среда, 19 октября 2022 г.

ცოტა რამ ნეიროლინგვისტური პროგრამირების და მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ

 http://crl-motiv.ru/vashe_otnoshenie_k_nlp

ცოტა რამ ნეიროლინგვისტური პროგრამირების და მის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ

  კითხვებზე პასუხობს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ნეიროლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი, სერბსკის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი მიამლინ ვადიმ ვიქტოროვიჩი.

ჩვენი საიტის სტუმრებმა გვთხოვეს მოკლედ გვესაუბრა ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) და მის მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

სიამოვნებით ვასრულებთ მათ თხოვნას.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. რა არის ეს, კარგია თუ ცუდია?

ნეიროლინგვისტური პროგრამირება მრისხანედ ჟღერს, მაგრამ მისი არ უნდა გვეშინოდეს.

 როდესაც ჩვენ მოვიფიქრეთ სახელი ნეიროლინგვისტური პროგრამირება, - ამბობს რიჩარდ ბენდლერი, ბევრმა თქვა: „ჟღერს როგორც გონების კონტროლი“, - თითქოს ეს ცუდია. მე ვუპასუხე: „დიახ, რა თქმა უნდა. თუ არ დაიწყებთ საკუთარი ტვინის კონტროლს და გამოყენებას, თქვენ მოგიწევთ მისი ბედის ანაბარა მიტოვება“.

ამის შესახებ ლესლი კამერონ-ბენდლერი წერს: „ალბათ, ვინმეს ჩვენი ტაქტიკა მანიპულირებად მოეჩვენება. თუ მანიპულირებას ყველა სასურველი ცვლილების გამოყენებას ვუწოდებთ, მაშინ ეს მანიპულირებაა“. 

შეიძლება თუ არა ნეიროლინგვისტური პროგრამირების განოყენებით კლიენტისთვის ზიანის მიყენება?

შეიძლება. თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიისა და მედიცინის ნებისმიერ მიმართულებაზე. მოუხერხებელი ან არაკეთილსინდისიერი გამოყენებისას ნებისმიერი ფსიქოლოგიური დახმარება, ნებისმიერი წამალი უკიდურესად საშიშია. აქედან მხოლოდ ერთი დასკვნის  გაკეთება შეიძლება: შარლატანებს ან გაუნათლებელ ადამიანებს კი არ უნდა მიმართოთ, არამედ კვალიფიციურ სპეციალისტებს. ამ პროფილის სპეციალისტისთვის ფსიქოლოგიის ან ფსიქოთერაპიის სფეროში საბაზისო განათლების არსებობა, ჩვენი აზრით, სავალდებულოა.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება ყოველთვის გამოიყენება?

   არის მთელი რიგი საკითხები, რომლებშიც ნეიროლინგვისტური პროგრამირება შეუცვლელია, არის სფეროები, სადაც სულ სხვა მიმართულებით არის საჭირო მუშაობა. ყველაფერს თავისი მიზანშეწონილება აქვს. ასე რომ, აქ საკითხი უფრო მეტად ფსიქოლოგის პროფესიონალიზმშია, რომელიც იყენებს ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდებს. როგორც ნებისმიერ მიმართულებას, ნეიროლინგვისტურ პროგრამირებასაც აქვს თავისი შეზღუდვები და უპირატესობები და, რამდენად მოქნილად და კომპეტენტურად შეძლებს ფსიქოლოგი გამოიყენოს თავისი პროფესიული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენი აზრით, დამოკიდებული იქნება შედეგი.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება - საუკეთესო ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების კონცენტრირებული გამოცდილებაა.

   ნეიროლინგვისტური პროგრამირების დამფუძნებლები, ჯონ გრინდერი და რიჩარდ ბენდლერი, ეყრდნობოდნენ არა აბსტრაქტურ თეორიებს, არამედ პრაქტიკულ მეთოდებს, რომლებიც მუშაობს და ძალიან კარგად მუშაობს. ისინი აკვირდებოდნენ საუკეთესო სპეციალისტების მუშაობას, როგორიცაა ვირჯინია სეიტირი, მილტონ ერიქსონი, ფრიც პერლსი, და სპეციალური ანალიზის შემდეგ გამოავლინეს ზოგადი პრინციპები, რომლებსაც ეს კორიფეები ინტუიციურად იყენებენ. ამის შემდეგ მათ ეს პრინციპები ისე მარტივად და ხელმისაწვდომად ჩამოაყალიბეს, რომ წარმატებით გამოიყენებდნენ არა მხოლოდ გენიოსები, არამედ უბრალო პროფესიონალებიც კი. შედეგად, ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდები ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. 

 ნეიროლინგვისტური პროგრამირების მნიშვნელოვანი უპირატესობა არის კარგად ჩამოყალიბებული დადებითი შედეგი.

  კარგად ჩამოყალიბებული შედეგი უნდა აკმაყოფილებდეს ხუთ პირობას. ესენია:

  1. იმის გარკვევა, თუ რა სურს კლიენტს რეალურად და არა ის, რაც მას არ სურს.

  2. კლიენტისთვის დახმარების გაწევა იმ შეგრძნებებზე წვდომის მისაღებად, რომელსაც ის მოიპოვებს მიზნის მიღწევით. თუ კლიენტი მიხვდება, რომ მას მოსწონს ეს შეგრძნებები, მისი გამბედაობა გაძლიერდება. თუ მოსალოდნელი შეგრძნებები არც თუ ისე მიმზიდველად გვეჩვენება, აუცილებელია მიზნის შეცვლა.

 3. განისაზღვროს სიტუაციების წრე, რომელში მიზანშეწონილია კლიენტის მიერ შეძენილი თვისებების გამოყენება და რომელში არა. მაგალითად, თუ კლიენტი იძენს შინაგან თავისუფლებას, მას შეუძლია წარმატებით გამოიყენოს ეს თვისებები ნაცნობებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან ურთიერთობისას, ამავდროულად სპეციალური უნარების ნაკლებობის ამ თვისებებით ჩანაცვლების მცდელობას შეიძლება მოჰყვეს ტრაგედია. მაგალითად, თუ ის, კარგი ალპინისტური მომზადების გარეშე შეეჩდება რთული აღმართის დალაშქრვას.

4. მიღწეული მდგომარეობის შენარჩუნების შესაძლებლობა. აღწერილი სასურველი შედეგი უნდა იყოს ისეთი, რომ კლიენტმა შეძლოს დამოუკიდებლად შეინარჩუნოს იგი შემდგომ ცხოვრებაში, ფსიქოლოგზე ან ვინმეზე დაყრდნობის გარეშე.

5. პოზიტიური „გვერდითი პროდუქტის“ შენარჩუნება.

   ხდება ისე, რომ კლიენტისთვის ამჟამინდელი, არასასურველი მდგომარეობა შეიცავს მისთვის საჭირო კომპონენტებს. მაგალითად, მას გულწრფელად სურს მოწევსს თავი დაანებოს, მაგრამ მოწევა ეხმარება მას კომფორტულად იგრძნოს თავი სხვა ადამიანებთან საუბრის დროს. აუცილებელია დავეხმაროთ მას ამ გრძნობის შენარჩუნებაში, მაგრამ მოწევის გარეშე. კარგად ჩამოყალიბებული შედეგი გულისხმობს „პოზიტიური გვერდითი პროდუქტის“ შენარჩუნებას.

ნეიროლინგვისტური პროგრამირება: მთავარია დავეხმაროთ კლიენტს მიიღოს წვდომა საკუთარ რესურსებზე.

სპეციალისტები ნეიროლინგვისტური პროგრამირების დარგში ვარაუდობენ, რომ მათთან დახმარებისთვის მისულმა ადამიანმა უკვე გამოიყენა მთელი თავისი ცნობიერი რესურსი, და ამან მას არ უშველა. მაგრამ მათ ასევე მიაჩნიათ, რომ სადღაც მის პირად ისტორიაში არის გამოცდილება, რომელიც შეიძლება გახდეს მისთვის რესურსი ამ აქტუალურ აუტანელ სიტუაციაში. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანებს აქვთ ყველა ის რესურსი, რომელიც სჭირდებათ, მაგრამ ქვეცნობიერში.

 მაგალითად, არ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანს არ შეუძლია იგრძნოს თავი თავდაჯერებულად სამსახურში, ის უბრალოდ არ გრძნობს იქ თავს თავდაჯერებულად. ის შეიძლება შესანიშნავად და თავდაჯერებულად გრძნობდეს თავს ჩოგბურთის კორტზე, მაგრამ ეს განცდა, ეს რესურსი არ არის დაკავშირებული მისთვის სამსახურში არსებულ სიტუაციასთან. ის არასოდეს აკავშირებდა ორ მდგომარეობას და ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს, არის ამ რესურსის აღება და მისი განთავსება იქ, სადაც საჭიროა, მისი მე-ს ეს დისოცირებული (დამოყოფილი) ნაწილების გაერთიანებისთვის. 

ამ მიზნით გამოიყენება რამდენიმე სპეციალური ტექნიკა: „ღუზების“, ვიზუალურ-კინესთეტიკური დისოციაციის დაყენება, პიროვნების ნაწილებთან მუშაობა.

კლიენტის საკუთარი გამოცდილების გამოყენებაზე დაყრდნობა ნეიროლინგვისტური პროგრამირების უზარმაზარი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზია. სასიამოვნოა, როცა ადამიანს არ აკისრებენ რაიმე უცხოს, მის პიროვნებასთან შეუთავსებელს, არამედ სთავაზობენ დაეყრდნო იმას, რაც მისთვის ახლო და ძვირფასია, მის პირად ისტორიას.

ნეიროლინგვისტურ პროგრამირება შეუძლია გადალახოს ფსიქოლოგიური შეზღუდვები, რომლებიც ბოჭავს პიროვნების თავისუფლებას.

დიდმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა ზიგმუნდ ფროიდმა ტყუილად არ თქვა, რომ მთელი მსოფლიო მისი კლიენტებია. მართლაც, თითოეულ ადამიანს აქვს ფსიქოლოგიური შეზღუდვები, ანუ რეალობის ასახვის ისეთი ელემენტები (სამყაროს სურათები), რომლებიც იწვევს ტანჯვას, ხელს უშლის ინდივიდის განვითარებას. და თუ ბევრი არ ეძებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მათ ეს არ სჭირდებათ, არამედ სხვა მიზეზების გამო: ისინი ან ვერ აცნობიერებენ თავიანთი პრობლემების სიღრმეს, ან არ სჯერათ, რომ ფსიქოლოგებს შეუძლიათ მათი დახმარება.  

ნეიროლინგვისტური პროგრამირების ფარგლებში შესაძლებელი გახდა სამი ფსიქოლოგიური პროცესის გამოვლენა, რომლებიც ნორმალური მიმდინარეობის დროს ხელს უშლიან განვითარებას, წარუმატებლობის შემთხვევაში კი ხელს აფერხებენ და ქმნიან შეზღუდვებს.

ეს პროცესებია: გენერალიზაცია, გამოტოვება და დამახინჯება.

განზოგადების (გენერალიზაციის) უნარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამყაროსთან ჩვენს ურთიერთობაში.

სასარგებლოა, მაგალითად, ცხელ ტაფაზე მიღებული დამწვრობის გამოცდილებიდან გამომდინარე, განზოგადების გზით მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ცხელ ტაფას არ უნდა შევეხოთ. თუმცა, თუ განვაზოგადებთ ამ გამოცდილებას და ვიტყვით, რომ ტაფები სახიფათოა, და ამის საფუძველზე მოვერიდებით ოთახებს, სადაც ისინი არის, ჩვენ ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე ზედმეტად შევზღუდავთ ჩვენს მოქმედების თავისუფლებას. 

დავუშვათ, რომ ბავშვმა, რომელიც პირველად იჯდა საქანელა სავარძელზე, გადაატრიალა ის, როდესაც ზურგზე ძლიერად მიეყრდნო. შედეგად, ის შეიძლება მივიდეს დასკვნამდე, რომ საქანელა სავარძელი  არ არის მყარი და აღარც კი ჰქონდეს მასში დაჯდომის მცდელობა. თუ ამ ბავშვის სამყაროს სურათზე (მოდელზე) საქანელა სავარძლები არ განსხვავდება ზოგადად სავარძლისგან და სკამისგან, მაშინ ყველა ეს უკანასკნელი ექვემდებარება წესს: არ მიეყრდნოთ ასეთი სავარძლის ზურგს! მეორე ბავშვს, რომელმაც შექმნა მოდელი, რომელიც მოიცავს განსხვავებას საქანელა სავარძლებსა და სხვა დასაჯდომ ნივთებს შორის, აქვს მეტი არჩევანი ამა თუ იმ ქცევის არჩევისთვის. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ის გამოიმუშავებს ახალ წესს ან განზოგადებას, რომელიც ეხება მხოლოდ ამ მზაკვრულ კონსტრუქციებს: არ დაეყრდნოთ საქანელა სავარძლის ზურგს. შედეგად, მას აქვს უფრო მდიდარი მოდელი და მეტი არჩევანის შესაძლებლობა.

გენერალიზაციის პროცესმა შეიძლება, მაგალითად, მიიყვანოს ინდივიდი ისეთი წესის ჩამოყალიბებამდე, როგორიცაა: „არ გამოხატო ღიად საკუთარი გრძნობები“. ზოგჯერ ამ წესს აქვს მნიშვნელობა. მაგრამ, როცა მას მისი ოჯახის ან მეგობრების მიმართ იყენებს, ადამიანი უარს ამბობს კომუნიკაციაში ექსპრესიულობაზე, რაც ამ შემთხვევაში სასარგებლოა. შედეგად, ის ზღუდავს ემოციური კონტაქტის მიღწევის შესაძლებლობას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მარტოობის, გაუცხოების გრძნობები.

მეორე მექანიზმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ან ეფექტურად გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ან განზრახ გავწიროთ საკუთარი თავი წარუმატებლობისთვის, არის გამოტოვება (ან გამორიცხვა).

გამოტოვება არის პროცესი, რომლითაც ჩვენ შერჩევით ვაქცევთ ყურადღებას ჩვენი გამოცდილების გარკვეულ ასპექტებს და გამოვრიცხავთ სხვებს. ეს ყურადღების ფოკუსირების, გარემოსთან გამკლავების საშუალებას გვაძლევს, რათა გარეგანმა სტიმულებმა არ შეგვიპყროს. ადამიანს შეუძლია (მაგრამ არა ყოველთვის, სამწუხაროდ) მოიშოროს ან გაფილტროს ერთი ადამიანის ხმა სხვადასხვა ხმაში, წაიკითხოს წიგნი, დაწეროს რაღაც, როცა მის სიახლოვეს სხვები უყურებენ ტელევიზორს, კამათობენ, წყლის პისტოლეტიდან ისვრიან, სწავლობენ კომპიუტერულ თამაშებს, ჩაქუჩს ხმარობენ და საერთოდ ყველანაირად გაჰყავთ დრო. ეს შესაშური უნარია. იმავე პროცესის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ დაბლოკონ ყურადღების და ზრუნვის გამოვლენის აღქმა, რომელსაც იღებენ სხვა, მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან. მამაკაცი, რომელიც კატეგორიულად იყო დარწმუნებული, რომ ხალხი უბრალოდ ვერ იჩენდა მის მიმართ ინტერესს, მეუღლის უყურადღებობას უჩივის. მასთან მისვლის შემდეგ თერაპევტი დარწმუნდა, რომ საქმე უფრო სხვაგვარადაა, ცოლი ქმარს ყურადღებითა და მზრუნველობით ეპყრობა და გარკვეულწილად ავლენს ამას. მაგრამ რადგან ეს გამოვლინებები ეწინააღმდეგებოდა გენერალიზაციას მის მიერ შემუშავებულ  საკუთარი ღირებულების მიმართ, მას ფაქტიურად არ ესმოდა ცოლის სიტყვები. ეს დადასტურდა, როდესაც თერაპევტმა მისი ყურადღება მიაპყრო ზოგიერთ გამონათქვამს. მან თქვა, რომ მისგან მსგავსი არაფერი სმენია.

დამახინჯება არის პროცესი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გარკვეულწილად გადავანცვლოთ გრძნობათა მონაცემების აღქმა. ამ პროცესის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ მომავლის დაგეგმვას ან ოცნებების რეალობად ქცევას. ჩვენ ვამახინჯებთ რეალობის იდეას ფანტაზიაში, ხელოვნებაში, თუნდაც მეცნიერებაში. ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნების ყველა ნაწარმოები წარმოიშვა აღქმის დამახინჯების შედეგად, ლიტერატურის ყველა დიდი ნაწარმოები, ძირითადი სამეცნიერო აღმოჩენები გულისხმობენ დამახინჯების, არსებული რეალობის გადანაცვლების წარმოჩენის უნარს. ადამიანები ასევე ამახინჯებენ წუთიერ რეალობას, როდესაც, მაგალითად, იმეორებენ სიტყვას, რომლით მოგვიანებით უნდა გამოვიდნენ.

იგივე მეთოდების გამოყენება შესაძლებელია საკუთარი გამოცდილების სიმდიდრის შესაზღუდად. ზემოთ მოყვანილ მაგალითში მამაკაცი იძულებული გახდა შეემჩნია ცოლის მხრიდან ყურადღების ნიშნები თერაპევტის ზემოქმედების შედეგად, მაგრამ მან მაშინვე დაამახინჯა ისინი. კერძოდ, ყოველ ჯერზე, როცა ისმენდა მის სიტყვებს, რომლებიც მიუთითებდნენ ყურადღებასა და მზრუნველობაზე, ღიმილით მიმართავდა თერაპევტს და ეუბნებოდა: „მას უბრალოდ რაღაც სჭირდება ჩემგან“. ამგვარად, ის თავს არიდებდა საკუთარი გამოცდილების მის მიერ შექმნილ სამყაროს სურათთან დაპირისპირებას, რამაც ხელი შეუშალა მას გამდიდრებულ შეხედულებებამდე მისვლაში და  ცოლთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებაში.

ნეირო-ლინგვისტურმა პროგრამირებამ შეიმუშავა სპეციალური მეთოდები, რომელიც ხელს უწყობს შეფერხების გამოსწორებას განზოგადების, გამოტოვების, დამახინჯების პროცესებში და აღმოფხვრის ფსიქოლოგიურ შეზღუდვებს. ეს მეთოდები მოიცავს ინსცენიზირებას (გამოცდილების უშუალო გამეორებას), მიმართულ ფანტაზიას, ფსიქოთერაპიულ ორმაგ კავშირებს, ინკონგრუენტობის (ურთიერთობის დროს წარმოქმნილი ურთიერთსაწინააღმდეგო შეტყობინებების) დაძლევას და, რა თქმა უნდა, მეტამოდელს (ლინგვისტური საშუალებების ნაკრებს შეცდომების გამოვლენის და გამოსწორებისთვის კლიენტის სამყაროს სურათში).


ნეიროლინგვისტური პროგრამირების მნიშვნელოვანი უპირატესობაა პიროვნების ნაწილებთან ეფექტური მუშაობა.

ნეიროლინგვისტური პროგრამირების დამფუძნებლებმა რ. ბენდლერმა და დ. გრინდერმა ფსიქოლოგიის კლასიკოსებთან ზ.ფროიდთან, კ.იუნგთან და ე.ბერნთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პიროვნების ნაწილების სწავლებაში.

სპეციალისტები ნეიროლინგვისტური პროგრამირების დარგში აღმოფხვრიან წინააღმდეგობებს, რომლებიც წარმოიქმნება პიროვნების სხვადასხვა ნაწილს შორის, რაც შლის ბევრ კონფლიქტს, საშუალებას აძლევს ადამიანს იმოქმედოს თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, პიროვნების ნაწილებთან მუშაობა ყველა ფსიქოლოგმა წინა პლანზე უნდა დააყენოს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ პარადიგმაში მუშაობს. ჩვენი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურად არის გადმოცემული ცენტრ „მოტივის“ ვებგვერდზე, გვერდზე „ჩვენს შესახებ“.


ნეიროლინგვისტური პროგრამირება მუშაობს არა მხოლოდ ეფექტურად, არამედ სწრაფად.

 ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით ამაში, როდესაც ფსიქოლოგიური დახმარების ამ სფეროს მეთოდების გამოყენება აქტუალური აღმოჩნდა. სხვა საქმეა, რომ ჩვენი მუშაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ნეიროლინგვისტური პროგრამირებით, რადგან არის სიტუაციები, როცა საჭიროა სხვა ტექნიკის გამოყენება. მაგალითად, „ტვინის შტორმი“, პიროვნების ნაწილებთან მუშაობის სპეციალური მეთოდიკა. 

თუმცა, ზემოაღნიშნული, არ ამცირებს ნეიროლინგვისტური პროგრამირების მნიშვნელობას. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ისევე როგორც ჩვენი მიდგომა, არ აცხადევს პრეტენზიას იმაზე, რომ მოიცვას თვალუწვდენელი, გადაჭრას ყველა შესაძლო ფსიქოლოგიური პრობლემა.

               

https://indicator.ru/label/nejrolingvisticheskoe-programmirovanie
ნეიროლინგვისტური პროგრამირება
ნეიროლინგვისტური პროგრამირება (ნლპ; ინგლ. Neuro-linguisticprogramming, NLP) მიმართულებაა თეორიულ და პრაქტიკულ ფსიქოლოგიაში. არ არის აღიარებული აკადემიური საზოგადოების მიერ. ნეიროლინგვისტური პროგრამირების მიზანია შეცვალოს ადამიანის ქცევა „დააპროგრამოს“ ის სხვადასხვა სიტყვიერი სიგნალების გამოყენებით გარკვეულ მოქმედებებზე.
ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთ-ერთი ძირითადი დებულებაა მტკიცება იმისა, რომ თითოეული ადამიანი ატარებს ფარულ ფსიქიკურ რესურსებს, რომლებიც ქვეცნობიერშია. ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტს ამ ფარული რესურსების ამოღებაში და ასწავლოს როგორ გამოიყენოს ისინი დასახული მიზნების მისაღწევად.
ნეიროლინგვისტური პროგრამირება შეიქმნა 1960-იან და 1970-იან წლებში შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგის რიჩარდ ბენდლერის და ლინგვისტის ჯონ გრინდერის მიერ. მათი ერთ-ერთი პირველი წიგნი ნეიროლინგვისტური პროგრამირების შესახებ - „მაგიის სტრუქტურა“, აღწერს ტექნიკას, რომელსაც შემქმნელები უწოდებენ „თერაპიულ მაგიას“. ავტორები თვლიან, რომ რეალობა სუბიექტურია და განისაზღვრება ჩვენი შეხედულებებითა და ქცევით. ამიტომ  სავსებით შესაძლებელია ქცევის შეცვლა, ისევე როგორც რწმენის.
ნეიროლინგვისტური პროგრამირება ყოველთვის ითვლება ფსიქოლოგიის პარასამეცნიერო მიმართულებად. არაერთი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარდა ნეიროლინგვისტური პროგრამირების ეფექტურობის შესასწავლად, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათ დაადასტურეს ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდიკის არაეფექტურობა და მათი მეცნიერული დასაბუთების ნაკლებობა.
ამჟამად ნეიროლინგვისტური პროგრამირებას პრაქტიკაში ძირითადად ახორციელებენ ტრენინგ კომპანიები, ასევე კომერციული ორგანიზაციები პერსონალის ფსიქოლოგიურ ტრენინგში.

==

http://nlp.ee/p/1042-pereklju4atel
გადამრთველი (ნეიროლინგვისტური პროგრამირების მეთოდიკა)
გადამრთველი, ტექნიკა - ნეგატიური აკვიატებული მოთხოვნილების „გადართვის“ ტექნიკა, რომელსაც ცნობიერება არ აკონტროლებს: რთული მოგონებების გამოცდილება, საშინელებების წარმოდგენა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, საყვარელი ადამიანების შეურაცხყოფა, ახალი რესურსის მიმართულებით მოძრაობა.
გადამრთველი შედგება სამი ძირითადი ელემენტისგან:
1. საკვანძო წარმოდგენის არჩევა, საიდანაც წარმოებს გადართვა (საკვანძო წარმოდგენა ეწოდება სტიმულს, რომელიც იწვევს არასასურველ ქცევას).
2. საკუთარი თავის სასურველი წარმოდგენის შემუშავება, რომელშიც ხდება გადართვა (საკუთარი თავის სასურველი წარმოდგენა ეწოდება სტიმულს, რომელიც იწვევს სიტუაციისთვის სასურველ უნარებსა და თვისებებს, და სადაც ვლინდება აკვიატებული იმპულსი).
3. წამყვან სუბმოდალობებში ცვლილებების გამოყენება ორივე წინა სტიმულის დასაკავშირებლად (წამყვანი ეწოდება იმ სუბმოდალობებს, რომელთა ცვლილებაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს კლიენტის რეაქციაზე).
როდესაც ეს ორი სტიმული ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ძირითადი წარმოდგენა, რამაც გამოიწვია არასასურველი ქცევა, ახლა ავტომატურად იწვევს საკუთარი თავის სასურველ წარმოდგენას. ამრიგად, გადამრთველი არის ფსიქიკური უნარების გარდაქმნის მეთოდი.
ნაბიჯი 1. გაარკვიეთ პრობლემა ან შეზღუდვა.
ნაბიჯი 2. შეაგროვეთ ინფორმაცია: დაადგინეთ რა იწვევს არასასურველ ქცევას:
ა) რა გარე სტიმული იწვევს ამ პროცესს?
ბ) რა პროცესს მივყავართ გარე სტიმულიდან არასასურველ ქცევამდე? რა არის მთავარი წარმოდგენა, რომელიც საბოლოოდ იწვევს არასასურველ ქცევას? რა არის წამყვანი სუბმოდალობები და როგორ იცვლება ისინი; როგორ აძლიერებენ ისინი კლიენტის რეაქციას საკვანძო წარმოდგენაზე?
ნაბიჯი 3. შეამოწმეთ ჰიპოთეზა.
წარმოიდგინეთ თავი კლიენტის ადგილზე იმ მომენტში, როდესაც იწყება არასასურველი რეაქცია. თუ არ შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს პროცესი იგივე შედეგით, შეაგროვეთ დამატებითი ინფორმაცია.
ნაბიჯი 4. Предложите клиенту выработать желательное представление о себе შესთავაზეთ კლიენტს შეიმუშაოს სასურველი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
სასურველი წარმოდგენის კრიტერიუმები:
ის დისოცირებულია;
ის ნიშნავს თვისებებს, მახასიათებლებს და შესაძლებლობებს და არა ქცევის კონკრეტულ ფორმებს;
ის იგივეა მოდალობაშია, რაც საკვანძო წარმოდგენა.
ნაბიჯი 5. შეამოწმეთ სუბმოდალობა საკუთარი თავის სასურველ წარმოდგენაზე.
ნაბიჯი 6. შეგროვებული ინფორმაციის მიმოხილვა:
ა)  როგორ ცვლის, აძლიერებს ან ასუსტებს ორი წამყვანი სუბმოდალობა კლიენტის რეაქციას საკვანძო წარმოდგენაზე?
ბ) როგორ შეუძლია იგივე ორივე სუბმოდალობის შეცვლას გააძლიეროს ან შეასუსტოს საკუთარი თავის სასურველი წარმოდგენა?
ნაბიჯი 7. დაუკავშირეთ საკვანძო წარმოდგენა საკუთარი თავის სასურველ წარმოდგენას:
ა) ჩამოაყალიბეთ, თუ როგორ უნდა გამოიწვიოთ ჯერ ინტენსიური რეაქცია საკვანძო წარმოდგენაზე და შემდეგ შეამციროთ ეს რეაქცია მინიმუმამდე;
ბ) ჩამოაყალიბეთ, თუ როგორ უნდა გამოიწვიოთ ჯერ საკუთარი თავის სასურველი წარმოდგენის მიმზიდველობა მინიმალურ დონეზე და შემდეგ გააძლიეროთ ეს რეაქცია მაქსიმალურ მიმზიდველობამდე;
გ) დააპროექტეთ გადამრთველი ისე, რომ ზემოთ აღწერილი ა) და ბ) ერთდროულად მოხდეს. სთხოვეთ კლიენტს სწრაფად გადართოს გადამრთველი ხუთჯერ მხოლოდ ერთი მიმართულებით, მაგრამ არა წინ და უკან.
ნაბიჯი 8. გააკეთეთ მიდგომა მომავლისადმი და ჩაატარეთ ეკოლოგიური შემოწმება.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised