ღვთის გულისთვის: ხუთი წიგნი რელიგიური ძალადობის შესახებ
რელიგიათმცოდნე ალექსეი ზიგმონტი გთავაზობს მკითხველის ინსტრუმენტს, რათა გავერკვეთ ურთიერთობებში, რომელიც არსებობს ძალადობასა და რელიგიას შორის
დისციპლინაღშორისი მეცნიერული მიმართულება „რელიგია და ძალადობა“ კვლევის შედარებით ახალი და დინამიურად განვითარებადი სფეროა. ამ თემაზე პირველი შრომები 1970 - 1980-იან წლებში გამოჩნდა, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებით მომრავლდა 2001 წლის შემდეგ. თავდაპირველად, შესწავლის საგანი საკმაოდ აშკარა ფენომენები იყო - რელიგიური ტერორიზმი, წმინდა ომები და ზოგადად, პოლიტიკური კულტურა, ანტისემიტური მითები, დღეს კი ხშირად საუბრობენ უფრო დახვეწილ საგნებზე, რომლებიც აღარ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ვიღაც ვიღაცას ბრუტალურად ააფეთქებს: ეს არის თვითდასახიჩრების, წამების ასკეტური და ინიციატიური პრაქტიკა, ესხატოლოგიაში ძალადობის ეკონომიკა და მრავალი სხვა.
თემის შესწავლის მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მეცნიერებს მუდმივად არ აძლევენ მოსვენებას, ერთის მხრივ, „ახალი ათეისტების“ და კლერიკალების გუნდი, რომლებიც აცხადებენ, რომ მკვლელობის გარდა მორწმუნეებს საერთოდ არაფერი შეუძლიათ, ხოლო, მეორეს მხრივ, მოხელეების და აპოლოგეტების გუნდი, რომლებიც მოითხოვენ „სრულყოფილი რელიგიის“ გამოყოფას ცოდვილი მორწმუნეებისგან, ან უკიდურეს შემთხვევაში, აცხადებენ, რომ „ჭეშმარიტი მორწმუნე ებრაელი, ქრისტიანი, მაჰმადიანი ამას არ გააკეთებს“, რომ „სინამდვილეში მათ არ აქვთ წაკითხული ტანახი, ბიბლია, ყურანი“ და ა.შ. სამწუხაროდ, ამ საკითხთან დაკავშირებით მიკერძოებულ მოსაზრებებს ვერ დაემალები, უნდა ისწავლო მათში გარკვევა და ყოველთვის შემოწმება, არის თუ არა იქ სიმართლის ნატამალი მაინც.
დღეს რელიგიასა და ძალადობას სულ უფრო მეტი სასწავლო კურსები, კონფერენციები და საზაფხულო სკოლები ეძღვნება, ხოლო 2010-იან წლებში ამ თემაზე ორი საუნივერსიტეტო კვლევის სახელმძღვანელო გამოიცა - Blackwell და Oxford. ამ სამეცნიერო მიმართულების განვითარების მიმდინარე ეტაპს შეიძლება ეწოდოს კონცეპტუალური ძებნა: მკვლევარები სხვადასხვა ქვეყნიდან - და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან - აგროვებენ ემპირიულ მასალას და ქმნიან ახალ კონცეფციებს, სტრუქტურებსა და ფრეიმებს მისი სისტემატიზაციის მიზნით.
ქვემოთ მოყვანილი წიგნების შერჩევა, ერთის მხრივ, რეპრეზენტაციულია იმ თვალსაზრისით, რომ წარმოადგენს პოზიციების მთელ რიგს, შეფასებით-ნეიტრალურიდან და სკეპტიკურიდან აპოლოგეტურამდე, მეორეს მხრივ, თითოეულ ნაშრომში მკითხველი ნახავს არა მხოლოდ ცალკე ფაქტებს, არამედ კონცეპტებს, სამუშაო ინსტრუმენტებს, რომლებსაც პოტენციურად თვითონ გამოიყენებს.
1. რ. ჟირარი. სამყაროს დაარსებიდან დამალულ ამბებზე. ბბი, 2016, 2019/ Girard R. Des choses cachées depuis la foundation du monde. Grasset, 1978
პირველი, რაც მახსენდება რელიგიისა და ძალადობის ხსენებისას, არის, რა თქმა უნდა, ფრანკო-ამერიკელი ანთროპოლოგისა და ფილოსოფოსის რენე ჟირარის წიგნები, კერძოდ, მისი 1972 წლის ნაშრომი „ძალადობა და საკრალობა“, სადაც მან პირველად გაგვაცნო თავისი მიმეთიკური ჰიპოთეზა და მასთან დაკავშირებული კულტურის ყოვლისმომცველი თეორია. მაგრამ ჭეშმარიტი მცოდნე მაინც შეარჩევს იმას, რაც „დამალულია“, - მის ნამდვილ magnum opus: ნაკლებად არქაულს და ძნელად გასაგებს, ნაკლებად ფილოსოფიურს, ნაკლებად ყურადაღებაგამახვილებულს ელიტარულ ლიტერატურაზე და, რაც დაწერილია არართული დიალოგური ფორმით.
რამდენიმე სიტყვით, ჟირარის თეორიის შესახებ შეიძლება ითქვას შემდეგი: ოდესღაც ადრეულ პერიოდში ადამიანის საზოგადოებები ხასიათდებოდნენ ძალადობით და გადაშენების პირას იყვნენ. ამიტომ ერთმანეთი რომ არ გაენადგურებინათ, ადამიანებმა გამოიგონეს „განტევების ვაცის“ მექანიზმი, ანუ ძალადობის მართვის საშუალება, შემთხვევითი მსხვერპლისკენ მისი გადამისამართება: ისინი გამოდიან მხოლოდ ვინმე ერთის წინააღმდეგ, ასამართლებენ მას, შემდეგ კი აღმერთებენ. მოგვიანებით უფრო დიდი ძალადობის განდევნის ასეთი მექანიზმი გამოიხატება მსხვერპლად შეწირვაში და მისგან წარმოებულ ინსტიტუტებში, მაგალითად, სასამართლო სისტემაში ან სხვადასხვა სახის ღირსების კოდექსში. გარდა ამისა, „ძალადობასა და საკრალობა“-სთან შედარებით ჟირარი „დამალულში“ ამატებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს - ქრისტიანობაში საკრალურის დაძლევას. იგი თვლის, რომ სახარებებში აღწერილი იესო ქრისტეს ნებაყოფლობითი სიკვდილი ამხელს განტევების ვაცის მექანიზმს, რადგან ეს მოწმობს მსხვერპლის უდანაშაულობის შესახებ, რომლის დაჯერებაც სურდათ თვითგასამართლების მონაწილეებს.
ამ წიგნების გამოქვეყნებიდან ორმოც წელზე მეტი გავიდა. მას შემდეგ მათმა ავტორმა კიდევ უფრო მეტად შეძლო დამკვიდრება ქრისტიანული აპოლოგეტიკის სფეროში, გამოდიოდა მუდამ დევნილი კონსერვატორი პაპის ბენედიქტ XVI-ის დასაცავად, აცხადებდა, რომ ისლამი არქაული რელიგიისა და ქრისტიანობის სინთეზია, შემდეგ კი გარდაიცვალა. რელიგიისა და ძალადობის შესწავლის სფეროში ჟირარდიზმი გახდა ცალკე სამეცნიერო პროგრამა, რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა მთელ სფეროზე, მან დატოვა ანთროპოლოგია და გადავიდა სოციოლოგიაში, ლიტერატურულ თეორიაში, ბიოლოგიასა და ნეირომეცნიერებაშიც კი. მაგრამ ჩვეულებრივი მკითხველისთვის ეს ტრაქტატები ძლიერი ნარკოტიკია, რომლის შემდეგაც იგი დიდხანს ნახავს ყველგან მიბაძვას, საზარელ ორეულებს, გაბოროტებულ ხალხს, განტევების ვაცებს და ა.შ. ყოველ შემთხვევაში - სკანდინავურ კინოსა და ახალ ამბებში პოლიტიკის შესახებ.
2. Juergensmeyer, M. (2017) Terror in the Mind of God: The Global Rise of Religious Violence, 4th ed. University of California Press
ამერიკელმა რელიგიათმცოდნემ მარკ იურგენსმაიერმა ჟირარდისგან ბევრი რამ აიღო, მაგრამ მან პირველ ადგილზე დააყენა არა მსხვერპლშეწირვა, არამედ ომი. მისი წიგნი განსაცვიფრებელია ტერორიზმისა და რელიგიური ძალადობის კვლევის მისი ემპირიული მასშტაბით და თეორიული სიღრმით, რისთვისაც მან იმოგზაურა მთელ მსოფლიოში და ათობით ინტერვიუ ჩამოართვა მათ, ვინც კლავდა და ბომბებს აფეთქებდა. წიგნის პერსონაჟებს შორის არიან ქრისტიანები, ებრაელები, მუსულმანები, სიქხები, ბუდისტები, ახალი რელიგიური მოძრაობის და სხვა რელიგიური ტრადიციების წარმომადგენლები, მაგრამ ისინი ყველა გაერთიანებულია ერთიანი მსოფლმხედველობითი სტრუქტურის ფარგლებში, რომელსაც ავტორმა უწოდა „კოსმოსური ომი“. ეს არის შეხედულება იმის შესახებ, რომ სამყაროსა და კაცობრიობის მთელი ისტორია წარმოადგენს გაუთავებელ ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას ან წესრიგსა და ქაოსს შორის წინააღმდეგ. ამ ომში ისინი თავად დგანან ნათელი ძალების მხარეს და ბნელი ძალების წინააღმდეგ. ამიტომ ძალადობა მორწმუნეთა გონებაში არ არის დამანგრეველი, არამედ შემოქმედებითი ძალაა, ის იძლევა წესრიგის აღდგენის საშუალებას იქ, სადაც, თითქოს, ქაოსი ბატონობს.
კვლევის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იურგენსმაიერი რელიგიურ ცნობიერებას განიხილავს არა გარედან, არამედ შიგნიდან: იგი ცდილობს გააცნობიეროს, თუ რატომ კლავდნენ მორწმუნეები სამყაროს საკუთარი სურათიდან გამომდინარე - და ეს მას მშვენივრად გამოდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ავტორი ხაზს უსვამს რელიგიური ძალადობის სიმბოლურ ხასიათს: არც ერთი ტერორისტი არასოდეს ისახავს მიზნად „ყველას მოკვლას“, არამედ ცდილობს სიმბოლური ზიანი მიაყენოს, რათა ბნელ ძალებს აიძულოს უკან დახევა. ამიტომ „კოსმოსურმა ომმა“ შეიძლება სისხლის დაღვრის გარეშე ჩაიაროს: ამ სახით, მაგალითად, მონაწილეობს მასში ქრისტიანი ბერი, რომელიც ებრძვის დემონებს იესოს ლოცვის დახმარებით. პრობლემები მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც ეს ბრძოლა პროეცირებულია სოციალურ და პოლიტიკურ სიტუაციაზე, და „ბნელი ძალების“ სახით ამოიცნობიან სეკულარიზმის მომხრეები ან უსამა ბენ ლადენის „ებრაელები და ჯვაროსნები“. წიგნში მოცემული ცნებები იმდენად მოსახერხებელია, რომ არასპეციალისტისთვისაც კი გასაგები იქნება.
წიგნის მესამე გამოცემა გამოვიდა 2003 წელს, 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ხოლო მეოთხეში შევიდა ყველაფერი, რაც მოხდა გასული თხუთმეტი წლის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობები ბრეივიკის გატაცების შესახებ თამაშით World Warcraft-ი ან „ისლამური სახელმწიფოს“ (რუსეთში აკრძალული) ფენომენის შესახებ.
3. Bloch, M. (1992) Prey into Hunter. The Politics of Religious Experience. Cambridge University Press
ბრიტანელი ანთროპოლოგის მორის ბლოხის ამ წიგნის ბედი ისე განვითარდა, რომ იგი მოკლებული იქნა როგორც პოპულარობას, ასევე მკითხველების ყურადღებას. ალბათ, ეს ნაწილობრივ დამსახურებულიცაა: იმ დროს, როდესაც ის დაიბეჭდა, მისი სტილი, რომელიც შეესაბამებოდა ბ.მალინოვსკის ან ე. ევანს-პრიტჩარდის კლასიკური ანთროპოლოგიის სულისკვეთებას, საკმაოდ მოძველებული იყო, ხოლო ოროკაივას, დინკას ან ბუიდის ტომების უცნაური ტრადიციები უკვე აღარავის აინტერესებდა.
მაგრამ წიგნში წარმოდგენილი კონცეფცია საოცრად პროდუქტიული მეჩვენება. წიგნის თითოეული თავი წარმოადგენს კულტურული პარადიგმის ცალკეულ ილუსტრაციას, რომელსაც ავტორი უწოდებს „რიკოშეტის ძალადობას“. ის იწყება ოროკაივას ინიციაციის ანალიზით: რიტუალის დროს ბავშვები ჯერ სიმბოლურად წარმოდგებიან ღორების როლში, რომლებსაც კლავენ ფრინველების სახის მქონე სულები, მაგრამ შემდეგ ისინი თავად გახდებიან ეს სულები, მიდიან სოფელში და იქ კლავენ უკვე რეალურ ღორებს. ძალის მოსაკრებად, ასკვნის ბლოხი, მათ ჯერ უნდა დაკარგონ იგი: ამ გზით ისინი აღმოჩნდებიან ტრანსცენდენტურ განზომილებაში და თითქოს იქიდან „იღებენ“ მას, მსხვერპლიდან მონადირეებად იქცევიან.
„რიკოშეტული ძალადობის“ კონცეპტს ავტორი ავრცელებს მსხვერპლშეწირვაზე, პოლიტიკურ კულტურაზე, ქორწინების წეს-ჩვეულებებზე, მილენარიზმზე, და კიდევ უფრო შორს - ეს ყოველთვის მშვენივრად მუშაობს, საშუალებას აძლევს მას ზოგჯერ მივიდეს განსაცვიფრებელ, თუმც არა უდავო დასკვნამდე. რატომ ჩნდება უბიწო მუცლადღების იდეა მხოლოდ ჩვ.წ. IV საუკუნეში? იმიტომ, რომ ადრე ქრისტიანებს შორის ესქატოლოგიზმი და ყველა სახის დაცემულობა დომინირებდა - ისინი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ და არ აპირებდნენ მის გამოყენებას. მაგრამ მილანის ედიქტის შემდეგ მათ სჭირდებოდათ ადამიანი, ვინც „გამოცარიელდებოდა“ ტრანსცენდენტურის სასარგებლოდ, გახდებოდა ის მსხვერპლი, რომელმაც შექმნა მონადირე. სწორედ ამიტომ, რევოლუციებს, ეროვნულ სახელმწიფოებს ან სახალხო მოძრაობებს ასე ესაჭიროებათ მოწამენი, ხოლო ყველა რელიგიის მებრძოლ მორწმუნეს გრძნობა, რომ მათ დევნიან და ავიწროებენ.
ამ კონცეფციის მთავარი ღირსება ისაა, რომ ის იძლევა ძალადობის „ალქიმიასთან“ მუშაობის საშუალებას, მისი ტრანსმუტაციის საშუალებას პასიურიდან აქტიურში და პირიქით. სხვაგვარად როგორ შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ გახდნენ XVI საუკუნეში „წინაღუმდგობელი“ წმინდანები ბორისი და გლები რუსი ჯარის მფარველები და მონაწილეობდნენ ბრძოლაში კულიკოვოს ველზე?
4. კ. არმსტრონგი. სისხლის მინდვრები. ძალადობის რელიგია და ისტორია. ალპინა ნონ-ფიქშნ, 2016, 2020 / Armstrong, K. (2014) Fields of Blood. Religion and the History of Violence. Alfred A. Knopf
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი რელიგიათმცოდნის კარენ არმსტრონგის წიგნი, არსებითად, ერთადერთი სისტემატური ნაშრომია რელიგიასა და ძალადობაზე, რომელიც არსებობს რუსულ ენაზე, მისი შეტანა ამ „სარეკომენდაციო“ სიაში ძალიან გამიძნელდა. ერთის მხრივ, ეს არის მრავალმხრივი და საკმაოდ ერუდირებული შესავალი იმის პრობლემატიკაში, თუ რა ხდება ძალადობასთან დაკავშირებით სხვადასხვა „მსოფლიოს რელიგიებში“ - ინდუიზმიდან ან ზოროასტრიზმიდან თანამედროვე ისლამურ რადიკალიზმამდე. მეორე მხრივ, მე პირადად მიმაჩნია ავტორის მეთოდოლოგია და დასკვნები ღრმად და ფატალურად არასრულყოფილი.
უპირველეს ყოვლისა, მას სჯერა, რომ არ არსებობს არავითარი რელიგიური ძალადობა, რადგან თავად რელიგია ყოველთვის იყო კარგი და ასწავლის სიკეთეს, მაგრამ ზოგჯერ „დამახინჯებულია“ დანაშაულებრივი თანაცხოვრების შედეგად სხვადასხვა სახის კშატრიებთან, უზენაეს ხელისუფალთან და სოციალური მჩაგვრელებთან. აქედან გამომდინარეობს წიგნის სათაურიც, რომელიც თითქოს გვეუბნება, რომ რელიგია და ძალადობა ზოგადად შეუთავსებადია. შეგახსენებთ, რომ არმსტრონგი ასევე არის წიგნის „თორმეტი ნაბიჯი თანამგრძნობი ცხოვრებისთვის“ ავტორი, სადაც ის უფრო გამოდის კიურეს და სულიერი კოუჩის როლში, ასევე TED-ის პრემიის ლაურეატად ლექციისთვის რელიგიის, როგორც მსოფლიო ჰარმონიის მამოძრავებელი ძალის, შესახებ. მაგრამ ამის გარდა, „სისხლის მინდვრებმა“ შეაგროვა, თითქოს, ყველა წარმოდგენილი და წარმოუდგენელი მეთოდოლოგიური ხარვეზი: არმსტრონგი ზოგჯერ იწყებს ბიოლოგიზაციას და წერს ტვინის უძველეს რეპტილოიდურ ნაწილზე, ზოგჯერ კი, ტრადიციონალისტური სულისკვეთებით იმოწმებს philosophia perennis და ჰერმეტიციზმს, ზოგჯერ ერთ საფეხურზე აყენებს ნორმატიულ დებულებებს და ფაქტებს, ან იგონებს რაღაც ფანტასტიკურ „ჭეშმარიტ“ რელიგიას „არაჭეშმარიტისგან“ განსხვავებით. ამავე დროს იგი მუდმივად მორალიზირებს, ქადაგებს და საუბრობს თანაგრძნობის აუცილებლობაზე.
აქვს თუ არა წიგნს ღირსებები, გარდა იმისა, რომ რუსულ ენაზე ითარგმნა, არის თუ არა რიგიანი შესავალი საგანში და წარმოადგენს მნიშვნელოვან აპოლეგეტურ ტრენდს რელიგიის და ზოგადად ძალადობის შესწავლის საქმეში? დიახ - ერთი: ავტორს არ აქვს ილუზია სახელმწიფოს მიმართ. თუ იურგენსმაიერი ტიპიური ამერიკელია, რომელიც იწონებს ბრძოლას აგრესიული მორწმუნეების წინააღმდეგ, არმსტრონგი, პირიქით, განიხილავს სახელმწიფო რეპრესიებს ან წმინდა ომებს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ძალადობას. პარადოქსულია, მაგრამ ეს ხშირად აკლიათ უფრო აკადემიურ გამოკვლევებს, სამაგიეროდ აქვთ თეოლოგებს და სხვა აპოლოგეტებს.
5. Appleby, Scott R. (2000) The Ambivalence of the Sacred. Religion, Violence, and Reconciliation. Rowman & Littlefield Publishers, Inc
შინაარსიანმა საუბარმა რელიგიის და ძალადობის შესახებ არ შეიძლება უგულებელყოს საკითხის მეორე მხარეც, კერძოდ, არაძალადობა და მშვიდობისმყოფელობა. სწორედ ეს თემებია რ. სკოტ ეპლბის ყურადღების ცენტრში, რომელიც გვთავაზობს საკრალურის ამბივალენტურობის კონცეფციის ახალ ხედვას და წერს, რომ არცერთი რელიგიური ტრადიცია, არცერთი წმინდა წერილი ან თქმულება არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად რელიგიური ადამიანების ინტერპრეტაციისგან. როდესაც ურწმუნოების მკვლელობისკენ მოუწოდებენ ან მშვიდობისთვის იბრძვიან, ისინი, ფაქტობრივად, ერთ და იმავე წიგნებს ციტირებენ, ასე რომ ტანახში, ახალ აღთქმაში ან ყურანში შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერი რამის ნახვა. ნებისმიერი რელიგიური ტრადიცია პლურალისტურია და წარმოადგენს რესურსების ერთგვარ „საწყობს“: ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს მეორე რჯულისა და იესო ნავეს ძის ძალადობრივი წიგნები, მეორეს მხრივ, სახარებები; ერთის მხრივ - მშვიდობის მოყვარული გრიგორი ნისელი, მეორეს მხრივ - ველური ხეიტერი იოანე ოქროპირი. წმინდამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ძალადობა, ასევე შერიგება - ამაშია მისი ამბივალენტურობა. წიგნის კიდევ ერთი ცენტრალური კონცეფციაა ისაა, რომ „მეომრული განწყობილება“ დამახასიათებელია ნებისმიერი რელიგიისთვის: მსოფლიოს რელიგიური სურათი ყოველთვის გულისხმობს სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის იდეას, საკითხი მხოლოდ იმაშია, უნდა მივმართოთ თუ არა ამ ბრძოლაში ძალადობას თუ მშვიდობის ქადაგებას.
ეპლბის წიგნი, როგორც ჩანს, ბევრ რამეში აპოლოგეტურია, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეორე მხარეს ადეკვატური მიკერძოებული აზრი უბრალოდ აუცილებელია. რელიგიურად მოტივირებული არაძალადობა კვლევის შესაბამის დარგში მართლაც ძალიან იშვიათი თემაა, მით უმეტეს, რომ, კარენ არმსტრონგისგან განსხვავებით, ეს არ არის საუბარი რელიგიის „ჭეშმარიტ არსზე“, არამედ კონკრეტულ სოციალურ პროცესებზე - განდის, მარტინ ლუთერ კინგის შესახებ და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ავტორი, როგორც ქრისტიანი, არ შემოიფარგლება საკუთარი ტრადიციით, არამედ მიმართავს სხვებსაც, მაგალითად, ისლამს, ბუდიზმსა და ინდუიზმს.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised