ალექსანდრ სმირნოვი
რატომ შეიძლება საშიში იყოს რელიგიური აღზრდა? არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოებას, რომ რუსეთში მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის წარმოადგენდა მნიშვნელოვან სოციალურ ინსტიტუტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საზოგადოების ცხოვრებაში. ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პრეტენზიას აცხადებს უფრო დიდ ადგილზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ სასკოლო კურსის „რელიგიური კულტურის საფუძვლები“ აქტიურ ლობირებაზე.
რასაკვირველია, ეკლესიას შეუძლია დადებითი როლის შესრულება ქვეყნის ცხოვრებაში. თავად მართლმადიდებლობის აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს სულიერების, შემწყნარებლობის ზრდას, საზოგადოებრივი ჰარმონიის მიღწევას. ეს ყველაფერი ასეა. მაგრამ ნუთუ სოციალიზმის პერიოდში ჩვენი საზოგადოება ნაკლებად სულიერი იყო, ვიდრე, მაგალითად, 1917 წლამდე, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა გავლენის ყველა შესაძლებლობა სოციუმზე? მე არაფერს ვამბობ „თანხმობის“, ეროვნებათშორის „შემწყნარებლობის“ შესახებ, რომლის აუცილებლობა უბრალოდ არ ყოფილა ჩვენი ხალხის, როგორც ერთიანის, საბჭოთას განცდის გამო. და ამას მიაღწიეს საერთოდ რელიგიისა და კერძოდ რომელიმე ეკლესიის ჩარევის გარეშე.
მაგრამ მე მინდა ყურადღების გამახვილება რელიგიური აღზრდის რამდენიმე სხვა ასპექტზე. საუბარია აღზრდის, ფსიქიკის ფორმირების შესახებ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, „აღმზრდელობითი“ ზემოქმედება მიმართულია „მომავალ მრევლზე“ - ბავშვებზე, მაგრამ მოზრდილებიც განიცდიან ამ გავლენას. თანაც მოზრდილებიდან ყველაზე უარესები არა! კერძოდ კი, ისინი, ვინც პასუხს ეძებს კითხვებზე ცხოვრების აზრის, სამყაროში ადამიანის ადგილის შესახებ, ეძებენ ზნეობრივ ორიენტირებს, რომლებიც მეტწილად დაკარგეს ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არაგულგრილი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ უკეთესი გახდნენ. მაგრამ, ალბათ, არცთუ განვითარებული ანალიტიკური უნარ-ჩვევებით. და ეს ადამიანები ადვილად აღმოჩნდებიან რელიგიური ორგანიზაციების გავლენის ქვეშ, რომელთა შორის ლიდერის ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავია.
რა თვისებების აღზრდას ცდილობს ეკლესია მრევლში?
ჩემი აზრით, მთავარი მდგომარეობს თავად მრევლის დახასიათებაში: „სამწყსო“. ფარა, რომელსაც მწყემსი სჭირდება. ფარას ფიქრი არ სჭირდება, ამისათვის არის მწყემსი, რომელიც სწორი მიმართულებით წარმართავს მას. აუცილებელია, რომ „სამწყსო“ ეყრდნობოდეს არა საკუთარ თავს, არამედ ნდობოთ აღჭურვილ გარე ავტორიტეტს. როგორ უნდა მიაღწიონ ამას? უპირველეს ყოვლისა, აქცენტი უნდა გაკეთდეს რწმენაზე, და არა გონივრულობასა და გაგებაზე. და ამ ამოცანას ეკლესია საკმაოდ წარმატებულად უმკლავდება, უფროსებთან მიმართებაშიც კი. რა შეგვიძლია ვთქვათ ბავშვებზე გავლენაზე, რომლებიც ჯერ კიდევ უპირობოდ ენდობიან ყველაფერს, რასაც უფროსები ამბობენ?
როგორც ეკლესიურ მართლმადიდებლებთან ურთიერთობის ჩემი საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, გონების რწმენით ჩანაცვლება ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ხოლო დოგმატების რწმენას მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიაში, როგორც ინსტიტუტში, რწმენა, და ბრმა ნდობა იმ ყველაფრის მიმართ, რაც ეკლესიის წარმომადგენლების მიერ არის ნათქვამი. მორჩა ! ჩვენ ვიღებთ მორჩილ სამწყსოს, რელიგიურ თემს, რომელსაც ჩვეულებრივად სჯერა ნებისმიერი „მითითების ზემოდან“.
მაგრამ არსებობს საკითხის მეორე მხარეც. რაც არ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ცნობილ მეცნიერთა შორისაც არის ბევრი მორწმუნე, მთლიანობაში რელიგიური აზროვნება უპირისპირდება მატერიალისტურს. და უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ მატერიალისტური აზროვნება ეყრდნობა გონებას, გაგებას და, შესაბამისად, ეჭვს. ამ შემთხვევაში სამყაროს შეცნობის მთავარი დაბრკოლებაა არასაკმარისი ცოდნა. მაგრამ ეს დაბრკოლება ობიექტურია და დროთა განმავლობაში მისი გადალახვა შესაძლებელია.
უფრო მეტიც, სამყაროს შეცნობა ადამიანს აძლიერებს, და თუ მატერიალისტურ აზროვნებასთან მიმართებაში შეიძლება ვისაუბროთ რწმენის შესახებ, ეს არის რწმენა ადამიანში, მის საკუთარ ძალასა და შესაძლებლობებში. და სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული რელიგიური აზროვნება.
უპირველეს ყოვლისა, ადამიანში რწმენას ცვლის უმაღლეს ძალებში რწმენა; ადამიანის ყველა საუკეთესო თვისება ჩამოერთმევა ადამიანს და მიეწერება ღმერთს და უკვე, როგორც განსაკუთრებული წყალობა, ისინი შეიძლება მიეცეს ადამიანს. ფიქრის და ეჭვის შეტანის ადამიანის ბუნებრივი შესაძლებლობა ითრგუნება, მის ადგილს იკავებს რწმენა და მორჩილება. ცოდნის (და, რაც მთავარია, ცოდნის სურვილის) ადგილს იკავებენ ორი, სამი და მეტი ათასი წლის წინანდელი მითები, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. და ამ თვალსაზრისით მისი აღქმისათვის, პირველ რიგში, საჭიროა რწმენის უნარი - როგორც ზოგადი დამოკიდებულება, როგორც პიროვნების დომინანტური თვისება.
ეს ნიშნავს, რომ არსებობს ყველა საფუძველი იმისთვის, რომ ისეთი თვისება, როგორიცაა რწმენა, უპირველეს ყოვლისა, აღზრდილი იქნება „რელიგიური კულტურის საფუძვლების“ - ახალი „ღვთის კანონის“ გაკვეთილებზე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელის მხოლოდ ერთ ფრაზას შემოგთავაზებთ: „ჩვენ უნდა განვახორციელოთ განათლების შინაარსობრივი კომპონენტის სტანდარტიზაცია და შევქმნათ უწყვეტი მართლმადიდებლური განათლების სისტემა - საბავშვო ბაღიდან დაწყებული უნივერსიტეტით დამთავრებული“.
თუ სახელმწიფოში არსებობს ეკლესია, ეკლესიის უმაღლეს სასწავლებელსაც აქვთ არსებობის უფლება. ამ სასწავლებლებში შემთხვევითი ადამიანები არ მიდიან, ისინი მიდიან უკვე ცნობიერ ასაკში. მაგრამ ბავშვებზე მიზანმიმართული გავლენა, ჩემი უკიდურესად მიკერძოებული აზრით, მიუღებელია.
თუ სასულიერო პირებს განათლების სისტემაში დავუშვებთ, ათი წლის შემდეგ მივიღებთ თაობას, რომელიც ვერ შეძლებს კრიტიკულ აზროვნებას. უფრო მეტიც: სასულიერო პირების მიერ მზა შაბლონებზე აღზრდილი ადამიანები აღმოჩნდებიან ცნობიერ ზნეობრივ არჩევანს, ალტერნატივის დანახვის უნარს მოკლებული, ზნეობრივ და ინტელექტუალურ განვითარებას მოკლებული.
თუ ეს არის ის აღზრდა, რომლის აუცილებლობის შესახებ საუბრობს ქვეყნის ხელმძღვანელობა, მაშინ რუსეთს შესაშური მომავალი არ ექნება. თუმცა, აქ ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს პოზიციაზე და ჩვენი შვილების დაცვის სურვილზე, რათა ისინი იყვნენ გონიერნი და დამოუკიდებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised