понедельник, 23 ноября 2020 г.

ფროლოვის ტრენაჟორი (სავარჯიშო მოწყობილობა) .სამოზდრავი, თვითგამაჯანსაღებელი სასუნთქი ტრენაჟორი samozdrav.ru


ფროლოვის ტრენაჟორი (სავარჯიშო მოწყობილობა)

 https://zdorov.by/catalog/dykhatelnye-trenazhery/trenazher-frolova/

მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სუნთქვის სავარჯიშოების ჩასატარებლად სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვის ეფიზემის, ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზის, სტენოკარდიის, ოსტეოქონდროზის, 1 და 2 სტადიების ჰიპერტენზიული დაავადების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს.

ფროლოვის ტრენაჟორი არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით. გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვის ეფიზემის, ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზის, სტენოკარდიის, ოსტეოქონდროზის, 1 და 2 სტადიების ჰიპერტენზიული დაავადების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს.

         ფროლოვის® სასუნთქი ტრენაჟორი წარმოადგენს ორიგინალურ პორტატჳულ მოწყობილობას, რომელიც შექმნილია სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით, ორგანიზმის ადაპტაციური შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ტრენაჟორის დახმარებით შეიძლება სასუნთქი გზების ეფექტურად დანამვა, სხვადასხვა წყალში ხსნადი და ზეთოვანი ნივთიერებების გამოყენებით ნახველის ამოხველების გასაუმჯობესებლად, მის გასათხელებლად და ბრონქოსპაზმის შესამცირებლად. 

        სასუნთქი ტრენაჟორი იძლევა სასუნთქი მუსკულატორის ვარჯიშის ჩატარების საშუალებას წინააღმდეგობის შექმნით, როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის ფაზებში, ორგანოებისა და ქსოვილების ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას ე.წ. „ადაპტაციური სუნთქვის“ რეჟიმში, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ადაპტიური ფიზიოლოგიური რეაქციების განვითარებას ნახშირორჟანგის ზომიერად გაზრდილი კონცენტრაციის პირობებში და ჩასუნთქულ ჰაერში ჟანგბადის შემცველობის კონტროლირებად დაწევას.  

         გამოიყენება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვის ეფიზემის, ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზის, სტენოკარდიის, ოსტეოქონდროზის, 1 და 2 სტადიების ჰიპერტენზიული დაავადების, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროს.

 =============


https://www.medkv.ru/samozdrav-protivipokazaniya.html

სამოზდრავი. უკუჩვენებები სამზდრავი, თვითგამაჯანსაღებელი სასუნთქი ტრენაჟორი samozdrav.ru


რადგან სამოზდრავი, არსებითად, არ არის სამედიცინო მოწყობილობა და წარმოადგენს ფიზიკური დატვირთვის იმიტატორს, მას არანაირი უკუჩვენება არ აქვს. ერთადერთი შეზღუდვა ისაა, რომ თუ თქვენ გადაიტანეთ რთული ოპერაცია ან ინსულტი, სამზოდრავის გამოყენება უნდა დაიწყოთ ოპერაიიდან სამი თვის შემდეგ.

 სამოზდრავაზე ვარჯიშის დაწყებამდე საჭიროა დაწყნარდეთ და მიიღოთ მოსახერხებელი მდგომარეობა, ვარჯიში უნდა ჩაატაროთ მოდუნებულ მდგომარეობაში. არ უნდა ჩაატაროთ ვარჯიში სტრესულ, გაღიზიანებულ მდგომარეობაში. თუ ვერ მოახერხებთ მოდუნებას, ვარჯიშამდე 10-20 წუთით ადრე მიიღეთ 20-30 წვეთი კორვალოლი (ვალოკორდინი), ან ვალერიანის 2 ტაბლეტი, ან ერთი ჭიქა დამამშვიდებელი მცენარეული ნაყენი.


           რა არ უნდა გააკეთოს ვარჯიშის პროცესში სამოზდრავზე დროს Samozdrav- ში (სამოზდრავის ინსტრუქციიდან)


არ უნდა შეეცადოთ „პროცესის დაჩქარებას“, „საგრძნობი დატვირთვის მიღებას“ - არ უნდა დაარღვიოთ ინსტრუქცია და შეეცადოთ სუნთქვის შეკავებას, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გაღრმავებას, ნაადრევად  გადასვლას ეტაპიდან ეტაპზე და ა.შ. არ უნდა ჩაატაროთ ზედმეტი ექსპერიმენტები საკუთარ თავზე! ე.წ. „საგრძნობ დატვირთვაა“, „პროცესის დაჩქარების მცდელობაა“ ყოველთვის მიჰყავდა ინსტრუქციის დამრღვევი ერთ-ერთ შემდეგ ნეგატიურ შედეგამდე: აღდგენის პროცესის მკვეთრ შენელებამდე ან მის შეწყვეტამდე; მიღწეული მაჩვენებლების გაუარესებამდე. განმარტება: ადამიანის ორგანიზმი ძალიან რთული თვითრეგულირებადი „ბიოლოგიური მანქანაა“. ორგანიზმს დროის გარკვეული მონაკვეთი სჭირდება ცვლილებების განსახირცოელებლად მის საქმიანობაში. მაგალითად, აკლიმატიზაციის პროცესი სხვა კლიმატის მქონე სხვა ადგილას გადასვლისას, რამდენიმე დროის სარტყელის სწრაფად გადაკვეთისას, მთაზე ასვლისას და ა.შ.

 ნახშირორჟანგით არტერიული სისხლის ნორმალური შემადგენლობის აღდგენის და სისხლძარღვებს შორის სივრცის ნორმალურამდე მოყვანის პროცესი გათვლილია 4-10 თვეზე. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო ხანგრძლივია კურსი და დრო შედეგის მიღებამდე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სისხლძარღვების შორის სივრცის აღდგენისა და სასიცოცხლო ორგანოების სისხლით მომარაგების გაუმჯობესების, გულის გადატვირთვის შემსუბუქების შემდეგ ორგანიზმს რამდენიმე თვე სჭირდება თვითგამოჯანმრთელებისთვის: რეგენერაციის პროცესების ჩატარება (სახსრების, ხერხემლის, სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ორგანოების ქსოვილების აღდგენა), დასუსტებული ფუნქციების კომპენსაცია (აღდგენა). არ უნდა დაველოდოთ „სწრაფ შედეგებს“ - კურსი გათვალისწინებულია 4-10 თვეზე, და კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო „აღდენითი სამუშაოებისთვის“.

მეცადინეობის დაწყებისას პაციენტების დაახლოებით მესამედს უჩნდება სანოგენეზის რეაქცია - ორგანიზმის გაწმენდა, რომელიც მიმართულია ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების აღდგენაზე. ეს დაავადების სიმპტომებს წააგავს. აღინიშნება ნერწყვის გაზრდილი გამოყოფა ან პირის სიმშრალე, ცხვირიდან გამონადენი, ცრემლდენა, ხშირი შარდვა, თხელი კუჭის მოქმედება, შესაძლოა არტერიული წნევის მომატება. ჩვეულებრივ, ეს მოვლენები გრძელდება 1-2 კვირის განმავლობაში მეცადინეობის დაწყებიდან ან ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის დროს. ვარჯიშის შეწყვეტა არ არის საჭირო. თუ არტერიული წნევა 20 მმ-ზე მეტით იზრდება, აუცილებელია მეცადინეობის დაწყებამდე დამამშვიდებელი საშუალებების მიღება. წმენდის რეაქციის შემდეგ, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ხდება.

  ორგანული დარღვევების გავლენა: მოხუცებულობის ასაკში ორგანიზმში გროვდება ორგანული (შეუქცევადი) ხასიათის გარკვეული ასაკობრივი ცვლილებები, რომელთა აღმოფხვრა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, „სამოზდრავი“ უზრუნველყოფს ორგანიზმის ბუნებრივი ძალების ზრდას ორგანული ცვლილებების კომპენსაციისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ორგანიზმში ნახშირორჟანგის შემცველობის ნორმის მიღწევის შემდეგაც, ამ ასაკში არტერიული წნევა ხშირად „მაღალი“ რჩება. მაგრამ, სინამდვილეში, ორგანიზმი თავად განსაზღვრავს ასეთ არტერიულ წნევას, და ის ნორმალურია, რადგან მხოლოდ მასთან ერთად არის უზრუნველყოფილი ტვინსა და გულში შესაძლებელიდან სისხლის უკეთ მიწოდება ასაკთან ერთად სკლეროზირებული სისხლძარღვების საშუალებით. ძალიან იშვიათ შემთხვევებში ადამიანის ორგანიზმში არსებობს ორგანული მიზეზები, რის გამოც ორგანიზმში CO2–ის შემცველობის ნორმაზე ზრდა სრულად არ ახდენს მის ჩვეულ სასიკეთო ზემოქმედებას. ეს არის ასაკთან დაკავშირებული სისხლძარღვების სკლეროზი (75 წლის ასაკისთვის), რაც სისხლძარღვებს აქცევს ხისტი პლასტმასის მილების მსგავს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდი სარგებელი მოაქვს „სამოზდრავის“ კომპლექსის გამოყენებას. არტერიული წნევის სტაბილიზაცია ხდება შესაძლებელიდან დაბალ დონეზე. არტერიული წნევის „ნახტომები“ აღარ შეიმჩნევა. ამგვარი არტერიული წნევის დაწევა არ შეიძლება აბებით, ვინაიდან მისი შემცირება გამოიწვევს თავის ტვინის სისხლით მომარაგების გაუარესებას და შექმნის  იშემიური ინსულტის საშიშროებას.

============
https://www.medtehno.ru/catalog/speic_djx_bal/dih_tren_samozdrav/
სასუნთქი ტრენაჟორი „სამოზდრავი“ 
კომპლექსი „სამოზდრავი“ მიეწოდება „სტანდარტული კომპლექტაციით“ და „კომპლექტაციით  კომფორტი“. 
 მოდელი „კომფორტი“ განსხვავდება სტანდარტულისგან დიზაინით და დამატებითი სასუნთქი ნიღბის არსებობით. ეს ვარიანტი დამზადებულია უფრო გამძლე მასალებისგან და განკუთვნილია გრძელვადიანი გამოყენებისათვის.

          აღწერა
მოქმედების პრინციპი:
პროცედურები „სამოზდრავზე“  3-დან 30 წთ-მდე/დღეში
ნახშირორჟანგის დონის აღდგენა ორგანიზმში
მიკროძარღვების სპაზმების მოხსნა
სისხლის მიმოქცევის ნორმალიზაცია ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოში
ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
ვარჯიშები ტრენაჟორ „სამოზდრავის“ გამოყენებით ხელს უწყობს ისეთი ქრონიკული დაავადებების დაძლევას, როგორიცაა ჰიპერტონია, ასთმა, დიაბეტი, არითმია, ქოშინი, უძილობა, თავის ტკივილი, „გაყინული ფეხების“ ეფექტი, ოსტეოქონდროზი და ართროზი, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი დისტროფიის გამოვლინებების გადალახვას, სტრესის შედეგების მოხსნას.
                         ტრენაჟორის მოდელები:
                                   სტანდარტი
იწარმოება 2008 წლიდან
კლასიკური დიზაინი
ტრენაჟორის გარდა კომპლექტში შედის:
საზომი მოწყობილობა  ნახშირორჟანგის კონცენტრაციის დამოუკიდებელი კონტროლისთვის 
                                                        კომფორტი
 იწარმოება 2008 წლიდან
თანამედროვე  დიზაინი
უფრო კომფორტული ექსპლუატაცია და მოვლა
ტრენაჟორის გარდა კომპლექტში შედის:
საზომი მოწყობილობა  ნახშირორჟანგის კონცენტრაციის დამოუკიდებელი კონტროლისთვის 
მოსახერხებელი გარე კამერა ეტაპიდან ეტაპზე გადასასვლელად
ნიღაბი სუნთქვისთვის

„სამოზდრავის“ არჩევის 5 მიზეზი
ტრენაჟორი არის სამედიცინო ნაწარმი
აპარატის ეფექტურობა დასტურდება კლინიკური კვლევებით
იძლევა სხეულზე წამლის დატვირთვის შემცირების საშუალებას
პირველ გაუმჯობესებას 30 დღის შემდეგ იგრძნობთ
ტრენაჟორი ადვილად  გამოიყენება  სახლის პირობებში
მწარმოებელი ქვეყანა: რუსეთი

კომპლექსი „სამოზდრავი“ ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო დამცავი საშუალებაა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდია, არითმია, ინფარქტი, ჰიპერტონია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული დარღვევა. იხ. დამატებით სტატია ნახშირორჟანგის როლის და ბუტეიკოს თეორიის შესახებ - საიტის ზედა მენიუში. 
         ჰიპოკაპნია - ნახშირორჟანგის СО2 მუდმივი უკმარისობა ორგანიზმში - არტერიული ჰიპერტონიის - არტერიოლების ჰიპერტონიის მთავარი მიზეზია. სანამ ადამიანი ახალგაზრდაა და შედარებით ბევრს მოძრაობს (თამაშები, სპორტი, დისკოთეკა), მისი სუნთქვის ინტენსივობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ ნორმებს და მშვიდ მდგომარეობაში შეადგენს წუთში 2-4 ლიტრს. მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, სტრესისა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო, სუნთქვის ინტენსივობა თანდათან იზრდება და 50-60 წლის ასაკში ადამიანების უმეტესობისთვის ის წუთში 8-12 ლიტრს შეადგენს, ანუ ნორმას 2-3-ჯერ აჭარბებს. 
ფილტვების ჭარბი ვენტილაცია იწვევს CO2-ის გადაჭარბებულ გამოყვანას არტერიული სისხლიდან. მაგალითად, სუნთქვის ინტენსიურობით 10 ლიტრი წუთში მშვიდ მდგომარეობაში არტერიული სისხლი შეიცავს CO2-ს დაახლოებით მხოლოდ 4%-ს, რაც ადვილად დასტურდება სისხლის გაზების ანალიზატორის საშუალებით. არტერიულ სისხლში CO2-ის არანორმალურად დაბალი დონე ქმნის არტერიოლების - არტერიული ჰიპერტონზიის მუდმივ, მნიშვნელოვან სპაზმს, რომელიც იწვევს ჰიპერტონიით დაავადებას.
 იგივე მიზეზი - „არასწორი სუნთქვა“, რაც იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქების) სპაზმს, არის ბრონქული ასთმის წარმოქმნის წყარო. ჰიპერტონიის წარმოქმნის პირველმიზეზის აღმოჩენამ ბიძგი მისცა მისი აღმოფხვრის გზის ძიებას. 1998 წელს დააპატენტეს აპარატი, რომელიც გახდა „სამოზდრავის“ მთავარი შემადგენელი ნაწილი - შექმნილია ჰიპერტონიის მიზეზის აღმოსაფხვრელად. 
       ტრენაჟორი „ფიზკულტურული იმიტატორი“  –  კაპნიკატორი  ფიზიოლოგიური მეცნიერებისა და საინჟინრო შემოქმედების პროდუქტია. გამოგონება დაცულია პატენტებით, კომპლექსმა უმაღლესი ჯილდოები მიიღო საერთაშორისო გამოფენებზე ბრიუსელში, მოსკოვში, პარიზში.
          სასუნთქი აპარატი „სამოზდრავი“ ხელს უწყობს მრავალი დაავადების განკურნებას, მათ შორის სასუნთქი ორგანოების, გულსისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და სხვა დაავადებების, რომლებიც გამოწვეულია ორგანოების ქსოვილებში სისხლით მომარაგების დარღვებით და გლუვი კუნთების სპაზმებით. 
       ტრენაჟორი „ფიზკულტურული იმიტატორი“ ორი კამერისგან შედგება, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ერთმანეთს სასუნთქი მილით. შიდა კამერა იძლევა ფიზიკური დატვირთვის რეგულირების  საშუალებას ორგანიზმზე. გარე კამერა და მინის ქილები, რომლებიც გამოიყენება როგორც დამატებითი გარე კამერა, აუცილებელია ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გასაზრდელად და შესუნთქული ჰაერის ნარევში ჟანგბადის კონცენტრაციის შესამცირებლად. გარე კამერების მოცულობიდან გამომდინარე, რეგულირდება შესასუნთქი ჰაერის ნარევის შემადგენლობა (რაც უფრო მეტია სამოზდრავის კამერები - უფრო მეტია CO2). გამოიყენება ლიტრიანი მინის ქილა.
       ტრენაჟორი „ფიზკულტურული იმიტატორის“ გარდა სამოზდრავის კომპლექსში შედის კაპნომეტრი – სუნთქვის დონისა და CO2–ის შესაბამისი კონცენტრაციის გაზომვის მარტივი მოწყობილობა. ეს არის ფიქსირებული მოცულობის მქონე პლასტიკური ჩანთა, რომელსაც აქვს ორი სარქველი. გაზომვისთვის, ჩანთა უნდა აივსოს სრული მოცულობით ნორმალური სუნთქვით. შევსების დროისთვის (1-4 წუთი) ცხრილის მიხედვით შეიძლება განსაზღვროთ სუნთქვის ინტენსივობა და CO2–ის კონცენტრაცია სისხლში. 
         ფაქტობრივად, კაპნომეტრის მაჩვენებლების მიხედვით, შეიძლება განსაზღვროთ ადამიანის მიდრეკილება ინსულტის ან ინფარქტის მიმართ. როგორც წესი, სამოზდრავის ტრენაჟორის გამოყენებისას მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, სუნთქვის ინტენსივობა 2-3–ჯერ მცირდება. 
სუნთქვის პროცესში სამოზდრავას აპარატის დახმარებით 20 წუთის განმავლობაში სისხლში იზრდება CO2–ის დონე (კონცენტრაცია). სასუნთქი  ცენტრი ადაპტირდება CO2–ის მომატებულ დონეს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება სასუნთქი ცენტრის გავარჯიშება. რამდენიმე თვის განმავლობაში სასუნთქი ცენტრი ავტომატურად ახურხებს ადაპტირებას  სისხლში CO2– ის ნორმალური (6%) დონის მიმართ.
ამ თვეების განმავლობაში ხდება სუნთქვის ინტენსივობის თანდათანობითი შემცირება. თავის მხრივ, ეს იწვევს უჯრედებში გაცვლითი პროცესების გაუმჯობესებას, გლუვი მუსკულატურის (სისხლძარღვები, ბრონქები და ა.შ.) სპაზმის (ჰიპერტონიის) შემცირებას. ადამიანებში, რომლებმაც გაიარეს სასუნთქი ვარჯიშების კურსი სამოზდრავის კომპლექსიდან, აღინიშნება ასთმის, სტენოკარდიის, არითმიის, არტერიული წნევის  სიმპტომების და ჭარბი წონის შემცირება (მათ სრულ გაქრობამდე).


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised