воскресенье, 25 июля 2021 г.

ევროპის ქალაქები სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

 


ევროპის ქალაქები სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

https://ru.euronews.com/2020/09/09/yevropeyskiye-goroda-v-pogone-za-chistym-vozdukhom


ევროპის ქალაქები სუფთა ჰაერისთვის იბრძვიან

ქალაქებში ჰაერის ცუდი ხარისხი სულ უფრო მეტად აწუხებს ხელისუფლებას. შეძლებენ ისინი ჩვენთვის სუფთა ჰაერის დაბრუნებას?

ასეთი სუფთა ჰაერი იტალიის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რეგიონში დიდი ხანია არ ყოფილა. ახალი კორონავირუსის აფეთქებამ, რომელმაც მთელ ქვეყანას და განსაკუთრებით ძლიერად დაზარალებულ ლომბარდიას კარანტინზე წასვლა აიძულა, შეაჩერა ეკონომიკური და სოციალური აქტივობა, მოულოდნელი პოზიტიური ეფექტი გამოიწვია - ქალაქებში ჰაერი სუფთა გახდა. მონაცემები თანამგზავრიდან ადასტურებს ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციის შემცირებას მთელ რეგიონში, მათ შორის მილანში, რომელიც, როგორც სხვა მეგაპოლისები, სამწუხაროდ, განთქმულია ჰაერის დაბინძურების საშიში დონით. ლომბარდიის გარემოს სააგენტოს მონაცემების თანახმად, მარტში აზოტის ოქსიდის კონცენტრაცია შემცირდა 38%-ით, მყარი ნაწილაკების - 14%-ით და ბენზოლის - 33%-ით, 2016 და 2019 წლების იმავე თვესთან შედარებით.

საკარანტინო ზომების შედეგად, ჰაერის ხარისხი ასევე გაუმჯობესდა მადრიდში, ლისაბონში და ევროპის სხვა ქალაქებში. ამასთან, ეს დადებითი ეფექტი არის მოკლევადიანი, რადგან ეკონომიკური აქტივობის აღდგენისთანავე ჰაერის დაბინძურება კვლავ იწყებს ზრდას. ქალაქის ხელისუფლება ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა წარმატებების მიღწევაში ცდილობდა გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებას. ის ფაქტი, რომ ჰაერის დაბინძურება ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას და სიკვდილიანობის ზრდას, ეს იქნება ახალი სტიმული გადაუდებელი ზომების მისაღებად ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების დონის შესამცირებლად.

„1970-იანი წლების დასაწყისიდან ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, - ამბობს დოქტორი ვინსენტ-გენრი პეუჩი, კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის (CAMS) დირექტორი. - ევროპული და ეროვნული ნორმები არეგულირებენ დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის დონეს ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი გავლენის შესამცირებლად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“. ჰაერის დაბინძურება კვლავ რჩება ყველაზე სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემად ევროპაში, აფრთხილებენ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EAОС) სპეციალისტები. ქალაქებში, სადაც მილიონობით ადამიანი ცხოვრობს, თავმოყრილია მრეწველობის ძირითადი დარგები და მგზავრთა მასობრივი ნაკადები, ჯერ კიდევ შეინიშნება ჰაერის დაბინძურების დონე, რომელსაც ექსპერტები ჯანმრთელობის დარგში მავნედ თვლიან.

17 კგ ჰაერის შემადგენლობა, რომელსაც ყოველდღე ვსუნთქავთ, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ქალაქებში საავტომობილო გადაზიდვები, ენერგიის წარმოება და მოხმარება, სამრეწველო საქმიანობა, საწვავის წვა, მტვერი და ზღვის მარილი არის ატმოსფეროში ისეთი დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების ძირითადი წყარო, როგორიცაა აზოტის ოქსიდი, მიწასთან არსებული ოზონი და შეწონილი ნაწილაკები (PM).

დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი ევროკავშირის 115 უდიდეს ქალაქში სუნთქავს ჰაერს, რომელიც შეიცავს მინიმუმ ერთ დამაბინძურებელ ნივთიერებას. მისი კონცენტრაცია აღემატება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილ ზღვარს, ამასთან ჯანმოს ნორმები უფრო მკაცრად ითვლება, ვიდრე ევროკავშირის. მაგრამ ქალაქებში ხშირად შეინიშნება ევროკავშირის მიერ დადგენილი შეწონილი ნაწილაკების PM10 საშუალო დღიური კონცენტრაციის გადაჭარბება (50 მკგ/მ3 არა ნაკლებ 35-ჯერ წელიწადში) და საშუალო წლიურის (40 მკგ/მ3). 2017 წელს ევროკავშირსი ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 14% განიცდიდა ოზონის გაზრდილი შემცველობის ზემოქმედებას ჰაერში; 17% - PM10-ს ნაწილაკების გაზრდილ კონცენტრაციას, და კიდევ 17% - ბენზო(ა)პირენის (BaP) - საწვავის არასრული წვის პროდუქტის -გაზრდილ კონცენტრაციას. 

ჰაერის დაბინძურება ევროპის ქვეყნებს ძვირად უჯდება. „შეწონილი ნაწილაკები (PM10 და PM2.5), ნახშირორჟანგი (NO2) და ოზონი (O3) ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია და წარმოადგენს პრობლემას ევროპის ქალაქებისთვის“, - ამბობს ევრიმ დოან ოზთურკი, ევროპის გარემოს სააგენტოს ჰაერის ხარისხის ექსპერტი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მავნე დამაბინძურებელი ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ჰაერის დაბინძურება პროვოცირებს მრავალი დაავადების განვითარებას, ასთმისა და სუნთქვის სხვა ქრონიკული დაავადებებიდან დაწყებული ინსულტით და კიბოს სხვადასხვა ფორმით დამთავრებული. ზარალი დაბინძურებული ჰაერის გავლენისგან წელიწადში 940 მილიარდ ევროს შეადგენს, რადგან ადამიანებს მეტი მოცულობის სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ისინი უფრო ხშირად იღებენ საავადმყოფო ფურცელს ან არაშრომისუნარიანები ხდებიან. ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის შემსწავლელი ცენტრის ექსპერტების აზრით, 2020 წლის პირველ ნახევარში ჰაერის დაბინძურება მსოფლიოს ქალაქების ეკონომიკას წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 0,4-დან - 6%-მდე უჯდება. ბერლინი, ლონდონი და ბუქარესტი მათ შორის არიან, ვინც ყველაზე მეტი ზარალი განიცადა ერთ სულ მოსახლეზე.

„თუმცა ჰაერის ხარისხის ბოლოდროინდელი მოკლევადიანი გაუმჯობესება, უდავოდ, დადებითად აისახება მოსახლეობის  ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, - ამბობს ჯანმოს ევროპული ცენტრის პროგრამის „გარემო სიცოცხლისა და შრომისთვის“ ხელმძღვანელი დოროტა იაროსინსკა,  - [. ..] ყველაზე დიდ გავლენას ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი ზემოქმედება ახდენს. უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ნებისმიერი მოკლევადიანი დადებითი ეფექტი, როგორც COVID-19–ის შედეგი, არ ემსახურება გეგმაზომიერ და უწყვეტ საქმიანობას ჰაერის ხარისხისა და კლიმატის გაუმჯობესებისთვის. არსებობს რისკი, რომ ეკონომიკური აქტივობის სწრაფი აღდგენისთვის ჩნდება გარემოს დაცვის ზომების შესუსტების  ცდუნება, და შედეგად იზრდება გრძელვადიანი რისკები“.

ამასთან, ევროპის ქვეყნების ძალისხმევა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, იმპულსს იღებს. „ევროპული მწვანე გარიგება“ ადგენს ახალ პრიორიტეტებს ჰაერის დაბინძურების ნულოვანი დონის მისაღწევად“, - ამბობს დოქტორი ოზთურქი. - პოლიტიკური წრეები, მედია და საზოგადოება სულ უფრო მეტ დაინტერესებას იჩენენ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების მიმართ, და იზრდება ინიციატივების საზოგადოებრივი მხარდაჭერა“.

დირექტივებისა და პროექტების შემუშავება ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ემყარება ჩვენს ქალაქებში ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს. „CAMS–ში ჩვენ კონსოლიდაციას ვუწევთ დაკვირვებების შედეგებს ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეზე, ასევე ვთავაზობთ ჰაერის ხარისხის პროგნოზებს თანამგზავრების დაკვირვებების, მიწისზედა გაზომვების და ციფრული მოდელების საფუძველზე, ყველაფერი როგორც ამინდის პროგნოზისთვის“, - ამბობს დოქტორი პეუჩი. მომდევნო ოთხი დღის პროგნოზები მიუთითებს ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების სავარაუდო კონცენტრაციაზე, ასევე აქვთ თუ არა მათ ლოკალური წარმოშობა, თუ ისინი მოტანილია ევროპის ან მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან (იხ. სურათი). ეს საშუალებას აძლევს ადგილობრივ ხელისუფლებას და დირექტიულ ორგანოებს  ფოკუსირება მოახდინონ დაბინძურების კონკრეტული მიზეზების მოგვარებაზე, იქნება ეს ტრანსპორტი, მრეწველობა თუ მტვრის ღრუბელი საჰარიდან. ჰაერის ხარისხის კონტროლის ინსტრუმენტები დემონსტრირებენ ყოველდღიური ზომების ეფექტურობას ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მაგალითად, აჩვენებენ, ტრანსპორტის ნაკადის შეზღუდვას ამა თუ იმ დღეს როგორ შეუძლია შეამციროს შეწონილი ნაწილაკების რაოდენობა ჰაერში.

ექსპერტები ჯანდაცვის სფეროში ასევე იყენებენ ამ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების კონტროლის ზომების სტიმულირებისთვის. „ჯანმოს“ რეგიონალურმა ბიურომ შეიმუშავა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა AirQ+ კომპიუტერული პროგრამა ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის რაოდენობრივ შესაფასებლად ნაციონალურ და სუბნაციონალურ (ქალაქურ) ​​დონეზე, რომელიც ეხმარება პოლიტიკისა და პრაქტიკული ზომების ფორმირებაში, - აღნიშნავს ჯანმოს წარმომადგენელი, დოქტორი იაროსინკა. - მისი დახმარებით შეიძლება შეფასდეს დადებითი ეფექტი, რომელსაც ჯანმრთელობაზე მოახდენს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება. ეს ყველაფერი შეუძლებელია საიმედო მონაცემების გარეშე, როგორც სამედიცინო-სანიტარულის, ასევე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა და ქალაქებმა შექმნეს და მხარი დაუჭირეს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეფექტურ სისტემებს“. 

ქალაქის მოსახლეობის ჩართვა ჰაერის ხარისხის მონიტორინგში ასევე ხელს შეუწყობს ჰაერის დაბინძურების შემცირებას. „ლონდონის სამეფო კოლეჯის კვლევამ აჩვენა, რომ ხარისხიანი მონაცემების არსებობამ შეიძლება შეამციროს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება 50%-ით, ყოველდღიური საქმიანობის მცირე ცვლილებების გზით“, - ამბობს ტაილერ ნოულტონი Plume Labs-იდან. ამ ფრანგულმა კომპანიამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც პროგნოზირებს ჰაერის დაბინძურებას, ასევე ჰაერის ხარისხის პერსონალური მონიტორები, რომლის წყალობითაც მომხმარებლები ადგილებზე შეძლებენ  დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციის კონტროლს რეალური დროის რეჟიმში. ეს პროგრამა იყენებს CAMS-ის მონაცემებს ლოკალური პროგნოზების შესადგენად.  „კვლევამ აჩვენა, რომ ქარი და ამინდის პირობები, ტენიანობა და სიცხე, ატმოსფერული წნევა და მრავალი სხვა ფაქტორი ქმნის სუფთა ჰაერის და დაბინძურების კერების „ჯიბეებს“, - განმარტავს ტაილერ ნოულტონი. - ერთ ქუჩაზე ჰაერის დაბინძურების დონე შეიძლება 8-ჯერ მეტი იყოს, ვიდრე მეორეზე. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის საკმაო რაოდენობის სადგურების დაყენება ამ დონის დეტალების დაბინძურების ზუსტად გასაზომად, ასტრონომიული თანხა დაჯდებოდა. ჰაერის ხარისხის შესახებ პერსონალურ მონაცემებზე წვდომას დიდი მნიშვნელობა ექნება“. 

ჰელსინკში მეცნიერები კონსოლიდირებენ ქალაქის თემებისა და მოქალაქეებისგან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც თან ატარებენ მობილურ სენსორებს, რომლებიც უფრო ზუსტ ინფორმაციას აწვდიან დაბინძურების ზონების შესახებ. HOPE-ს პროექტის მიზანია „ხელმისაწვდომი ფორმით უზრუნველყოს ძირითადი ინფორმაციის მიწოდება ჰაერის ხარისხის და მისი გავლენის შესახებ ქალაქის მცხოვრებლებზე, იმაზე აქცენტით, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ქალაქის მცხოვრებლებმა ადგილებზე ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - ამბობს HOPE-ს პროექტის ხელმძღვანელი იუსი კულონპალო. ეს შეიძლება ნიშნავდეს „პირადი ავტომობილებით ნაკლებად გამოყენებას, უფრო მეტად ფეხით სიარულს და ველოსიპედით მგზავრობას, დიზელისა და ბენზინის ავტომობილებიდან ელექტრულზე ან ჰიბრიდულზე გადასვლას, ნაკლებად შეშის დაწვას, თანამედროვე, უფრო ეფექტურ ბუხრების ყიდვას“, - განმარტავს ჯუსი კულონპალო.

სარაგოზას, სანტიაგო დე კომპოსტელას, ფლორენციის, მოდენას, ლივორნოსა და პიზას ექსპერტები ტრაფიკის მონაცემებს ამინდის პროგნოზთან და ტოქსიკური ნივთიერებების დონესთან აკავშირებენ. მათი მიზანია საგზაო-სატრანსპორტო საშუალებებით  ჰაერის დაბინძურების შემცირება. TRAFAIR პროექტის ფარგლებში, დაბალფასიან სენსორებს განათავსებენ ქალაქის სხვადასხვა წერტილში, აკვირდებიან დამაბინძურებელი ნივთიერებების შემცველობას, შემდეგ კი მონაცემებს ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის შესახებ და დამაბინძურებლების დისპერსიის მოდელებს ჰაერის ხარისხის პროგნოზირებისთვის იყენებენ.

ინოვაციური მიდგომა ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად ლონდონის ქალაქის ხელისუფლებას წელიწადში 4,1 მილიარდი ევრო უჯდება. პროექტის „ისუნთქე, ლონდონო“ მიზანია შექმნას მსოფლიოში ჰაერის ხარისხის მონიტორინგის უდიდესი ქსელი. პროექტის ფარგლებში გარე განათების მოძებზე  და ქალაქის შენობებზე 100 სენსორული მოდული დამონტაჟდა, რომლებიც რეალური დროის რეჟიმში ზომავენ ჰაერის ტოქსიკურობის დონეს, ხოლო მობილური სენსორებით აღჭურვილი Google Street View ავტომობილები კურსირებენ ქალაქის ცენტრალურ რაიონებში და ყოველ წამს ატარებენ გაზომვას. პროექტში მონაწილეობენ ქალაქის მაცხოვრებლებიც, რომლებიც პორტატული სენსორების დახმარებით ზომავენ ჰაერის ხარისხს საცხოვრებელი ადგილის მიზედვით.

კომპანიებმაც კი, რომელთა საქმიანობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან, გადაწყვიტეს მონაწილეობა მიიღონ ქალაქებში დაბინძურების დონის მონიტორინგში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში DPD ამანათების მიწოდების სამსახური გეგმავს რეალური დროის რეჟიმში გაზომოს შეწონილი ნივთიერებების PM2.5 შემცველობის გაზომვა ევროპის 20 ქალაქში. ამ მიზნით, მან აღჭურვა თავისი ავტომობილები და ჰაბები მობილური ლაზერული სენსორებით, რომლებიც ყოველ 12 წამში გაზომავს ტოქსიკური ნივთიერებების კონცენტრაციას.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ყველაზე აშკარა გზაა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა, ემისიების დაბალი დონის სატრანსპორტო ზონების დაგეგმვა და ქალაქის ცენტრში შესასვლელად გადასახადების გადახდებინება, ინოვაციური სამშენებლო მასალების გამოყენება ასევე ხელს შეუწყობს დაბინძურების შემცირებას. ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ LIGHT2CAT პროექტზე, ამტკიცებენ, რომ ტიტანის დიოქსიდის დამატებით ცემენტის დუღაბში შენობები და სხვა ნაგებობები შეიძლება მგრძნობიარე გახადოს სინათლის მიმართ, ვინაიდან ტიტანს შეუძლია შთანთქას მზის გამოსხივება და გამოიწვიოს ქიმიური რეაქცია, რაც გააანეიტრალებს მავნე ნაწილაკებს ჰაერში. ტიტანის ოქსიდი ასევე წარმოადგენს იტალიური კედლის საღებავის Airlite-ს ძირითად კომპონენტს, რომელსაც, მისი შემქმნელების აზრით, შეუძლია შეამციროს აზოტისა და გოგირდის ოქსიდების, ამიაკის და CO-ს კონცენტრაცია, როგორც შენობის შიგნით, ისე მის გარეთ.

ასევე არსებობს შიში, რომ კლიმატის ცვლილება ევროპაში გავლენას მოახდენს ჰაერის დაბინძურებაზეც. კვლევამ აჩვენა, რომ უფრო ხშირმა სითბურმა ტალღებმა შეიძლება გამოიწვიოს მიწის დონეზე ოზონის კონცენტრაციის ზრდა, რაც მავნე ზემოქმედებას მოახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სითბურ ტალღებს, რომლებიც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კონტინენტს გადაეფარებიან, თან ახლავს ქარის დაბალი სიჩქარე და მაღალი ტემპერატურა, რაც ქმნის ხელსაყრელ პირობებს ოზონის წარმოქმნისთვის და საშუალებას აძლევს დამაბინძურებელ ნივთიერებებს მეტხანს დარჩეს ატმოსფეროში.

„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება გამოიწვევს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებების შემცირებას მოსახლეობაში გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში, - განმარტავს ჯანმოს წარმომადგენელი დოქტორი იაროსინსკა. -ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას შეიძლება თან ახლდეს CO2-ს და ხანმოკლე კლიმატური დამაბინძურებლების შემცირება, როგორიცაა შავი ნახშირბადი და მეთანი, და ამით ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგების შერბილებას.”

„საჭიროა პოლიტიკის შეთანხმებულობის უზრუნველყოფა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და სათბური გაზების შემცირების დარგში“, - ამბობს დოქტორი პეუჩი. ჩვენმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ზომების დაცვა, რომელიც მიმართულია CO₂ და შეწონილი ნაწილაკების ემისიების შემცირებაზე, ერთად ან ცალკე, გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე აქტიური ზომების მიღება. მათ ასევე აჩვენეს, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ზომების შერწყმით, CO₂–ის ემისიები დასავლეთ ევროპაში შეიძლება შემცირდეს 15%–ით და მეტით, ვიდრე მხოლოდ ერთი ასეთი პროგრამით გათვალისწინებული ზომების რეალიზაცია.

„ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მიღწეულით, - დასძენს დოქტორი პეუჩი. - ცვალებადი კლიმატის პირობებში შესაძლებელია ერთდროულად ბრძოლა როგორც ჰაერის დაბინძურების, ასევე სათბურის გაზების ემისიების წინააღმდე. ეს არის წაუგებელი სიტუაცია, რომელიც უშუალო  გავლენას მოახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე“. 

 

==========

https://chytayka.com.ua/geroi-90-x-ljudi-i-den-gi-novejshaja-istorija-kapitalizma-v-rossii/id34372.html

90-იანი წლების გმირები. ხალხი და ფული: რუსეთში კაპიტალიზმის უახლესი ისტორია 
ვალერია ბაშკიროვა, ალექსანდრ სოლოვიოვი (არტ. 37598)

ეს წიგნი „ულმობელი 90-იანი წლების“ მოკლე ისტორიაა „კომერსანტის“ ჟურნალისტების ვალერია ბაშკიროვას, ალექსანდრ სოლოვიოვისა და ვლადისლავ დოროფეევის შესანიშნავი გადმოცემით. პირველი რესტორნები და საგირავნო აუქციონები, ბირჟა „ალისა“ და ეგორ გაიდარი, თეთრი სახლისთვის ტყვიების დაშენა და ვაუჩერები, ბორის ელცინი და ჩეჩნეთის ომები, ფინანსური პირამიდა „МММ“ და სახელმწიფო მოკლევადიანი ობლიგაციები, შეკვეთილი მკვლელობები და პრივატიზაცია, პავლოვის რუბლის რეფორმა და ფინანსური კრიზისი, რუსი მედესანტეები პრიშტინაში და ხასავიურტის ზავი, ნტვ-ს აყვავება და „შვიდბანკირობა“, „აუმ სინრიკე“ და „ჰოპერ-ინვესტი“, ბორის ბერეზოვსკი, ანატოლი ჩუბაისი და ალექსანდრ ლებედი.
წიგნი დაწერილია დოკუმენტალურ ჟანრში, ემყარება მოვლენების უშუალო მონაწილეების მიერ მიწოდებულ ფაქტებსა და ჩვენებებს, რომელთაგან მრავალმა მხოლოდ ახლა შეძლო სიმართლის ბოლომდე თქმა. „90-იანი წლების გმირები“ მხოლოდ საინტერესო საკითხავი არ არის. წიგნი ასახავს რუსეთის ისტორიის გარდამტეხი პერიოდის მთლიან სურათს და დახმარებას უწევს მის გააზრებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised