понедельник, 24 августа 2020 г.

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც საზღვრების გარეშე სამყაროს და უკვდავების სჯერა იშტვან ზოლტანი

 ტიმ მოხარნი

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც საზღვრების გარეშე სამყაროს და უკვდავების სჯერა


 აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის არც თუ ისე ბევრი (რბილად რომ ვთქვათ) არიან ისეთები, რომლებიც გვპირდებიან, რომ სიკვდილს ბოლოს მოუღებენ. ზოლტან იშტვანი გვპირდება. BBC Future-ს კორესპოდენტი შეხვდა ადამიანს, რომელიც ამერიკაში მოგზაურობს კუბოს ფორმის გიგანტური ავტობუსით თავისი იდეების პროპაგანდის მიზნით.


 „მე National Geographic-ში ვმუშაობდი, ვმოგზაურობდი, სხვადასხვა საინტერესო რამეებს ვაკეთებდი და უცებ მოულოდნელად ვიეტნამში კინაღამ ფეხი დავადგი  ნაღმს“, - ამბობს ზოლტანი.

ჩვენ სასტუმროს ფოიეში ვიმყოფებით, ვაშინგტონშია, თეთრი სახლის მახლობლად.

„მეგზურმა ხელი წამავლო, მიწაზე დამაგდო და სიკვდილს გადამარჩინა. მაშინ გადავწყვიტე, რომ დადგა დრო ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ბოლო მოვუღო სიკვდილს. საკუთარი თავისთვის და მათთვის, ვინც მიყვარს“.

ასე ჩაიგდო ხელთ საპრეზიდენტო მარათონმა აშშ-ში 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კანდიდატი.

სოციალურ ქსელებში მიმდინარე წინასაარჩევნო დებატების ფონზე დონალდ ტრამპსა და ჯებ ბუშს შორის  და სიტყვიერი ბატალიების ფონზე ჰილარი კლინტონსა და ბერნი სანდერსს შორის, იშტვანმა საკმაოდ უჩვეულო  კამპანია გაშალა, როგორც „მესამე ძალის“ კანდიდატმა.

მწერალი, ფილოსოფოსი და ფუტურისტი ტრანსჰუმანისტური პარტიის მიერ იქნა დასახელებული. იგი მიიჩნევს, რომ უახლეს ტექნოლოგიებს აქვთ ადამიანის გონებისა და სხეულის ტრანსფორმირების  ძალა.

ტრანსჰუმანისტები ოცნებობენ უკვდავების მიღწევას ფუტურისტული ტექნოლოგიების საშუალებით, როგორიცაა გონების ატვირთვა, კიბორგების მსგავსი ხელოვნური კიდურების (გაჭირვებულთათვის) და გენეტიკური მანიპულირების საშუალებით. მათ სურთ, რომ ჩვენ გავიაროთ ევოლუციის გზა პოსტ-ადამიანურ ზეარსებათა  რასაში.

სანამ სხვა პრეზიდენტობის კანდიდატები აცხადებენ, რომ მათ იციან როგორ გაუმკლავდენ ირანს, ეკონომიკას, იმიგრაციას, იშტვანი ელექტორატს უფრო ამბიციურ მიზნებს სთავაზობს.

მას სურს დაამარცხოს სიკვდილი და ამერიკაში ყველას მისცეს საუკუნო სიცოცხლე.


„ფილოსოფიური ბომბის“ აფეთქება

ახლა იშტვანი კურსირებს შეერთებულ შტატებში, როგორც ის ამბობს, „უკვდავების ავტობუსით“.

ეს ძველი სკოლის ავტობუსია, რომელიც გადაკეთებულია უზარმაზარ კუბოდ ბორბლებზე. ტური დაფინანსებულია კრაუდფანდინგის მეთოდით.

იგი ღიად აღიარებს, რომ ასეთი ავტობუსი მხოლოდ ხრიკია, სწორედ მან უზრუნველყო  ტრანსჰუმანისტი მედიის ყურადღებით, რომლის იმედიც ჰქონდა.

აგვისტოს დასაწყისში, სანამ ავტობუსის დიზაინი ჯერ კიდევ ნახაზის სახით არსებობდა, მე მთელი დღე იშტვანთან ერთად ვაშინგტონში გავატარე, კოლუმბიის ოლქში; ვცდილობდი გავრკვეულიყავი მისი განზრახვების სერიოზულობაში და  ამერიკის მომავლის მისეულ ხედვაში.

შეხვედრა დანიშნული იყო დილის 9:30 საათზე, მაგრამ მე ჩავფრინდი ნიუ–იორკში ადრეული რეისით და სასტუმროში ერთი საათით ადრე მივედი.

ფინჯანი ყავა ავიღე და ფოიეში  დავჯექი, როდესაც შევნიშნე, რომ იშტვანი უკვე იქ იყო. თავდაპირველად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ის იყო - მანამდე არ შევხვედრივარ, მაგრამ მისი ფოტოები მქონდა ნანახი ინტერნეტში: თეთრკანიანი, მაღალი,  კუნთოვანი ქერა მამაკაცი ცისფერი თვალებით.

„ასპროცენტიანი“ სტერეოტიპული ამერიკელია - კალიფორნიელის, ლიბერტარიანელის განსახიერება, სტარტაპებისა და ტექნოლოგიური ოცნებების კულტურის ტიპიური  წარმომადგენელი.

მართალია, ის ზოლტან იშტვანი, რომელიც სასტუმროს ფოიეში შევნიშნე, რამდენადმე სხვანაირად გამოიყურებოდა , - თითქოს ახლახანს გამოეღვიძა.

მას ეცვა გაწელილი მაისური და გაცვეთილი ჯინსები. თმა ოდნავ აბურძგნული ჰქონდა.

ის ნერვიულად ათვალიერებდა თავის სმარტფონს, თავდაჯერებული იერი, რომელიც ახასიათებდა მის საჯარო ფოტოებს, გაქრა და ადგილი დაუთმო  სტრესისა და ნერვული ენერგიის განცდას.

გულახდილად რომ ვთქვათ, ის ნაკლებად ჰგავდა პრეზიდენტობის კანდიდატს, ტრანსჰუმანისტი ჩვეულებრივი ადამიანივით გამოიყურებოდა.

მე მას არ მივუახლოვდი, რადგან ვგრძნობდი, რომ მისი პირადი სივრცის დარღვევა შემეძლო.

მალე ის თავის ნომერში გაუჩინარდა და შემდეგ ჩემს წინაშე წარსდგა  საჯარო პირის იერსახით. ის გამოხატავდა მეგობრულობას და ენთუზიაზმს, როდესაც თავის შესახებ ყვებოდა.

იშტვანი იყო უნგრელი ემიგრანტების ვაჟიშვილი, ჟურნალისტად მუშაობდა, როდესაც კინაღამ ფეხი დააბიჯა  ნაღმს ვიეტნამში.

„მეეკოლოგიური პრობლემებით და ჰუმანიტარული საქმიანობით ვიყავი დაკავებული. კმაყოფილი ვიყავი ცხოვრებით, მაგრამ არც ისე აქტიურად ჩართული იმ საქმიანობაში, რაც ნამდვილად მაინტერესებდა. [ვიეტნამში მომხდარმა ამბავმა] გადამაწყვეტინა ჟურნალისტიკისთვის თავის დანებება, უფრო სწორად, სხვა ისტორიებისთვის, გარდა იმისა, რაც რეალური იყო, და რაც პასუხობდა კითხვას: „მეცნიერების რომელი დარგი მისცემს ადამიანებს საშუალებას უფრო მეტხანს იცოცხლონ?"

 „ვიგრძენი, რომ თავში „ფილოსოფიური ბომბი“ ამიფეთქდა, ვიფიქრე, რომ მთელი ძალა უნდა მივუძღვნა ამ მოძრაობას. ცოტა ხნის წინ კინაღამ დავიღუპე, ეს მოძრაობა კი მრავალი კუთხით არის მიმართული იქითკენ, რომ არ მოვკვდე. ალბათ, მე  მისთვის რაღაც უნდა გავაკეთო“. 

იშტვანმა თავი დაანება ჟურნალისტიკას და დაიწყო რომანის „ფსონი ტრანსჰუმანიზმზე“ (Transhumanist Wager, 2013) წერა.

„რომანზე დღეში რვა საათს ვმუშაობდი ოთხი წლის განმავლობაში. სხვა სამუშაო არ მქონდა, მხოლოდ რომანს ვწერდი“ .

რომანი „ფსონი ტრანსჰუმანიზმზე“ მოგვითხრობს ფილოსოფოს ჯეტრო ნაიტზე, რომელიც კამპანიას აწარმოებს დემოკრატიის წინააღმდეგ და ხდება რევოლუციონერი, რომელიც ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელთ და ბატონობს მსოფლიოზე. მისი მიზანია ავტორიტარული ტრანსჰუმანისტური რეჟიმის დამკვიდრება გლობალური მასშტაბით.

ჩემი აზრით, ეს მაგონებს ნეორეაქციონერების მოძრაობას, უკიდურეს მემარჯვენე ფილოსოფიურ მიმდინარეობას, რომელიც თვლის, რომ დემოკრატიამ კრახი განიცადა, ხოლო ერებს და ქვეყნებს კვლავ უნდა მართავდნენ მონარქები, რომლებსაც ძალაუფლება მემკვიდრეობით ერგება. ძალიან სახიფათო გზავნილია ადამიანისთვის, რომელიც პრეტენზიას აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატობაზე, ასე არ არის?


უანგარო დიქტატურის პროექტი

„უკვე ერთი წელია, რაც დისტანცირებული ვარ წიგნიდან, - ამბობს ის. - მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ნეორეაქციულ მოძრაობას. არ მომწონს მათი ზოგიერთი პოლიტიკური შეხედულება, განსაკუთრებით ქალებისადმი დამოკიდებულება. მაგრამ მე მზად ვარ გავიზიარო მათი მონარქიული იდეები და მხარს ვუჭერ თეზისს კეთილგანწყობილი დიქტატორის შესახებ, მივიჩნევ ამას ქვეყნისთვის სასარგებლოდ“. 

პრეზიდენტობის კანდიდატის ამგვარმა სიტყვებმა ცოტა შემაფიქრიანა. მაგრამ, როგორც ირკვევა, ეს დამახასიათებელია იშტვანისთვის. მან ჯერ არ თქვა ყველაფერი, ფილოსოფიური სიურპრიზი კი ყოველთვის აქვს შენახული.

 „ეს არის ერთერთი მიზეზი, რის გამოც მე გამოვდიოდი იმის მხარდასაჭერად, რომ ერთ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ხელოვნური ინტელექტი გამხდარიყო. ჩვენ რომ მართლა ჭეშმარიტად ალტრუისტული სული გვქონდეს, საზოგადოების ინტერესებისათვის შეიძლებოდა ზოგიერთ თავისუფლებაზე უარის თქმა. წარსულში არსებობდნენ ეგოისტი დიქტატორები, რომელთა მმართველობა კატასტროფით მთავრდებოდა მათი ქვეყნისთვის. მაგრამ თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც გაითვალისწინებს თქვენს საარსებო ინტერესებს, არ დაუჭერდით მას მხარს?

მინდოდა ამაზე უფრო დეტალურად მესაუბრა მასთან, რადგან თითოეული პასუხი ბადებდა უამრავ ახალ შეკითხვას, მაგრამ იმ დღეს ჩვენ პირველი შეხვედრა გვქონდა - საუზმე ვაშინგტონში ტრანსჰუმანისტური პარტიის განყოფილების წევრებთან, ექვს საშუალო ასაკის მამაკაცთან, რომელთაგან ხუთი თეთრიკანიანია  იყო.

ეს უცნაური, ზოგჯერ უხერხული საათი იყო. როგორც ყველა პოლიტიკურ მოძრაობას, არც ტრანსჰუმანისტებისთვის იყო უცხო შიდა დაპირისპირება და ფრაქციული ბრძოლა. გარდა ამისა, ყველა არ თვლიდა, რომ იშტვანი საუკეთესო ლიდერი იყო.

ეს მას არ აწუხებდა, როგორც მოგვიანებით მითხრა იშტვანმა. მას უფრო მეტად აწუხებდა ფართო აუდიტორიისადმი ხმის მიწვდენის აუცილებლობა.

 „ნამდვილი მიზანია აიძულო მილიონობით ადამიანს დაფიქრდეს სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, ტრანსჰუმანიზმზე, ჰუმანოიდ რობოტებზე და მათ როლზე მომავალში. ჩემი მთავარი მიზანი ტრანსჰუმანისტური პარტიისთვის ამერიკის კულტურის შეცვლა“.

მიზანი კეთილშობილურია, მაგრამ იმ ტექნოლოგიების შემთხვევაში, რომელსაც ის მხარს უჭერს, საქმე მათ  ხელმისაწვდომობაშია. ისინი ძვირადღირებულია. როგორ აპირებს ისინი ხელმისაწვდომი გახადოს არა მხოლოდ მათთვის, ვინც მზად არის გადაიხადოს?

 „ვცდილობ პარტია რაც შეიძლება უფრო ცენტრისტული გავხადო შემდეგი ლოზუნგით: „არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ უფლება მდიდრებს ხელში ჩაიგდონ ტექნოლოგიები“. ყველა შემთხვევაში, ეხება საუბარი ბავშვებს სინჯარიდან თუ ხელოვნურ გონებას, მთავრობას უნდა ჰქონდეს გეგმები იმისათვის, რომ ასეთი ნიმუშები  ღია და უფასო გახადოს მთელი საზოგადოებისთვის“. 

თითქმის როგორც სოციალიზმის პირობებში, შევნიშნე მე.


ყველას მოთხოვნილების შესაბამისად

 „მე არ ვარ სოციალიზმის თაყვანისმცემელი. მე ლიბერტარიანელი ვარ, მაგრამ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. სწორი იქნება, თუ არ დავყოფთ უფრო მეტად საზოგადოებას, და უზრუნველყოფთ თითოეულისთვის დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობას ამ ტექნოლოგიებზე. ისინი რევოლუციურია და აძლევს უზარმაზარ უპირატესობას მათ, ვინც მათ ფლობს“.

„ერთ-ერთი დიდი იდეა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, არის საყოველთაო ძირითადი შემოსავალი. რობოტები დაიწყებენ ადამიანების სამსახურიდან განდევნას. ეს, რა თქმა უნდა, მოხდება უახლოეს 10 ან 20 წელიწადში. ისინიც კი, ვისაც 20 წლიანი მომზადება აქვს, დამარცხებული დარჩება. ჩვენ გვჭირდება უნივერსალური ძირითადი შემოსავალი, რათა ყველა უზრუნველყოფილი იყოს თავშესაფრით და საკვებით. ჩვენ ვუჭერთ მხარს განათლების სრულიად უფასო სისტემას.  ჩვენს უცნაურ და ყველაზე აგრესიულ იდეებს შორის არის სავალდებულო სკოლამდელი აღზრდა და უმაღლესი განათლება. ნებისმიერი ვინც დღეს დაიბადება, იცხოვრებს 150-200 წელი, ხოლო მიღებული განათლების მოცულობა არ იცვლება“. 

მინდოდა მეკითხა მისთვის, რატომ წინასწარმეტყველებს ასე თავდაჯერებულად, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა გამიჩნდა: თუ ის გახდება პრეზიდენტი, სად უნდა აიღოს ფული ამ ყველაფრისთვის?

„ჩვენ ამერიკაში ოთხჯერ მეტს ვხარჯავთ ციხის სისტემაზე, ვიდრე განათლებაზე. სამხედრო მიზნებზე 10-ჯერ მეტს ვხარჯავთ, ვიდრე განათლებაზე. ციხის ინდუსტრია (ეს სისტემაც არ არის, არამედ მრეწველობის მთელი დარგი) უნდა გაქრეს. იმის ნაცვლად, რომ ფული ვხარჯოთ გისოსებს მიღმა მყოფ  ადამიანებზე, უკეთესი იქნება განათლების დაფინანსება. ერთი შეხედვით, ეს უტოპიაა, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, ამას  აზრი აქვს. თუ პატიმრების რიცხვი მხოლოდ 20%-ით შემცირდება, ჩვენ შევძლებთ ქვეყნის ყველა კოლეჯის დაფინანსების უზრუნველყოფას“. 

ასეთი სიტყვები ტრადიციულ პოლიტიკოსს შეიძლება ეკუთვნოდეს. ამ შემთხვევაში, რაში გამოიხატება ტრანსჰუმანიზმი? მაგრამ იშტვანს ჯერ არ დაუსრულებია.

„თუ ჩვენ ვიყენებთ დრონებს, რობოტებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს, მომავალში მოგვიწევს ციხეზე უარის თქმა. უფრო ადვილი იქნება დრონის გაგზავნა დამნაშავეზე სათვალთვალოდ, განსაკუთრებით თუ ის წვრილმანი დამნაშავეა. ეს უკეთესია, ვიდრე ციხეების გადატვირთვა. იმის ნაცვლად, რომ აჭამონ მათ, ფული უხადონ დაცვას, დავავალოთ დრონებს მათზე თვალთვალი და ვაიძულოთ მუშაობა“. 


ტექნოლოგიური ოპტიმიზმი 

იშტვანთან ურთიერთობისას კიდევ ერთხელ დავინახე, თუ რამდენად ჭირვეულია მისი მსოფლმხედველობა: ეს არის ლიბერალიზმისა და კონსერვატიზმის, პრაგმატიზმის და აშკარა ფანტასტიკის, უტოპიზმის და საკმაოდ ბოროტი წინასწარმეტყველებების არატრადიციული ნაზავი.

ამ გზის შესახებ ვსაუბრობთ მსოფლიო ბანკის Athgothon 2015-ის ღონისძიებაზე (გაიმართა 12-15 აგვისტოს), სადაც ის სიტყვით უნდა გამოსულიყო.

ეს იყო ინოვაციური ფორუმი, რომლის მონაწილეებს შეეძლოთ გაეგოთ, „როგორ შექმნან სტარტაპი სამ დღეში“, ასევე „ინდუსტრიის ლიდერების ხელმძღვანელობით ისწავლონ ინოვაციური იდეის, უნარის ან ვნების გარდაქმნა კომერციულად მომგებიან და სოციალურად პასუხისმგებელ ბიზნესად“. 

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე ჭარბად იყვნენ კოლეჯის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ეს იყო ექსკლუზიური ღონისძიება - ბილეთების ღირებულება 500 დოლარს აღემატებოდა.

დამსწრენი, ძირითად, დაკავებულები იყვნენ კონტაქტების დამყარებით,  უსმენდნენ შთაგონებულ გამოსვლებს რეცეპტებით, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას, და მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ რა შეცვლის  Uber-ს და Facebook-ს.

მთლიანობაში ეს ყველაფერი წარმოადგენდა ლიბერტარიანული იდეების, სილიკონის ველის ღირებულებების, მეწარმეობის და ტრანსჰუმანიზმის ფილოსოფიის პროპაგანდის პლატფორმას - ყველაფრის, რაც მაიძულებდა გარკვეულწილად თავი ცინიკოსად მეგრძნო და ... ოდნავ უგუნებოდ.

იშტვანი, პირიქით, შინაურად გრძნობდა თავს, მსმენელები კი გულთბილად იღებდნენ ყველაფერს, რასაც ის ლაპარაკობდა ავტომატიზაციის, რობოტოტექნიკისა და მომავალი მარადიული ცხოვრების შესახებ, რომელიც ელოდებოდა ყველას მისი ტექნოლოგიური უტოპიის სამყაროში.

შემდეგ მან მკითხა, რა აზრის ვიყავი მის გამოსვლაზე, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში, და ამ შეკითხვაში კვლავ გამოვლინდა მისი ბუნების უფრო დელიკატური, ოდნავ დაუცველი მხარე.

სადილის შემდეგ დრო  ძირითადად ფოტოსესიაზე დაიხარჯა.

ფოტოგრაფმა ტრანსჰუმანისტური პარტიიდან გადაიღო იშტვანის ახალი სარეკლამო ფოტოები დედაქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან - ლინკოლნის მემორიალის, ვაშინგტონის ძეგლის და თავად თეთრი სახლის ფონზე.

იშტვანი ისევ მწვერვალზეა. ყველაფერი ძალიან პატრიოტულად გამოიყურება, და მე ვფიქრობ: დარჩება კი ადგილი ამ პოსტჰუმანისტურ უტოპიაში იმ ქვეყნებისთვის, რომელშიც ყველამ უნდა ვიცხოვროთ მარადიულად, კომპიუტერულ ქსელებში ჩატვირთული საკუთარი გონებით?

მისი პასუხი კვლავ იდეების უცნაური ნაზავია, ლიბერალური და ოდნავ ავისმომასწავებელი.

 „ვფიქრობ, რომ ამერიკა დიდი ქვეყანაა, რადგან მე ემიგრანტების ოჯახიდან ვარ და ამ სულისკვეთებით ვარ აღზრდილი. მაგრამ მე სრულად ვუჭერ მხარს გიგანტური მსოფლიო მთავრობის იდეას. ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ბორკილებს. მე ასევე მხარს ვუჭერ ტოტალურ მიგრაციას ნებისმიერი ადგილიდან. არავითარი კითხვები. არავითარი საზღვრები. მაგრამ ჩვენ გვჭირდება იდენტიფიკაციის და მეთვალყურეობის სისტემა იმპლანტირებული ჩიპების გამოყენებით“. 

ფოტოსესია დასრულდა, და იშტვანის კალიფორნიაში გამგზავრებამდე კიდევ ერთი-ორი საათი გვქონდა დარჩენილი. საკმარისი დროა ერთი ფინჯანი ყავის დასალევად და კიდევ რამდენიმე კითხვისთვის.

აღმოჩნდა, რომ იშტვანი და მე ერთი ასაკის ვართ, 42 წლის.

რამდენადაც თავი მახსოვს, ყოველთვის ერთ და იგივეს გვპირდებოდნენ, რომ ტექნოლოგიური გარღვევა - მოწინავე რობოტოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტის წამოწყება, შრომის დასრულება - 20 წელიწადში დადგება. მაგრამ არაფერი შეცვლილა.

სჯერა კი იშტვანს საკუთარი წინასწარმეტყველების? მაგრამ, თუ ცდება მეცნიერების შესახებ?

„დავიწყოთ იმით, რომ ტექნოლოგიური ოპტიმიზმი ჩემი ერთ–ერთი ორატორული ბანალობაა, - აღიარებს ის. - ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც ამბობს: „ამერიკა დიადი ქვეყანაა“, მე ვამბობ: „სიდიადე ტექნოლოგიაშია“. ბოდიშს ვიხდი, იქნებ გრაფიკს ჩამოვრჩი“.

„თუ ასე წავიდა, ყოველ 10 წელიწადში ხდება ექსპონენტური ზრდა და მსგავსი რამ. ზოგი ტექნოლოგია ბევრად უფრო სწრაფად ჩნდება, ვიდრე სხვა“.

„ჩვენ პრაქტიკულად ხომ არაფერი ვიცოდით სამგანზომილებიანი ბეჭდვის შესახებ დაახლოებით ხუთი თუ ექვსი წლის წინ. ​​ეს არის ახალი ტიპის ტექნოლოგია, რომელსაც ინტერნეტივით შეუძლია, ახალი იმპულსის მიცემა გიგანტური ახალი დარგებისთვის“.

„მეორეს მხრივ, სად არის ჩემი რეაქტიული ზურგჩანთა გადაადგილებისთვის? ჩვენ ამაზე საუკუნეებია ვსაუბრობთ“.

 „იგივე ეხება ხელოვნურ ინტელექტს. შეიძლება ის არ გამოჩნდეს მომდევნო 50 წლის განმავლობაში. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანის ტვინი უფრო რთულია, ვიდრე ვფიქრობდით“.

„მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიღოთ 3D პრინტერზე დაბეჭდილი ორგანოები, რაც ადვილად მოგვცემს საშუალებას უფრო მეტხანს ვიცხოვროთ“.

„ზოგი ტექნოლოგია დროულად ჩნდება. სხვების შესახებ წარმოდგენა ზედმეტად ოპტიმისტურია. აქ, სიმართლე რომ გითხრათ, სცენაზე პოლიტიკოსი გამოდის. მე ამ თამაშს ვთამაშობ, ვცდილობ ადამიანების დარწმუნებას. მე მჯერა იმის, რასაც ვამბობ, მაგრამ მესმის, რომ ჩემნაირი ადამიანები წარსულში ცდებოდნენ“.


ლატენტური დემოკრატი

იშტვანი გულწრფელობაზე გამოვიწვიე და ვკითხე, რისკენ ისწრაფვის, როგორც პოლიტიკოსი. ნუთუ მართლა თვლის რომ გაიმარჯვებს და თუ არა, როგორ ხედავს ტრანსჰუმანისტური პარტიის მომავალს?

„ამჯერად, გამარჯვების რეალური შანსი არ არსებობს, თუ რამე არ შეიცვლება. ჩემი ხალხი სხვა კანდიდატებს უგზავნის ელექტრონულ წერილებს კითხვით: „გინდათ, რომ ზოლტანი თქვენი ვიცე-პრეზიდენტი გახდეს?“ იქნებ მსგავსი რამ მოხდეს. ვინ იცის, იქნებ ამან იმუშაოს?“ 

„მე თვითონ გავუგზავნე წინადადება ჰილარი კლინტონის გუნდის წევრებს: „ხომ არ ეძებთ მრჩეველს ტექნოლოგიების საკითხებში? შეიძლება მომავალში დაგჭირდეთ ვინმე თეთრ სახლში ისეთ თანამდებობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ტექნოლოგიებთან ან მეცნიერებასთან?“ 

ჩემთან საუბარში მან პირველად არ ახსენა ჰილარი კლინტონი. თავს დემოკრატად მიიჩნევს ?

„მართალი გითხრათ, ასეთი შანსი რომ მქონდეს, ისევ ხმას ობამას მივცემდი.  ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე მომწონს ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში. მე არ მომწონს ის, რაც ჟღერს რესპუბლიკელთა დებატებში. მე მომწონს ბერნი სანდერსი (აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ვერმონტის შტატიდან, დამოუკიდებელი, დემოკრატიული პარტიის წევრი 2015 წლიდან) და ის, რისთვისაც ის იბრძვის, მაგრამ მეშინია, რომ ჩინეთის პოზიცია ამერიკაში ძლიერდება, და ჩვენ გვჭირდება ვინმე ცენტრიდან, ვინ წინ წაწევს მეცნიერებას ... ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილე,  ძალიან სახიფათო დროში შევდივართ“. 

ისევ ოდნავ გაკვირვებული ვარ.

იცინის: „დიახ. ბევრ მათგანს, ვინც წაიკითხა ჩემი გიჟური წიგნი, გაუკვირდება, როცა შეიტყობს, რომ მე შემეძლო ბლოკირება დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ან ხმის მიცემა მისთვის. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ ამას ახსენებთ. მაგრამ მე მაქვს ამბიციები   2024 და 2020 წლებთან დაკავშირებით“ .

„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ ტრანსჰუმანისტური პარტიის კანდიდატურა ვიქნები. შესანიშნავი იყო მისი შექმნა და ამ მოძრაობის ინტერესებში მუშაობა, მაგრამ მე ნამდვილად მინდა გამარჯვება. პასუხისმგებლობის აღება მსურს“.

„როდესაც თეთრ სახლს ვუყურებ, არ მშორდება ფიქრი: „ღმერთო, იქ რომ აღმოვჩნდე, რამდენ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სიახლეს დავნერგავდი. ომებს შევწყვეტდი“. ჩვენ შეწყვეტდით სისულელეების გაკეთებას. 80% -ით შევამცირებდით ციხის სისტემას და ფულს განათლებაში ჩავდებდით. ყველა მიიღებდა ისეთ განათლებას, რაზეც ყოველთვის ოცნებობდნენ“.

შემდეგ მისი ტაქსი მოვიდა, უნდა გამგზავრებულიყო. ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს, და მე ვუთხარი, რომ მოხარული ვიყავი მასთან რომ გავატარე დღე.

მე ვერ დავეთანხმები ყველა მის იდეას, მაგრამ თავად სიმპათიას იწვევს. ის ძალიან პირდაპირი და გულწრფელია, ვეუბნები მას.

„იმედი მაქვს, რომ ეს კარგია. - გაიცინა მან პასუხად. - თუ ცუდ მდგომარეობაში ჩამაყენებს?“

ის რომ პოლიტიკოსი იყოს ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით, ვფიქრობ, რომ ასეც იქნებოდა.

მაგრამ ზოლტან იშტვანი შეიძლება იყოც ნებისმიერი, მაგრამ ასეთი არა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised