воскресенье, 15 мая 2022 г.

წარმოსახვითი მეგობარი

 https://changeonelife.ua/news/uyavnij-drug

წარმოსახვითი მეგობარი

რა არის ეს? ფსიქიკური აშლილობა თუ განვითარების ნორმალური ეტაპი? ღირს კი ნერვიულობა და ბავშვის ფსიქიატრთან მიყვანა?

         წარმოსახვითი მეგობარი (ასევე „წარმოსახვითი პარტნიორი“, „უხილავი მეგობარი“) ბავშვის მიერ გამოგონილი პერსონაჟია, რომელთანაც ის მეგობრობს ან ურთიერთობს.

          წარმოსახვითი მეგობარი შეიძლება ძალიან რეალური ჩანდეს, თუმცა ჩვეულებრივ ბავშვებს ესმით, რომ ის სინამდვილეში არ არსებობს.

          ბევრ დედას და მამას ეშინია, როცა შეამჩნევს, რომ ბავშვი ვიღაც უხილავს ესაუბრება, ვიღაცისთვის ცარიელ თეფშს ტოვებს, ზოგჯერ საწოლის კიდეზე სძინავს და ხსნის იმით, რომ მისი მეგობარი წევს მის გვერდით. რა არის ეს? ფსიქიკური აშლილობა თუ განვითარების ნორმალური ეტაპი? ღირს კი ნერვიულობა და ბავშვის ფსიქიატრთან მიყვანა?


რატომ ჩნდება წარმოსახვითი მეგობარი

წარმოსახვითი მეგობრები ჰყავს 4-დან 6 წლამდე ასაკის ზოგიერთ ბავშვს. ზოგჯერ ცოტა ადრე ან გვიან. როგორც წესი, ასეთი გამოგონილი პერსონაჟი არ არის საშიში და არ მიუთითებს პათოლოგიაზე, არამედ ფანტაზიის მგზნებარე განვითარებაზე.

          არსებობს წარმოსახვითი მეგობრების სხვადასხვა კატეგორია. ეს შეიძლება იყოს „გასულიერებული“ სათამაშოები, გამოგონილი ცხოველები, გამოგონილი თანატოლი მეგობრები, ზოგჯერ კი გამოგონილი მოზრდილები. 

          ითვლება, რომ ბავშვები, რომლებსაც აქვთ კარგად განვითარებული ფანტაზია, მეგობრებს თვითონ იგონებენ. მომავალში მათ აქვთ შანსი გახდნენ კრეატიული ადამიანები. ასევე, ასეთი პერსონაჟების გამოგონება მაღალ ინტელექტუალურ დონეზე მეტყველებს.

          წარმოსახვითი მეგობარი ცარიელ ადგილზე არ ჩნდება. სავარაუდოდ, ბავშვს აკლია ურთიერთობა ან ყურადღება. მან შეიძლება თავი მარტოსულად იგრძნოს. ამავდროულად, ასეთი მეგობრის შექმნა კარგი ნიშანია, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვი სწავლობს საკუთარ შინაგან განცდებთან გამკლავებას. 


რატომ არის საჭირო გამოგნილი მეგობრები?

           როგორც წესი, გამოგონილი პერსონაჟები ასრულებენ რამდენიმე ფუნქციას ერთდროულად: 

         1) ბავშვს თავისი გრძნობები და განცდები გადააქვს „მეგობარზე“. ეს საშუალებას აძლევს მას უკეთ გაიგოს საკუთარი თავი და, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მოახდინოს თავისი პიროვნების ცალკეული ნაწილების ინტეგრირება ერთ მთლიანობაში. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვი ამგვარად სწავლობს საკუთარ თავს სხვადასხვა კუთხით.

         2) წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობისას ბავშვი სწავლობს რეალურ ადამიანებთან ურთიერთობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც თანატოლებთან ურთიერთობა რაიმე მიზეზით მიუწვდომელია.

         3) ბავშვმა შესაძლოა გამოიყენოს „მეგობარი“ თავისი ქმედებების გამართლების მიზნით. მაგალითად, მას შეუძლია თქვას: „ლარნაკი მე არ გავტეხე! ტოლიამ (წარმოსახვითი მეგობარი) ხელი მიბიძგა“.

        4) წარმოსახვითი მეგობარი არის დაცვა მარტოობისგან, შფოთვისგან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. ის საშუალებას აძლევს ბავშვს შეინარჩუნოს შინაგანი დაცვა ტრავმული გარემოებებისგან.


მშობლები როგორ უნდა მოიქცნენ

         მშობლებმა არ უნდა დატუქსონ ბავშვი მეგობრების გამოგონებისთვის. ასევე, არ არის საჭირო დაცინვა და „მხილების სეანსების“ ჩატარება. წარმოსახვითი სამყარო არსად გაქრება, უბრალოდ ბავშვი დაიწყებს მის დამალვას და უფრო მეტად გადავა ფანტაზიის სამყაროში.

        უბრალოდ მიიღეთ, რომ ეს ასეა, და ეს თქვენი ბავშვის განვითარების ეტაპია, რომელიც გაივლის ასაკთან ერთად. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ „მეგობარი“ თქვენი შვილის სასწავლებლად. მაგალითად, თუ ბავშვს ლოგინის კიდეზე სძინავს, რათა „მეგობარს არ შეუშალოს ხელი“, მიაქციეთ მისი ყურადღება იმაზე, რომ არ უნდა შელახოს საკუთარი ინტერესები და უმჯობესია საწოლი თანაბრად გაიზიარონ. 

         იყოს წარმოსახვითი პერსონაჟი რესურსი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის და არა შეშფოთების საბაბი. გაიყავით პატარასთან ერთად მისი თამაში, მაგრამ უმჯობესია არ შეიჭრად მასში დაუკითხავად. თუ ბავშვს სურს, ის მოგიყვებათ თავის მეგობარზე. 


რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება

           როგორც ცნობილია, გამოგონილ სამყაროში ყოფნა სერიოზული ფსიქიკური აშლილობის ერთ-ერთი ნიშანია.

როგორ უნდა განასხვავოთ ჩვეულებრივი ფანტაზია პათოლოგიისგან? 

        პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ზოგად მდგომარეობას. ხომ არ გახდა უფრო აგრესიული წარმოსახვითი მეგობრის მოსვლასთან ერთად? კარგად სძინავს თუ არა? რამდენად მზად არის ურთიერთობისთვის?  

          მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი, მიუხედავად ასეთი „მეგობრის“ არსებობისა, ფანტაზიებს რეალობისგან გამოჰყოფს, ადვილად შეუძლია გამოგონილი სამყაროს დატოვება მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის. თუ ბავშვი „თამაშს შეჰყვება“, თუ  ფანტაზიები უფრო მეტად სჭარბობს, ჩნდება სხვა გამაფრთხილებელი ნიშნები (შიშები, ხილვები და ა.შ.), უნდა მიმართოთ სპეციალისტს.  

         აგრესია, ძლიერი შფოთვა ან შიშის მაღალი დონე, ფანტახიის სამყაროში შესვლასთან ერთად, ფსიქოლოგთან მიმართვის და დაწვრილებითი დიაგნოზის მიზეზიც არის. 


Источник: http://mamsila.ru/wiki/%D0%92%D0%BE%D0%BE%D0%B1%D1%80%D0%B0%D0%B6%D0%B0%D0%B5%D0%BC%D1%8B%D0%B9%20%D0%B4%D1%80%D1%83%D0%B3


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised