среда, 19 октября 2022 г.

ლ. მამფორდი ცხოვრების მექანიკური რიტმი

 https://scepsis.net/library/id_938.html


ლ. მამფორდი

ცხოვრების მექანიკური რიტმი


       თანამედროვე მანქანური ცივილიზაციის ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა მისი მოწესრიგებულობა დროში. გაღვიძების მომენტიდან ჩვენი მთელი დღე საათობით არის გაწერილი. თუ გვიან გაიღვიძებთ - დაისჯებით: მოგიწევთ საუზმის გადაყლაპვა ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად და მატარებლისკენ სირბილით წასვლა; საბოლოოდ შეიძლება სამსახურიდანაც კი გაგათავისუფლონ ან არ დაგაწინაურონ. საუზმეს, სადილს, ვახშამს აქვს თავისი კონკრეტული საათი და მკაცრად შეზღუდულია დროში. ადამიანი იწყებს მუშაობას და ასრულებს მას, ემორჩილება საათს-ავტომატს, და თუ ადამიანი, რომელიც ასე მწვავედ არ არის დამოკიდებული საათზე, მოიხიბლემა მდინარეში კალმახით ან მდელოზე იხვებით, მას მაშინვე მიანიშნებენ, რომ მისი სულიერი იმპულსებით მთვრალზე უკეთესი არაფრით არ არის.

        კაპიტალიზმის პირობებში განრიგი არ არის მხოლოდ კოორდინაციისა და ურთიერთდაკავშირების საშუალება რთულ სისტემაში: დრო, ისევე როგორც ფული, ხდება დამოუკიდებელი ფაქტორი და იძენს მის სასაქონლო ღირებულებას. სკოლის მასწავლებელი, იურისტი, ექიმიც კი, რომელიც ყოველ ოპერაციას გეგმავს, არანაკლებ მკაცრი გრაფიკით მოქმედებენ, ვიდრე მემანქანე, რომელსაც მატარებელი მიჰყავს.

ორგანიზმის გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესების რეგულარულობა - საკვების მიღება და დაშლის პროდუქტების გამოყოფა - ინარჩუნებს ჯანმრთელობას, მაგრამ რაც შეეხება დასვენებას, გართობას, სქესობრივ აქტს, ყველაფრის საათის და გრაფიკის მიხედვით კეთების ჩვევა იწვევს მოწყენილობას და შეიძლება დამღუპველიც იყოს.

         შემთხვევითობის, გაუთვალისწინებელის, ახირებულის გამოყენება ისეთივე აუცილებელია - თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით - როგორც დაგეგმვისა და მოწესრიგების გამოყენება: სადაც შემთხვევითი იმპულსები სრულიად გამორიცხულია, დაგეგმმრების უპირატესობაც იკარგება.

        მოკლედ, მექანიკური რიტმი არ არის აბსოლუტური. ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელობის, კომფორტის და არსებობის ბუნებრივი ხალისის დაკარგვის ფასად მიჩვეულნი არიან დაემორჩილონ მექანიკურ რიტმს, მძიმედ განიცდიან ამ ჩაგვრას და საბოლოოდ, ცხოვრება ქარიშხლიანი იმპულსების გარეშე, დასვენების გარეშე, შეიძლება აუტანელი გახდეს მათთვის.

         დიახ, ჩვენი ცხოვრება ექვემდებარება მექანიკურ რიტმს, მაგრამ არ შეიძლება იმის არდანახვა, რომ დიდწილად ეს თანამედროვე მექანიზაცია გამოწვეულია სურვილით, როგორმე გავუმკლავდეთ სივრცისა და დროის უზარმაზარ მასშტაბებს, რომელშიც იძულებულნი ვართ ვიარსებოთ. და აქ ჩნდება კითხვა, არის თუ არა აშკარა ტექნიკური მიღწევები, როგორიცაა ტელეფონი, საბეჭდი მანქანა და ავტომობილი, ნამდვილად ასე სასარგებლოა, ხომ არ ართმევენ მათ უფრო მეტ ძალას და ენერგიას, ვიდრე ზოგავენ, და ხომ არ იწვევს ხელშესახებ მატერიალურ დანაკარგებს, რადგან ზრდის მიმოწერის მოცულობას და ტემპს, ყველა სახის კავშირის და გადაადგილების სრულიად არაპროპორციულია ნამდვილი საჭიროების მიმართ.

        ჩვენს დროში შორეული ძალიან მიუახლოვდა, და გარდამავალი ახლა ისეთივე წონადი, როგორც ხანგრძელი. დღის ტემპი აჩქარდა მყისიერი ურთიერთობის შესაძლებლობის გამო, მაგრამ ცხოვრების რიტმი გახდა დანაწევრებული, წყვეტილი: რადიო, ტელეფონი, გაზეთები ხმაურით ითხოვენ ყურადღებას, და აქტიური გამაღიზიანებლების მრავალფეროვნებას შორის ადამიანს სულ უფრო უჭირს ორიენტაცია, მის ირგვლივ სამყაროს თუნდაც ნაწილის გააზრება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ თავი ისე იგრძნოს, როგორც ბატონ-პატრონმა.

        ვაჭრობა და პოლიტიკა დაუნდობლად ექსპლუატირებენ ტექნიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალ პროდუქტიულობას, თანამშრომლობას, აღქმის სისწრაფეს, მაგრამ ჯერჯერობით, მოუწესრიგებელი და თავაწყვეტილი ტექნიკა მხოლოდ აფერხებს იმ მიზნების მიღწევას, რისთვისაც ის არსებობს. ჩვენ ვამრავლებთ ტექნიკურ სიახლეებს, მაგრამ საერთოდ არ ვამრავლებთ ადამიანის მიერ მათი აღქმისა და გონივრულად გამოყენების უნარს. გარე სამყარო მტკიცედ და გამუდმებით გვაკისრებს ამ სიახლეებს - საწიროს და არასაჭიროს - ამიტომ შინაგანი სამყარო სულ უფრო უბადრუკი და უფორმო ხდება: აქტიური შერჩევა გზას უთმობს პასიურ შთანთქმას, და ამ ყველაფერს ადამიანი მიჰყავს იქამდე, რასაც მარჯვედ უწოდებენ „პიროვნების არასრულფასოვნებას“.

        მათთვის, ვინც ფლობდა მანქანებს, რომელთა სიმდიდრე და მდგომარეობა საზოგადოებაში მათზე იყო დამოკიდებული, მათი დანერგვის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ ისინი სულ უფრო მეტად აიძულებდნენ მუშას მოეხმარა მანქანების პროდუქცია, ხოლო ინჟინერს და მწარმოებელს - გაევსო ბაზარი უვარგისი პროდუქტებით (როგორიცაა უსაფრთხო საპარსი ან მეორეხარისხოვანი შალის ქსოვილები), რადგან ისინი რაც შეიძლება მალ-მალე ეყიდათ. მანქანური ცივილიზაციის პირობებში, თვით იდეა, რომ რაიმე ინსტიტუტი, ან მოქმედების მეთოდი ან შეხედულებების სისტემა შესაძლებელია, რომელიც შეასუსტებს ადამიანის დამონებას მანქანის მიერ, ცოდვად და ერესიად ითვლება, რადგან კაპიტალიზმის დროს მექანიზაციის მიზანი არ არის მუშის გათავისუფლება ზედმეტი შრომისგან, არამედ ნებისმიერი შრომის მოშორება, რომელიც წარმოების პროცესში ვერ გადაიქცევა მოგებად.

        მრეწველებსა და მეწარმეებს ადრე სჯეროდათ, რომ მათ არ სჭირდებოდათ სხვა ფასეულობები, გარდა იმისა, რომელიც ფასებსა და მოგებაში გამოიხატებოდა. მათ სჯეროდათ, რომ სამართლიანი განაწილება შეიძლებოდა შეიცვალოს საქონლის სიმრავლით, ხოლო შესაძლებლობების გონივრული გამოყენების პრობლემა შეიძლება მოიხსნას ადამიანური საქმიანობის სფეროს გაფართოებით; ერთი სიტყვით, მათ სჯეროდათ, რომ კაცობრიობის წინაშე მდგარი სირთულეების უმეტესი ნაწილი შეიძლება მოგვარდეს რაოდენობრივად პროდუქციის მოცულობის მექანიკური გაზრდით. რწმენამ, რომ შეიძლება საგნების ნამდვილი ღირებულების არ გატალისწინება, განაპირობა ღირებულებების ახალი სისტემის შექმნა. და როდესაც წარმოების ტემპი უზომოდ აჩქარდა - უსირცხვილო მონოპოლიზაციით და ზემოგების ზრდით - მსყიდველობითი უნარი შორს ჩამორჩა, და მთელი მექანიზმი დაიშალა და შეჩერდა - დამამცირებელი მარცხი, მთელი სისტემის სასტიკი გაკოტრება.

         ასე რომ, მანქანა ორსახიანი აღმოჩნდა. ის არის განთავისუფლების იარაღი და ამავე დროს ჩაგვრის იარაღი. ის ზოგავს ადამიანის ენერგიას, მაგრამ ასევე მიმართავს მას არასწორი მიმართულებით. მან შექმნა წესრიგის ფართო სისტემა, და მანვე გამოიწვია არეულ-დარეულობა და ქაოსი. იგი ერთგულად ემსახურება კაცობრიობის კეთილშობილურ მიზნებს, მაგრამ ასევე ამახინჯებს და ძირს უთხრის ამ მიზნებს.

 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised