მზის დიდ მინიმუმამდე ოცდაათი წელი დარჩა?
მრავალწლიანი დაკვირვებები მიუთითებენ იმაზე, რომ მზის გამოსხივების ინტენსივობა უახლოეს მომავალში შეიძლება შემცირდეს
https://lifestyle.segodnya.ua/lifestyle/science/do-velikogo-minimuma-solnca-ostalos-tridcat-let-1120903.html
მზის ჩაქრობა კატასტროფებს გამოიწვევს
ცნობილია, რომ მზის აქტივობა რეგულარულად იცვლება: ციკლის დროს, რომელიც დაახლოებით 11 წელი გრძელდება, იცვლეbა მზეზე ლაქების რაოდენობა, მაგნიტური ველი და ნათება ულტრაიისფერ დიაპაზონში. მაგრამ თავად ციკლები განსხვავდება ერთმანეთისგან - მათი საშუალო ამპლიტუდა ზოგჯერ უფრო მაღალია, ზოგჯერ დაბალი. პერიოდს, როდესაც აქტივობა მცირდება რამდენიმე ციკლის განმავლობაში, დიდ მინიმუმს (გრანდ-მინიმუმს) უწოდებენ. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ გრანდ-მინიმუმს ადგილი ჰქონდა 1645-1715 წლებში. - ეს იყო ე.წ. მაუნდერის მინიმუმი, რომელსაც თან ახლავს ძლიერი გაგრილება ევროპაში.
ფიზიკოსმა დენ ლუბინმა სკრიპსის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტიდან და მისმა კოლეგებმა სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტროფიზიკის ცენტრიდან პირველად შეაფასეს, თუ რამდენად გამკრთალდება მზე შემდეგი დიდი მინიმუმის დროს. მკვლევარებმა გამოიყენეს 1978-1996 წლებში ორბიტალური კოსმოსური ტელესკოპის „ექსპლორერ-57“-ის მიერ შეგროვებული მონაცემები, რომელიც მუშაობდა ულტრაიისფერ დიაპაზონში. იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლებოდა მზის მსგავსი 33 ვარსკვლავის გამოსხივება, ჩვენი მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა 7%-ით შემცირდება 11-წლიანი მზის ციკლის მინიმუმიდან.
მიღებული მონაცემები იძლევა უფრო ზუსტი კლიმატის მოდელების შექმნის საშუალებას. მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობაზე დამოკიდებულია დედამიწის ატმოსფეროში ოზონის წარმოქმნა, ხოლო ოზონიდან, თავის მხრიდ, დამოკიდებულია სტრატოსფეროს ტემპერატურული სტრუქტურა და, შესაბამისად, ატმოსფეროში ქარების ძალა და მიმართულება; ანუ მზის ულტრაიისფერი სინათლე გავლენას ახდენს კლიმატზე მთლიანობაში. ტემპერატურული ცვლილებები არ იქნება თანაბარზომიერი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წინა დიდი მინიმუმის დროს ევროპამ გადაიტანა აცივება, მაგრამ სხვა რაიონებში, როგორიცაა ალასკა და სამხრეთ გრენლანდია, სითბო ისადგურებდა.
კვლევის ავტორები უახლოეს მომავალში პროგნოზირებენ დიდი მინიმუმის მნიშვნელოვან ალბათობას მზის ლაქების რაოდენობის შემცირების საფუძველზე. ბოლოდროინდელი მზის ციკლები მოგვაგონებს წინა დიდ მინიმუმებს: მაუნდერის მინიმუმს და დალტონის მინიმუმს. ინფორმაცია მაუნდერის გრანდ მინიმუმის შესახებ საფუძვლად დაედო ერთ-ერთ კომპიუტერულ მოდელს მომავალი დიდი მინიმუმის შედეგების აღსაწერად. ამ პირობებში საერთო მზის გამოსხივება უნდა შემცირდეს 0,25%-ით 2020 წლიდან 2070 წლამდე, ამასთან მზის რადიაციის თავდაპირველი შემცირების დროს 2020 წელს ჰაერის საშუალო ტემპერატურა დაიკლებს ცელსიუსით რამდენიმე მეათედი გრადუსით.
მაგრამ, დიდი მინიმუმის 50-წლიანი პერიოდის ბოლოსთვის მისგან ეფექტი ნიველირდება ტემპერატურის საყოველთაო ზრდის გამო კარგად ცნობილი სათბურის ეფექტის გამო. მართალია, მოსალოდნელი დიდი მინიმუმის პერიოდში სათბურის გაზების გათბობის ეფექტი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ, დენ ლუბინის აზრით, პლანეტარული დათბობის ტენდენციას ეს არ შეაჩერებს, თუმცა გარკვეული დროით შეამცირებს.
შეგახსენებთ, რომ სათბურის ეფექტის ერთ–ერთ მთავარ დამნაშავეთ ნახშირორჟანგს მიიჩნევენ, რომლის რაოდენობა ატმოსფეროში, ადამიანის წყალობით, დღითიდღე იზრდება. ასობით ათასი წლის განმავლობაში მისი დონე არ აღემატებოდა 300 ნაწილს მილიონზე. XIX საუკუნიდან დაწყებული, სამრეწველო რევოლუციის დროიდან, CO2 (და სხვა სათბურის გაზები) ჰაერში მატულობს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ გადააჭარბა მილიონზე 403 ნაწილს, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 800 ათასი წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნიკალური ასტეროიდი, რომელიც არავის შეუმჩნევია, მზეს ემუქრება.
ასევე აღინიშნა, რომ მზეზე ხშირმა აფეთქებებმა შეიძლება გაანადგუროს მისი მაგნიტური „გუმბათი“.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised