воскресенье, 25 июля 2021 г.

დიმიტრი შევალდინი კატაკლიზმები სულ უფრო მეტია? კლიმატოლოგი საიბრობს იმის შესახებ, თუ რისთვის უნდა იყოს მზად კაცობრიობა


დიმიტრი შევალდინი

კატაკლიზმები სულ უფრო მეტია? კლიმატოლოგი საიბრობს იმის შესახებ, თუ რისთვის უნდა იყოს მზად კაცობრიობა

 https://ural.aif.ru/society/ecology/mesto_pod_solncem_kakoy_scenariy_vyberet_chelovek_v_zaigryvaniyah_s_klimatom  

„აუცილებელია რაიმეს გაკეთება, თანაც სასწრაფოდ. დროა კაცობრიობის გადარჩენის ინტერესები ჩვენს პირად ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ“, - ამბობს  ურალის ფედერალური უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მკვლევარი და სპეციალისტი მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში ნიკიტა როკოტიანი.


ვინ უფრო დაუცველია

დიმიტრი შევალდინი, „აიფ-ურალი“: ნიკიტა ვალერიევიჩ, ამ გამოცემის ფურცლებზე ყოველწლიურად განვიხილავთ კლიმატის ცვლილების თემას. და ყოველთვის რაღაც ახალს ვიგებთ. წელს, გლობალური ბუნებრივი კატასტროფებიდან ირკუტსკის რეგიონში წყალდიდობის შესახებ ვსაუბრობთ. ეს დაკავშირებულია პლანეტაზე კლიმატის ცვლილებასთან?

ნიკიტა როკოტიანი:  დედამიწაზე კატასტროფების უზარმაზარი რაოდენობა ახლა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. პროცესი არ შეჩერდება - მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამისათვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი პროგნოზირება არ შეგვიძლია. ალბათ, ჩვენ ვისწავლით რისკის რეგიონების განსაზღვრას, მაგრამ შეუძლებელია იმის თქმა, სად მოხდება კატასტროფა.

არსებობს მოსაზრება, რომ პლანეტის გარკვეულ ნაწილებში მათი ალბათობა უფრო მაღალია. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც რეგულარულად ხდება ქარიშხლები და ტაიფუნები, მათი რიცხვი იზრდება. იაპონიაში მიწისძვრები მუდმივად ხდება, მათ იციან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ კარგად მათ. ევრაზიის კონტინენტის ცენტრში ბუნებრივი კატასტროფები იშვიათია, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ხდება. მათი იშვიათობის გამო, მათთვის ნაკლებად ვართ მზად, შესაბამისად, გარკვეულწილად, უფრო დაუცველები ვართ.

წლიდან წლამდე სხვადასხვა მოსაზრებები ისმის პლანეტაზე გლობალური დათბობის შესახებ …

– განსხვავებული აზრის გამოხატვა მხოლოდ არაპეციალისტებს შეუძლიათ. სპეციალისტები კი ერთ რამეში თანხმდებიან, ამით მთელს მსოფლიოში მეცნიერთა კოლოსალური რაოდენობაა დაკავებული, და უბრალო ადამიანიც კი ხედავს, როგორ იცვლება კლიმატი. ახლა არ არის მიღებული ტერმინ „გლობალური დათბობის“ გამოყენება, ჩვენ ვსაუბრობთ „კლიმატის ცვლილებაზე“, რადგან ეს უფრო მეტად ასახავს პლანეტაზე მიმდინარე მოვლენების შედეგს. ის გაშუალედებულია მთელ დედამიწაზე, მაგრამ 2-3 წლის შემდეგ ამას ვეღარ შევამჩნევთ. ლოკალურად ეს გამოიხატება ექსტრემალური ამინდის მოვლენების რაოდენობის გაზრდაში. ჩვენთან ზაფხული ცუდია, ზამთარი თბილი - შედეგი ეს არის.

ნახშირბადის დიოქსიდის (ნახშირორჟანგი - CO2) კონცენტრაცია ატმოსფეროში ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში, არქტიკის ყინულის კერნიდან მიღებული ბუშტების ანალიზის თანახმად, საშუალოდ დაახლოებით 240 ნიშნულზე იყო გაჩერებული (PPMV - კონცენტრაციის საზომი ერთეული. - რედ.), მაგრამ ბოლო 150 წლის განმავლობაში ნიშნულმა 280–დან 410–მდე აიწია. თუ შევადარებთ ყველა ფაქტორს (ორბიტალური ბრუნვა კოსმოსში, მზის აქტივობა, ვულკანის ამოფრქვევები, მიწის გამოყენება ადამიანის მიერ, ოზონის შრე, აეროზოლური დაბინძურება და ა.შ.), დავინახავთ, რომ ყველაფერი ადამიანის საქმიანობის ბრალია. ადამიანთა 99,9%, რომლებიც აანალიზებენ მონაცემებს, სწორედ ასე მიიჩნევენ. ამის მიზეზი ინდუსტრიალიზაციაა: ჩვენ ბევრი რამის წარმოება დავიწყეთ და, შედეგად, გაჩნდა მავნე გამონაბოლქვები, პლუს ავტომობილები, თვითმფრინავები და ა.შ. - ყველაფერი ერთად.

– გამოდის, რომ არავინ და არაფერია დამნაშავე. მხოლოდ საკუთარი თავი.

– ეს უმადური საქმეა. კი არ უნდა დავადანაშაულოთ, არამედ რაღაცის გაკეთებას ვეცადოთ, თორემ არაფერი შეიცვლება. ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რაშია საქმე. დროა შევიკრიბოთ და ადამიანის გადარჩენის ინტერესები საკუთარ თავზე ოდნავ მაღლა დავაყენოთ.

– და როდის დასრულდება სიცოცხლე ამ პლანეტაზე?

– არსებობს კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სპეციალური მთავრობათაშორისი ჯგუფი (IPCC – Intergovernmental Panel on Climate Change), ექსპერტ მეცნიერთა ჯგუფი, რომლებიც 4 წელიწადში ერთხელ ამზადებენ მრავალგვერდიან ანგარიშს ყველა სამეცნიერო კვლევის რეზიუმესთან და მომხდარის კრიტიკულად შეფასებასთან ერთად. სერიოზული სამეცნიერო დოკუმენტია. იგი შეიცავს განვითარების რამდენიმე სცენარს.

ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, თუკი გავზრდით წარმოებას და მადას, საუკუნის ბოლოს დათბობა იმდენად ძლიერი იქნება, რომ კაცობრიობა აუცილებლად გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება და ასევე ცოცხალი ორგანიზმების უმეტესობაც. ცხოვრება, რა თქმა უნდა, არ შეჩერდება, და ცოტა ხნის შემდეგ აღდგენა დაიწყება. მაგრამ არა კაცობრიობისთვის. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ასე დავიღუპოთ თავი.

– სამწუხაროა. სხვა ვარიანტები არსებობს?

–თუ დავიწყებთ ემისიების შემცირებას, მაშინ შევამსუბუქებთ შედეგებს და მასთან ადაპტაციას შევძლებთ. რა თქმა უნდა, ამას დრო სჭირდება, რადგან მსოფლიოში მოსახლეობის რიცხვი იზრდება. ახლაც კი იწყებენ ფიქრს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ყველასთვის საკმარისი საკვები არ იყოს - ჩვეულებრივი, რომელსაც ჩვენ მივეჩვიეთ. ამ შემთხვევაში, იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ გარკვეულ სტაბილურობას, ვისწავლით მასში ცხოვრებას და გავაგრძელებთ კლიმატის შერბილებას ემისიების შემცირებით.

არსებობს უტოპიური სცენარიც. საქმის ვითარება ასეთია - ჩვენ შევაჩერებთ ატმოსფეროში ემისიებს, და 50 წლის შემდეგ დედამიწაზე ისევ აცივება დაიწყება. ოდნავ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. გრადუსებზე თუ ვისაუბრებთ, ახლა ჩვენ ვცდილობთ შევაჩეროთ დათბობა 1.5°C საზღვარზე. ხოლო ბოლო 100 წლის განმავლობაში დედამიწა 1°C დათბა.

– ეს მნიშვნელოვანია?

– ძალიან. მხოლოდ ერთი გრადუსი, მაგრამ შეხედეთ რა დისბალანსია ბუნებაში. აიღეთ გრადუსი და გაამრავლეთ კიდევ ერთნახევარზე! ყველაფერი რომ შევაჯამოთ, აღმოჩნდება, რომ თუ ჩვენ შევაჩერეთ დათბობას დაახლოებით 2°C ნიშნულზე, მაშინ დაახლოებით ორჯერ მეტი ცოცხალი ორგანიზმი და მცენარე გადაშენდება, ვიდრე დათბობის შეჩერებისას 1.5°-ის ნიშნულზე. ნაკლები სახეობა იქნება და რამდენი უკვე გადაშენდა! 2°С–ით დათბობის შემთხვევაში მარჯნის რიფების 99% დაიღუპება, ხოლო 1,5 გრადუსით დათბობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 70-90%-ს შეადგენს, რაც მაინც ძალიან ბევრია. ტემპერატურის ყველა ეს მცირე ცვლილება მნიშვნელოვანია ეკოსისტემისთვის მთლიანობაში. ჩვენი მიზანია დათბობის შეჩერება მინიმალურ ნიშნულზე.

მაგრამ სხვა საქმეა მსოფლიოს ქვეყნები. თითქოს ყველას ესმის  და აცნობიერებს ემისიების შემცირების აუცილებლობას, მაგრამ ყველა მზად არ არის აიღოს და უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე. ამაშია სირთულე. რადგან წასასვლელი აღარსად არის, სიტუაციიდან გამოსავალი ორია. პირველი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ლიდერები გაერთიანდებიან და დაიწყებენ სანქციებით ზეწოლას იმ ქვეყნებზე, რომლებიც საჭიროზე მეტ სათბურ გაზებს გამოყოფენ. ან მეორე - მოხდება კლიმატთან დაკავშირებული სერიოზული გლობალური კატასტროფა, რომელიც ყველას გონზე მოიყვანს,  და ადამიანები პრობლემას სხვაგვარად შეხედავენ.

საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლილება ეხება და შეეხება ყველას! თუმცა, ზოგჯერ მეჩვენება, რომ შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, თუ ახლა რაიმე სახის გლობალური კატასტროფა მომხდარიყო, რათა ამაზე რაც შეიძლება მალე დავფიქრდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გვიანი იქნება.

–  გარე კოსმოსურ „ძალებს“ შეუძლია გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილებაზე ჩვენს პლანეტაზე?

– დიახ. საშუალო ზომის მეტეორიტს შეუძლია ამის გაკეთება. და ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. ჩვენ მათზე დაკვირავების შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ მოხდ.

– ამ შემთხვევაში, დროა ჩვენი პლანეტა დავტოვოთ? მაგალითად, მარსზე დავსახლდეთ?

–  ეს ტექნოგენური უტოპიაა. იდეა ლამაზია, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ადამიანი ძალიან სწრაფად დაიწყებს ჭკუიდან შეშლას იმ გარემოსგან, რომელშიც ის მილიარდობით წლის განმავლობაში იქმნებოდა. ის დაკარგავს არსებობის სურვილს. ალბათ, საჭიროა იქ რამდენჯერმე გაფრენა ამის გასაცნობიერებლად.


რა გვემუქრება

– ისეთი განცდა იქმნება, რომ ზამთარი თბილი ჩანს, ზაფხული კი გაურკვეველია. რით არის ეს განპირობებული?

– არქტიკის დნობის გამო, ყველაფერი იწყებს მნიშვნელოვნად შეცვლას, სტაბილური მდგომარეობა არ არის. მართლაც, ერთი ზაფხული შეიძლება იყოს ცხელი, მეორე ცივი, ზამთარში ასევე შეიძლება როგორც ციოდეს, ისე სითბომ დაისადგუროს.

მაგალითისთვის ანალოგიას მოვიყვან. ვიღებთ თასს, მასში მოვათავსებთ მაგიდის ჩოგბურთის ბურთს. ბურთი თასის ცენტრშია - ეს არის ჩვენი მილიონობით წელი წონასწორობაში, კლიმატი ყველგან დაახლოებით ერთნაირია. მაგრამ ჩვენ ჩვენი ინდუსტრიალიზაციის შედეგად ბევრი ენერგიით (ჩვენს შემთხვევაში, კონკრეტულად მზის ენერგიაა, მზარდი სათბურის ეფექტის წყალობით) ავავსეთ ეს სისტემა და მივეცით ის ბურთს. ის იწყებს ქანაობას, გორავს ასე და ისე - ზუსტად იგივე ემართება ამინდს. თუ ბურთს ერთხელ მივცემდით ენერგიას, ის იგორავებდა და გაჩერდებოდა. მაგრამ რადგან ეს პროცესი მუდმივია, ქანაობა უფრო ძლიერი იქნება. კიდევ მრავალი წელი არ იქნება სტაბილურობა, მინიმუმ 100 წელი. და პირიქით, უფრო გამძაფრდება.

– თითქოს წელიწადის დროები შეიცვალა, როდესაც ივლისი და არა ივნისია ზაფხულის პირველი თვე.

– ეს მხოლოდ აღქმის შეცდომაა. მაგრამ ხდება პირიქითაც - გაზაფხული უფრო იმატებს: ის ადრე იწყება და ცოტა გვიან მთავრდება. სეზონები მართლაც ფართოვდება, ზამთარი იკლებს, მაგრამ ასეთი აშკარა გადაწევა არ ხდება.

–  შეიძლება თუ არა ურალი, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, გახდეს ერთგვარი გადარჩენის წერტილი ცეცხლმოკიდებული ქვეყნებისთვის დათბობის პირობებში?

– ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენ კონტინენტის ცენტრში ვიმყოფებით. საშუალოდ, აქ ტემპერატურა დიდად არ შეიცვლება, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის აქ, როგორც იყო, ისე დარჩება ძლიერი სიცივე. კლიმატი აქ შედარებით უფრო ხელსაყრელია, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში ან ინდოეთში, მაგრამ ყველა ექსტრემალური ამინდი არ აგვივლის გვერდს. ურალს ასევე ემუქრება ძლიერი სიცხე, სიცივე და ძალიან ბევრი წვიმა.

მაგრამ დღეს ამ კატაკლიზმებს არა იმდენად ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, რამდენადაც ზიანი მოაქვს ეკონომიკისა და ეკოსისტემისთვის. მოხდა რაღაც - მოსავალი არ არის. შედეგად, ყველაფერი ძვირდება. მრავალი ქვეყანა დაიწყებს გაღარიბებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ იფიქროთ, რომ ეს ვინმეს არ შეეხება. აბსოლუტურად ყველას!

–  ჩვენ შეგვიძლია ამინდის, კლიმატის შეცვლა? სატელევიზიო ეკრანებიდან ხშირად გვეუბნებიან კლიმატური იარაღის შესახებ ...

– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელეა. ამინდის კონტროლი შეუძლებელია, და  თუ ოდესმე მაინც შევძლებთ, ეს უახლოეს მომავალში ნამდვილად არ მოხდება. ხელოვნური ტორნადოების შექმნა მითია. იქ იმდენი ენერგიაა ბუნებრივ პროცესებში, რომ მისი დამოუკიდებლად გაშვება და შემდეგ მისთვის საჭირო მიმართულების მიცემა ... არა, ეს არ არის კონტროლირებადი პროცესია.


დრო მთავარი რესურსია

– რა მეთოდები არსებობს დღეს კლიმატის შესასწავლად?

–მეცნიერები ქმნიან მათემატიკურ მოდელებს. ჩვენ წარმოდგენა გვაქვს ატმოსფერო, თავად პლანეტის შესახებ, გვაქვს სხვა რეალური მონაცემები, რომელთა შეგროვებაც შესაძლებელია ერთ გლობალურ მათემატიკურ მოდელში, რათა მან შედეგი მოგვცეს. მრავალი მეცნიერი ამუშავებს ამგვარ მოდელებს, არიან ისეთებიც, ვინც მონაცემთა შეგროვებას ეწევა: ვიზუალიზაცია თანამგზავრებიდან, მსოფლიო ოკეანის დონის გაზომვა, ატმოსფეროში სხვადასხვა გაზების კონცენტრაცია, ტემპერატურის გაზომვა, ხის ანაჭერის, მარადიული გამყინვარების გაყინვის სიღრმის შესწავლა,  ... ამით ურალის ფედერალური უნივერსიტეტის ჩვენი ლაბორატორიაც არის დაკავებული.

– სამეცნიერო საქმიანობის გარდა, თქვენ ასევე ეწევით მონაცემების ვიზუალიზაციას? გეხმარებათ ეს კლიმატის შესწავლაში?

– ჩვენი გუნდი ოთხი ადამიანისგან შედგება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვამზადებთ ინსტრუმენტებს ვიზუალური ანალიტიკისთვის. მონაცემებთან მუშაობა რომ გაადვილდეს, ექსპერტიც რომ არ იყო. იგივე მეცნიერებს შეუძლიათ ბევრი მუშაობა რაღაცაზე, შემდეგ კი ეს ცოდნა მათ რჩება, არ სცილდება მათ ინსტიტუციებს. ჩვენ ვართ დაკავებული იმით, თუ როგორ გადავცეთ ეს ცოდნა იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მარტივი გაგებისთვის. მით უმეტეს, რომ დღეს ძალიან ცოტა ადამიანს აქვს დრო, რომ ღრმად ჩაწვდეს ამა თუ იმ საკითხს. ეს არის ინფორმაციის აღქმის გამარტივება ვიზუალური მეტაფორების, ინტერაქტიულობის და ანიმაციის გამოყენებით. სხვათა შორის, 2019 წლის დასაწყისში, მონაცემების ვიზუალიზაციის ჩვენმა პროექტმა დუბაიში მსოფლიო სამთავრობო სამიტზე 1 ადგილი დაიკავა. პროექტი სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ მსოფლიოს ალტერნატიულ რუკას, რომელზეც ქვეყნები განლაგებულია მონაცემების მიხედვით და არა მათი გეოგრაფიული მდებარეობით.

რაც შეეხება კლიმატის ცვლილებს, მონაცემთა ვიზუალიზაცია აქტიურად გამოიყენება პრობლემის შესახებ ცოდნის პოპულარიზაციისთვის. სამეცნიერო საზოგადოებას უკვე აქვს საკუთარი კარგად ჩამოყალიბებული ინსტრუმენტები, ამიტომ ვიზუალიზაციის მწვავე აუცილებლობა არ არის. მაგრამ კარგი მაგალითის სახით შემიძლია მოვიყვანო NASA, სადაც  ძალიან კარგ ვიზუალიზაციას ახორციელებენ. ისინი მეცნიერებაში მთავარი მოთამაშეები არიან და აქტიურად იყენებენ მათ. რადგან ეს ზოგავს დროს - ჩვენს ყველაზე ძვირფას რესურსს.


===

https://www.chitai-gorod.ru/catalog/book/1029084/
საკვები ბუნების კანონების შესაბამისად. ბუნებრივი კვებისკენ მიმავალი გზა
მ. სოვეტოვი
ანოტაცია
მიხეილ სოვეტოვი დიპლომირებული ექიმია, 12 წელზე მეტი მუშაობდა ექიმ-უროლოგად. ამჟამად ის ეწევა ადამიანების მკურნალობას ბუნებრივი მეთოდებით: კვების შეცვლით, ორგანიზმის გაწმენდით, ფიზიკური ვარჯიშებით. ჯანმრთელობის სკოლის - უფასო ინტერნეტ-პროექტის დამფუძნებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის, ორგანიზმის გაჯანსაღების სხვადასხვა სისტემისა და ბუნებრივი მეთოდების შესახებ.
         რამდენად ხშირად გამოხატავენ ინტერესს თქვენი კვების, კვებითი ჩვევების და ყოველდღიური რაციონის მიმართ  ექიმები, რომლებსაც მიმართავთ? ალბათ, ეს ძალიან იშვიათად ხდება. ამის მიუხედავად, ადამიანისთვისაც კი, რომელსაც ზოგადად აქვს წარმოდგენილი ორგანიზმის ფუნქციონირების კანონები, ცხადია, რომ კვება ძალიან მნიშვნელოვანია კარგი განწყობის და მთლიანად ზოგადად ჯანმრთელობისთვის. წიგნში, რომელიც თქვენს ხელთაა, ავტორი ცდილობს გაარკვიოს, თუ რა სახის კვება უწყობს ხელს ორგანიზმის გაჯანსაღებას და გაძლიერებას და, პირიქით, რომელი ართმევს ძალას და იწვევს დაავადებების განვითარებას.
         მიხეილ სოვეტოვი დარწმუნებულია, რომ კარგი ჯანმრთელობის და სასიცოცხლო ენერგიის უზრუნველყოფა მხოლოდ ბუნებრივ კვებას შეუძლია, რომელიც ბუნებამ გაითვალისწინა ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის.
იცხოვრე ბუნების კანონებით - და ჯანმრთელი იქნები!
       

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised