понедельник, 24 августа 2020 г.

დადასტურების მიკერძოებულობა ინოვაციების ულმობელი მტერია

 დადასტურების მიკერძოებულობა ინოვაციების ულმობელი მტერია

       ყველა კომპანიას არა აქვს შესაძლებლობა შექმნას რაღაც ნამდვილად ახალი. ორგანიზაციების უმრავლესობა არსებობს და ფულს შოულობს დადგენილი სქემებისა და შაბლონების შესაბამისად. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ არ სურს, როგორც ამბობენ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა (თუნდაც საპირისპიროს ამტკიცებდნენ). როდესაც სხვები ახალი მიდგომების დაწყების გამოყენებას ან ახალი პროდუქტების შექმნას ფიქრობენ, ბევრი მათგანი მიზეზს პოულობს, რომ არ გააკეთოს ეს. მოულოდნელად ირკვევა, რომ ახალი მიდგომები არც ისე ეფექტურია, ხოლო ახალი პროდუქცია ძალიან დიდი რისკების შემცველია. ამის მიზეზი ხშირად ე.წ. დადასტურების მიკერძოებულობაა.

        დადასტურების მიკერძოებულობა (confirmation bias) ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც ვლინდება ადამიანის (ან ორგანიზაციის) მიდრეკილებაში მოძებნოს მისი ცოდნის და რწმენის დადასტურება. გარდა ამისა, ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეესაბამება მის თვალსაზრისს, უგულებელყოფს ის ინფორმაცია, რომელიც ალტერნატიულ შეხედულებებს ადასტურებს. ქვეცნობიერად მონაცემების ინტერპრეტაცია ხდება არსებული რწმენებისა და რწმენის სასარგებლოდ.


დადასტურების მიკერძოებულობის მაგალითები 

                

       1975 წელს Kodak-ის ინჟინერმა სტეფან სასონმა გამოიგონა პირველი ციფრული კამერა. მან თავისი გამოგონების შესახებ აცნობა კომპანიის ხელმძღვანელობას. ხელმძღვანელობამ შეისწავლა ბაზარი და გადაწყვიტა, რომ ახალ პროდუქტს შანსი არ ჰქონდა. სამი ათეული წლის განმავლობაში საასონმა დახვეწა ციფრული კამერა და პერიოდულად ახსენებდა მის შესახებ ხელმძღვანელობას. მაგრამ კომპანიის მენეჯერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მომავალი ფოტოფირების ბაზარს ეკუთვნის. ამ რწმენამ კომპანია გაკოტრებამდე მიიყვანა.

         1968 წელს, სპენსერ სილვერმა კომპანიიდან 3M შექმნა თვითწებვადი ფურცლები Post-It. მაგრამ კომპანიის მენეჯმენტმა იცოდა, რომ ადამიანებს არ სჭირდება სტიკერები, რომლებიც ადვილად შეიძლება მიაწებო და ჩამოხსნა. მათ სჭირდებათ ძლიერი წებო, რომელიც მტკიცედ შეაერთებს ზედაპირებს. სპენსერმა სასწაულებრივად შეძლო Post-It–ის საცდელი პაკეტის გამოშვება. შედეგად, პროდუქტმა, რომელიც თითქმის ნაგვის ურნაში გადააგდეს, კომპანიას მილიარდები მოუტანა.

         1990-იან წლებში, Microsoftft–მა შეიმუშავა პლანშეტური კომპიუტერის მსოფლიოში პირველი გამარტივებული ვარიანტი. მაგრამ პროტოტიპის შექმნის ეტაპზე პროექტი შეჩერდა. ბაზრის ცოდნის საფუძველზე კომპანიის ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ ადამიანები არ მოისურვებენ ისეთი მოწყობილობის გამოყენებას, რომელშიც ინფორმაცია შედის სენსორული ეკრანიდან და არა კლავიატურიდან. ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთმა პროგრამისტმა კომპანიის ხელმძღვანელობას მსოფლიოში პირველი სოციალური ქსელის შექმნა შესთავაზა. კიდევ ერთხელ, Microsoft-ის ხელმძღვანელობამ უარყო ეს იდეა. მან გადაწყვიტა, რომ ასეთი პროდუქტი არ იქნება საინტერესო მომხმარებლისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ Microsoft-ის მენეჯმენტი სასტიკად ცდებოდა. ეს Facebook-მა და Apple-მ დაამტკიცეს.


ყოველივე ახლის მტერი

        ზემოთ მოყვანილი მაგალითების მსგავსი ინდუსტრიის ისტორიაში მრავლად მოიძებნება. ითვლება, რომ დადასტურების მიკერძოებულობა სრულიად ბუნებრივი ევოლუციური მექანიზმია. ეს საშუალებას აძლევს ადამიანებს უკეთესად მოერგონ გარე ცვლილებებს და შეინარჩუნონ რეალობასთან კავშირი. მაგრამ რაც კარგია ბიოლოგიური სახეობის გადარჩენისთვის, ის საზიანოა (კოდაკის შემთხვევაში, ფატალური) კომპანიებისთვის.

       პრობლემა ის არის, რომ ახალი იდეის დადასტურება საკმაოდ რთულია. ის ხომ ახალია. ამიტომ ძნელია მისი დამადასტურებელი მონაცემების მოძებნა. ამის დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ ექსპერიმენტის საშუალებით. კოდაკის ხელმძღვანელობას უამრავი მონაცემები ჰქონდა ფოტოფირების გაყიდვების შესახებ და არც ერთი ციფრი, რომელიც ეხებოდა ციფრული კამერების მოთხოვნას. ამიტომ კომპანიამ ძალიან ადვილად დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ფირი სჭირდებოდა ყველას, ხოლო ციფრულ კამერებს არავინ იყიდიდა. იგივე ხაფანგში აღმოჩნდნენ 3M და Microsoft–ი.

       ამიტომ დადასტურების მიკერძოებულობა არის ყოველივე ახლის, პირველ რიგში, ინოვაციების მტერი. ის გავლენას ახდენს გადაწყვეტილების მიღებაზე და აიძულებს კომპანიებს უარი თქვან ახალ მიდგომებსა და პროდუქტებზე. ეს კომპანიებს აიძულებს გამოიყენონ მოძველებული მართვის მეთოდები და ინსტრუმენტები. ეს ასევე ხელს უწყობს აქტიური ინერციის წარმოქმნას და ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევას.

         დადასტურების მიკერძოებულობა ორგანიზაციებს მოაქცევს რუტინაში და აიძულებს სტერეოტიპების მხარდაჭერას. ის ადამიანებისა და ორგანიზაციების აზროვნების პროცესს კლიშეებად და შაბლონებად აქცევს.

      

როგორ დავძლიოთ დადასტურების მიკერძოებულობას

      ექსპერტი მარკეტინგის და რეკლამის სფეროში, კომპანია Ideacicle-ის ხელმძღვანელი უილ ბერნსი, რომელიც Forbes-ისთვის წერს, თავის კარიერაში არაერთხელ წააწყდა დადასტურების მიკერძოებულობას. ის დარწმუნებულია, რომ კომპანიებს ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლა სჭირდებათ.

       ბერნსი დარწმუნებულია: დადასტურების მიკერძოებულობის დასაძლევად, პირველ რიგში, საჭიროა იმის განობიერება, რომ მას ადგილი აქვს თქვენს ორგანიზაციაში. აუცილებლად უნდა დაიწყოთ კითხვების დასმა და კრიტიკულად გადახედოთ თქვენს მონაცემებს და თქვენს ცოდნას. შესაძლოა, თქვენ მიერ გამოტანილი დასკვნები მხოლოდ თქვენი მიკერძოებულობის ასახვაა. ჯანსაღი კრიტიკული მიდგომა და მუდმივი სიფხიზლე დადასტურების მიკერძოებულობასთან დაკავშირებით ხელს შეუწყობს მისი გავლენის შემცირებას მისაღებ გადაწყვეტილებებზე. სანამ ახალ იდეას უარყოფთ, ღირს იმაზე დაფიქრება,  ნამდვილად ცუდია ის თუ ჩვენ მას ვუარყოფთ დადასტურების მიკერძოებულობის გავლენის ქვეშ.

        რაც მთავარია, არ უნდა შეგეშინდეთ „საშინელი“ კითხვების. ნამდვილად არის ახლა ვარდნა ბაზარზე, ან იქნებ ჩვენი პროდუქტის შეძენა შეწყდა, რადგან მისი ხარისხი გაუარესდა? ჩვენი პროდუქცია ისევ თანამედროვე რჩება, თუ ჩვენს კონკურენტებს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებები აქვს? შეგვიძლია დავრჩეთ ისეთები, როგორიც ვიყავით, თუ დინოზავრებად ვიქცევით, რომელიც სადაცაა გაქრება, როგორც სახეობა.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised