понедельник, 24 августа 2020 г.

რატომ უყვართ ქალებს მანიაკები და მკვლელები

 რატომ უყვართ ქალებს მანიაკები და მკვლელები


სანამ ზოგი გოგონა ოცნებობს თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულზე, ზოგს უყვარდებათ სისხლიანი მკვლელები, ადამიანის გვამის დამნაწევრებლები, მოძალადეები - ნამდვილი მონსტრები. რა ფანტაზიები აიძულებენ ახალგაზრდა თავგადასავლების მოყვარულ გოგონებს ენდონ მათ, ვინც უყურებს , როგორც პოტენციურ  მსხვერპლს?


პეტერ მადსენი ცნობილი გახდა იმით, რომ მან თავისი ხელით ააგო სუბმარინა „ნაუტილუსი“, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად ჩაძირვა დაიწყო. მაშველებმა შიგნით პატრონი იპოვეს. „ნაუტილუსი“ გახდა კრიმინალისტთა დაჟინებული ყურადღების ობიექტი. თავად მადსენს სიტყვაც არ უთქვამს იმ ქალზე, რომელიც მასთან ერთად იყო კატასტროფის წინ. შვედი ჟურნალისტი კიმ ვალი გამომგონებელთან ინტერვიუს ასაღებად წავიდა და წყალქვეშ ჩავიდა თვითნაკეთ სუბმარინაზე. თან მან წაიღო მწერალი რეპორტიორის ერთადერთი იარაღი - მობილური ტელეფონი კამერით და დიქტოფონით. მადსენი შეიარაღდა  სახრახნისით და ხერხით.

დანიის ტერიტორიულ წყლებში ვალის ცხედარი იპოვეს თავის, ხელების და ფეხების გარეშე. თავად გამომგონებელი მხოლოდ ურევდა კვალს გამომძიებლებს ახალი დეტალებით იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ ღამით წყალქვეშა ნავში. სანამ გამოძიებამ არ დასვა წერტილი: მადსენმა ჟურნალისტი მოკლა. თითქოს ცივსისხლიანი მკვლელი დანიიდან თავის სიცოცხლეს ციხეში გაატარებდა შეწყალების უფლების გარეშე, მაგრამ იგი დაქორწინდა.

პეტერ მადსენის რჩეულის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი: იგი დაიბადა მოსკოვში, დაამთავრა უნივერსიტეტი და დატოვა რუსეთი. წერენ, რომ მისი მამა ინდუსია, აქედან მისი უცნაური სახელი - იენი. დედას დიდი ხანია არ უნახავს, ​​რადგან მისი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ ფინეთში გადავიდა საცხოვრებლად ლტოლვილების უფლებების დასაცავად, ახლა კი თანაგრძნობა გამოხატა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც, თითქოს, გაცილებით ნაკლებად იმსახურებს, ვიდრე მისი მარტოხელა მოხუცი დედა, რომელმაც ქალიშვილის ქორწინების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო. იენიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ღიად გამოაქვეყნა პიტერ მადენისადმი მიძღვნილი სიყვარულის გამომხატველი პოსტი.

„მე მიყვარს და პატივს ვცემ ჩემს ქმარს. ვამაყობ მისით და მისი ადამიანური და პროფესიონალური ცხოვრების 49 წლით, ერთი დღის გარდა, რომელიც იყო და ყოველთვის ტრაგედიად დარჩება“.

შეილა აიზენბერგი ნიუ–იორკიდან არის, ბესტსელერის  „ქალები, რომლებსაც უყვართ მკვლელი მამაკაცები“ ავტორია. იგი შეხვდა 30 ქალს, რომლებსაც ჰქონდათ ურთიერთობა მკვლელებთან.

შეილა აიზენბერგი - ჟურნალისტი და ავტორი წიგნისა „ქალები, რომლებსაც უყვართ მკვლელი მამაკაცები“ წერს: „მე აღმოვაჩინე, რომ ყველა ეს ქალი ცხოვრებაზეა განაწყენებული. მათთვის გისოსებს მიღმა ეს ურთიერთობები მამაკაცებთან უსაფრთხოა, რადგან გისოსებში მყოფ მამაკაცებს არ შეუძლიათ მათი შეურაცხყოფა“.

შეიძლება, სიმართლე სადღაც  ახლოსაა, თუ მოვისმენთ ნატალიას ისტორიას, რომელსაც წარუმატებელი ქორწინება ჰქონდა, შემდეგ კი ის მსჯავრდებულ ალექსანდრე პიჩუშკინს შეხვდა,  მანიაკს ბიტციდან, რომელმაც მოსკოვის პარკი სასაფლაოდ აქცია, ხოლო თითოეულ მსხვერპლს ციფრებით მონიშნავდა ჭადრაკის დაფაზე. მაგრამ საცოლემ მას „სინათლის სხივი“ და  „სულის მოსათქმელი“ უწოდა.  ნატალია პიჩუშკინს ყველაზე მომგებიან პარტიად მიიჩნებდა. რა არის ეს - აკრძალული სიყვარული, საბედისწერო ლტოლვა თუ ავადმყოფური დამოკიდებულება? წლების შემდეგაც კი მანიაკის ყოფილმა საცოლემ არ იცის პასუხი. ექიმები მთელს მსოფლიოში ცდილობენ იმის გარკვევას, თუ რა აიძულებს ქალებს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების შეყვარებას.

ჯონი კიტი, ექიმი: „გავრცელებული სახელია ბონისა და კლაიდის სინდრომი. მას ასევე ჰიბრისტოფილია ეწოდება. ჩვენ აქტიურად ვიკვლევთ ამ მოვლენას მედიცინაში, რადგან ბოლომდე არ გვესმის. ჩვეულებრივ, ასეთ ქალებს რთული ბავშვობა ჰქონდათ, ამიტომ ციხეში მყოფი ადამიანი, რომელიც მიდრეკილია ქალების მიმართ დანაშაულის ჩადენაში, მათ მიერ განიხილება, როგორც ძლიერი მამაკაცი, დამცველი“. 

გოგონები ღიად აღიარებენ მანიაკებისადმი სიყვარულს, ინტერნეტში განთავსებულ გვერდებზე, ლექსებს უძღვნიან მათ, ისინი ოცნებობენ მათზე დაქორწინებაზე. და ასეთები ბევრი არიან.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised