პიოტრ საფრონოვი, ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი
სოციალური არაცნობიერი
ძალიან ბევრმა შეიძლება თქვას: ძალაუფლება! ძალაუფლება გამოიხატება ძალადობის დასაბუთებულად გამოყენების შესაძლებლობაში. იქ, სადაც არ არსებობს ძალადობის დასაბუთების შესაძლებლობა, ძალაუფლება არ არსებობს. მაგრამ ვინმეს ოდესმე შეხვედრია ძალადობის სპეციალური დასაბუთება? ძალადობა ჩვენს დროში ისეთია, რომ თავად ისაბუთებს თავს, მაგრამ ფარულად. ძალადობის ყველაზე უარესი ფორმა მისი არარსებობაა. თანამედროვე დასავლური სამყაროს ადამიანი იძულებულია ჩაიდინოს ძალადობა ზუსტად მისი არარსებობის გამო. როდესაც ქუჩაში, ოჯახში, სამსახურში განსაკუთრებული სიმშვიდე და მყუდროებაა, ზუსტან მაშინ წარმოიქმნება ძალადობა.
ძალადობა არის საზოგადოების შესაძლებლობა შეახსენოს თავი განუსაზღვრელი ინდივიდუალიზმის პირობებში. ის დაკარგული, დავიწყებული, გაუქმებული სოციალური კავშირების აღდგენის გზაა. ძალადობა ახდენს საკუთარ თავში სოციალური არაცნობიერის კონცენტრირებას. თავის მხრივ, ძალადობა კონცენტრირებულია სოციალურ არაცნობიერში. კონკრეტული ადამიანი შეიძლება ძალადობის იარაღი გახდეს, მაგრამ არასოდეს მისი წყარო. ძალადობა კოლექტიურობის ბოლო გადარჩენილი ეფექტია, ბოლო მტკიცებულება იმისა, რომ საზოგადოების ჯერ საბოლოოდ არ განადგურებულა. უფრო მეტიც, დასავლეთის საზოგადოებას ძალადობა მედიის საშუალებით „უნდა აიძულო“. ძალადობა ყველაზე საშინელ დაავადებას კურნავს: ნებისმიერი დაავადების სრულ არარსებობას.
თანამედროვე საზოგადოებას არ შეუძლია საკუთარი თავის ატანა ძალადობის გარეშე. მისი მოთმინება ბოლო წვეთამდეა ამოწურული. მხოლოდ ძალადობა ინარჩუნებს ისევ მზარდ სოციალურ ინტერესს. ჩვენ ჯერ კიდევ ადამიანებად ვრჩებით, რადგან ძალადობრივ ქმედებებს ჩავდივართ. ღიად თუ ფარულად, თამამად თუ მშიშრად, კანონიერად თუ დანაშაულებრივი გზით. რით შეიძლება აიხსნას ძალადობისკენ სწრაფვა? ჩემი აზრით, ეს აიხსნება თავისუფლების (პოლიტიკური, სექსუალური, ეკონომიკური და ა.შ.) უპრეცედენტო დონით. სადაც თავისუფლებაა, იქ ყოველთვის არის ძალადობა. მიეცით ადამიანებს მეტი თავისუფლება და მეტ ძალადობას მიიღებთ.
ძალადობის დამარცხება ძალიან ადვილია: მხოლოდ თავისუფლების შეზღუდვაა საჭირო. მართალია, მაშინ თანამედროვე საზოგადოებაც განადგურდება, რადგან მისთვის ძალადობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ძალადობა განსაკუთრებით თანამედროვეა. ეს საერთოდ ერთადერთი რამ არის, რაც ყოველთვის თანამედროვეა. ამიტომ სასაცილოა ძალადობის შიში. ის იყო, არის და იქნება სოციალური ნორმა. შიშით კი მათი უნდა გვეშინოდეს, ვინც ცნობიერად თუ არაცნობიერად ქადაგებს ძალადობის „უარყოფის“ აუცილებლობას. არა-ძალადობის იდეები საოცრად სიცოცხლისუნარიანია თანამედროვე საზოგადოებაში. არსებობს კიდეც არა-ძალადობის გარკვეული დაძალება, რომელიც შენიღბულია ბოროტებისადმი წინააღუდგომლობის თეთრ სამოსში. სინამდვილეში კი ძალადობა, როგორც ყველაფერი, რაც ჩვენი საზოგადოების საფუძველს ქმნის, - არ არის კარგი ან ცუდი. ის უბრალოდ არის. ის არ შეიძლება არ არსებობდეს. ბრძოლა კი მათთან არის აუცილებელი, ვინც განსაკუთრებით შეურიგებლად აკრიტიკებს ძალადობას. ზუსტად მათ შეუძლიათ უფრო მეტი ძალადობა მოუტანონ საზოგადოებას.
ძალადობა არ ექვემდებარება კრიტიკას, ის ექვემდებარება გაგებას. საჭიროა განსაკუთრებული ზრუნვა ძალადობის გასაგებად. გაგებაზე ზრუნვა ძალადობის ზუსტად ის ფორმაა, რომელსაც ნააზრევში აღმოვაჩენთ. ფიქრი ნიშნავს სისტემატურ ძალადობას გაგების საკუთარ უნარზე. ეს ძალადობის ყველაზე ბუნებრივი ფორმაა თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც მშვიდ საზოგადოებაში ცხოვრობს. თანამედროვე ადამიანი ძირითადად ფიქრით არის დაკავებული. ანუ მუდმივად ძალადობს თავის გაგების უნარზე. ე.ი. ძალადობა ნამდვილი ადამიანობის ნიშანია. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ ძალადობის შესაძლებლობა, განვივითაროთ ის საკუთარ თავში. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა არ შეგეშინდეთ გაგების. შიში ძალადობის წინაშე გაგების შიშის გამო ჩნდება. ჩვენ უნდა გვსურდეს გაგება, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ გაგება, ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ გაგების მისაღწევად, და მაშინ, სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენთვის ძალადობაც ცოტათი მაინც გასაგები გახდება.
http://online.iliauni.edu.ge/ka/lecture/dimitri-udznadzis-shesaxeb/13/transcript/nawili-ii/41
პროფესორი ს ე რ გ ე ი - ს ა ვ ე ლ ი ე ვ ი — რუსეთის მეცნ. აკადემიის ადამიანის მორფოლოგიის ინსტიტუტი
ერთიანი მ ი ს ა ღ ე ბ ი - გ ა მ ო ც დ ე ბ ი ს, ტ ე ს ტ ე ბ ი ს, ც ი ტ ი რ ე ბ ი ს - ი ნ დ ე ქ ს ე ბ ი ს ა - და სხვა ამისთანა "სიახლეთა" შესახებ, განათლებასა და მეცნიერებაში
(ვიდეოს მომენტი 44:00)
"...ითვლებოდა პ ე დ ო ლ ო გ ი ა, ესაა მოძველებული მიდგომები აღზრდაში, რომელიც ცდილობდა მისი მეთოდები დაეფუძნებინა, მედიცინაზე, ბიოლოგიაზე, ფსიქოლოგიაზე და მისთანებზე.
"პედოლოგებმა 1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ, ხელთ იგდეს სათავეები განათლებაში. 1934 წლისათვის მათ კატასტროფამდე მიიყვანეს ეს დარგი.
"გამოვიდა დადგენილება "განათლების სფეროში პ ე დ ო ლ ო გ ი უ რ - გ ა რ ყ ვ ნ ი ლ ე ბ ა თ ა შესახებ"— ს ტ ა ლ ი ნ მ ა ის შეაჩერა და განათლების სისტემა დაუბრუნდა რევოლუციამდელ კურსს...
"ერთერთი ამ "გარყვნილებებიდან" იყო უამრავი რიცხვითი პარამეტრების გამოყენება სასწავლო პროცესში, სხვადასხვა შეფასებებში....ზუსტად ისეთი ნოვატორული იდეები, როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ტესტები. ადამიანები, ვინც სკოლაში სასწავლოდ მივიდნენ, გამოდიოდნენ იქიდან იდიოტები...
"1990-ან წლებიდან მოყოლებული, პედოლოგია ისევ ხდება დომინანტი განათლებასა და... მეცნიერებაში.
"ახლა უკვე არა მარტო განათლებაში ხდება ციფრებით ანგარიშგება, არამედ მ ე ც ნ ი ე რ ე ბ ა შ ი ც! ... ყოველ კვარტალურად—ეს შეიძლებოდა მოეფიქრებინა ფსიქიკურად არანორმალურ ადამიანს—თანაც ანგარიშგება არა თვისობრივი აღწერით არამედ რ ა ო დ ე ნ ო ბ რ ი ვ -მ ა ჩ ვ ე ნ ე ბ ლ ე ბ ლ ე ბ შ ი — სტატიების რაოდენობები, რეიტინგები, ციტირების ინდექსები...თუნდაც სისულელეები იყოს ციტირებული.
"ე.ი. პედოლოგიური მიდგომა, რიცხვებით შეფასდეს ინტელექტუალური საქმიანობა, პედაგოგიური, სამეცნიერო თუ სხვა. — ესაა განათლებისა და მეცნერების განადგურება..."
პროფესორმა საველიევს არ უხსენებია, სამეცნიერო კონკურსების შეფასების მატრიცა, სადაც გაცილებით უფრო კურიოზული რიცხვითი პარამეტრებია — მაგალითად კონფერენციებზე დასწრებათა რაოდენობა... თუ ეს მხოლოდ ჩვენთანაა და არა რუსეთში?
მ თ ა ვ ა რ ი - კ ი თ ხ ვ ა მაინც სხვაა—მოუსმენ ამ კაცს და იფიქრებ, ეს რუსეთზე ლაპარაკობს, თუ საქართველოზე....
მაგრამ რაც ზემოთ დავწერე, ეს სულაც არაა მთავარი ამ ვიდეოში. რაც მთავარი აზრია—ადამიანის, როგორც სახეობის დახასათებას ეხება— მის პროეცირება ქართულ სინამდვილეზე, უთუოდ საინტერესოა...
კარგი იქნებოდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს ჯერ პირადად ჩემთვის ვერ გამიკეთებია... მეგობრები თუ დამეხმარებით, კარგია...
https://www.youtube.com/watch?v=onyuKrsLc-Y&t=3114s

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised