воскресенье, 25 июля 2021 г.

„ალმაცერად გამოხედვის“ ტექნიკა. ჰეტერონორმატიული რიგის კრიტიკა/ირინა გრადინარის რედაქციით


„ალმაცერად  გამოხედვის“ ტექნიკა. ჰეტერონორმატიული რიგის კრიტიკა/ირინა გრადინარის რედაქციით

/სტატიების კრებული ი. გრადინარის რედაქციით, თარგმ. ინგლ. კ. ბანდუროვსკიმ, ი. კუშნარევამ, ლ. ფირსოვამ. მოსკოვი: გაიდარის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2015 (ჟურნალ „ლოგოსის“ ბიბლიოთეკა). – 352 გვ.

 https://www.iep.ru/ru/izdatelstvo/book/2015/tekhnika-kosogo-vzgliada--kritika-geteronormativnogo-poriadka-pod-red-iriny-gradinari.html


კრებულში შევიდა მსოფლიოში წამყვანი თეორეტიკოსების ჯუდიტ ბატლერის, ჯეკ ჰალბერსტამის, რაივენ კონელის და ლი ედელმანის უკვე კანონიკურად ქცეული ტექსტები გენდერსა და ქვირ-თეორიაში, რომლებიც რუსულად პირველად გამოქვეყნდა. მათ ავსებს ერიკ ფასენის სოციოკულტურული მიმოხილვა საფრანგეთში გენდერული კვლევების განვითარების შესახებ. სტატიებს აერთიანებს ჰეტერონორმატიული რიგის ახლებური გააზრების იდეა, დეცენტრირებული, ე.წ. ალმაცერა გამოხედვის დახმარებით, როგორც შეიძლება ითარგმნოს „ქვიარი“, თუ საქმე ეხება მის ანალიტიკურ პოტენციალს. ავტორები აანალიზებენ ქვირ- და ჰეტერონორმატიული სუბიექტების ფორმირებას, მათი სურვილებისა და მბრძანებლური ურთიერთობების გენეზისს, რომელთაგან განუყოფელია ნებისმიერი საგნის არსი, კერძოდ, საუბარი ეხება ჰეტერო- და ჰომოსექსუალობის კონსტიტუციურ ურთიერთქმედებას, ლესბოსელ სუბიექტებს, მასკულინობას მამაკაცების გარეშე, მასკულინობის იერარქიული სისტემას პატრიარქალურ საზოგადოებაში და დასავლურ კულტურაში ბავშვობის იდეოლოგიური აპროპრიაციას. ტექსტებს წინ უძღვის ქვირის სოციალურ-პოლიტიკური და თეორიული განვითარების მიმოხილვა.


====


https://www.litres.ru/sbornik/uchebnik-razvitiya-soznaniya-voprosy-i-otvety-kniga-11-up-44475786/

ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელო. კითხვები და პასუხები. წიგნი 11. მდგომარეობების მართვა

აღნიშნული წიგნი წარმოადგენს სპეციალობა „ცნობიერებისმცოდნეობის“ სახელმძღვანელოს. სახელმძღვანელო ორი ნაწილისგან შედგება. სწავლების შემოთავაზებული ფორმა ორგანიზებულია კითხვა-პასუხის კომბინაციის სახით. „ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელოს“ მეთერთმეტე ტომის კითხვები თემატურობის მიხედვით წარმოდგენილია პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში - პასუხებია მოცემული. „ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელოს“ კითხვის ნომერი „მდგომარეობების მართვა“ (კითხვები-პასუხები) შეესაბამება „ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელოს“ პასუხის ნომერს „მდგომარეობების მართვა“ (კითხვები-პასუხები).

კითხვის ან პასუხის ბოლოს მითითებულია უშუალოდ „ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელოს“ ამ ტომის გვერდი. „ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელოს“ მეთერთმეტე ტომი ეძღვნება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობების მართვის მეთოდებს. აღწერილია ავტორის მიდგომა ფსიქიკური მდგომარეობების კლასიფიკაციისადმი. განხილულია ჰიპნოზის თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდები, თითოეული ადამიანის გრძნობის ორგანოების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, მოცემულია შთაგონებისგან დაცვის პრაქტიკის საფუძვლები, აგრეთვე შთაგონების მოცულობითი ფორმულების შედგენის პრაქტიკა. ეს წიგნი, ისევე როგორც „ცნობიერების განვითარების სახელმძღვანელოს“ ყველა ტომი, განკუთვნილია როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის.

===


https://www.flip.kz/catalog?prod=217007

ცხოვრების ბატონ-პატრონის სახელმძღვანელო. 160 გაკვეთილი

ვ.ვ. სინელნიკოვი

სერია: ქვეცნობიერის საიდუმლოებები

ამ წიგნის დახმარებით თქვენ შეძლებთ გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება, განიკურნოთ დაავადებებისგან, იპოვოთ სიყვარული და შეიცნოთ, რა არის ბედნიერება და ნამდვილი სიმდიდრე. სახელმძღვანელო გასწავლით იყოთ ყურადღებიანი საკუთარი თავის და გარშემო მყოფი სამყაროს მიმართ, მოისმინოთ და გაიგოთ სამყაროს ნაკარნახევი, მართოთ საკუთარი ბედი, იყოთ თქვენი აზრებისა და მოქმედებების ბატონ-პატრონი.

ვალერი ვლადიმიროვიჩ სინელნიკოვი - ექიმი-ფსიქოთერაპევტი და ჰომეოპათია, ათი წიგნის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია რვა მილიონზე მეტი ეგზემპლარის ტირაჟით. „ექიმ სინელნიკოვის ჯანმრთელობისა და ბედნიერების სკოლის“,  ბავშვებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებითი სკოლის „აზ ბუკი ვედის“ დამფუძნებელი. ვალერი ვლადიმიროვიჩ სინელნიკოვი ავტორია თავისი  სიმარტივითა და ეფექტურობით უნიკალური მეთოდიკისა, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა  ჯანმრთელობის დაბრუნებაში და ცხოვრების სიხარულის პოვნაში. ავტორია წიგნების „შეიყვარე შენი დაავადება“, „განზრახვის ძალა“, „ვაქცინაცია სტრესისგან“.


https://www.ozon.ru/context/detail/id/29153350/
ენერგოინფორმაციული გაცვლის საიდუმლოებები. წიგნი 5. ბუდა. ვხედავ და ვგრძნობ აზრს!
რემიზოვა-ბაბუშკინა ნადეჟდა იულიევნა
აღწერა
კაცობრიობის სულიერი მასწავლევლები დაუღალავად ასწავლიან ამ ჭეშმარიტებას ადამიანებს,  ახალ მიმართულებებს აძლევენ საკუთარი თავის და გარშემო მყოფი სამყაროს შემეცნებაში. როგორ უნდა გადავლახოთ უმეცრება, შეცდომები, შიშები, როგორ უნდა დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებს რთულ სიტუაციებში - ეს არის სულიერი კოსმოსის ხელმძღვანელობით დაწერილი წიგნების „ენერგოინფორმაციული გაცვლის საიდუმლოებების“ თემა. 


https://www.books-up.ru/ru/book/rascsheplenie-i-proektivnaya-identifikaciya-4580269/
დაყოფა და პროექციული იდენტიფიკაცია
ავტორები: დ.ს. გროტშტეინი, ი. კუშნარევა, ი.ვ. სიზიკოვა
აღწერა
ჯეიმს გროტშტეინი საოცრად გასაგებად წერს. თავის წიგნში ის წარმოგვიდგენს დაცვის ორ მთავარ მექანიზმს. ის ამტკიცებს, რომ ადამიანები უფრო მეტად არიან ერთმანეთისგან დაყოფილი, ვიდრე რეალურად არის გაცნობიერებული, პიროვნების თითოეული ნაწილი დამოუკიდებელია და მიჰყვება საკუთარ გეგმებს. ისევე, როგორც ფეირბერნი და განტრიპი, ის ამტკიცებს, რომ განხეთქილება გამოწვეულია უმწეობის და სისუსტის აუტანელი გრძნობების ზემოქმედების ქვეშ. კლაინისა და ბიონის შემდეგ, გროტშტეინი აღწერს პროექტურ იდენტიფიკაციას, როგორც საკუთარი თავის წარმოსახვით გაფართოებას ობიექტზე მიერთების გზით, რაც ნიშნავს სეპარაციის და უმწეობის დაძლევას, ასევე, როგორც კომუნიკაციის ძირითად საშუალებას.










Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised