среда, 19 октября 2022 г.

უზარმაზარი ბალანსირებული ქვები და კაჭარი თუ ბუნების საიდუმლოება

 https://history.eco/balansiruyushhie-valuny-i-kamni-zagadka-prirody/ 

ელენი.  უზარმაზარი  ბალანსირებული ქვები და კაჭარი თუ ბუნების საიდუმლოება?

კაჭარი, რომელიც არ გორდება, და უზარმაზარი ბალანსირებადი ქვები - ეს ბუნების თამაშია თუ მონუმენტური მეგალითური კულტურის ელემენტები?

ელენი

როცა ფერდობზე უზარმაზარ კაჭარს ხედავ, რომელიც რატომღაც შუა გზაზე გაჩერდა და აღარ გორდება, პირველი, რაც თავში მოგდის, არის შემდეგი: რა საოცარი ბუნების სასწაულია!

 საქმე ისაა, რომ უზარმაზარი ლოდები, რომლებიც მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული, ხშირად საკმაოდ ციცაბო ფერდობზეა განლაგებული, და ფიზიკის ყველა კანონის მიხედვით, დიდი ხნის მანძილზე უნდა ჩამოგორებულიყო.

მაგრამ არა - ისინი დგანან და არა ერთი საუკუნე. ამ ლოდების მიწასთან შეხების არეალი მართლაც მცირეა. შეიძლება უბიძგო ასეთ ლოდს, და ის უცებ დაიძვრება ადგილიდან. ეს საოცრება იქნება!

იყო ერთი ასეთი შემთხვევა არგენტინაში, როდესაც კაჭარი ჩამოგორდა.

ქვა დავასკო, არგენტინა

ეს იყო ქალაქ ტანდილში, რომელიც მდებარეობს არგენტინაში ბუენოს აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთით. 1912 წლამდე ადგილობრივებსა და ტურისტებს ჰქონდათ აქ, ამ უზარმაზარ ლოდზე დაკვირვების შესაძლებლობა, რომელიც დაბალანსებული იყო მიწასთან შეხების ერთ წერტილში.

წარმოუდგენელი ზომის ლოდი, რომელიც 300 ტონაზე მეტს იწონიდა,  ქარის დროს ქანაობდა და შეხების ერთ წერტილში ბალანსირებდა, ნამდვილად არსებობდა. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, რომ ნამდვილად არავის ახსოვს, როგორ აღმოჩნდა ქვა აქ, მაგრამ ჩვენს წინაპართა 200 თაობა მის არსებობას შეესწრო!

ადგილობრივი ლეგენდების თანახმად, ათასობით წლის წინ, ამ ადგილებში თავისი წინაპრები მოიყვანა დიდმა ღმერთმა დავასკომ, მზის ძემ. დავასკო ადგილობრივთა მფარველი იყო. ის, ლეგენდის თანახმად, ხალხს ასწავლიდა როგორც მიწათმოქმედების და მეცხოველეობის უნარებს, ასევე სხვა ხელობას.

წასვლის წინ მზის შვილმა სამახსოვროდ ქვა დატოვა. მრავალი ათასწლეულის მანძილზე ქვა უძრავად იდგა ამ ადგილას. მაგრამ 1912 წლის 29 თებერვალს ლეგენდარული დავასკოს ქვა მოულოდნელად კლდიდან დაიძრა და დაგორდა. ხოლო 2007 წლის 13 მაისს ბორცვის თავზე პლასტმასის ქვის ზუსტი ასლი დამონტაჟდა.

ამრიგად, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ნამდვილი არ არის, ეს არ არის ცნობილი ქვა, რომელიც ქანაობს. ეს ხელოვნური ქვა პლასტმასისგან არის დამზადებული და მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი ფორმა აქვს და ზუსტად იმავე ადგილას იყო განთავსებული, ქვა არ ირხევა, რადგან მაგრად არის მიმაგრებული კლდეზე. ამ კონსტრუქციის წონა 9 ტონაზე ოდნავ მეტი აღმოჩნდა.

(https://magic-relax.ru/kamen-davasko-v-argentine/ მასალების მიხედვით)

„დაკიდებული“ ქვა ერგაკში

მართლაც, რა რაკურსითაც არ უნდა შეხედოთ დაკიდებულ ქვას, წარმოუდგენელი არასტაბილურობის განცდა ჩნდება. მისი სიგრძე დაახლოებით 14 მეტრია, წონა 600 ტონაზე მეტი. მდებარეობს კრასნოიარსკის ტერიტორიის სამხრეთით მდებარე ერგაკის ბუნებრივ პარკში, რადუჟნოიეს ტბის ზემოთ, მთის ქედზე. ამ საოცარი ქვის დაძვრა ერთი ადამიანის ძალისხმევით შეიძლებოდა. ქვასა და საყრდენს შორის შეხების არე ძალიან მცირე იყო. ეს საოცარია!

სამწუხაროდ, საკითხს საფუძვლიანად მიუდგა გამანადგურებელ ტურისტთა ერთ-ერთი ჯგუფი. კაცებმა არ დაიზარეს და უზარმაზარი დომკრატი მოათრიეს. მერე კი ქვა შედრკა... არა, ხეობაში არ ჩავარდნილა, მაგრამ ადგილიდან დაიძრა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, რხევის უნარი დაკარგა.

(https://numach.livejournal.com/1817410.html?view=comments მასალების მიხედვით)

ბალანსირებადი ქვები

ბალანსირებადი ქვა „კუ“. ბალანსირებადი ქვა მდებარეობს მთა დედა საიანის ფერდობზე, კრასნოიარსკის მხარე.

ბალანსირებადი ქვა კრასნოიარსკის სვეტების ნაკრძალში, რუსეთი.

ატლანტების ველი, დასახლება ვრანგელი, პრიმორიე, რუსეთი.

ბალანსირებადი ქვა კოვდორი, მურმანსკის ოლქი, რუსეთი.

მონრეპოს პარკი, ლენინგრადის ოლქი, რუსეთი.

ქვის „ბურთი“. ეროვნული პარკი აკადია (Acadia National Park) კუნძული მაუნტ დეზერტი, მენი, აშშ.

„ჰინდილ ბავი“ (მოძრავი ქვა) სეორაქსანის ეროვნულ პარკში ქალაქ სოკჩოს მახლობლად, სამხრეთ კორეა.

ბალანსირებადი ქვა ვიეტნამში.

ბალანსირებადი ქვები ბრანდბერგის ეროვნულ პარკში, ერონგო, ნამიბია.

ბალანსირებადი ქვა პორტუგალიაში

ნეკროპოლი Estação arqueólogica de São Gens  სანტა მარიას ტერიტორიაზე, სელორიკუ-და-ბეირას მუნიციპალიტეტში Lameira-ის მახლობლად, გვარდას ოლქი

ბალანსირებადი ქვები ავსტრალიაში

გერაიინის ეროვნული პარკი, ავსტრალია

ეშმაკის ლოდები კარლუ კარლუ (Karlu Karlu), ავსტრალია - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავსტრალიური კლდეა, ისინი მდებარეობს ტენანტ კრიკის სამხრეთით. ამ უზარმაზარი, ძალიან ლამაზი ლოდების ნახვა ყველგან შეიძლება. ზოგიერთი მათგანი განლაგებულია ძალიან უცნაურად, ერთმანეთზე ბალანსირებით.

ბალანსირებადი ლოდი ასევე შეგიძლიათ ნახოთ Granite Skywalk-ში, Porongurup -ში, Western Australia.

ბუდას ოქროს ქვა

ბუდას ოქროს ქვა ან მიანმარის ოქროს ქვა უზარმაზარი კლდის ნატეხია, რომლის ზედა ნაწილს ამშვენებს პაგოდა ჩაიტიიო. ძველი ლეგენდის თანახმად, მასში თვით ბუდას თმაა დამალული. ამ თმის წყალობით, ქვა თითქოს კიდეზეა დამაგრებული და არ ვარდება უფსკრულში, იგნორირებს ყველა არსებულ ფიზიკურ კანონს. თუ დააკვირდებით, შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ ქვა მთლიანად გამოყოფილია, რამდენიმე ადამიანსაც კი შეუძლია მისი განძრევა. ქვა მთლიანად ჯიღჯიღა ოქროთია დაფარული.

ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ბუდამ თავად აჩუქა თმის ღერი განდეგილ ბერს. სამახსოვრო საჩუქრის შესანარჩუნებლად გადაწყდა ზღვის ფსკერიდან გიგანტური ქვის ამოტანა. დასახმარებლად ბირმანული სულები მოვიდნენ, რომლებმაც ქვა ამოიტანეს და მთაზე დაამაგრეს. მწვერვალზე აღმართეს პატარა პაგოდა ჩაიტიო, სადაც ბუდას თმა ჩააბეტონეს.

(https://magic-world.info/article/buddhas-golden-rock მასალების მიხედვით)

ბალანსირებადი ქვები სოფელ ჰამპისთან, კარნატაკა, ინდოეთი

კრიშნას ბურთი, მაჰაბალიპურამი, ინდოეთი

ეს ქვა საკმაოდ დიდი ზომისაა, დიამეტრი დაახლოებით 5 მეტრია და მდებარეობს ფერდობზე. ქვა ზედაპირთან მხოლოდ მცირე ნაწილით არის შეხებაში, და გაურკვეველი მიზეზების გამო არ ვარდება ძირს.

გაუნძრევლად დგას და მაინც, როცა უყურებ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს დაგორებას აპირებს. მეგალითის ორიგინალური სახელი ჟღერს როგორც „Vaan Irai Kal“, რაც ტამილური ენიდან ნიშნავს „ზეციური ღვთაების ქვას“.

თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ ეს უცნაური ქვა დაახლოებით 1300 წლისაა. შესაძლებელი გახდა მისი წონის დადგენა - დაახლოებით 250 ტონა. ფერდობის კუთხე, რომელზეც ეს ლოდი მდებარეობს, დაახლოებით 45 გრადუსს შეადგენს. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ღმერთებმა ეს ქვა საკუთარი ძალისა და სიდიადის დემონსტრირების ნიშნად აქ დატოვეს.

არსებობს კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის მიხედვითაც კრიშნას ძალიან უყვარდა დედის უზარმაზარი დოქიდან კარაქის მოპარვა. ერთხელ ერთი წვეთი დაეცა, რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა მძიმე ქვად. ქვის უჩვეულო ფორმა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის ცოტათი „მოჭრილია“ - ქვას აშკარად სადღაც „დაკარგული“ აქვს ნატეხი.

პირველი ადამიანი, ვინც ქვის დაძრა სცადა, იყო პალავას მეფე ნარასიმჰა ვარმა I, რომელიც მართავდა სამხრეთ ინდოეთს 630-668 წლებში ახ.წ., მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მეორე მცდელობა ეკუთვნის არტურ ლოულს (Arthur Lawley), მადრასის გუბერნატორს მე-20 საუკუნის დასაწყისში. ქალაქის უსაფრთხოებით შეშფოთებული ლოული 7 სპილოს დახმარებით ცდილობდა „კრიშნას ბურთის“ გადატანას, მაგრამ ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ამ ქვის საიდუმლოება საიდუმლოდ დარჩა.

ბუნებრივ მოვლენაზე მოქმედი მიზიდულობის ძალის მიუხედავად, კრიშნას ბურთი უმოძრაო რჩება. ინდუსებს სჯერათ, რომ მას ღმერთი კრიშნას მაგია აკავებს. მაგრამ ოფიციალური ისტორიის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ეს ქვა ჩვეულებრივი ბუნებრივი წარმონაქმნია და მისი მდებარეობა მხოლოდ გარემოებათა იღბლიანი დამთხვევაა.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გეოლოგი ამტკიცებს, რომ დედა ბუნებას უბრალოდ არ შეუძლია ქვის ასეთი ანომალური ფორმის შექმნა. სინამდვილეში, თუ რომელიმე ამჟამინდელი ქვა შეიძლებოდა ჩავარდნილიყო ან ჩამოცურებულიყო, ეს დიდი ხნის წინ მოხდებოდა.

ფიზიკოსები ამბობენ, რომ მათი სტაბილურობის საიდუმლო უკიდურესად მარტივია - მასის განაწილება ფართობზე. ქვის ფორმისა და დაკავებული ფართობის გამო, ის ოპტიმალურია, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ლოდი შეიძლება იყოს დახრილი ან თუნდაც ნაწილობრივ ჩამოკიდებული უფსკრულში. ძალიან ხშირად მასა ისე ნაწილდება, რომ მნიშვნელოვანი ძალისხმევაც კი არ უშველის ქვის ჩამოგდებას დაბლა. რაც ყველაზე გასაკვირია, - დაქანებულ ფერდობზე ეს სტაბილური მდგომარეობაა.

ქვების მასის გარდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი ფორმა. ძალიან ხშირად ასეთ ქვებს რეალურად აქვთ კონკრეტული ფორმის წახნაგი, რომლებიც თავის დროს კლდეს ან გრუნტს გამოედო. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს საკმარისზე მეტია, რათა უზრუნველყოს გრანიტის ბლოკის სიმყარე საუკუნეების და თუნდაც ათასწლეულების განმავლობაში.

ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ასეთი ლოდები ძირითადად ბუნებრივი წარმონაქმნია და მათი უმეტესობა მყინვარების დნობის შედეგად „დააყენეს“ თავის ადგილას. მაგრამ მოდით შევხედოთ ამ ლოდების ადგილმდებარეობას. თითქოს, იქ არასოდეს ყოფილა გამღვალი მყინვარები. გამოდის, ქარმა მოიტანა?

თუ ყველაფერს ავწონ-დავწონით, მივალთ დასკვნამდე, რომ ეს ჯერ კიდევ მონუმენტური მეგალითური კულტურის ელემენტებია. ასე „ერთობოდნენ“ ჩვენი წინაპრები, რადგან ძველმა ოსტატებმა არა მხოლოდ აითვისეს ქვის დამუშავების ტექნოლოგია, ქვის პოლიგონალური წყობა, არამედ იცოდნენ როგორ შეექმნათ არქიტექტურული კომპოზიციები ასეთი უზარმაზარი ზომის რიყის ქვებისგან. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised