воскресенье, 25 июля 2021 г.

ჟანგბადს ცუდი სუნი აქვს გოსგორპრომნადზორმა შეამოწმა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ბალონებში გაზს იყენებენ


ჟანგბადს ცუდი სუნი აქვს

გოსგორპრომნადზორმა შეამოწმა სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ბალონებში გაზს  იყენებენ

 https://www.kommersant.ru/doc/1319961

 

გაზეთი „კომერსანტი უკრაინა“ №24,  11.02.2010, გვ. 3

სამრეწველო უსაფრთხოების, შრომის დაცვისა და სამთო ზედამხედველობის სახელმწიფო კომიტეტმა (გოსგორპრომნადზორმა) გუშინ გამოაცხადა სამედიცინო დაწესებულებების შემოწმების შედეგები, რომლებიც ჟანგბადის ბალონებს გამოიყენებენ. შემოწმება დაიწყო ლუგანსკის ქალაქის საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ. მოსაზრებები აფეთქების მიზეზების შესახებ გაიყო: გოსგორპრომნადზორი მიიჩნევს, რომ აფეთქება მოხდა სხვადასხვა გაზების შერევის გამო, ხოლო ლუგანსკის ოლქის პროკურატურაში დარწმუნებული არიან, რომ ეს მოხდა ბალონთან დაუდევრად მოპყრობის გამო.

როგორც გოსგორპრომნადზორის თავმჯდომარის მოადგილემ სტეპან დუნამმა გუშინ „Ъ“ განუცხადა, სამედიცინო დაწესებულებების დაუგეგმავი შემოწმება დაიწყო 19 იანვარს ლუგანსკის # 7 საავადმყოფოში აფეთქების შემდეგ. შეგახსენებთ, 18 იანვარს იქ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა. აფეთქების ფაქტზე ლუგანსკის რაიონის პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. (იხილეთ 19 იანვრის „Ъ“)

ბატონი დუნასის თქმით, შემოწმდა 1288 სამკურნალო დაწესებულება, რომელშიც 10 ათასზე მეტი დარღვევა გამოვლინდა. „ან ცილინდრები იყო პალატებში, რაც კატეგორიულად აკრძალულია, ან პერსონალმა არ გაიარა შესაბამისი სწავლება ჟანგბადის დანადგარის მომსახურებასთან დაკავშირებით“, - დასძინა მან. შედეგად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა 808 თანამშრომელს, აქედან 284 სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელია.

შემოწმების დროს ასევე დადგინდა ლუგანსკის საქალაქო საავადმყოფოში მომხდარი აფეთქების წინასწარი მიზეზები. აქ ექსპერტების მოსაზრებები გაიყო. კერძოდ, სტეპან დუნასი მიიჩნევს, რომ აფეთქების მიზეზი შეიძლება ყოფილიყო „ჟანგბადის ურთიერთქმედება სხვა გაზისებრი ნივთიერებასთან - სავარაუდოდ, აზოტთან“. „მედიცინაში შეიძლება მხოლოდ სამედიცინო ჟანგბადის გამოყენება. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნა ტექნიკური ჟანგბადი, რის გამოც იქ შეიძლება ყოფილიყო ზოგიერთი ქიმიური მინარევები. ამან გამოიწვია ქიმიური რეაქცია და, შედეგად, აფეთქება“, - განმარტა ბატონმა  დუნასმა.

მაგრამ, გუშინ გამართულ ბრიფინგზე, ლუგანსკის ოლქის პროკურორის მოადგილემ, ნიკოლაი ვასილინმა უარყო ეს ვერსია. მისივე თქმით, ტრაგედიის მიზეზი გახდა ჟანგბადის ბალონის აფეთქება არასათანადო მოპყრობის შედეგად. „სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე სამეურნეო დარგში. არის კიდევ ერთი ეჭვმიტანილი - 59 წლის შრომის დაცვის ინჟინერი“, - თქვა ვასილინმა. მან აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში ჟანგბადის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურად აღჭურვილი ჟანგბადის პუნქტის პირობით, საიდანაც პალატებში უნდა გადიოდეს სპილენძის მილსადენი. „საჭირო მილსადენი აქ იყო. მაგრამ გასული წლის ბოლოს ის მწყობრიდან გამოვიდა, და სარეანიმაციო განყოფილების უფროსმა გადაწყვიტა ჟანგბადის ბალონები პირდაპირ პალატებში მიეტანა, რათა მიეერთებინა მძიმე ავადმყოფებისთვის ხელოვნური სუნთქვის აპატარებთან“, - განაცხადა ნიკოლაი ვასილინმა.

სტეპან დუნასის თქმით, 2009 წელს გოსგორპრომნადზორის ინსპექტორებმა ჩაატარეს ლუგანსკის № 7 საქალაქო საავადმყოფოს შემოწმება. „გამოვლენილია ჟანგბადის დანადგარების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დარღვევები. საავადმყოფოს ხელმძღვანელობას დაევალა მათი აღმოფხვრა. მაგრამ მათ გადადეს ყველა სამუშაო 2010 წლამდე. ამრიგად, ჟანგბადის განაწილების პუნქტის შეკეთება 18 იანვარს იგეგმებოდა“, - აღნიშნა ბატონმა დუნასმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვლადიმირ იურჩენკოს განცხადებით, ყველა საავადმყოფოში უნდა გაკეთდეს ცენტრალიზებული სისტემა. „ეს არის სამედიცინო დაწესებულების თითოეული ხელმძღვანელის მოვალეობა და პასუხისმგებლობა“, - დასძინა ბატონმა იურჩენკომ. თავის მხრივ, საავადმყოფოების ხელმძღვანელები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა საავადმყოფოში არ არის აუცილებელი მილსადენის აშენება ჟანგბადის მისაწოდებლად. „ჟანგბადი საჭიროა ნარკოზის აპარატებისთვის ქირურგიული ჩარევის დროს, აგრეთვე ინტენსიური თერაპიის პალატებში ხელოვნური სუნთქვის აპარატებისთვის. საავადმყოფოები, სადაც ერთჯერადი ოპერაციები ხორციელდება, ჟანგბადის სადგურები საჭირო არ არის“, - განუმარტა გუშინ „Ъ“-ს დნეპროპეტროვსკის ოლქის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა დიმიტრი კრიჟანოვსკიმ. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised