კლიმატის ცვლილება და ფილტვები
რა არის ცნობილი კლიმატის ცვლილების შესახებ?
http://www.env-health.org/IMG/pdf/Climate_change_RU.pdf
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწაზე გლობალური ტემპერატურა თანდათან იზრდება. თუ ზომები არ იქნება მიღებული, 2100 წლისთვის მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 1.8-4.00C-ით. ევროპის ქვეყნების მთავრობები ხმარობენ ყველა ძალისხმევას, რათა არ დაუშვან ტემპერატურის მომატება 2˚C-ზე ზევით. მიუხედავად ამისა, მაშინაც კი, თუ ეს ქმედებები ეფექტური აღმოჩნდება, კლიმატის გარკვეული ცვლილებების თავიდან აცილება ვერ მოხერხდება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ შედეგებისთვის, რომელთა შორისაა: ამინდის ექსტრემალური პირობები, ჰაერის გაზრდილი დაბინძურება, წყალდიდობების გაზრდილი რისკი, უფრო მაღალო ტემპერატურა, ასევე წელიწადის დროების ცვლილებები.
რა იწვევს კლიმატის ცვლილებას?
ბუნებრივი „სათბურის ეფექტი“, რომელიც შეიქმნა ატმოსფეროს ქვედა შრეებში გარკვეული გაზების არსებობით, აკავებს მზის სითბოს და ათბობს ჩვენს პლანეტას, რაც საშუალებას გვაძლევს შევინარჩუნოთ პირობები სიცოცხლისთვის. „სათბურის გაზების“ გლობალური ემისიები, როგორიცაა ნახშირორჟანგი (CO2), მეთანი (CH4) და აზოტის ოქსიდი (N2O), გაიზარდა წინა ინდუსტრიული პერიოდთან შედარებით, ხოლო 1970–დან 2004 წლამდე ინტერვალში ზრდამ 70% შეადგინა. დიდი ალბათობით, ეს არის სათბურის ეფექტის გაძლიერების და გლობალური დათბობის მიზეზი მე-20 საუკუნის შუა პერიოდიდან. ჩვენ ყველანი ხელს ვუწყობთ სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდას, რადგან:
1. ვწვავთ ბუნებრივ საწვავს ელექტროენერგიის წარმოებისთვის
2. ვმართავთ ავტომობილებს
3. არამიზანმიმართულად ვახდენთ ნაგვის უტილიზაციას
აისახება თუ არა კლიმატის ცვლილებები ჩემს ჯანმრთელობაზე?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს: „დღეს ბევრი მეცნიერი თანხმდება იმაში, რომ გლობალური დათბობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჯანმრთელობის ზოგიერთ ძირითად ფაქტორზე: საკვებზე, ჰაერზე და წყალზე“. კლიმატის ცვლილება სხვადასხვა გზით მოახდენს ზემოქმედებას ადამიანზე. ევროპაში ყველაზე დაუცველი რეგიონებია არქტიკის მთიანი რეგიონები, სანაპირო ზონები და ხმელთაშუაზღვისპირეთი. ჯანმო-მ უკვე განსაზღვრა უფრო მაღალი ტემპერატურის გავლენა ჯანმრთელობაზე, ზღვის წყლის მოცულობის მომატება და ყინულის, თოვლისა და გაყინული ნიადაგის დნობის შემდგომი პროცესი. ამინდის ექსტრემალური პირობები უფრო ხშირ მოვლენად იქცევა. სავარაუდოდ, ისინი უარყოფითად იმოქმედებენ სურსათის წარმოებაზე, წყლის რაოდენობაზე და ხარისხზე, ჰაერის ხარისხზე, ასევე მცენარეებისა და ცხოველების გავრცელების პროცესზე. ეს ნეგატიური ზემოქმედება ახალი არ არის, მაგრამ, როგორც ითვლება, კლიმატის ცვლილება უფრო საშიშს ხდის მათ. ყველაზე მეტად დაზარალდებიან ყველაზე დაუცველები, განსაკუთრებით ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები, ღარიბები, და, რაც მთავარია, ისუნუ, ვინც უკვე დაავადებულია და ისინი, ვისაც არ აქვს წვდომა დაწესებულებებზე ჯანდაცვის სისტემაში.
კლიმატის ცვლილების შედეგები:
• მაღალი ტემპერატურისა და ულტრაიისფერ გამოსხივებასთან დაკავშირებული ფაქტორების ზემოქმედების ზრდა.
მუდმივი გაციება ელექტროენერგიის შეფერხების გამო.
წყლის ადიდებასთან დაკავშირებული ფაქტორების ზემოქმედების ზრდა ჯანმრთელობაზე, როგორიცაა წყალში დახრჩობა, რესპირატორული დაავადებები, გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, საკვებისა და წყლის მიღებასთან დაკავშირებული ინფექციური დაავადებები, წყლის მომარაგებისა და სანიტარული პირობების დარღვევის შედეგად.
გვალვასთან დაკავშირებული ფაქტორების ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, როგორიცაა კვების დარღვევა მოსავლიანობის შემცირების გამო.
• საკვებთან დაკავშირებული დაავადებების სიხშირის ზრდა, რადგან საკვების დაბინძურება უფრო სავარაუდოა მაღალ ტემპერატურაზე.
ინფექციური დაავადებების რაოდენობის ზრდა და მათი გავრცელების ცვლილება, ამასთან ტროპიკული და სუბტროპიკული დაავადებები უფრო ხშირად გაჩნდება ევროპაში.
წყლის გზით დაავადებების გადაცემის რაოდენობის ზრდა წყალმომარაგების, სანიტარიის და პერსონალური ჰიგიენის დაბალი სტანდარტების მქონე ადგილებში.
რესპირატორული და ალერგიული დაავადებების შემთხვევების ზრდა მიწისქვეშა ოზონის, მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციის და მტვერის განაწილების ცვლილებების გამო.
აისახება თუ არა კლიმატის ცვლილება ჩემს ფილტვებზე?
ფილტვების ძირითადი დაავადებები, რომლებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს კლიმატის ცვლილებამ:
ასთმა
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
რინოსინუსიტი
სასუნთქი გზების ინფექციები
კლიმატის ცვლილების შედეგები როგორ აისახება ეს ფილტვებზე? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?
ექსტრემალური ტემპერატურები ზაფხულის სიცხე
ნაკლებად გრილი
პერიოდები
იხილეთ გაფრთხილებები
ამინდის ექსტრემალური პირობების შესახებ
www.meteoalarm.eu ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის დონის ზრდა ფილტვების ქრონი-კული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში და ცუდი საცხოვრებელი პირობების მქონე მოხუცებში
უფრო რბილმა ზამთარმა შეიძლება ფილტვების დაავადებისგან ნაკლებ სიკვდილიანობას შეუწყოს ხელი. მაგრამ ძალიან ცივი ამინდის იშვიათმა პერიოდებმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ინფექციები და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების გამწვავება. ექიმები: რჩევა სიფრთხილის ზომების მიღების
და მედიკამენტების შეცვლის შესახებ ცხელ ამინდში
ცხელ პერიოდებში ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეცვალონ ცხოვრების წესი და მოიხმარონ მეტი სითხე.
უფრო გრილი შენობების პროექტი-რება. მაგრამ კონდიციონერები ხელს უწყობენ გლობალურ დათბო-ბას, უნდა განიხილოს
ალტერნატიული ვარიანტები.
ცვლილებები ჰაერის დაბინძურებაში ჰაერის დაბინძურება ამინდთან ერთად იცვლება. ტემპერატურის მატება გამოიწვევს ოზონის კონცენტრაციის ზრდას.
ტყის ხანძრები გაზრდის ჰაერში ნაწილაკების კონცენტრაციას, რომელიც ცნობილია, როგორც პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, და
სხვა ტოქსინებს.
იხილეთ გაფრთხილება ჰაერის დაბინძურების შესახებ საიტზე
www.knowyourairforhealth.eu ოზონისა და ნაწილაკების მაღალი კონცენტრაცია აძნელებს სუნთქვას, შესაძლოა ჰაერის ნაკლებობა. შეიძლება გაიზარდოს მწვავე ასთმის შეტევები.
დამაბინძურებელი ნივთიერებების მაღალმა კონცენტრაციამ შეიძლება გაზარდოს რესპირატო-რული სიმპტომების რიცხვი და შეამციროს ფილტვების ფუნქცია, განსაკუთრებით იმ პირებში, ვინც ასთმით არის დაავადებული, ხანდაზმუ-ლებში, ბავშვებსა და ქრონიკული რესპირატო-რული დაავადებების მქონე პაციენტებში.
რესპირატორული
დაავადებებისგან სიკვდილიანობა მოზრდილებში გაიზრდება. ჰაერის დაბინძურება გამოცხადებულია ევროკავშირის ქვეყნებში ყოველწლიურად 350,000 ადამიანის სიკვდილიანობის მიზეზად. სიცხის და დაბინძურების თავიდან ასაცილებლად ადამიანებს, რომლებიც მიეკუთვნებიან
ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, ნაკლები დროს გატარება მოუწევთ სუფთა ჰაერზე.
მეტი წვიმა და წყალდიდობა
წელიწადის დროების ცვლილება დატბორვის რიცხვის ზრდა ნიშნავს, რომ ადამიანებს ხშირად მოუწევთ ევაკუაცია. ეს შეიძლება ნიშნავდეს მათთვის უარეს საცხოვრებელ პირობებს, წყლის დაბალ ხარისხს, ცუდ კვებას და სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდულ წვდომას.
ნალექების და დატბორვის ზრდა ნიშნავს, რომ საცხოვრებელი უფრო ნესტიანი იქნება და მტვრის ტკიპები და ობი უფრო სწრაფად გამრავლდება. იხილეთ გაფრთხილებები წყალდიდობის შესახებ საიტზე www.meteoalarm.eu რესპირატორული ინფექციები, როგორიცაა პნევმონია, დროებითი ცხოვრების პირობებში უფრო გახშირდება.
ნესტი იწვევს ხველებას და გაძნელებულ სუნთქვას, მას თვლიან ასთმის გაჩენის პირობად. ობის სპორები იწვევს ან ამძაფრებს ასთმას და რინიტს.
ახალ პირობებში, სახლის მტვრის ტკიპებს გამრავლების მეტი შესაძლებლობა ექნებათ და შეიძლება ასთმისა და ალერგიის განვითარება გამოიწვიოს. უნდა განხორციელდეს
სიფრთხილის ზომები
და მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი სახლები
შესაძლო ზიანისგან
წყალდიდობისგან.
სახლის მტვრის ტკიპების და ჭუჭყის რაოდენობის კონტროლი შესაძლებელია ჰიგიენის მკაცრი ზომების დახმარებით,
სახლის დაგეგმარების გაუმჯობესებით და გარემოს
კონტროლის ზომების შემოღება
უფრო მაღალი ტემპერატურა, მეტი ჭექა-ქუხილი ტემპერატურის მატება ხელს უწყობს მცენარეთა გავრცელებას ახალ რეგიონებში, რაც გამოიწვევს ახალი ყვავილის მტვრის გაჩენას. ობის კონცენტრაცია სახლის გარეთ, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ჭექა-ქუხილის დროს, ჩვეულებრივ, შეინიშნება ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ოზონის კონცენტრაციის მომატება.
იხილეთ გაფრთხილება ყვავილის მტვერის არსებობის შესახებ საიტზე www.polleninfo.org ადამიანები დაექვემდებარებიან
სხვადასხვა ალერგენების ზემოქმედებას, როგორიცაა ობის სპორები სახლის გარეთ, ყვავილების მტვერი და სოკოების სპორები ნოტიო ჰაერში ჭექა-ქუხილის შემდეგ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ასთმით და ალერგიული რინიტით (თივის ცხელებით) დაავადების ზრდა.
ასთმის ეპიდემიებს უკვე უკავშირებდნენ ჭექა-ქუხილს. წყლის წვეთები (წვიმა), რომლებსაც მოაქვთ ყვავილების მტვერი, იფრქვევა
მცირე ნაწილაკებად, რომლების ჩასუნთქვა შეუძლია ადამიანებს. ადამიანებს მოუწევს ცხოვრების წესის შეცვლა. მაგალითად მათ, ვინც ეკუთვნის
ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, მოუწევს ნაკლები დროს გატარება სუფთა ჰაერზე, რათა თავიდან აიცილონ სიცხე და დაბინძურება.
წელიწადის დროების ცვლილება ტემპერატურის ზრდა იწვევს უფრო ცხელ ზაფხულსა და თბილ და მოკლე ზამთარს.
გვალვა უფრო ხშირ მოვლენად იქცევა
იხილეთ გაფრთხილება ინფექციური დაავადებების შესახებ ვებ-გვერდზე
www.ecdc.eu.int შეიცვლება ფილტვების ზოგიერთი ინფექციის გავრცელება:
• ტროპიკული ინფექციები შეიძლება ევროპაში გაჩნდეს.
• ფრინველის გრიპის გავრცელება შეიძლება
გაუთვალისწინებელი გზით წავიდეს ფრინველის მიგრაციის ცვლილებების გამო.
• ზამთრისთვის დამახასიათებელი ზოგიერთი რესპირატორული ინფექციური დაავადების სიხშირე შეიძლება შემცირდეს. საჭიროა ინფექციებთან დაკავშირებული ცვლილებების მონიტორინგი,
და შესაბამისი ზომების მიღება გლობალურ დონეზე.
საფრთხეში აღმოჩნდება არა მხოლოდ ყველაზე დაუცველი ჯგუფები.
რა იქნება საჭირო მომავალში?
ინფორმაციის დიდი ნაწილი ამ ბუკლეტში ემყარება იმ მცირერიცხოვან მონაცემებს, რომლებიც დღეისათვის არსებობს. საჭიროა კვლევების დიდი მოცულობა კლუმატური ცვლილებების გავლენის შესაფასებლად ფილტვების ჯანმრთელობაზე და ზოგადად ჯანმრთელობაზე, რათა ადამიანებმა მომზადება შეძლონ. სხვა ზომები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია:
წინასწარ გაფრთხილეთ ჰაერის დაბალი ხარისხის შესახებ.
ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ინფორმირება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ფილტვებისთვის რისკის ფაქტორების შესახებ, რომ სამედიცინო მუშაკებმა შეძლონ პაციენტებისთვის რჩევის მიცემა, თუ რა უნდა გააკეთონ ექსტრემალური ტემპერატურის შემთხვევაში.
ექიმებმა უნდა მისცენ ენერგიის ეფექტურად გამოყენების მაგალითი. ეს ადამიანებში გამოიწვევს იგივეს გაკეთების სურვილს (http://actonco2.direct.gov.uk/).
ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კლიმატის გლობალური ცვლილებების შედეგების დაძლევასა და მოქალაქეების ინფორმირებას.
როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ?
1. გააუმჯობესეთ თქვენ სახლში იზოლაცია და ვენტილაცია ობის თავიდან ასაცილებლად.
2. გამოიყენეთ ეკონომიური ნათურები, და შენობიდან გასვლისას გამორთეთ ისინი.
3. გამორთეთ კომპიუტერი, ტელევიზორი და სხვა ტექნიკა, როდესაც მათ არ იყენებთ.
4. ეფექტურად გამოიყენეთ ენერგია: უფრო მეტად იარეთ ფეხით ან ველოსიპედით, ნაკლებად გამოიყენეთ თქვენი ავტომობილი! უფრო ხშირად ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ნაკლებად იმგზავრეთ თვითმფრინავით.
5. ნაკლებად გამოიყენეთ კონდიციონერები და წყლის გამაგრილებლები.
6. შეეცადეთ სკოლაში მიიყვანოთ გზად მიმავალი მეგობრები და მეზობლები.
7. განახორციელეთ ცხოვრებაში პრინციპი: შემცირება, გადამუშავება, მრავალჯერ გამოყენება!
კლიმატური ცვლილებების ზემოქმედების ხარისხი ფილტვების დაავადებების მქონე ადამიანებზე დამოკიდებული იქნება ტემპერატურის რეალურ ზრდაზე დღევანდელ დღესთან შედარებით, დატბორვის და ჭარბი ნალექის საშიშროებაზე, ასევე ამ ცვლილებების გავლენაზე ჯანმრთელობის სხვა ფაქტორებზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურება, ალერგენები და ობი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი დაგეგმვა. არ არის საკმარისი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, აუცილებელია ადაპტაციის სწავლა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში უნდა იქნას ადაპტირებული დიაგნოსტიკური საშუალებები და კლინიკური მკურნალობა, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს ინფორმირებული ბუნებრივი პირობების შეცვლით გამოწვეული დაავადებების მიმდინარეობის შესახებ. საჭირო იქნება დაავადების კონტროლისა და შეტყობინების უფრო სრულყოფილი სისტემები.
სასარგებლო ბმულები
1. ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კავშირი – www.env-health.org
2. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია – www.who.int/globalchange/climate/ru
3. სუფთა ჰაერი და ჯანმრთელობა - Know Your Air for Health (მათ შორის ადრეული გაფრთხილების სისტემები) – www.knowyourairforhealth.eu
4. კლიმატის ცვლილების ევროპული კომისია –http://ec.europa.eu/environment/climat/home_en.htm
5. კალკულატორი CO2 – მცირე ძალებით შეიძლება დახმარების გაწევა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში – http://actonco2.direct.gov.uk
6. კლიმატის ცვლილების ექსპერტთა მთავრობათაშორის ჯგუფი – www.ipcc.ch
ინფორმაციის წყაროები
ამ ბუკლეტში მოყვანილი ინფორმაცია ეყრდნობა კლიმატის ცვლილების მემორანდუმს, რომელიც გამოცემულია ERS-ის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ. ინფორმაციის ნაწილი კლიმატის ცვლილების შესახებ აღებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებსაიტიდან.
დახმარება დაფინანსებაში, წარმოებაში და მასალების შერჩევაში გაგვიწია ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის კავშირმა (HEAL; http://www.env-health.org/), გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მეშვეობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised