობიერად კომპეტენტური ხართ. იმისდა მიხედვით, თუ როგორ გააგრძელებთ იაპონური ენის ძირითადი წესებისა და სიტყვების შესწავლას, ისინი გახდებიან თქვენი მეორე ბუნება. თქვენ შეძლებთ მათ გამოყენებას დაუფიქრებლად. თქვენ არაცნობიერად კომპეტენტური ხართ იაპონურ ენაზე საუბრის უნარში.
ამრიგად, სწავლების დონეებია:
⦁ არაცნობიერად არაკომპეტენტური
⦁ ცნობიერად არაკომპეტენტური
⦁ ცნობიერად კომპეტენტური
⦁ არაცნობიერად კომპეტენტური“.
ასე რომ, PEAT–ის დამუშავების დროს პრაქტიკოსი ყველა ამ დონეს გაივლის. საჭირო გამოცდილების მიღების ვადა შეიძლება მერყეობდეს ერთიდან ექვს თვემდე. ამის შემდეგ პროცესი გადადის ავტომატიზმის დონემდე. სლავინსკიმ აღწერა შემთხვევები, როდესაც პროცესორები უბრალოდ იყენებდნენ FAM- ს პრობლემის მოსაგვარებლად და ის მომენტალურად ქრებოდა. ანუ მან გაატარა რამდენიმე ათეული სოლო პროცესი და უნარი ჩაიტვირთა ქვეცნობიერებაში, განმტკიცდა როგორც ბუნებრივი რეფლექსი. მოძებნე პრობლემა, მოახდინე მისი ლოკალიზება (იდენტიფიცირება), ჩაუშვი პროცესი და ამის შემდეგ შეგიძლია წახვიდე ჩაის დასალევად და დაივიწყო, რომ ეს პრობლემა არსებობდა.
როდესაც ამ სქემას ჩაწვდა, ლეუშკინმა გადაწყვიტა ეს თემა კონვეიერზე დაეყენებინა. უნარი უკვე შეძენილია, მტკიცედ და მკაფიოდ დაფიქსირებული ქვეცნობიერების დონეზე, უბრალოდ მუდმივად ამის გაკეთება ეზარება. ამ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება დამოუკიდებლად PEAT-ის დამუშავების ჩატარება ქვეცნობიერებას დაევალოს, დავალება კი პროტოკოლის სახით გაფორმდეს? უბრალოდ გამოვიყენოთ BSFF–ს რესურსი, მოვახდინოთ ქვეცნობიერებაში კოდური სიტყვის ინსტალირება, რის შემდეგაც მოხდება პოლარობების შერწყმა ფონურ რეჟიმში. იმის ნაცვლად, რომ გააზრებულად გავაერთიანოთ პოლარობები, საკმარისია უბრალოდ მოვნიშნოთ პოლარობები და წარმოვთქვათ კოდური სიტყვა. და მორჩა! პროცესი გაშვებულია, შერწყმა მიმდინარეობს. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უნარი კარგად არის ათვისებული ქვეცნობიერის დონეზე. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარ თავში განვავითაროთ შვების და განთავისუფლების უნარი, გარკვეული ძლიერი პრაქტიკის საშუალებით და, მეორეც, ჩამოაყალიბოთ სწორი კონტრასტული პოლარობა
ხრიკი მხოლოდ იმაშია, რომ არავითარი პროტოკოლი ქვეცნობიერთან უშუალო კონტაქტისთვის აქ არ არის საჭირო. ამისათვის, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის საქმიანობაში, გვჭირდება: პირველი - წინასწარი ინტენსიური პრაქტიკა; მეორე - ათვისების გააზრებული „უფლებამოსილების დელეგირება“. ამ შემთხვევაში, „ტურბო-თრია“, პრინციპში იმუშავებს, საკმაოდ კარგად. მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც უკვე უმუშავიაა ღრმა პეატ-თან და GP-4-თან საკმარისად და შეუპოვრად. ლეუშკინმა ეს უბრალო რამ ვერ გაიგო, რადგან მან დაიწყო „ტურბო-თრიის“ გამოყენება თავის კლიენტებზე, რომლებსაც ამუშავებდა PEAT -ის ტექნიკით.
კლიენტებმა დაიწყეს წარმატების მიღწევა. პრობლემები თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. მაშინ ლეუშკინმა გადაწყვიტა, რომ პროტოკოლები იმუშავებდა ყველასთან, მათთანაც კი, ვისაც PEAT -ის შესახებ არაფერი სმენია. ამას მოჰყვა კომერცია ტრადიციული ორმხრივი მარკეტინგული მიდგომით: ჩვეულებრივი უფასო პროტოკოლები, რომლებიც ოდნავ ასუფთავებდა მენტალურ ფენებს პრობლემებით, და ფასიანი პროტოკოლები, მაგარი მეგა-კომბაინები, რომლებიც მთლიანად ასუფთავებდა მთელ მენტალურ მასალას. იმისათვის, რომ აღკვეთოს პროტოკოლების „შავი ბაზრის“ გამოჩენა, ლეუშკინმა გამოიგონა ზღაპარი „საიდუმლო სიტყვების“ შესახებ, რომლებსაც თითქოსდა შეუძლიათ პროტოკოლების გამორთვა. რა თქმა უნდა, ეს სრული სისულელე იყო.
არსებობს მოსაზრება, რომ თავისი „ტურბო-თრიით“ ლეუშკინმა შეასრულა ბინძური საქმე PEAT-ის და თავად ჟივორად სლავინსკის დისკრედიტაციისთვის. თავად სლავინსკიმ, გენიალურმა მისტიკოსმა და ფსიქოთერაპევტმა ხომ მრავალი სისტემა შექმნა, რომელთაგან არცერთი არ ემყარებოდა „ქვეცნობიერების ავტონომიურ მუშაობას“. თუმცა, ასე კატეგორიულები ნუ ვიქნებით, ბოლოს და ბოლოს, თუ „ტურბო-თრიის“ პრაქტიკაში გამოყენებით ადამიანი არ გადაქცეულა საბოლოოდ იდიოტად, რომელმაც მთლიანად გაანადგურა თავისი ემოციები, მაშინ ადრე თუ გვიან იგი მიხვდება ჭეშმარიტად პროგრესული და ეფექტური სულიერი ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
===
მთარგმნელი არ იზიარებს ამ სტატიაში მოყვანილ ყველა მოსაზრებას, ტექსტი მოცემულია მხოლოდ დისკუსიისთვის, ნაჩვენება როგორ წარმოებს კონტრ ცრუ პროპაგანდა სხვადასხვა მხრიდან.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised