воскресенье, 25 июля 2021 г.

კლიმატური ქაოსი დედამიწაზე თითქმის გარდაუვალი აღმოჩნდა

          კლიმატური ქაოსი დედამიწაზე  თითქმის  გარდაუვალი აღმოჩნდა

https://lenta.ru/news/2021/05/17/climate/

         კლიმატური ქაოსი დედამიწაზე  თითქმის  გარდაუვალი აღმოჩნდა

პოტსდამის კლიმატის ცვლილების ინსტიტუტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ პარიზის შეთანხმების შესრულება გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5оС დონეზე შესაჩერებლად, სავარაუდოდ, უკვე განუხორციელებელია. მკვლევართა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში Environmental Research Letters, მოკლედ სამეცნიერო ნაშრომის შესახებ პრესრელიზში Phys.org   გვაცნობებს.

მეცნიერებმა გაანალიზეს კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფის მიერ შეფასებული 400 კლიმატური სცენარი, აქედან მხოლოდ 50 სცენარი იძლევა გლობალური ტემპერატურის ზრდის 1,5оС ზემოთ  თავიდან აცილების შესაძლებლობას. ითვლება, რომ ამ ლიმიტის გადაცილება გამოიწვევს კლიმატის უფრო ქაოტურ მდგომარეობას და კატასტროფულ სიტუაციას მილიონობით ადამიანისთვის.

აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 20 სცენარი იძლევა რეალურ პროგნოზს გლობალური დათბობის შედეგების შემსუბუქების ვარიანტებს, მათ შორის ხეების ფართომასშტაბიან დარგვას თუ დედამიწის ატმოსფეროდან ნახშირბადის მოცილებას. ამასთან, ყველა ეს ზომა საკმაოდ რთულია განსახორციელებლად, რაც ლიმიტის გადაცილებას თითქმის გარდაუვალს ხდის.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კლიმატის ცვლილების შერბილების ყველა ბერკეტი იქნება ამოქმედებული, ალბათ, პარიზის შეთანხმების შესაბამისად, გლობალური დათბობის შეზღუდვა 1,5оС-მდე მაინც იქნება შესაძლებელი. მაგალითად, კაცობრიობამ ან უნდა შეამციროს მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ან შეწყვიტოს წიაღისეული საწვავის გამოყენება. ასევე უნდა მოხდეს მიწათსარგებლობის გარდაქმნა ისე, რომ მან შეძლოს  ატმოსფეროში ჭარბი ნახშირბადის შთანთქმა (ამოშრობილი ტერიტორიების ან ტყის ნარგავის  ხელახლა დაჭაობების გზით), ასევე შემცირდეს მესაქონლეობის გამო მეთანის ემისიები. ეს სამივე ასპექტი მოითხოვს ტიტანურ ძალისხმევას, რომელიც საერთაშორისო დონეზე უნდა განხორციელდეს.

არარეალურად ოპტიმისტური სცენარები გადაჭარბებით აფასებენ ნახშირბადის გამოვლენის და შენახვის პოტენციალს, ან აკეთებენ ზედმეტად თამამ ვარაუდს მოსახლეობის ზრდის შეზღუდვის ან ბალახოვანი დიეტის მასშტაბური გადასვლის შესახებ. გარდა ამისა, მეცნიერებმა განიხილეს ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-ის მიერ შემუშავებული სცენარი, რომელიც ითვალისწინებს 2070 წლისთვის სუფთა გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას, ასევე ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს სცენარი. არცერთი მათგანი არ იძლევა პარიზის შეთანხმების შესრულების შესაძლებლობას.

მეცნიერთა თქმით, ტემპერატურის ზრდის შეზღუდვა 1,5оС-ის დონემდე ყველა ძალისხმევის ტოლფასია, რადგან საქმე ეხება ეს ეხება კაცობრიობის უსაფრთხო ეკოლოგიური მომავლის უზრუნველყოფას. ამავე დროს, ეს ითხოვს უპრეცედენტო ზომებს, რომლებიც, დიდი ალბათობით, არასოდეს გახდება რეალობა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised