ევროსაბჭომ გაანალიზა ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური გავლენა ადამიანის უფლებებზე
ხელოვნური ინტელექტის (MSI-AUT) მონაცემების და სხვადასხვა ფორმების ავტომატიზირებული დამუშავების სამართალდამცავი ასპექტების საკითხთა საექსპერტო კომიტეტმა მოამზადა ადამიანის უფლებების ხელოვნური ინტელექტის ნეგატიური გავლენისგან დაცვის რეკომენდაციების პროექტი.
დოკუმენტის მომზადებაში კონსულტაციების სახით დახმარება აღმოუჩინა ფონდმა ვიკიმედიამ და საერთაშორისო სამართალდამცავმა ჯგუფმა Access Now.
ავტორTa თქმით, დოკუმენტის შექმნას წინ უძღოდა საზოგადოებრივი დისკუსია ალგორითმული სისტემების პოტენციური ნეგატიური გავლენის შესახებ დემოკრატიასა და თვითგამოხატვაზე.
ექსპერტთა რეკომენდაციები შეიცავს ალგორითმული სისტემების პროექტირების, შემუშავებისა და განთავსების ასპექტებს: მონაცემთა მართვა, მოდელირება, ანალიზი, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, უსაფრთხოების ზომები, კვლევა და საზოგადოების ინფორმირება.
მაგალითად, კერძო სექტორის სუბიექტებმა „უნდა გააცნობიერონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმ მონაცემების ხარისხთან, ბუნებასთან და წარმოშობასთან, რომელსაც ისინი იყენებენ თავისი ალგორითმების სწავლებისთვის, რათა გარანტირებული იყვნენ, რომ შეცდომები, მიკერძოება და პოტენციური დისკრიმინაცია კონკრეტული კონტექსტის ფარგლებში ადეკვატურად იქნება გათვალისწინებული“.
თავის მხრივ, სახელმწიფომ უნდა აკონტროლოს, რომ „პერსონალი, რომელიც მონაწილეობს ალგორითმული სისტემების შესყიდვაში, შემუშავებაში, დანერგვასა და შეფასებაში, იყოს კომპეტენტური ადამიანის უფლებებსა და არადისკრიმინაციაში და აცნობიერებდეს თავის ვალდებულებას უზრუნველყოს არა მხოლოდ საგულდაგულო ტექნიკური შეფასება, არამედ ადამიანის უფლებების დაცვაც“.
ჯერჯერობით, დოკუმენტი დამტკიცების სტადიაშია უფლებადამცველთა გარემოში. მოსალოდნელია, რომ დამატებითი ცვლილებები შეიძლება შეტანილი იქნას დეკემბერში, მედიის და ინფორმაციული საზოგადოების კომიტეტის მიერ ანგარიშის განხილვის შემდეგ.
ევროპასთან ერთად, რუსეთი ასევე შეისწავლის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პერსპექტივებს და რისკებს. ოქტომბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ეროვნული სტრატეგია 2030 წლამდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised