среда, 19 октября 2022 г.

ტ.ნიკოლს: ექსპერტიზის სიკვდილი. როგორ კლავს ინტერნეტი სამეცნიერო ცოდნას აღწერა

 https://www.meloman.kz/nauka-i-tehnika-18617/nikols-t-smert-jekspertizy-kak-internet-ubivaet-nauchnye-znanija.html

ტ.ნიკოლს: ექსპერტიზის სიკვდილი. როგორ კლავს ინტერნეტი სამეცნიერო ცოდნას

აღწერა

 ჩვენ ვიცით, რომ გლუტენი საშიშია. დარწმუნებული ვართ, რომ ვაქცინაცია არ არის საჭირო. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენს შვილებს არასწორ გზას ასწავლიან. ჩვენ უკეთ ვიცით, რადგან ჩვენ ვართ ნამდვილი ექსპერტები და არა ეს „ბრძენნი“ დიპლომებით და სამეცნიერო ხარისხით. ამ წიგნის ავტორი ტომ ნიკოლსი ამერიკელი მეცნიერი და პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და „საკუთარი თამაშის“ ამერიკული ანალოგის Jeopardy!-ის ხუთგზის ჩემპიონი.  „ექსპერტიზის სიკვდილი“ არ არის მხოლოდ საზოგადოებაში არსებული ტენდენციების შესწავლა, არამედ მოწოდება დავფიქრდეთ იმაზე, თუ რატომ ხდება ეს, და, რაც მთავარია, რა შეიძლება გამოიწვიოს მან. რატომ სჯერათ განათლებულ, წარმატებულ ადამიანებს საეჭვო საიტებიდან მოპოვებული ინტერნეტ ზღაპრების? რატომ არის, რომ ბლოგერების და ინტერნეტ სელებრიტის მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებშიც ისინი ექსპერტები არ არიან, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ნამდვილი ექსპერტ- სპეციალისტების, პროფესიონალებისა და მეცნიერების სიტყვა? ძალიან დროული წიგნია, რომელიც გაიძულებს დაფიქრებას და რაციონალურად აზროვნებისკენ გიბიძგებს. 2017 წლის საუკეთესო წიგნი Amazon-ზე ნონ ფიქშნის კატეგორიაშია. 

ამერიკელი პროფესორის, პოლიტოლოგისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის ტომ ნიკოლსის წიგნი გამაფხიზებლად იმოქმედებს თანამედროვე საზოგადოებაზე, ის ყველა განათლებულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

„ჩვენ ვცხოვრობთ საექსპერტო ცოდნის სიკვდილის ეპოქაში, - ამბობს ავტორი, - დღეს ყველას ჰგონია, რომ ყველაფერში ერკვევა, მედიცინისა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაწყებული საკითხებით, საერთაშორისო პოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო პოლიტიკამდე და მდგომარეობამდე“. 

წავიდა ის დრო, როცა ექსპერტები, ისეთი პროფესიების წარმომადგენლები, როგორებიც არიან ექიმები, იურისტები, მასწავლებლები, თავიანთ სფეროში უდავო ავტორიტეტებად ითვლებოდნენ და მათ მოსაზრებებს ენდობოდნენ. ალბათ ინტერნეტის ბრალია, ყოველ შემთხვევაში, ნაწილობრივ მაინც - თავისი თავისუფალი ენციკლოპედიებით, სოციალური ქსელებით და ინფორმაციის გავრცელების მუდმივად მზარდი სიჩქარით. დღეს უბრალო ადამიანების თვალში ექსპერტები არიან არა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე აკადემიკოსები და პროფესიონალები, არამედ ბლოგერები, საჯარო პიროვნებები, რომლებიც გამოთქვამენ თავიანთ აზრს სხვადასხვა საკითხზე. დღეს მოდურია და კარგ ტონადაც ითვლება, კამათი აღიარებულ სპეციალისტებთან, საკუთარი აზრის დაცვა ყველა სახის სოციალურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ საკითხებზე. მაგრამ სად მიგვიყვანს ეს და ხომ არ დაბრუნდება თუ არა მსგავს გზაზე ჩვენი საზოგადოება შუა საუკუნეებში?

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised