გარე გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე. ცნობიერებით მანიპულირება და ზომბირება. ცნობიერების კონტროლის ინსტრუმენტები და მექანიზმები. რელიგიური ზომბირება. ზომბირების საფრთხე
შინაარსი
ადამიანის ფსიქიკაზე გარე გავლენის სახეობები
ინფორმირება
სწავლება და განათლება
სიცრუე
პროპაგანდა
აგიტაცია
ცნობიერებით მანიპულირება
ზომბირება
ზოგადი და გარე გავლენის მეთოდების განსხვავებები
ცნობიერებით მანიპულირების საფრთხეები და ზომბირება
იმ მეთოდების ზიანი და საფრთხე, რომლებიც იყენებენ ცრუ ინფორმაციას
ზომბირების ყველაზე სახიფათო წყაროები ტოტალიტარული რეჟიმები და რელიგიებია
მოსახლეობის ზომბირების საფრთხე მედიის გამოყენებით
რელიგიური ზომბირების საფრთხე
თავის ტვინის მართლმადიდებლობა (რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დეკანოზი ვ. ჩაპლინი)
რელიგიური ზომბირება
რელიგიური ზომბირების ინსტრუმენტები - ქადაგება, ლოცვები, წეს-ჩვეულებები, დღესასწაულები და აღსარება
ზომბირება „ჩვეულებრივი“ სწავლებაა, მაგრამ ცრუ ცოდნის მიცემით და ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდების გამოყენებით
ზომბირების მეთოდების არსი მდგომარეობს პირობითი რეფლექსების ფორმირებაში სიტყვიერი ფორმულების და მოქმედებების მრავალჯერ გამეორების გზით.
მართლმადიდებლური ქრისტიანობა აყალიბებს მონის ფსიქოლოგიას, რომელიც ხარობს მისი მონობით
რელიგიის საშიშროება თანამედროვე საზოგადოებისთვის
შედეგი 46.
ადამიანის ფსიქიკაზე გარე გავლენის სახეობების კლასიფიკაცია
ადამიანის ცნობიერებაზე გარე გავლენის კლასიფიცირება შემდეგნაირად შეიძლება:
ინფორმირება - ინფორმაციის მარტივი მიწოდება მისი სანდოობის ხარისხზე მითითებით;
სწავლება და განათლება - სანდო ინფორმაციის მიწოდება მოსწავლის თანხმობის მიღების გზით, სპეციალური მეთოდების გამოყენებით ამ ინფორმაციის დიდი ხნით დამახსოვრების მიზნით რეალობის, ცხოვრების მრწამსის და ქცევითი უნარების შეხედულებათა დონეზე;
სიცრუე (ცრუ ინფორმირება) - ცრუ ან საეჭვო ინფორმაციის, როგორც ჭეშმარიტის, მიწოდება;
პროპაგანდა - ინფორმაციის ინტენსიური, ღია გავრცელება, რომელსაც გამავრცელებელი ჭეშმარიტად მიიჩნევს;
აგიტაცია - ქმედებaTa წახალისება აშკარა საჯარო მოწოდებების გზით მოტივებისა და სხვა ინფორმაციის მითითებით, რომელიც აგიტატორმა მიიჩნია, როგორც ჭეშმარიტი;
ცნობიერებით მანიპულირება - მანიპულაციის ობიექტის ფარული სწრაფვა მანიპულატორისთვის სასარგებლო ქმედებებისკენ ობიექტისთვის განზრახ ცრუ ან შეზღუდული ინფორმაციის მიწოდების გზით;
ზომბირება წარმოადგენს ზომბირების ობიექტის ცნობიერების (რეალობის შესახებ შეხედულებებიs) შეცვლას მისი თანხმობის გარეშე, განზრახ ყალბი ინფორმაციის თავს მოხვევის გზით და სპეციალური მეთოდების გამოყენებით ამ ინფორმაციის ხანგრძლივად დამახსოვრებისთვის რეალობის, ცხოვრებისეული რწმენის და ქცევითი უნარების შეხედულებების დონეზე. ანუ, ზომბირება ჰგავს „ჩვეულებრივ“ სწავლებას, მაგრამ ცრუ ცოდნის მიცემით და „მოსწავლის“ თანხმობის გარეშე;
ცნობიერებაზე (ცნობიერების კონტროლი) გარე გავლენის ყველა ფორმა იყენებს ტვინის ერთსა და იმავე ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანს რეალობის შემეცნების შესაძლებლობით. გავლენის ამ ფორმებს შორის განსხვავება გავლენის წყაროს მიზნებშია, გამოყენებული ინფორმაციის სანდოობაში, ასევე გავლენის ობიექტის თანხმობასა და გავლენის ფაქტის შესახებ ცოდნაში.
მიუხედავად იმისა, რომ “პროპაგანდის” და “აგიტაციის” ცნებებმა თანამედროვე საზოგადოებრივ ცნობიერებაში ნეგატიური მნიშვნელობა შეიძინა, მანიპულაციური მეთოდების მოძალეობის გამო, უნდა განვასხვავოთ სანდო ინფორმაციის ღია გავრცელება ყალბი ინფორმაციისგან, რომელსაც ფარულად თავს გვახვევენ.

შედეგი 47.
ნებისმიერი ცრუ ინფორმაციის გამოყენება, უმეტეს შემთხვევაში, საზიანოა საზოგადოებისთვის, რადგან ეს ართულებს დასახული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას. მაგრამ მანიპულირება და ზომბირება არა მხოლოდ საზიანოა, არამედ საშიშიც. ისინი ცვლიან მილიარდობით ადამიანის ცხოვრებას, აიძულებენ მათ იმოქმედონ თავისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ამავე დროს ცნობიერების მართვის ეს მეთოდები ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში და, ხშირ შემთხვევაში, ადამიანების მართვის საკმაოდ მისაღებ პრაქტიკად არის მიჩნეული.
საზოგადოების განვითარებისთვის ადამიანების ზომბირების და მათი ცნობიერებით მანიპულირების წყაროების ყველაზე საშიში და მავნე მაგალითებია ტოტალიტარული პოლიტიკური რეჟიმები და რელიგიური ორგანიზაციები, მ.შ. ე.წ. „ახალი რელიგიური მოძრაობები“ (სექტები). ადამიანთა ცნობიერების მართვის ნაკლებად საშიში, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, მავნე წყაროებია მრავალი (საბედნიეროდ,ყველა არა) მედია, პოლიტიკა და რეკლამა.
შედეგი 48.
მედიის საშუალებით მოსახლეობის ზომბირების ერთ–ერთ ფარულ საფრთხეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მედია თანაბრად მოქმედებს არა მხოლოდ მიზნობრივ აუდიტორიაზე, არამედ თავად ზომბირების ინიციატორებსა და შემსრულებლებზეც. დროთა განმავლობაში, ეს შემსრულებლები და ინიციატორები თავად იწყებენ მათ მიერ გავრცელებული ტყუილის, როგორც ჭეშმარიტების, აღქმას.
შედეგი 49.
კაცობრიობის განვითარების პარადოქსი ის არის, რომ მან შექმნა განვითარებული მეცნიერება და ტექნიკა, გამოიყენა მათი მიღწევები იარაღის შესაქმნელად, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის განადგურება, ახლა კი სამეცნიერო მიღწევებს იყენებს საკუთარი თავისთვის სამყაროს შესახებ ყალბი ცოდნის თავზე მოხვევის მისაღებად, რამაც შეიძლება ამ იარაღის გამოყენების მოტივაცია წარმოქმნას.
კაცობრიობისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღის მქონე ადამიანი, რომელსაც სწამს იმქვეყნიური ცხოვრების არსებობა და თანამედროვე კაცობრიობას ცოდვებით დამძიმებულად მიიჩნევს.
მაგალითის სახით შეიძლება მოვიყვანოთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი, რომელსაც უკავია რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის საეკლესიო სალოცავები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კაცობრიობის არსებობა.
რელიგიური ზომბირება
შედეგი 50.
ყველა რელიგიური ორგანიზაცია ავრცელებს თავის გავლენას ადეპტების ზომბირების გზით. რელიგიური ორგანიზაციების მთელი სტრუქტურა, მათი რიტუალები, ლოცვები, ლიტერატურა და სხვა დანარჩენი ერთ მიზანს ექვემდებარება - სამყაროზე (რეალობაზე) შეხედულებების შეცვლას, ადამიანთა რაც შეიძლება დიდ რაოდენობაში. მათი მიზანია დაუმორჩილონ ისინი ამ ორგანიზაციების გავლენას და გაუზიარონ მათ თავისი შემოსავალი.
რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა შეიძლება შევადაროთ მესაქონლეობას, სადაც ძოვებულ ცხოველთა როლში გამოდიან ადამიანები. საინტერესოა, რომ რელიგიური მოღვაწეები ამ ანალოგიას არც კი მალავენ.
რელიგიის მიზანია - ფული და ძალაუფლება.
შედეგი 51.
როდესაც საზოგადოებაში იწყება დებატები „ახალი რელიგიური მოძრაობების“, ანუ სექტების, საქმიანობასთან დაკავშირებით, მათი დაცვის მთავარ საშუალებას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ ისინი თავის პრაქტიკაში იგივე მეთოდებს იყენებენ, რაც ტრადიციული რელიგიები. და ეს მართლაც ასეა. ახალი და ძველი რელიგიები ზომბირებენ თავის ადეპტებს შემოსავლის მიღების მიზნით. ამისათვის ისინი იყენებენ „ჩვეულებრივ“, ერთი შეხედვით, უწყინარ საშუალებებს, როგორიცაა ლოცვების კითხვა, რიტუალები და გალობა. მაგრამ ეს „უვნებელი“ საშუალებებია ზუსტად ზომბირების იარაღი.
ზომბირება არის „ჩვეულებრივი“ სწავლება, მაგრამ მიცემული ცოდნა ყალბია. ასევე იყენებენ სპეციალურ მეთოდებს, რომლებსაც ახლა ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდებს უწოდებენ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდები თავისთავად მხოლოდ ხალხის ცნობიერებაზე ზემოქმედების მოხდენის იარაღია, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს, როგორც ადამიანის სასარგებლოდ, ასევე მის საზიანოდ. ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ცალკე აღებული ადამიანის ფსიქიკა თითქმის დაუცველია ამგვარი მეთოდების წინააღმდეგ, ამიტომ აუცილებელია დაცვის საშუალებების მოძებნა მათი ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგლამენტაციის დონეზე.
შედეგი 52.
სწავლების ნებისმიერი მეთოდის საფუძველია სიტყვიერი ფორმულების, მოქმედებების ან სახეების მრავალჯერადი გამეორება, რომელიც საჭიროა დაფიქსირდეს მოსწავლის მეხსიერებაში. აქ მოქმედებს პირობითი რეფლექსების (ასოციაციური კავშირების) ფორმირების მექანიზმები.
რელიგიური და ნებისმიერი სხვა ზომბირების ეფექტურობა უზრუნველყოფილია ზუსტად ცნობიერებაზე რეგულარული ზემოქმედებით ლოცვების, ქადაგებების და სხვადასხვა რიტუალების მეშვეობით. თითოეული რელიგია, პირველ რიგში, მოითხოვს რეგულარულ ლოცვებს. ამ მიზნისთვის გამოიგონეს მრავალი რელიგიური „დღესასწაული“ და „დასვენების“ დღე, როდესაც თითოეული მორწმუნე ვალდებული იყო წასულიყო ეკლესიაში (მეჩეთში, სინაგოგაში).
რელიგიის დამფუძნებლებს რომ მშვენივრად ჰქონდათ გააზრებული რეგულარობის მნიშვნელობა ზომბირების ტექნოლოგიისთვის, მოწმობს სიკვდილით დასჯის მოთხოვნა შაბათ დღეს მუშაობისთვის, ანუ თავის არიდებისთვის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის მისაღებად.
შედეგი 53.
ჩვეულებრივი საერო განათლება მიზნად ისახავს მოწაფის ცნობიერებაში სამყაროს რეალური კანონების დაფიქსირებას, რათა დაეხმაროს მათ ეფექტურად მოაგვარონ თავისი პრაქტიკული საქმიანობის ამოცანები.
შედეგი 54.
მანიპულირების და ზომბირების მიზანია მანიპულატორებისთვის ხელსაყრელი ასოციაციური კავშირების დამყარება სახეებს შორის, რომლებიც უკვე შექმნილი იქნება მანიპულაციების ობიექტის (უკვე) ცნობიერებაში, და მისი ისეთ ქმედებებისკენ იძულება, რომელიც ხელსაყრელი იქნება მანიპულატორებისთვის
მაგალითად, მართლმადიდებლური ქრისტიანობის რიტუალების და ლოცვების მიზანია შემდეგი ასოციაციური კავშირების დამყარება:
ღმერთი - ყოვლისშემძლე, ყველგან მსუფევი, ყოვლისმცოდნე, მხსნელი, მსაჯული, შემოქმედი, წმინდანი, უცდომელი, მამა, ბატონი, სიკეთე, სიყვარული, ჭეშმარიტება და სხვა სახეები, რომლებიც აღძრავს დადებით ემოციებს.
ღვთის წყალობა უნდა დაიმსახურო რწმენით, ლოცვით, ეკლესიისთვის შემოწირულობებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მოთმინებით, ღვთის თაყვანისცემით, ღვთის შიშით. ვინც არ დაიმსახურა ღვთის წყალობა, მარადიული სატანჯველისთვის არის განწირული.
მღვდელი - წმინდა მამა, მეუფე, უწმინდესი, ნეტარება, წყალობა, მადლი, შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის.
თავად მორწმუნე - ღვთის მონა, ცოდვილი, უღირსი, ღვთის ქმნილება და ა.შ.
ცოდვა ღმერთის რწმენის უქონლობაა, ეჭვი, საკუთარი ღირსება (სიამაყე), თავმდაბლობის ნაკლებობა, პროტესტი, სექსუალობა (სექსუალობა და სქესობრივი ინსტინქტი ადამიანის ფიზიოლოგიის ნაწილია, მას არ შეუძლია მასთან ბრძოლა, ეკლესია კი ამას იყენებს, როგორც თითოეული ადამიანის „ცოდვაში“ დადანაშაულების საბაბს) და ა.შ.
სიკეთე არის ღმერთის რწმენა, ღვთის სიყვარული, ღვთის შიში, რეგულარული ლოცვა, რიტუალების რეგულარული დაცვა, შემოწირულობანი ეკლესიისთვის, თავმდაბლობა, მონანიება და ა.შ.
ქრისტიანული რელიგიის მთავარი მიზანია თავმდაბალი, მორჩილი მონის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელსაც შემდეგი თვისებები აქვს:
აღიქვამს ნებისმიერ ხელისუფლებას, როგორც „ღვთის ნებას“,
აღიქვამს ნებისმიერ უსამართლობას თავის თავთან მიმართებაში, როგორც „ღვთის წყალობას“ და „ღვთის გამოცდას“, - შეძლებს კი ამასაც მოთმინებით გაუძლოს?
მზადაა შეიყვაროს თავისი მტრები და აპატიოს მათ ყოველგვარი ბოროტება, რომელიც მის მიმართ ჩაიდინეს,
თუ ერთ ლოყაზე გააწნავენ სილას, მზად არის მეორე მიუშვიროს,
თუ მას პერანგი მოთხოვეს, იგი მზად არის მისცეს ზედა ტანსაცმელი,
მზად არის შეწყვიტოს ურთიერთობა ნათესავებთან, თუ ისინი რელიგიური დოგმების მიმართ მისი ერთგულების წინააღმდეგები იქნებიან,
მზად არის მოკლას ყველა, ვინც მისი რელიგიის წინააღმდეგია და რომლებზეც მღვდლები მიუთითებენ,
მზად არის მოთმინებით გაუძლოს ყველა მიწიერ უბედურებას სიკვდილის შემდეგ „სულის გადარჩენისთვის“!
მზადაა მისცეს ეკლესიას თავისი შემოსავლის (მეათედი) ნაწილი,
მიიჩნევს თავის სიღარიბეს და უიღბლობას სამოთხეში შესვლის ნებართვად.
შედეგი 55.
ზომბირების ეფექტი მიიღწევა სპეციალურად შედგენილი ფრაზების არაერთგზის გამოთქმის გზით, ლოცვებით და ქადაგებებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მითითებული ასოციაციური კავშირების ფორმირებას და, შესაბამისად, „სამწყსოს“ სათანადო ქცევას. თითოეული რელიგია მოითხოვს რიტუალების მუდმივ, რეგულარულ დაცვას და ლოცვების კითხვას, რათა ადეპტის ცნობიერებაში განამტკიცოს აუცილებელი ასოციაციული კავშირები. ზომბირების პროცესზე კონტროლს ემსახურება აღსარების ინსტიტუტი.
„ახალ რელიგიურ მოძრაობებს“, ანუ ტოტალიტარულ სექტებს, უფრო უძნელდებათ თავისი იდეების თავსმოხვევა, ვიდრე „ტრადიციულ“ რელიგიებს, ამიტომ ისინი თავისი მიმდევრებისგან მოითხოვენ სოციალური კავშირების გაწყვეტას უწინდელ მეგობრებთან და ოჯახთან.
ყველა პრეტენზია „წმინდა“ რელიგიური ტექსტების შინაარსის აბსურდულობის შესახებ უარყოფილია მტკიცე არგუმენტით „ღმერთის მიუწვდომლობის“, ადამიანის გონებით “ღმერთის შეცნობის” შეუძლებლობის შესახებ. ამავე დროს, უპასუხოდ რჩება შემდეგი კითხვები: „რა არის ცოდნა?“ და „რა საფუძველზე საუბრობს ეკლესია ღმერთის სიდიადეზე და სხვა ღირსებებზე, თუ მისი „შეცნობა“ შეუძლებელია?!“.
ზემოთქმულის შესანიშნავ ილუსტრაციას წარმოადგენს მარია კიკოტის წიგნი „ყოფილი მორჩილის აღსარება“, ასევე მის მიერ ალექსეი პლუჟნიკოვისთვის მიცემული ინტერვიუ აქილევსის საიტზე, რომელშიც მარია საუბრობდა მის ცხოვრებაზე, ასევე წიგნის შინაარსსა და მთავარ იდეებზე. ამ წიგნის წაკითხვას გირჩევთ ყველას, ვინც დაინტერესებულია სულიერი ძიების საკითხებით და იმედი აქვს, რომ რელიგიაში ჰპოვებს ცხოვრების აზრს. მარიამ აღწერა თავისი სულიერი ძიების გამოცდილება მართლმადიდებლურ მონასტერში. მაგრამ ასეთი რამ არსებობს ყველა რელიგიასა და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ორგანიზებულია რელიგიური პრინციპით. ანუ ყველა სექტაში, ტოტალიტარულ ორგანიზაციებსა და ტოტალიტარულ სახელმწიფოებში. მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ასეთი ორგანიზაციის მიზანია ორგანიზაციის წევრების ცნობიერების სრულად დაქვემდებარება მისი მმართველებისთვის, მათი ექსპლუატაციის შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.
მარია კიკოტი შემდეგ დასკვნამდე მივიდა: ბერმონაზვნობა დაკანონებული მონობაა.
შემოგთავაზებთ რამდენიმე ციტატას:
„... მორჩილები ჭამენ ვადაგასულ პროდუქტებს, რომელიც შემოწირულია პირუტყვისთვის“.
„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ავრცელებს „ლესტვიცას“ და სხვა ანალოგიურ წიგნებს, რომლებიც პროპაგანდას უწევენ იმ მოსაზრებას, რომ მოძღვრის ცემის შედეგად სიკვდილი მორჩილისთვის დიდი სიამეა. ამისათვის ცათა სასუფეველს პირდებიან არა მხოლოდ მორჩილს, არამედ მოძღვარსაც. „ლესტვიცას“ მთავარი იდეა შემდეგია - რაც უფრო მეტ ტანჯვას და გაჭირვებას განიცდით ქრისტეს გულისთვის, უფრო მალე მიიღებთ წყალობას და ხსნას“.
„მართლმადიდებლური ბერმონაზვნობის მთავარი თეზისია „საკუთარი ნების აღკვეთა“ მოძღვარის სასარგებლოდ. რამოდენიმე წლის განმავლობაში მონასტერში ცხოვრების შემდეგ ასეთ მორჩილები კარგავენ ფიქრის უნარს, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ არც ერთი გადაწყვეტილების მიღება და ბავშვებივით იქცევიან.
საკუთარი ნების აღკვეთა უნებისყოფოს ხდის მორჩილს. შემდეგ უკიდურესად რთულია ისწავლო დამოუკიდებლად ფიქრი, მიიღო გადაწყვეტილებები და უბრალოდ არ გეშინოდეს ადამიანების“.
„მონასტრები ორგანიზებულია დესტრუქციული სექტის პრინციპით“.
რელიგიის, როგორც საზოგადოების მართვის ინსტრუმენტის, გამოყენების საშიშროება
შედეგი 56.
რა თქმა უნდა, რელიგიები ადამიანის კულტურის ძალიან მრავალმხრივი მოვლენაა იმისათვის, რომ მხოლოდ ნეგატიურად შევაფასოთ ისინი.
თითოეული რელიგია წარმოადგენს წესების სისტემას ადამიანთა საზოგადოების ორგანიზებისთვის. ყველა გავრცელებული რელიგია ასეთი გახდა იმიტომ, რომ კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე საზოგადოების ორგანიზების მათმა წესებმა მათ უპირატესობა მისცა არსებობისთვის ბრძოლაში. მაგრამ რელიგიები სამუდამოდ ვერ დარჩება ასეთი უპირატესობის წყარო, რადგან ემყარება უცვლელ დოგმატებს, რომლებიც ჩაწერილია „წმინდა“ ტექსტებში და, დროთა განმავლობაში, აუცილებლად წინააღმდეგობაში შედია ცვალებად ცხოვრებასთან.
განსხვავება ცხოვრების დონეში, რომელიც არსებობს „დასავლურ ცივილიზაციასა“ და დანარჩენ სამყაროს შორის, რელიგიაზე საერო საზოგადოებრივი მოწყობის უპირატესობის შედეგია. ერებმა, რომლებიც შეადგენენ „დასავლურ ცივილიზაციას“, რელიგია სახელმწიფო მმართველობას ჩამოაშორეს და, ამრიგად, აჩვენეს, რომ არ მიიჩნევენ რელიგიურ დოგმატებს რეალობის ჭეშმარიტ ცოდნად. რელიგიები ამ ქვეყნებში მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყნების მმართველი წრეების ნაწილი კვლავაც იყენებს მას, როგორც ხალხის მართვის საშუალებას. გარდა ამისა, რელიგიები კვლავაც რჩება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დასავლური ელიტის გარკვეული ნაწილისთვის.
მაგრამ ჩვენს დროში რელიგიის, როგორც ხალხის მართვის საშუალების გამოყენება, საშიში ხდება კაცობრიობის არსებობისთვის. რადგან მრავალ რელიგიაში არსებობს მტკიცება იმის შესახებ, რომ ჩვეული „მიწიერი სამყაროს“ გარდა არსებობს „ზეციური სამყაროც“, სამოთხე, რომელიც გაცილებით უფრო ლამაზია, ვიდრე „ცოდვილი მიწიერი სამყარო“ და სადაც „მიწიერ წმინდანებს“ შეუძლიათ მოიპოვონ „მარადიული ბედნიერი ცხოვრება“. მიწიერი ცხოვრება გამოცხადებულია მხოლოდ როგორც გამოცდა „უკვდავი სულისთვის“, რათა გახდეს „მარადიული ნეტარების“ ღირსი. ამრიგად, მიწიერი ცხოვრება გამოცხადებულია გაცილებით უფრო ღირებულად, ვიდრე „მარადიული ცხოვრება სამოთხეში“, ხოლო სამოთხეში მოსახვედრად გამოცხადებულია რელიგიური მმართველებისთვის ბრმა მორჩილება, კერძოდ, მათი რელიგიის გავლენის გავრცელებისთვის აქტიური მოღვაწეობა, მათ შორის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება, მოწინააღმდეგეების ფიზიკური განადგურების ჩათვლით. ამრიგად, ადამიანს, რომელსაც სწამს „იმქვეყნიური სამყაროს“ არსებობა, შეუძლია პირადი „ხსნის“ იმედი ჰქონდეს, მაშინაც კი, თუ მთელი კაცობრიობა დაიღუპება. რეალობაზე ასეთი შეხედულებების შექმნა ახასიათებს თვითმკვლელ ტერორისტებს და ისეთ ადამიანებს, როგორიცაა დეკანოზი ჩაპლინი, რომელიც ზემოთ იყო ნახსენები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ რელიგიურ შეხედულებებს იზიარებს დედამიწის მოსახლეობის არა ნაკლებ 55%, უნდა ვაღიაროთ, რომ რელიგიური მოტივაციით ადამიანის მიერ გლობალური კატასტროფების ხელთქმნილობა საკმაოდ მაღალია. კაცობრიობის ტექნიკურ ძალასა და საზოგადოებრივი ცნობიერების დონეს შორის უზარმაზარი უფსკრული კაცობრიობას ამსგავსებს მაიმუნს ხელყუმბარით ხელში.
მრავალ რელიგიაში არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ამ რელიგიას აცხადებენ ერთადერთ ჭეშმარიტ მოძღვრებად, თავის ღმერთს - ერთადერთ „ჭეშმარიტ ღმერთად“, ხოლო ყველა ადამიანს, ვისაც სხვა ღმერთი სწამთ, „ერეტიკოსად“, „ურწმუნოდ“, და სხვა მსგავს იარლიყებს ანიჭებენ. ზოგიერთი რელიგიის „წმინდა ტექსტები“ შეუწყნარებელია სხვაგვარად აზროვნების მიმართ, მათ მიმდევრებს უსახავენ მსოფლიო ბატონობის დამკვიდრების, დამორჩილების ან მათი განადგურების ამოცანა, ვინც უარს იტყვის რელიგიური მმართველების ძალაუფლების აღიარებაზე. სხვა რელიგიების მომხრეები „კანონგარეშე“ არიან გამოცხადებული, მათ არ აქვთ გარანტირებული უსაფრთხოება, ხოლო ხშირ შემთხვევაში „ერეტიკოსის“ მკვლელობა და მისი ქონების მითვისება „გმირობად“ არის გამოცხადებული „რწმენის სახელით“. „წმინდა ტექსტების“ მითითებები „მოყვასისადმი სიყვარულის“, მკვლელობის აკრძალვის შესახებ ეხება მხოლოდ „ერთმორწმუნე ძმებს“, ხოლო ისინი, ვისაც სხვა ღმერთების სწამს ან არასაკმარისად ენერგიულად გამოხატავენ „ჭეშმარიტი ღმერთისადმი“ ერთგულებას, ექვემდებარება დასჯას ან სიკვილსაც კი.
რა თქმა უნდა, რელიგიური ორგანიზაციების ამჟამინდელი ხელმძღვანელები სიტყვიერად ცდილობენ შეამსუბუქონ ამგვარი განცხადებების მნიშვნელობა, მოუწოდებენ რელიგიური ზავისკენ და რელიგიების გაერთიანებისკენაც კი. მაგრამ ჭეშმარიტი მორწმუნეები ფუნდამენტალისტები არიან, რომლებსაც, მოახერხეს და იმდენად გამოურეცხეს ტვინი, რომ მათ ყველა „წმინდა ტექსტები“ სიტყვასიტყვით ესმით, ისე, როგორც დაწერილია, ნამდვილად სწამთ სამოთხის და ჯოჯოხეთის, იმქვეყნიური ცხოვრების, სამყაროს დასასრულის და უზენაესი სასამართლოს არსებობა. მათი აზრით, ერეტიკოსებთან და ურწმუნოებებთან კომპრომისი ნამდვილად არ არის შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ღმერთი და ალაჰი მარადიულ ნეტარებას ჰპირდება სამოთხეში რწმენის სახელით ჩადენილი გმირობისთვის.
ამიტომ დროა თანამედროვე საზოგადოებამ, რომელსაც მასობრივი განადგურების იარაღი აქვს და ტექნოგენური კატასტროფების საფრთხეების მოლოდინაშია, უარი თქვას ადამიანების მართვაზე რელიგიური ზღაპრების დახმარებით, დროა აღიაროს მეცნიერება საიმედო ცოდნის საუკეთესო წყაროდ და მოძებნოს ზნეობრივი მორალური იდეალები კაცობრიობის ბუნებრივი ბიოლოგიური მიზნის შესაბამისად - მაქსიმალურად გაახანგრძლივოს თავისი არსებობა.
==========

Глубинная Психосоматика
რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიურმა ტრავმამ
წელის ხერხემლის ფსიქოსომატიკა. ხერხემლის ხერხემლის დარღვევები
როდესაც უკან მოულოდნელად იწყება დალევა, ადამიანი დაუყოვნებლივ ცდილობს ფიზიკური მიზეზების მოძიებას. მაგრამ დღეს მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ტკივილი, მათ შორის ქვედა უკან, შეიძლება გამოიწვიოს არა ორგანული, არამედ ფსიქოლოგიური ფაქტორები. დიაგნოზი ამ შემთხვევაშია ფსიქოსომატური აშლილობა. ფსიქოლოგიური ფაქტორების ზემოქმედების ყველაზე მეტად მგრძნობიარე ზრდა მთლიანი ხერხემლისა და სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით.
https://anunnakiabominations.wordpress.com/?fbclid=IwAR1kO6Ru-rEMhB7uxw_7ueba-4U89WfPxScwlBVdVqA5zkcXK9R7e5kethk
После прихода к власти Гитлера многие немецкие психоаналитики, преимущественно евреи, были вынуждены бежать от нацистов.
https://www.pravda.ru/health/243028-psihoanaliz/
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised