воскресенье, 25 июля 2021 г.

კოსმოსური რადიაციისგან დაცვის საშუალებები ასტეროიდებში აღმოაჩინეს



 კოსმოსური რადიაციისგან დაცვის საშუალებები ასტეროიდებში აღმოაჩინეს

 https://naked-science.ru/article/sci/sredstvo-zashchity-ot-kosmicheskoy

სილიციუმის შემცველი ასტეროიდები შეიძლება გამოყენებულ იქნას პილოტირებული ხომალდების რადიაციისგან იაფად დასაცავად, თუ ვისწავლით მისგან საჭირო მინერალების მოპოვებას და მშენებლობას პირდაპირ ორბიტაზე.

დღეს კოსმოსური რადიაცია ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც სერიოზულად აფერხებს დედამიწის ორბიტის გარეთ პილოტირებული კოსმონავტიკის განვითარებას. გამოთვლები აჩვენებს, რომ მარსისკენ და უკან მოგზაურობის დროს - თუნდაც ექსტრემალური მოვლენების არარსებობის შემთხვევაში - კოსმონავტები მიიღებენ დასხივების ისეთ დოზას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები იღებენ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ამიტომ, ასეთი მისიების ყველა პროექტი ითვალისწინებს დაცვის ამა თუ იმ მეთოდს: მაგალითად, ალუმინის კონსტრუქციის ნაწილების გაუმჯობესებულ ვერსიებს, რომლებიც ეკრანირებენ გამოსხივებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მაგრამ დაცვის უფრო მაღალი დონე ამგვარ ეკრანებს ძალიან ამძიმებს, ხოლო ხომალდები დედამიწიდან გასაშვებად ძვირადღირებული ხდება. ამიტომ, ლეოსი პოლი (Leos Pohl) და დენიელ ბრიტი (Daniel Britt) გვთავაზობენ მასალის გამოყენებას, რომლის აღება უშუალოდ კოსმოსიდან შეიძლება. ამის შესახებ მეცნიერები წერენ ჟურნალ Advances in Space Research-ში  გამოქვეყნებულ სტატიაში.

საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ასტეროიდი საკმაოდ მდიდარია სილიკატებით, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად შთანთქავენ კოსმოსური სხივებისა და მზის ქარის ნაწილაკებს - ისინი ძირითადად პროტონებისა და ჰელიუმის ბირთვებისგან შედგება (ალფა ნაწილაკები). ექსპერიმენტებმა, რომლებმაც ბრიტმა და პოლმა ლაბორატორიაში ჩაატარეს, აჩვენეს, რომ ამგვარი სილიკატები 10 პროცენტით უფრო ეფექტურია ამ ამოცანის შესასრულებლად, ვიდრე ალუმინის.

ამიტომ, მეცნიერებმა გააჟღერეს იდეა, რომ პილოტირებული მისიებისთვის ხომალდების „მშენებლობის დამთავრება“  პირდაპირ ფრენის დროს მოხდეს. მსუბუქი და დაუცველი, ისინი არც ისე ძვირი იქნება ორბიტაზე გასასვლელად, რის შემდეგაც მათ „მოარგებენ“ ასტეროიდებს, საიდანაც შეიკრიბება საჭირო ეკრანირება. თუმცა, ამ სქემასთან დაკავშირებული მრავალი ტექნიკური დეტალი და სირთულე ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება. ალბათ მათი მოგვარება ბევრად უფრო ძვირადღირებულია, ვიდრე უკვე კარგად ნაცნობი ალუმინის ან უბრალოდ წყლის გამოყენება.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised