среда, 12 августа 2020 г.

თვითდახმარების ალგორითმი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს

 თვითდახმარების ალგორითმი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დროს


გთავაზობთ ალგორითმს დამოუკიდებელი გამოყენებისთვის, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუ გადაეყრებით ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას. როგორ უნდა გაიგოთ, რომ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა გაქვთ? გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოთერაპევტთან. დამოუკიდებლად ასეთი დიაგნოზის დასმას კატეგორიულად არ გირჩევთ !! რამ შეიძლება გაფიქრებინოთ, რომ თქვენ მაინც გაქვთ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა? მოკლედ, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისას ადამიანს უნებურად უჩნდება აკვიატებული, ხელის შემშლელი და/ან შემაშფოთებელი აზრები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იზოლირებულად ან თან ახლდეს აკვიატებული ქმედებები და სხვადასხვა სახის შიშები (ფობიები).    

მნიშვნელოვანია! ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისას ადამიანი იტანჯება აკვიატებული აზრების (ან მოქმედებების) შეტევისგან და მათი მართვისას საკუთარი უმწეობისგან. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის მიზეზები (ისევე როგორც ნევროზის მრავალი სხვა ფორმის შემთხვევაში) თქვენი არარეალიზებული მოთხოვნილებების და შემზღუდველი რწმენის დაპირისპირების სფეროშია. მე გირჩევთ ეს პირველმიზეზები ფსიქოთერაპევტთან მოიცილოთ. ამ გზით თქვენ დაზოგავთ უამრავ ენერგიას და ნერვებს.

მდამოუკიდებლად რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ (და, უნდა გააკეთოთ კიდეც) საკუთარი მდგომარეობის შემსუბუქებაა. რა არის ამისთვის საჭირო.


ნაბიჯი 1. დისოციაცია და რეფრეიმინგი   

თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი სპონტანური აზრების, თქვენი შფოთვის და მოქმედებების, როგორც თქვენი ნევროზის სიმპტომების აღქმა. პირდაპირი გაგებით. ყოველთვის, როდესაც შემაშფოთებელი და სტრესული აზრები გაგიჩნდებათ, უთხარით საკუთარ თავს:

ეს ჩემი ნევროზის სიმპტომებია

ყოველთვის, როდესაც მოგინდებათ რაიმე რიტუალის მსგავსი ჩაატაროთ შინაგანი დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, უთხარით საკუთარ თავს:    

ეს ჩემი ნევროზის სიმპტომებია

ყოველთვის, როდესაც თქვენი აზრების ნაკადი შიშების და ფობიების მოლიპულ გზაზე აღმოჩნდება, და თქვენ დაიწყებთ წუხილს და საკუთარ თავში გადახარშვას, უთხარით საკუთარ თავს:    

ეს ჩემი ნევროზის სიმპტომებია

ამ ნაბიჯის მიზანია ნევროზისგან თქვენი გამიჯვნა. თქვენ ნათლად უნდა გესმოდეთ, რომ არსებობთ თქვენ და არსებობს თქვენი ნევროზი (უფრო სწორედ, მისი სიმპტომები). და თქვენ იბრძოლებთ იმასთან, რასთან ბრძოლას აზრი აქვს - ნევროზთან. საკუთარ თავთან არა.

ამავე დროს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ დღეში (საათში ან წუთში) თქვენ მოგიწევთ ამ სიტყვების საკუთარი თავისთვის თქმა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გავლენას მოახდენენ ეს სიტყვები თქვენს აზრებსა და კომპულსიურ მოქმედებებზე. ეს ხერხი დამოუკიდებელი თვითდახმარების ფუნდამენტია.


ნაბიჯი 2. დისოციაციის ემოციური მხარდაჭერა

ყოველთვის, როდესაც გაგიჩნდებათ ნებისმიერი აკვიატებული აზრი, ყოველთვის, როდესაც გაგიჩნდებათ ნებისმიერი კომპულსიური ქმედების ჩადენის სურვილი, თქვენი ამოცანა იქნება აქტიურად გაუკეთოთ კომენტარი თქვენს სიმპტომებს (გულში ან ხმამაღლა)  ნეგატიური ემოციური ელფერის გამოყენებით. მაგალითები.  

ეს ჩემი ნევროზის სიმპტომებია, ეშმაკმა დალახვროს.

ეს აკვიატებული აზრებია, ეშმაკსაც წაუღია.

ეს ჩემი ფობიების გამოვლინებაა, მძულს ისინი.

თქვენი რეაქცია არ უნდა იყოს ჭკვიანური ან ლოგიკური. მთავარია, რომ ემოციური იყოს. ეს მნიშვნელოვანია თქვენი სიმპტომების დისოციაციისთვის. გარდა ამისა, ეს სასარგებლოა შინაგანი ემოციური სტრესის შესამსუბუქებლად.

მნიშვნელოვანია! ნეგატიური განცდები არ უნდა იყოს მიმართული საკუთარ თავზე. მხოლოდ თქვენს სიმპტომებზე.


ნაბიჯი 3. შაბლონის დარღვევა

ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას თან ახლავს რამდენიმე დესტრუქციული კოგნიტური (ფსიქოლოგიური) მექანიზმი. ყველაზე ხშირად ეს არის - ვალდებულება, კატასტროფიზაცია, პერფექციონიზმი და ფრუსტრაციის მიმართ დაბალი ტოლერანტობა. თუ უფრო მარტივად ვიტყვით და რუსულად, ეს არის საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღების ტენდენცია. გარდა ამისა, ფიქსაცია სიტუაციის განვითარების ყველაზე ნეგატიურ სიტუაციებზე. პლუს მაქსიმალიზმი. პლუს (თითქმის ყოველთვის) სირთულეებისადმი წინააღმდეგობის დაბალი უნარი.  

საკუთარი თავის გავარჯიშებისა და ემოციური სტაბილურობისთვის, თქვენ უნდა გამოიყენოთ შემდეგი მეთოდი. შეიძინეთ წამზომი. და ყოველთვის, როდესაც რაიმე ფორმით გადააწყდებით აკვიატების ნებისმიერ ფორმებს, თქვენი ამოცანა იქნება მისი ჩართვა. წამზომის მექანიკურად ჩართვა. და თქვენი აკვიატების შეჩერება განხორციელებისა ან მოფიქრებისგან. როგორ? ყურადღების ფოკუსის გადატანით ნებისმიერ მოკლე და სასიამოვნო მოქმედებაზე. ზუსტად მოკლესა და სასიამოვნოზე. ტელევიზორის ყურება ან წიგნის კითხვა არ გამოდგება. მაგრამ საყვარელი მელოდია, ხედი ფანჯრიდან ან წარბების თვითმასაჟი (თუ ზემოთ აღწერილიდან რაღაც ნამდვილად სასიამოვნო იქნება თქვენთვის) გამოდგება.

თქვენს ყურადღებას ვამახვილებ. არც ხანმოკლე სიამოვნება და არც წამზომი არ არის ნევროზის სამკურნალო საშუალება. ეს მექანიკური ხერხია, რომელიც გასწავლით სიმპტომთან კონტაქტს, რომ არ აყვეთ მას. ამავე დროს, ისინი ავარჯიშებენ თქვენს შინაგან დაძაბულობას იმის მიუხედავად, შეძლებთ თუ არა თავად აკვიატების გადალახვას. ხანმოკლე სიამოვნება ხელს უწყობს ნევროზული სიმპტომებისადმი თქვენი წინააღმდეგობის გამყარებას  დადებითი გაძლიერების დონეზე.


ნაბიჯი 4. დღიურის წარმოება

აქ ყველაფერი მარტივად არის. თქვენ იღებთ კონკრეტულ ქაღალდის ან ელექტრონულ დღიურს და იწერთ იქ ყოველ თქვენს შეტევას, რომლის დროსაც წინააღმდეგობას უწევთ თქვენს აკვიატებას. მიუთითებთ წარმატებული შიდა წინააღმდეგობის პერიოდის ხანგრძლივობაზე (ცდილობთ მის გახანგრძლივებას). მონიშნავთ იმ ხანმოკლე სასიამოვნო სიამოვნებებს, რომლებიც უდიდეს შინაგან ემოციურ ძალისხმევას იძლეოდა. სულ ეს არის.  

და კიდევ ერთხელ მიზნის შესახებ. მიზანია გაზარდოთ თქვენი ნევროზის სიმპტომებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი. გაითვალისწინეთ, რომ ამ მეთოდიკის ყველა კომპონენტი გარკვეულწილად ცალკეც ეფექტურია. ამიტომ, ისინი სასარგებლო იქნება თქვენთვის. და გახსოვდეთ, რომ მეთოდიკის გამოყენება არ შეცვლის თქვენი ნევროზის მიზეზებზე გავლენის მოხდენის აუცილებლობას.

წარმატებებს გისურვებთ თქვენი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში!


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised