среда, 19 октября 2022 г.

ა. ჰოხშილდის „ემოციური შრომის“ კონცეფციის შესახებ

 https://redpsychology.wordpress.com/2015/10/26/о-концепции-эмоционального-труда-а-х/

ა. ჰოხშილდის „ემოციური შრომის“ კონცეფციის შესახებ 


        ა. ჰოხშილდის წიგნი „მართვადი გული: ადამიანის გრძნობების კომერციალიზაცია“ (1983) წარმოადგენდა ემოციური შრომის ფენომენის შესწავლის დასაწყისს პროფესიული საქმიანობის სფეროში ...

       ჰოხშილდი უწოდებს ემოციურ შრომას (emotional labor)  ემოციურ მუშაობას, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობასა და პროფესიაში, ანუ წარმოადგენს ანაზღაურებადი შრომის ნაწილს, ფასიან ან ფულად ემოციურ სამუშაოს. ემოციური შრომა განსაკუთრებით შესამჩნევია იმ საქმიანობასა და პროფესიებში, რომლებსაც ახასიათებს პირისპირ ან ხმა-ხმისკენ ურთიერთქმედება, საზოგადოებასთან კონტაქტი, კლიენტთა ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედების სურვილი და ადმინისტრაციული კონტროლი მუშაკების ემოციებზე. მრავალი თვალსაზრისით, ეს ეხება სოციალური სახელმწიფოს პროფესიებს (ან რუსი ჩინოვნიკების ტერმინოლოგიით, „სოციალური სფეროს“). მუშაკებს აქეზებენ „საჭირო“ ემოციების გამოსახვას და განცდას კლიენტზე ზემოქმედების მიზნით. ჰოხშილდის აზრით, ემოციური შრომა განსხვავებული სახით შეიძლება აღმოჩნდეს სხვა საქმიანობასა და პროფესიებში, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს.

       ჰოხშილდი თვლის, რომ თანამედროვე შრომით ურთიერთობებში ერთვება გრძნობების ტრანსმუტაციის არ გარდაქმნის პროცესი. საუბარია გრძნობების კომერციალიზაციაზე, როდესაც ემოციები - ხშირად გაუცნობიერებლად - „კერძო სფეროდან“ გადადიან საჯაროში და ხდება მათი კლიენტისთვის დემონსტრირება [Hochschild, 2003a. გვ.19]. თანამედროვე საზოგადოებებში, ადამიანის მიერ ემოციის მართვის უნარი იყიდება და რეგლამენტირებულია: სერვისი ან პროდუქტი იყიდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმა შესრულებით. ამავე დროს, ამას აცნობიერებენ, როგორც მუშაკები, ისე კლიენტები. გამოხატული ემოციური თავაზიანობა და სითბო სამომხმარებლო საზოგადოების დამახასიათებელი თვისება. ჰოხშილდი თვლის, რომ თანამედროვე საზოგადოებაში, კრიტიკულად იზრდება ემოციური მუშაობისა და ემოციური შრომის მოცულობა და ინტენსივობა.

       მუშაკები ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად და, უფრო ფართო გაგებით, ემოციური კულტურის მითითებებით, თრგუნავენ თავის რეალურად განცდილ ემოციებს და ასახავებენ ან ახალისებენ საჭირო ემოციებს კლიენთა მოზიდვის მიზნით, რათა მიიღონ მოგება. როდესაც გამოხატული გრძნობები რეგულარულად ეწინააღმდეგება შინაგან გრძნობებს, ან გამოეყოფა მათ, ჰოხშილდის თქმით, მოსალოდნელია „თვითგაუცხოება“, მე-ს გრძნობის დაკარგვა, „ემოციური დისონანსი“, რომელსაც აქვს შედეგები სხვა ურთიერთობებისთვის. ეს გაუცხოება ტიპიურია თანამედროვე საზოგადოებისთვის, სადაც აუცილებელია მომუშავეთა ემოციური გამოცდილების კონტროლი ორგანიზაციის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. [Hochschild, 1990]. ჰოხშილდი მიიჩნევს ამ დისონანსს, ან ემოციურ გაუცხოებას, როგორც იდენტობის პრობლემას და თავის შრომებში განიხილავს მისი დაძლევის გზებს [Hochschild, 2011].

         ემოციური შრომა დამახასიათებელია როგორც თანამედროვე კაპიტალიზმისთვის ზოგადად, ისე სოციალური სახელმწიფოსთვის, და ღრმად აისახება ადამიანის შინაგან სამყაროზე. ჰოხშილდის აზრით, ზედაპირული შესრულება იწვევს გაუცხოებას ინდივიდის „ნამდვილი“ მე-დან, ხოლო ღრმა შესრულება - მისი მე-ს ცვლილებას [Hochschild, 2003а. P. 186–188]. ორგანიზაციული კულტურის გავლენის ქვეშ მომუშავეთა გრძნობები იცვლება და „ღიმილი, განწყობა, განცდა ან დამოკიდებულება ეკუთვნის უფრო ორგანიზაციას, და არა ინდივიდის მე-ს“ [Hochschild, 2003а. P. 198]. ამასთან, მუშები აცნობიერებენ ამ სიტუაციას, რაც ემოციური შრომის ხარჯებს იწვევს, და ორგანიზაციების მხრიდან ზეწოლას შეუძლიათ გაუწიონ წინააღმდეგობა, რომლებიც მეტი მოგების მიღების მიზნით მუშებს აიძულებენ უფრო ინტენსიურად მუშაობას, მათ შორის ემოციური შრომის სფეროში.


ემოციური შრომის კონცეფციის კრიტიკა და მოდიფიკაცია შრომის მარქსისტულ სოციოლოგიაში

         მუშაობის შემდგომმა კვლევებმა აიტაცეს ჰოხშილდის იდეები ემოციური შრომის, შრომის გენდერული სტრატიფიკაციის, შრომის სერვისული ხასიათის და საზოგადოების იმ ფენებისათვის დამახასიათებელი ემოციური შრომის სტრატიფიკაციის შესახებ, რომლებიც უშუალოდ აღმოჩნდებიან  საქონლისა და მომსახურების მომხმარებლების პირისპირ. პ. ბრუკი აღნიშნავს, რომ ჰოხშილდის მიდგომა ემოციური შრომის განხილვისადმი საფუძველი გახდა ამ თეორიის გამოყენებისთვის ზოგადად კაპიტალისტური საზოგადოების ანალიზისთვის [Brook, 2009b. P. 27]. აქ განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა მარქსისტულად ორიენტირებული კვლევები [Taylor, 1998; Mulholland, 2004; Taylor, Bain, 2003a; Taylor, Bain, 2003b], რომლებიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ კლასობრივ ანალიზს, ვიდრე ჰოხშილდი, რაც მათ საშუალებას აძლევს უფრო დეტალურად გაანალიზონ ემოციური შრომის მუშაკების მხრიდან ორგანიზაციიდ მოთხოვნებისადმი წინააღმდეგობის პროცესები.

        პ. ბრუკმა სცადა ა. რ. ჰოხშილდის თეორიული ემოციური შრომის დაკავშირება კ. მარქსის გაუცხოების თეორიასთან. მისი თვალსაზრისით, ჰოხშილდის წიგნი „მართვადი გული“ ატარებს პოლიტიკურ და ანტიკაპიტალისტურ ხასიათს [Brook, 2009b. P. 8–9]. ამასთან ის აკრიტიკებს ჰოხშილდს იმის გამო, რომ ის განიხილავს მხოლოდ მარქსის თეორიაში წარმოდგენილი ორი ტიპის გაუცხოებას. კაპიტალისტურ საზოგადოებაში, მარქსის თანახმად, გაუცხოების ოთხი ტიპი არსებობს: შრომის პროდუქტიდან და წარმოების პროცესისგან, ადამიანის გაუცხოება მისი სახეობის არსებისგან და ადამიანებისა ერთმანეთისგან. პირველი ორი უკავშირდება შრომით პროცესს, დანარჩენები - მთლიან საზოგადოებას.  ჰოხშილდი ამ პროცესს განიხილავს მხოლოდ შრომითი ურთიერთობის ჩარჩოებში, არ ავრცელებს მას სოციალურ ურთიერთობებზე. ამიტომ ჰოხშილდმა, ბრუკის აზრით, ბოლომდე ვერ შეძლო ემოციური შრომის იდეის რეალიზება [Brook, 2009b. P. 9–10].

        რა კავშირშია მარქსის გაუცხოების თეორიასა და ემოციური შრომის თეორიას შორის? პირველი ტიპი, რაზეც მარქსი მიუთითებდა, წარმოების პროდუქტისგან გაუცხოებაა. ჰოხშილდის აზრით, წარმოების პროდუქტისგან გასხვისება იწვევს ემოციურ დისონანსს და, როგორც შედეგი, პროფესიულ გამოფიტვას, დასაქმებულის მიერ „რეალური მე-ს“ დაკარგვას. პ. ბრუკის პოზიციიდან, ჰოხშილდის მიერ აღწერილი პროცესები უფრო „საშიშია“ ადამიანის კეთილდღეობისთვის, ვიდრე ის, რაც მარქსს ჰქონდა მხედველობაში  [Brook, 2009b. P. 15–16].

        მეორე ტიპია წარმოების პროცესისგან გაუცხოება. გაუცხოების ამ ტიპის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მუშაკი კარგავს კონტროლს შრომის პროცესზე, არ განსაზღვრავს მისთვის მუშაობის ოპტიმალურ პირობებს, არ აკონტროლებს ძალისხმევის რაოდენობას და არ ანაწილებს სამუშაო დროს. ადმინისტრაცია ან მენეჯმენტი განსაზღვრავს ყველა ამ ასპექტს დირექტიული მეთოდებით, კომპანიისთვის ყველაზე ოპტიმალური გზით. ჰოხშილდი აღნიშნავს, რომ „წარმოების“ ორგანიზაცია მომსახურების სფეროში, როგორც ჩვეულებრივი წარმოება, წარმოადგენს იერარქიას, სადაც ისინი, ვინც ქვევით იმყოფებიან, წარმოადგენენ უსახო მუშა ძალას, რომელსაც აკონტროლებენ მაღალი რგოლის მენეჯერები. მოსამსახურემ უნდა წარმოაჩინოს ან განიცადოს მკაცრად განსაზღვრული ემოციები კლიენტთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება ადმინისტრაციული სანქციები. მუშაკი ხდება კომპანიის ერთგვარი პერსონიფიკაცია, „ღიმილის წარმოების ქარხნის“ ერთ-ერთი ინსტრუმენტი [Hochschild, 2003a. P. 21].

       პ. ბრუკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ემოციური შრომის თეორიის განხილვა სხვა ორი ტიოუს გაუცხოებასთან დაკავშირებით [Brook, 2009b. P. 18]. პირველი მათგანი, მუშის გაუცხოებაა საკუთარი თავისგან, როგორც სახეობის წარმომადგენელთან, რაც დაკავშირებულია ინდივიდის იდენტოვის განადგურებასთან. თავის მოჩვენების, მხოლოდ საჭირო გრძნობების დემონსტრირება ჩვევად იქცევა და ხდება პირადი ცხოვრების ნაწილი. ჰოხშილდი თვლის, რომ საკუთარი ემოციების, საკუთარი „ჭეშმარიტი მე-ს“ მოხერხებული მართვა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული უთანხმოების გრძნობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების თავიდან აცილებას. ჰოხშილდის თეორიის განსხვავება მარქსისტულ თეორიისგან მდგომარეობს იმაში, რომ, მისი აზრით, გაუცხოება ინდივიდუალურია, მას განიცდიან ცალკეული ინდივიდები, მისი გადალახვა შესაძლებელია შრომითი პროცესის რეორგანიზაციის გზით, მაშინ როდესაც, მარქსის თანახმად, გაუცხოება  მთლიანად საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კოლექტიური გრძნობაა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ჰოხშილდის კონცეფციის დამატება ემოციური გაუცხოებით გამოწვეული ქცევის კოლექტიური ფორმების შესწავლით.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised