среда, 12 августа 2020 г.

ალფა რითმებმი დაეხმარენ ადამიანებს მაგნიტური ველის შეგრძნებაში

 ალფა რითმებმი დაეხმარენ ადამიანებს  მაგნიტური ველის შეგრძნებაში


მეცნიერებმა ადამიანებში აღმოაჩინეს მაგნეორეცეპციის მექანიზმი (დედამიწის მაგნიტური ველის მგრძნობელობა). მათ დაადგინეს, რომ როდესაც მაგნიტური ველი იცვლება, ტვინის აქტივობის ამპლიტუდა ალფას დიაპაზონში (8-დან 13 ჰერცამდე) იცვლება. ამისათვის მეცნიერებმა გამოიყენეს სპეციალური ოთახი, რომელშიც მაგნიტური ველის ორიენტაცია იგივე ინტენსივობით იცვლებოდა. პრეპრინტი გამოქვეყნდა bioRxiv–ზე, ხოლო თვითონ სტატია პუბლიკაციისათვის მიიღეს ჟურნალში eNeuro.

მაგნეტორეცეპცია ბევრ ცოცხალ ორგანიზმს გააჩნია: ეს მათ ეხმარება მოძრაობის მიმართულების, სიმაღლის და ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დედამიწის გეომაგნიტური ველის მიმართ მგრძნობელობის გამო. ძირითადად მაგნიტორეცეპცია ბაქტერიებისთვის არის დამახასიათებელი, ასევე გვხვდება ზოგიერთ ხერხემლიანში, მათ შორის ფრინველებში, კუებსა და ზვიგენებში. ამ დრომდე, ჯერჯერობით, არ იყო ზუსტად ცნობილი, აქვთ თუ არა ადამიანებს მაგნიტორეცეპცია.

ამ საკითხში გარკვევა გადაწყვიტეს მეცნიერებმა კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტიდან კონი ვენგის (Connie Wang) ხელმძღვანელობით. მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ თუ ადამიანი ფლობს კიდევ მაგნეტორეცეპციას, ქცევაში იგი განსაკუთრებით აშკარად არ გამოვლინდება, როგორც სხვა ცოცხალ ორგანიზმებში, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ „შიდა კომპასი“, რადგან ჯერჯერობით ასეთმა კვლევებმა არ მიიღო დადებითი შედეგი. ამიტომ, მეცნიერების აზრით, მაგნიტურ ველში ცვლილებებზე რეაგირების მექანიზმი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ფიზიოლოგიური, და უნდა შეძლოს გარკვეულწილად გავლენა მოახდინოს (თუმც, არააშკარად) ქცევაზე. 

ამიტომ მეცნიერებმა გაზომეს ტვინის ელექტრული აქტივობა ელექტროენცეფალოგრაფიის გამოყენებით. ექსპერიმენტის მონაწილეები მოათავსეს ფარადეის გალიაში, განაცალკევეს დედამიწის ელექტრომაგნიტური ველისგან და კოჭების გამოყენებით, გალიის შიგნით ახორციელებდნენ მაგნიტური ველის ორიენტაციას. ადამიანის ტვინის აქტივობა იქნა გაანალიზებული იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება მაგნიტური ველის ორიენტაცია ექსპერიმენტში მონაწილესთან მიმართებაში.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაგნიტური ველიდან, რომელიც ზემოქმედებას ახდენდა მონაწილეზე, ტვინის აქტივობა იცვლებოდა ალფას დიაპაზონში (8-დან 13 ჰერცამდე), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის ორგანიზმს შეუძლია იგრძნოს ცვლილებები მაგნიტურ ველში. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით უცნობია, რომელი მექანიზმია პასუხისმგებელი ამგვარი ცვლილებების დასადგენად: მომავალში აუცილებელია შეისწავლონ, არსებობენ თუ არა სპეციალური უჯრედები, რომლებიც რეაგირებენ მაგნიტური ველის ცვლილებებზე, ან შეუძლია თუ არა ადამიანს „დაინახოს“ მაგნიტური ველი ისევე, როგორც ზოგიერთ ფრინველს, სპეციალური რეცეპტორების გამოყენებით. გარდა ამისა, მომავალში საჭირო იქნება იმის გარკვევა, შეძლებს თუ არა ადამიანი ეფექტურად გამოიყენოს თავიცი მაგნიტორეცეპცია, რათა დაადგინონ, მაგალითად, თავისი ადგილსამყოფელი სივრცეში აბსოლუტურ კოორდინატებთან მიმართებაში.

კიდევ ერთი უნარი, რომელსაც ცხოველები იყენებენ ნავიგაციისთვის, მაგრამ ადამიანებში ჯერ არ არის აღმოჩენილი, არის ექოლოკაცია. ორიოდ წლის წინ მეცნიერებმა შემოგვთავაზეს ექოლოკაციის შესაძლებლობის შესწავლის ახალი მეთოდი. 

==========


დუგლას კენრიკი
ინსტინქტები და ცხოვრების მნიშვნელობა. რატომ არის ჩვენში ამდენი ცხოველური?
აღწერა
თქვენს წინაშე ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის დუგლას კენრიკის წიგნია. ადამიანის ბუნების განხილვისას ევოლუციური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ ცივილიზებული ფასადის მიღმა საკმაოდ ველური შინაგანი არსია. მაგრამ, ფაქტობრივად, ადამიანების ირაციონალური ქცევა ღრმად რაციონალურია, მათ შორის რასობრივი ცრურწმენებიც და ზედმეტი მოხმარებაც. ავტორი ამჟღავნებს სოციალური პრობლემების, საერთაშორისო კონფლიქტებისა და გლობალური ბაზრების ჭეშმარიტ ბუნებას, მკითხველს განაფიცვიფრებს თვალსაჩინო მეტაფორებითა და არასტანდარტული ცხოვრებისეული მაგალითებით, აძლევს ახალ პასუხებს თანამედროვე რეალობის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised