понедельник, 23 ноября 2020 г.

შექმნილია პრიმიტიული თვითშემეცნების უნარის მქონე რობოტი


შექმნილია პრიმიტიული თვითშემეცნების უნარის მქონე რობოტი

გიორგი გოლოვანოვი

    https://hightech.plus/2019/02/04/sozdan-robot-s-primitivnim-samosoznaniem

რობოტი რაც არ უნდა ჭკვიანი გახდეს, მაინც ვერასოდეს შეედრება ადამიანს, სანამ თვითშემეცნებას არ შეიძენს. სანამ მეცნიერები დებატებს მართავენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს, ინჟინრებმა შეერთებული შტატებიდან მექანიკურ ხელს თვითშემეცნების ელემენტები შესძინეს.

რობოტების უმეტესობა იქმნება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად და იმისათვის, რომ უკეთესად შეძლონ გამკლავება, ადამიანები მათ „თვითიმიტაციის“ უნარს ანიჭებენ. ეს არის საშუალება გავიგოთ ვინ არიან ისინი, რას აკეთებენ და როდის. ვიწრო ხელოვნური ინტელექტის ამგვარი სახეობა კარგად მუშაობს იმ პირობებში, რისთვისაც შექმნილია რობოტი, მაგრამ მათი შეცვლის შემთხვევაში, დგება მანქანის გადაკეთების აუცილებლობა. და თუ რობოტი მწყობრიდან გამოდის, მას ყოველთვის არ ესმის, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება.

მეორეს მხრივ, ადამიანები მთელ ცხოვრებას ხარჯავენ საკუთარი თავის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ჩვენთვის დაახლოებით გასაგებია, რა შესაძლებლობები გააჩნია ჩვენს სხეულს, როგორ მოძრაობენ ხელები და ფეხები. და თუ იდაყვს დავიზიანებთ, ტვინი ადვილად ახერხებს ადაპტირებას.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სპეციალიტები შეეცადნენ ესწავლებინათ რობოტებისთვის მსგავსი რამ.

პირველ რიგში, მათ აიღეს რობოტიზირებული ხელი თავისუფლების ოთხი ხარისხით და საშუალება მისცეს მას შეექმნა საკუთარი სახე ღრმა სწავლის ტექნოლოგიების გამოყენებით, იუწყება  New Atlas.

თავიდან რობოტს საერთოდ არ ესმოდა, თუ რას წარმოადგენდა, და ქაოტურად ბრუნავდა სხვადასხვა მიმართულებით. ამ პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპის დროს მან ტრაექტორიების სახით შეაგროვა მონაცემები თავის შესახებ, რომელთაგან თითოეული 100 წერტილისგან შედგებოდა. შემდეგ მან დაიწყო ღრმა სწავლის გამოყენება საკუთარი თავის მოდელის შესაქმნელად, და ასწორებდა მას შესწავლის პროცესში. დაახლოებით 35 საათიანი სწავლის შემდეგ, მან საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა შეადგინა საკუთარი გაბარიტების შესახებ.

ექსპერიმენტების დროს რობოტი იღებდა საგნებს და გადაჰქონდა კონტეინერში. სივრცეში მისი მოძრაობების შესახებ უკუკავშირის მიღებისას, მან 100%-ით გაართვა თავი დავალებას. როდესაც ინჟინრებმა მოაშორეს უკუკავშირი, და რობოტი იძულებული გახდა დაყრდნობოდა მხოლოდ მოსაზრებებს საკუთარი პარამეტრების შესახებ, მისი ქმედებების წარმატების მაჩვენებელი 44%-მდე შემცირდა.

გამომგონებლების აზრით, ეს მაინც შთამბეჭდავი შედეგია. ისინი მას თვალახვეული ადამიანის მოქმედებებს ადარებენ.

შემდეგ მათ გამოსცადეს  ახალ გარემოებებში რობოტის ადაპტირების შესაძლებლობა. მეცნიერებმა რობოტი აღჭურვეს ახალი ნაწილით, რომელმაც ცვლიდა მის ფორმას. ის სწრაფად მიხვდა, რომ მისი სახე მოძველდა, ამიტომ შეცვალა იგი და განაგრძო მუშაობა.

რა თქმა უნდა, რობოტი ჯერ კიდევ შორსაა ადამიანების ან ცხოველების თვითშემეცნებისგან, მაგრამ მისი შესაძლებლობები უკვე შეიძლება შევადაროთ პატარა ბავშვს, რომელიც ეუფლება პირველ მოტორულ უნარ-ჩვევებს.

Guardian-ის მკვლევარი და კოლუმნისტი სტივენ ქეივი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი ყოველ წელს სულ უფრო ემსგავსება უსულო ბიუროკრატიულ მანქანას, რომელიც გამორიცხავს ადამიანს განტოლებიდან. ხელოვნური ინტელექტის რკინის ლოგიკა, გაუმჭვირვალეობა და ანგარიშმიუცემლობა იდეალურია მთავრობებისთვის, ჯარებისა და კორპორაციებისთვის. ამის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ალგორითმების შექმნის წესების ტრანსფორმაციის გზით.

==============


https://m.ru.sputnik.kg/world/20180901/1040877641/meksika-kapsula-zemletryasenie-spasenie.html

        მექსიკელებმა გამოიგონეს “დინოზავრის კვერცხი” - ის დახმარებას გაუწევს  მიწისძვრის დროს. მისი შექმნის მიზეზი დიდი მიწისძვრა გახდა, რომელიც ქვეყანაში ერთი წლის წინ მოხდა.

ბიშკეკი, 1 სექტემბერი — Sputnik.  მექსიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს კაფსულა K107, მას „დინოზავრის კვერცხი“ უწოდეს, აქ ადამიანები შეძლებენ გადარჩენას მიწისძვრის დროს, იუწყება Sputnik Mundo.

მისი შექმნის საბაბი გახდა მიწისძვრა, რომელიც მექსიკაში მოხდა 2017 წლის 19 სექტემბერს. მას  რამდენიმე ათასი ადამიანი შეეწირა.

Sputnik Mundo-ს კორესპოდენტი ესაუბრა ინჟინერ რეინალდო ველოის, მოწყობილობის ერთ-ერთ შემქმნელს, რომელსაც შეუძლია გადარჩეს შენობის დანგრევის შემთხვევაში.

„ასეთი კაფსულის შექმნის იდეა რვა წლის წინ გაჩნდა მექსიკის ავტონომიურ უნივერსიტეტში ასკაპოცალკოში. პირველ რიგში, ჩვენ ჩავატარეთ ორი ათასზე მეტი გეომეტრიული ფორმის ფიგურის ვირტუალური  ექსპერიმენტი და გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო იქნებოდა კვერცხის ფორმა. შემდეგ დავიწყეთ სხვადასხვა ტიპის კვერცხების შესწავლა და პალეონტოლოგების დახმარებით ველოცირაპტორის კვერცხზე შევაჩერეთ არჩევანი, რომელიც აბსოლუტურად სიმეტრიული და ამოზნექილია შუაში. მისი ფორმა ყველაზე სტაბილური აღმოჩნდა - ასე გაჩნდა კაფსულა K107“ , - თქვა მეცნიერმა.

ამ ფორმის კიდევ ერთი უპირატესობაა კაფსულის მასშტაბის გაზრდის შესაძლებლობა, პროპორციების და სიმეტრიის ისე შენარჩუნება, რომ კვერცხი დარჩეს მდგრადი. ინჟინრებმა შეძლეს კაფსულების შექმნა ერთი და 2.1 მეტრის სიმაღლის - შესაბამისად ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.

 კაფსულა K107 დამზადებულია კოსმოსურ ინდუსტრიაში გამოყენებული მაღალი სიმტკიცის მასალებისგან და აღჭურვილია სეისმური სიტუაციის შეფასების სისტემით. ამრიგად, მის შიგნით მყოფ ადამიანს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია მიწისძვეის შესახებ. თუ კაფსულა ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდება, დაზარალებულები უზრუნველყოფილი იქნებიან ჟანგბადით, საკვებით და წყლით 30 დღის განმავლობაში. ამასობაში, საგანგებო სიტუაციების სამსახური GPS-გადამცემის საშუალებით  აღმოაჩენს „დინოზავრის კვერცხს“ და დაიწყებს სამაშველო ოპერაციას.

კაფსულის „ნაჭუჭი“ შედგება რამდენიმე ფენისგან, რომელთაგან თითოეული მდგრადია სხვადასხვა ტიპის ზემოქმედების მიმართ: წნევის, მოღუნვის, წვეტიან საგნებთან კონტაქტის.

ინჟინრების ჯგუფმა დააპატენტა თავისი მოწყობილობა, და ის უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მექსიკაში, შეერთებულ შტატებში, კანადასა და ჩილეში.


============

http://saveyou.ru/forum/showthread.php?t=6442

რადიაციული დამცავი კოსტუმები

ყველას მოგესალმებით. უძღები შვილი სახელად Dees დაბრუნდა ამ ფორუმზე. მე ძალიან დამაინტერესა რადიაციისგან დაცვის პრობლემამ და გუგლში მუშაობა დავიწყე.

აქ წარმოდგენილია ვარიანტები, რომელთა მოძებნაც შევძელი ... ამ ნაწილში განიხილება მხოლოდ ის კოსტიუმები, რომლებიც რეალურ დაცვას იძლევა გამჭოლი რადიაციისგან...

         1) ანტირადიაციული კოსტუმი არკ-1

http://www.0-1.ru/handbook/showdoc.asp?dp=16201

         2) რადიაციული დამცავი კოსტუმი რდკ 

http://www.unfire01.ru/pozharnyj-mag...styum-rzk.html

         3) მსუბუქი რადიაციული დამცავი კოსტუმი რდკ-3 

http://www.unfire01.ru/pozharnyj-mag...yum-rzk-m.html

         4) რენტგენის დამცავი ტანსაცმელი

http://www.techno-med.ru/xray_protec...clothing/#more

         5) დემრონი (Demron-W)

http://www.dailytechinfo.org/militar...vidualnoj.html

http://uk.metro.wikia.com/wiki/Демрон

თავდაცვის ყველაზე ჰუმანური იარაღი ყუმბარმტყორცნია

==============

4)რენტგენის დამცავი ტანსაცმელი 

http://www.techno-med.ru/xray_protec...clothing/#more

ასეთ ტანსაცმელში (წინსაფარი, ქუდი, ხელთათმანები და სათვალეები) მხოლოდ დაჯდომა შეიძლება. ასეთ ტანსაცმელში ზურგჩანთით შორს ვერ წახვალთ! :( მხოლოდ სასიცოცხლო ორგანოების დაცვა შეიძლება. და თუ მთლიანად ჩაიცვამთ, მაშინ ეგზოჩონჩხია საჭირო.


==========

ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა, კეთილი მიზნებით არის მოფენილი..

ნუ გააკეთებ სიკეთეს და ბოროტებაც არ იქნება!

ჩვენ დროს ვკლავთ - ის ჩვენ გვკლავს ...

ნუ გეშინია გააკეთო ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. გახსოვდეს, კიდობანი მოყვარულმა ააგო. 

ტიტანიკი პროფესიონალებმა ააგეს.


=============

Satir, მე მოვიყვანე ყველა შესაძლო ვარიანტი, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში აღმოვაჩინე. საერთოდ, როგორც მესმის, თქვენ მე-4 პუნქტს გულისხმობდით. პირადად ჩემთვის ყველაზე იდეალურია 1 და 5 პუნქტები. რადგან ისინი მსუბუქი და კომპაქტურია და გარკვეულწილად იძლევა რადიაციისგან დაცვას. თუ განვიხილავთ დაცვის ხარისხს, აქ ლიდერი, ალბათ, მე-2 პუნქტი იქნება ... ველოდები თქვენს მოსაზრებებს კონკრეტულად თითოეული კოსტუმის  შესახებ

=========== 

      მე დავწერე მოსაზრება იმის შესახებ, რაც სინამდვილეში მაქვს.

      იაპონელებმა გამოიგონეს რადიაციის საწინააღმდეგო მასალა. სადღაც ფორუმზე ამის შესახებ დაწერეს. მაგრამ, მე –5 ვარიანტის მსგავსად, ეს ძვირია, მისი  მოძებნა კი პრობლემური.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised