понедельник, 24 августа 2020 г.

საკუთარი თავის სხვაგვარად წარმოდგენა ჰოფმანის თეორიის მიხედვით

 საკუთარი თავის სხვაგვარად წარმოდგენა ჰოფმანის თეორიის მიხედვით

სოციოლოგი მიხაილ სოკოლოვი სოციალური როლების, მაყურებლებისა და თეატრის მნიშვნელობის, როგორც სოციალური ცხოვრების ანარეკლის შესახებ


როგორ განსხვავდება თეატრში შესრულებული როლი სოციალური როლისგან? რატომ არის ჰოფმანისთვის თეატრი სოციალური ცხოვრების უმაღლესი ფორმა? რა მნიშვნელობა აქვს სხვებს სოციალური როლის შესრულებაში? ამ და სხვა კითხვებს პასუხობს სოციოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი მიხაილ სოკოლოვი.

საკუთარი თავის სხვაგვარად წარმოდგენის კონცეფციას სოციოლოგები, პირველ რიგში, უკავშირებენ ერვინგ ჰოფმანის სახელს. საკუთარი თავის წარმოდგენის კონცეფცია ორგანულად ჩნდება სოციალური როლის იდეიდან. სოციალური როლი წარმოადგენს მოლოდინების ან შეხედულებების ერთობლიობას იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან და როგორ უნდა მოიქცნენ გარკვეული სოციალური კატეგორიის წარმომადგენლები. ეს არის ერთგვარი სცენარი ან სკრიპტი, რომელიც, მაგალითად, ჰგავს თეატრალურ სცენარს და შეესაბამება მეფე ლირის როლს. ისევე, როგორც მეფე ლირი ასრულებს გარკვეულ მოქმედებებს, ასევე მამაკაცები ასრულებენ გარკვეულ მოქმედებებს, ქმრები ასრულებენ გარკვეულ მოქმედებებს, მეცნიერები ასრულებენ გარკვეულ მოქმედებებს, სტუდენტები - მაგრამ ისინი ისევე პროგნოზირებადები არიან, როგორც მეფე ლირი - ყოველ შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვებით.


FAQ: კოლექტიური იდენტობა 

ჰოფმანი იყო პირველი, ვინც ეს კონცეფცია მოულოდნელი მიმართულებით განავითარა. მისი თქმით, როლი ჩვეულებრივ გაგებულია, როგორც მეტაფორა. სინამდვილეში, ჰოფმანი ხშირად იყენებს ტეგს „დრამატურგიული მეტაფორა“, ნავარაუდებია, რომ მასაც ასევე მიაჩნია, რომ ეს მეტაფორაა. ის იყო პირველი, ვინც სოციალური სამყარო თეატრს შეადარა და თქვა, რომ ჩვენ ყველანი ვთამაშობთ ჩვენს მეფე ლირს. რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში, ჰოფმანისთვის თეატრი საერთოდ არ არის მეტაფორა, არამედ სხვა ფიგურაა - სინეკდოხა. ის არ ამბობს, რომ ჩვენ ვთამაშობთ ქმრების ან მეცნიერების ჩვენს როლებს ან კიდევ ვინმე სხვას, ისევე როგორც მსახიობი თამაშობს მეფე ლირის როლს და ამავე დროს მიაჩნია, რომ მეტაფორა, სიტყვის მკაცრი გაგებით, ნიშნავს, რომ ეს „როგორ“ ნიშნავს მიმსგავსებას და არა იგივეობას: ჩვენ ვთამაშობთ, „როგორც“ მსახიობი თამაშობს თავის როლს, მაგრამ ჩვენ თვითონ არ ვართ მსახიობები.

ჰოფმანი ამბობს, რომ სინამდვილეში ეს სინეკდოხაა - ერთი მეორის ნაცვლად კი არა, არამედ ნაწილი მთელის ნაცვლად. მეფე ლირი პროტოტიპური, არქეტიპური სოციალური როლია და არავითარი პრინციპული განსხვავება არ აქვს, მსახიობი თამაშობს მეფე ლირს, თუ მსახიობი თამაშობს მსახიობს. ყველა სოციალური როლი მეტ-ნაკლებად ერთნაირად სრულდება. რატომ განიხილება ეს ინტუიციურად უფრო როგორც მეტაფორა და არა სინეკდოხა? უბრალოდ იმიტომ, რომ მსახიობმა იცის, რომ ის არ არის მეფე ლირი. როდესაც ის ვინმეს თამაშობს, როგორიც რეალურად არ არის, ეს არ არის ის, როდესაც ის თამაშობს ვინმეს, როგორიც თვითონ არის სინამდვილეში. თუმცა, ჰოფმანისთვის, ეს „სინამდვილეში“ არ არსებობს. თუ ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას, აღმოვაჩენთ, რომ „სინამდვილეში დიახ“ და „სინამდვილეში არა“  ძალიან პირობითი და არამყარი რამ არის.

რატომ ვფიქრობთ, რომ მეფე ლირი სინამდვილეში არ არის მსახიობი, რომელიც მას თამაშობს? მსახიობს არ აქვს რაიმე შინაგანი თვისება, წარმოშობა. სხვა ადამიანები, მაყურებლები თანახმა არიან მიიღონ ის, როგორც მეფე ლირი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მკაცრად ფიქსირებულ სიტუაციაში იმყოფება - სცენაზე. შინაგანად მან ასევე იცის, რომ მას არ გააჩნია ეს თვისებები და რომ მეფის როლის შესრულების ლიცენზია მას მხოლოდ ორი საათით მისცეს, ბოლო ზარის დარეკვამდე. გარდა ამისა, იმისათვის, რომ იყო მეფე ლირი სცენაზე, უნდა ჩაატარო  სტანისლავსკის, ან ჩეხოვის ან ვინმე სხვას მიერ აღწერილი სამუშაო, საჭიროა კულტურული რესურსების მობილიზება, წარმოდგენა იმისა, თუ როგორ იქცევა მეფე, იმოქმედოს ამ შემუშავებული სახის შესაბამისად. ის, რაც იდეით ნამდვილმა მეფემ არ უნდა გააკეთოს, რადგან მეფე უბრალოდ იქცევა, როგორც მეფე, და არა ისე, როგორც მსახიობი.

სინამდვილეში, როდესაც ვსწავლობთ უფრო ნაცნობი სოციალური როლების შესრულებას, ვხედავთ, რომ განსხვავება არც ისე დიდია.

ნებისმიერი როლი სრულდება მხოლოდ გარკვეულ ფიქსირებულ ზონაში.

მსახიობს, როგორც მსახიობს, უფლება აქვს წარმოაჩინოს თავი ისეთ ადამიანად, როგორიც ის არ არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მსახიობის სოციალურ როლს ასრულებს. თუ შეეცდება წვეულებაზე საკუთარი თავის მეფედ წარმოჩენას, წარმატების მიღწევას, ვინმესგან ფულის სესხებას მიწებით უზრუნველყოფით და შემდეგ არ დააბრუნებს ამ ფულს, მაშინ ის ვერასოდეს შეძლებს აუხსნას გამომძიებელს, რომ ის მეფეა, რადგან გამომძიებლისთვის მისი მსახიობის როლის თავისებურებები სრულიად არარელევანტურია. ის მსახიობია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი სოციალური წარმოდგენის მაყურებლები თანახმა არიან ის მსახიობად მიიჩნიონ.

იგივე ეხება შინაგან თვითგანცდებს. ნამდვილად არის ადამიანი მეცნიერი? მეცნიერთა უმრავლეობას ზოგჯერ ეჭვი შეაქვთ ამაში. ჩვენ არ ვსაუბრობთ სოციოლოგებზე, რომლებიც მუდმივად ეჭვობენ, ნამდვილად არიან თუ არა ისინი მეცნიერები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ფიზიკოსებზე და კიდევ სხვა ნამდვილ მეცნიერებზე, რომლებიც, თუ მათგან ინტერვიუს აიღებ, ასევე ზოგჯერ გამოთქვამენ ეჭვს. „იყო მეცნიერი, - იტყვიან ისინი, - ნიშნავს  ჭეშმარიტების ნამდვილ ძიებას. ჩვენ კი Scopus-ში სტატიებს ვაქვეყნებთ და ვფიქრობთ არა ბუნებაზე, არამედ მეცნიერული საქმიანობის შედეგების მაჩვენებლებზე“.  მართლა ვართ მეცნიერები თუ არა? შინაგანი არსით ეს განსაზღვრება ყოველთვის საკმაოდ მერყევია, საკმაოდ არასტაბილური, თუ ადამიანებს ახასიათებთ ეჭვის შეტანა.

იგივე ხდება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მსახიობთა ხელობის როლისა და სპეციფიკის შესახებ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მსახიობი ამ როლისთვის უნდა მოემზადოს, სოციალური როლი კი ბუნებრივად სრულდება. სრულიადაც არა. ბიჭებს ასწავლიან იყონ მამაკაცები, გოგონებს ასწავლიან იყვნენ ქალები, ტახტის მემკვიდრეებს ასწავლიან იყვნენ მეფეები. ისინი ზუსტად ისევე სწავლობენ მეფედ ყოფნას, მეფურად მოქცევას, როგორც მსახიობი სწავლობს, რომელმაც ეს როლი უნდა შეასრულოს. არსებობს ემოციების ისტორიის უამრავი კვლევის სფეროები, რომლებიც აჩვენებენ, თუ როგორ იცვლება სკრიპტი სხვადასხვა ეპოქაში, რომლის შესაბამისად მეფე რაღაცას გრძნობს. ემოციების მთელი სოციოლოგია შეიქმნა იმ წესების შესწავლის ირგვლივ, თუ როგორ სწავლობენ ადამიანები გრძნობას. თავიდან მათ ესმით, რა უნდა იგრძნონ, რადგან საზოგადოებაში გარკვეული პოზიცია აქვთ დაკავებული, შემდეგ კი სწავლობენ „ნამდვილად“ გრძნობას. მაგალითად, მეფე  ზოგიერთ სიტუაციაში უნდა განრისხდეს, ზოგიერთში კი არა. სხვაობა როლის შესრულებაში სტანისლავსკის სისტემის მიხედვით, გულწრფელად რომ ვთქვათ, ძალიან მცირეა. ამ თვალსაზრისით ჩვენ ეჭვი გვეპარება იმაში, არის თუ არა ნამდვილად რაიმე სხვაობა ხელოვნურად როლის შესრულებასა და სხვადასხვა სოციალური როლების ბევრად უფრო ნაცნობ შესრულებას შორის.


სოციალური როლები

შემდეგ ჰოფმანი შეისწავლის სხვადასხვა სოციალურ შედეგებს, რომლებიც პირდაპირ აქედან გამომდინარეობს. იგი იყენებდა თეატრს, როგორც სოციალური ცხოვრების უმაღლეს გამოვლინებას, რომელიც ხარისხობრივად უფრო მეტად იხსნებოდა და ამიტომ ჩვენთვის საინტერესო იყო.  ჰოფმანი ამბობდა, რომ სინამდვილეში თეატრში მივდივართ არა იმიტომ, რომ ჩვენ მეფე ლირი გვაინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ მსახიობები გვაინტერესებენ. ჩვენ თავს შევიცნობთ არა მეფე ლირში, არამედ სცენაზე მყოფ ადამიანებში. თანამედროვე თეატრში ეს ძალიან ხშირად გამოიყენება.

რა არის საჭირო როლის შესასრულებლად? საჭიროა მადლიერი მაყურებელი, საჭიროა მაყურებელი, რომელმაც იცის მაყურებლის როლი და ასრულებს მას, და ამიტომ შეიძლება წარმოდგენა გაიმართოს. საჭიროა გუნდი: მსახიობებს მხარი სხვა მსახიობებმა უნდა დაუჭირონ და ერთად წარმოადგინონ სპექტაკლი აუდიტორიის წინაშე. მართებულია ეს სხვა როლებისა და სოციალური ცხოვრებისთვის? დიახ, რა თქმა უნდა. სოციალური ცხოვრება ორგანიზებულია მსახიობის და მაყურებლის როლების მონაცვლეობით. იმისათვის, რომ ნებისმიერი როლის ნებისმიერი წარმოდგენა შედგეს, საჭიროა მადლიერი აუდიტორია, რომელიც მზად არის მხარი დაუჭიროს მას. წარმოდგენაში ყოველთვის ბევრი ადამიანი მონაწილეობს, და არა მხოლოდ ის, ვინც წარმოადგენს.

ჰოფმანი სხვადასხვაგვარად აღწერს როლებს, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ. აუცილებლად იმ როლებს არა, რომლებიც შეესაბამება პროფესიებს - აქამდე მხოლოდ ზოგადი სოციალური კატეგორიები ან პროფესიები თუ დავასახელე - არამედ ისეთებსაც, რომლებიც, მაგალითად, ეხება პიროვნებათშორის ურთიერთობებს ან ისეთ გენერალიზებულ როლებს ცივილიზებული, ყოველმხრივ სასიამოვნო ადამიანისა, რომელსაც სიამოვნებს სხვების დანახვა ან, ყოველ შემთხვევაში, თავს მოაჩვენებს, რომ სიამოვნებს, იქცევა ისე, თითქოს ისინი სიმპათიურები იყვნენ. ეს როლი, გარკვეული პიროვნების ან პიროვნულობის თვისებების პროექციაა სიტუაციაში, არსებობს სხვადასხვა ადამიანების ერთმანეთთან შეხების ნებისმიერ სიტუაციაში. იმის გამო, რომ ადამიანები მის თამაშზე უარს აცხადებენ, საზოგადოება, ჩვეულებრივ, მათ გარშემო მყოფი პირების სახით, ძალიან მკაცრად სჯის მათ.

იმისთვის, რომ ეს როლი შეასრულოს, სხვებისგან გარკვეული დახმარებაა საჭირო: მსახიობი რომ მეფე ლირი იყოს, აუცილებელია, რომ სხვა მსახიობები აყვნენ მას, დარბაზი კი, სულ მცირე, ჩუმად იყოს და არ ერეოდეს მოქმედებაში. ასევე სხვებისადმი მეგობრულად განწყობილი, სიმპათიის გამომხატველი ადამიანის როლი რომ შეასრულონ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აუცილებელია სხვა ადამიანებმა, მაგალითად, ბოროტად არ გამოიყენონ ის უფლებები, რომლებსაც ამ როლის შემსრულებელი მათ მიაწერს. თითოეულმა ჩვენგანმა თავი რომ მოაჩვენოს, თითქოს მას აინტერესებს მის გარშემო მყოფთა მოსმენა, აუცილებელია, რომ ისინი მომაბეზრებლად არ საუბრობდნენ საკუთარ თავზე ან სხვა სრულიად უინტერესო ნივთებზე. ამ თვალსაზრისით, ნორმები, რომლებიც არეგულირებს მაყურებლის ქცევას, ისეთივე ყოვლისჩამწვდომია, როგორც ნორმები, რომლებიც არეგულირებს მსახიობის ქცევას - ისინი ერთმანეთს ავსებენ და გამსჭვალავენ ნებისმიერ სოციალურ ურთიერთქმედებას.

მაყურებელმა უარი რომ განაცხადოს თამაშზე, ნებისმიერი როლი არ იქნება შესრულებული.

ჰოფმანმა გამოიკვლია ფსიქიატრიული საავადმყოფოები, სადაც ფაქტიურად ხდება ეს ყველაფერი. ნორმალური რესურსი, რომელსაც საზოგადოება მის ზრდასრულ ჯანმრთელ წევრებს სთავაზობს, აქ ადამიანებს ჩამორთმეული აქვს. ისინი იწყებენ არანორმალურად მოქცევას არა იმიტომ, რომ ნამდვილად არანორმალურები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ნორმალური ადამიანის როლის შესრულების შესაძლებლობა. ჯენტლმენის როლის შესასრულებლად უნდა გქონდეთ ქალბატონებისთვის სკამების შეთავაზების შესაძლებლობა, მაგრამ, თუ ეს სკამები კი არა, არამედ იატაკზე მიმაგრებული ტაბურეტია? შეუძლებელია მათი ფართო ჟესტით შემოთავაზება.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ უსხეულო არსებების როლს ვასრულებთ, რომელთაც სხეულებრივი მოთხოვნილებები საერთოდ არ აქვთ. რა თქმა უნდა, ვიქტორიანელი გოგონები პრინციპში ვერ შეძლებდნენ საზოგადოებაში ტუალეტის ოთახში შესვლის მოთხოვნილების გაჟღერებას. დღევანდელ საზოგადოებაშიც, ჩვეულებრივ, გარკვეულ დელიკატურ ევფემიზმებს იყენებენ. მაგრამ, თუ არ არის არა თუ ევფემიზმების, არამედ ტუალეტის ოთახის გამოყენების საშუალება, და მხოლოდ სანირატული და ჰიგიენური პროცედურების ჩატარების ადგილია საკანში, და ყველაფერი მცველის ან სანიტრის თვალწინ ხდება? ამ სიტუაციებში ნორმალურად ქცევა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან აუდიტორია ძალიან უმადურია ამ მიზნებისათვის.


რაციონალიზმი და ემპირიზმი სოციოლოგიაში 

ჰოფმანის გზავნილი ძალიან მადლიერ ნიადაგზე აღმოცენდა. სწორედ 60-იან წლებში ჰქონდა ადგილი ნებისმიერი სახის ეჭვების ტალღას სოციალურ ესენციალიზმში, სოციალური როლის ნებისმიერ განსაზღვრაში ადამიანის პიროვნების თანდაყოლილ ან ბუნებრივ თვისებებზე მითითებით. ტრადიციულად ვარაუდობენ, რომ, მაგალითად, მამაკაცის და ქალის როლები გარკვეულწილად ფესვგადგმულია მამაკაცის და ქალის ბუნებაში. მაგრამ, თუ სინამდვილეში მათი სწავლა შეიძლება? მარგარეტ მიდი ბრუნდება ახალი გვინეადან და ამბობს: „არ დაიჯერებთ, იქ სხვადასხვა ტომები არსებობენ: ერთ მათგანში მამაკაცები და ქალები იქცევიან განსხვავებულად, მათთვის როლური დანიშნულება პრაქტიკულად იდენტურია, ხოლო მეორეში მამაკაცები ქალებივით იქცევიან, ქალები კი, გარკვეულწილად, მამამაკაცებივით იქცევიან“.

ჰოფმანი თავისი წიგნით, რომელიც 1959 წელს გამოიცა, სათანადო დროში აღმოჩნდა, რადგან მან ზუსტად აჩვენა, თუ როგორ ფუნქციონირებს სხვადასხვა როლების დრამატული განსახიერების ყველა ეს მექანიზმი ჩვენს საზოგადოებაში. აღნიშნული წიგნი ძალიან კარგად ჯდებოდა ზოგადი ეჭვების კონტექსტში, რომ ზოგიერთი როლი ბუნებრივი და თანდაყოლილია. შემდეგ ეტაპზე გაჩნდა კითხვა, თუ ჩვენი პიროვნების რომელი ნაწილი ასახავს საზოგადოებაში დომინანტურ შეხედულებებს იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი ადამიანის პიროვნება და რომელი მათგანი გარკვეულწილად არის ფესვგადგმული ჩვენს ბიოლოგიურ ბუნებაში. არსებობენ, მაგალითად, ხასიათები? თუ ხასიათები იგივე როლებია, რომელთა შესრულებასაც ადამიანები სწავლობენ? არსებობს ექსტრავერსია და ინტროვერსია, თუ ისინი მხოლოდ კულტურული ნიღბებია? ინტელექტი არსებობს თუ არა? თუ ის არ არის, რაც გვგონია?

ჰოფმანმა სადღაც დაწერა, რომ ადამიანის ბუნება არ არის ძალიან ადამიანური რამ. ბიოლოგიაში მოგვიანებით ჩატარებულმა კვლევებმა ნაწილობრივ გადაანაცვლა ეს ისარი უსასრულო რელატივიზმის და კონსტრუქტივიზმის მიმართულებით, ზოგიერთი ბიოლოგიური საფუძვლების შესასწავლად. მაგრამ მნიშვნელოვანი შესწორებები, რომელიც შეტანილი იქნა 50-60-იან წლებში, კვლავაც არსებობენ, და ჩვენ ვიცით, რომ ადამიანის ბუნებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, როგორც ერთგვარ ფუნდამენტს, რომელზედაც ყოველდღიური თვითწარმოდგენისთვის შეიძლება აგებული იყოს სხვადასხვა სასახლეები.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised