https://abroadz.com/politicheskoe-ubezhishhe-v-ssha-prosto-o-slozhnom/
პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში - მარტივად რთულის შესახებ
პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში
1951 წელს გაერომ ხელი მოაწერა „კონვენციას ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. დოკუმენტში განსაზღვრა თვით ცნება „ლტოლვილი“ და დაადგინა სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მოპოვების საფუძველი: ომი და შეიარაღებული კონფლიქტები, დევნა სამშობლოში რასობრივი ან რელიგიური სიძულვილის საფუძველზე. ხოლო 1980 წელს აშშ-ს კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც არეგულირებს ქვეყანაში ლტოლვილთა ნაკადს და ხელისუფლებისთვის დაცვისთვის მიმართვის პროცედურას.
ლტოლვილებთან მუშაობის ცენტრის მონაცემებით, 2016 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 28 თებერვლამდე აშშ-ის მთავრობამ თავშესაფრის 14 210 განაცხადი დააკმაყოფილა და 37 027 ადამიანი მთელი მსოფლიოდან აშშ-ს მთავრობის დაცვის ქვეშ აღმოჩნდა. მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაა, სადაც ომი არა ერთი წელია მიმდინარეობს, ასევე აფრიკისა და ლათინური ამერიკის ღარიბი რეგიონებიდან. მცირეა რუსეთისა და დსთ-ს მოქალაქეთა რაოდენობა - 2952 ადამიანი, ანუ ლტოლვილთა საერთო რაოდენობის 7,79%. ესენი არიან ძირითადად ემიგრანტები უკრაინიდან (2433 ადამიანი, 7,28%), რუსეთიდან (220 და 0,49%) და მოლდოვადან (183 ადამიანი, 0,49%).
მიმართვის საფუძველი
პოლიტიკური თავშესაფარი არის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ეძლევა ადამიანს სხვა ქვეყანაში მის სამშობლოში უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საფუძველზე: დევნის, დისკრიმინაციის, გენოციდის, ფიზიკური ძალადობის.
გაითვალისწინეთ, რომ ტერმინი „პოლიტიკური თავშესაფარი“ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მას თქვენი სამშობლოს პოლიტიკურ ვითარებასთან უშუალოდ დაკავშირებული მიზეზების გამო. თქვენ შეგიძლიათ თხოვოთ დაცვა უცხო სახელმწიფოს შემდეგი მიზეზების გამო: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე, დევნა და დისკრიმინაცია ეროვნების, რასის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის თვალსაზრისით, სახელმწიფო ორგანოების უკანონო ქმედებები (მაგალითად, პოლიციის უმოქმედობა ან მის დაცვაზე უარი).
თითქოს თავშესაფრის მიღების გარემოებების ჩამონათვალი დიდ შესაძლებლობებს იძლევა აშშ-ში გადასვლისათვის. სინამდვილეში, ეს არის, ალბათ, იმიგრაციის ყველაზე რთული გზა. საჭირო იქნება უფლებების უხეში დარღვევის უტყუარი მტკიცებულებების შეგროვება: დოკუმენტების, ცნობების, ექსპერტიზის დასკვნის, მოწმეების ჩვენებების. უფრო დეტალურად განვიხილოთ ლტოლვილის სტატუსის მიღების საფუძვლები და მტკიცებულებები, რომლითაც ისინი უნდა იყოს დასაბუთებული.
პოლიტიკური შეხედულებები
აშშ-ში გაქცევის ყველაზე გავრცელებული მიზეზი პოლიტიკური დევნაა. განსაკუთრებით ხშირად ასეთ შევიწროებას განიცდიან ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წევრები, ასევე დამოუკიდებელი გამოცემების ჟურნალისტები. დევნის მტკიცებულება შეიძლება იყოს ცემის შესახებ სამედიცინო ცნობები, პოლიციაში ან პროკურატურაში გამოძახება, ჩხრეკისა და დაკავების ოქმების ასლები, დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
ეროვნება და რელიგია
რუსეთში 190-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს, ამიტომ ეროვნული კონფლიქტები აქ იშვიათი არაა. თავშესაფრის იმედი მხოლოდ არა ტიტულური ერების წარმომადგენლებს შეუძლიათ, მაგრამ ეს ეხება არა მთლიანად ქვეყანას, არამედ რეგიონს. ანუ, რუსს აქვს აშშ-ში თავშესაფრის მიღების ყველა შანსი, თუ ის ცხოვრობს, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში. თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დისკრიმინაციული წესები სამსახურში, ქონების განზრახ განადგურების ან ეროვნული ტრადიციების თავსმოხვევის შემთხვევები.
რელიგიური საფუძვლები დიდწილად იკვეთება ეროვნულთან. ძირითადად მუსლიმები უჩივიან რუსეთში რელიგიურ ჩაგვრას, ისინი განიცდიან დისკრიმინაციას, მათ უკრძალავენ რიტუალების და დღესასწაულების ჩატარებას, ტრადიციული სამოსისა და თავსაბურავის ტარებას.
იმიგრაციის ოფიცერთან გასაუბრებას შეიძლება 2-3 საათი დასჭირდეს. ოფიცერი ზედმიწევნით შეეცდება კარგად გაერკვეს თქვენს შემთხვევაში. მაგალითად, თუ თქვენ მიმართავთ, როგორც რელიგიური ჯგუფის „იეჰოვას მოწმეების“ წევრი, თქვენ გამოცდას ჩაგიტარებენ ამ კონკრეტული რელიგიის მსახურების, რიტუალების და თავისებურებების ყველა დეტალთან დაკავშირებით. ერთხელ ოფიცერმა ჩვენს კლიენტს შესთავაზა ფიცი დაედო და ეთქვა „სიმართლე და მხოლოდ სიმართლე“. მან უარი თქვა, რადგან იცოდა, რომ იეჰოვას მოწმეებს არ ჰქონდათ ასეთი ფიცის უფლება. და თუ დაიფიცებდა, შეიძლება ინტერვიუ ჩაეგდო. საიმიგრაციო ადვოკატს, რომელსაც არაერთხელ აქვს გავლილი ასეთი ინტერვიუები, შეუძლია კლიენტის სათანადოდ მომზადება.
მაგრამ თუ ზოგიერთს დევნიან ისლამისადმი ერთგულებისთვის, სხვებს, პირიქით, დევნიან ამ რელიგიის არ მიღების გამო: ბევრი მუსლიმი გოგონა ეძებს ლტოლვილის სტატუსს, რადგან არ სურს დაიცვას მკაცრი შარიათის კანონები. თავშესაფრის მიღების შანსები გაცილებით მეტი იქნება, თუკი შესაძლებელი იქნება ჩაგვრის ფაქტის დამტკიცება ერთ-ერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, მაგალითად, Human Rights Watch-ის ან Amnesty International-ის კრიტერიუმებით.
სექსუალური ორიენტაცია
რუსეთი საკმაოდ ჰომოფობიურ ქვეყნად ჩამოყალიბდა. დასავლეთს ახსოვს მოსკოვში გეი აღლუმების ჩატარებაზე აკრძალვა, ჰოლანდიელების დაკავება მურმანსკში, რომლებიც მუშაობდნენ დოკუმენტურ ფილმზე სექსუალური უმცირესობების შესახებ და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების დევნის სხვა გახმაურებული შემთხვევები.
ამერიკა მასპინძლობს რუსული ლგბტ თემის საკმაოდ ბევრ წარმომადგენელს. თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი შეიძლება იყოს ცემის ან სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები. მაგრამ პრეტენდენტს მოუწევს დაამტკიცოს, რომ მშობლიურმა სახელმწიფომ მას უარი უთხრა მისი ინტერესების დაცვაზე.
სხვა გარემოებები
არის სიტუაციები, როდესაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევა აშკარა არ არის და საჭიროებს მტკიცებულებების უფრო ფრთხილად შეგროვებას. მაგალითად, როდესაც საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და პოლიციამ უარი თქვა დაცვაზე. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემომავალი მუქარის მტკიცებულებები და ა.შ. ან ყოფილა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევები. მართალია, ეს ეხება რასობრივი, ეროვნული ან სექსუალური მოტივების გამო სამსახურიდან გათავისუფლებას და არა თანამშრომლის არაპროფესიონალიზმს. აქ, სხვა საკითხებთან ერთად, უმჯობესია მიმართოთ ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციის მოწმეების წერილობით ჩვენებებს.
პოლიტიკური თავშესაფრის იმედი შეიძლება ჰქონდეს არა მხოლოდ მათ, ვისი უფლებებიც ირღვევა ამჟამად, არამედ მათაც, ვისაც ეშინია, რომ სახლში ყოფნისას მომავალში ძალადობის მსხვერპლი გახდებ.
ასევე არსებობს იმ კატეგორიის პირები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ შეძლებენ თავშესაფრის მიღებას აშშ-ში: ტერორისტული ჯგუფების წევრები (ანტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილები); მძიმე დანაშაულის ჩამდენი მოქალაქეები; პირები, რომლებიც ცდილობენ თავი აარიდონ მართლმსაჯულებას სამშობლოში, ასევე ისინი, ვინც თავად იყვნენ თანამემამულეების დევნის მონაწილეები. აშშ-ში თავშესაფრის მიღების იმედი არ უნდა ჰქონდეთ ფინანსურად უზრუნველყოფილ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავისა და თავისი ოჯახების რჩენა, და მათ, ვისაც აქვს ბინადრობის ნებართვა მესამე ქვეყანაში (მაგალითად, ევროკავშირის სახელმწიფოში).
პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში: მთავარია ქვეყანაში ჩამოსვლა
დაცვა უნდა მოითხოვოთ ქვეყანაში ყოფნისას. რაც უფრო ადრე მიმართავთ, მით უკეთესი. მნიშვნელოვანია იცოდეთ: თქვენ უნდა ჩახვიდეთ აშშ-ში პირდაპირი რეისით რუსეთიდან, რადგან ტრანზიტით სხვა ქვეყნებიდან ჩასვლის შემთხვევაში, მოგიწევთ ახსნათ, რატომ არ მოითხოვეთ თავშესაფარი იქ. ამასთან, აეროპორტში განაცხადის შეტანა თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით სარისკოა: შეიძლება დროებითი მოთავსების ცენტრში (detention center) გაგზავნონ და ხშირად რამდენიმე თვით.
მაგრამ, მაშინაც კი, თუ რაიმე მიზეზით დაუყოვნებლივ ვერ მიმართეთ, გულს ნუ გაიტეხთ. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მოგვიანებით შეგიძლიათ მიმართოთ, მაგრამ იმ პირობით, რომ მაგალითად, აშშ-ში ყოფნისას, თქვენს ქვეყანაში მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დაბრუნების გეშინიათ. ამ შემთხვევაში, თქვენ უნდა მიმართოთ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად შტატებში ყოფნიდან ერთი წლის განმავლობაში და გქონდეთ დოკუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სამშობლოში პოტენციურ საფრთხეს თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.
ხდება ისე, რომ შეერთებულ შტატებში ცხოვრების პირველი წლის განმავლობაში ადამიანმა რაიმე მიზეზით ვერ მოახერხა თავშესაფრის თხოვნით მიმართვა. მაგალითად, ის ან მისი ერთ-ერთი ახლო ნათესავი სერიოზულად იყო ავად, და ამ გარემოებამ ხელი შეუშალა მას საიმიგრაციო სამსახურთან დაკავშირებაში. რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ საიმიგრაციო სასამართლო ამას საფუძვლიან მიზეზად ჩათვლის და დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ცდად ღირს. განსაკუთრებით, თუ თქვენ მიაწვდით დაავადების ფაქტის დამადასტურებელ ყველა შესაძლო დოკუმენტს.
საინტერესოა, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად შტატებში არალეგალურად ყოფნისას - მაგალითად, თუ თქვენს ვიზას ვადა გაუვიდა. თუ დაადგინეს, რომ თქვენ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებით, შესაძლოა დაგეკისროთ სანქციები: დაპატიმრება, დეპორტაცია. მაგრამ მხოლოდ დაცვისათვის მიმართვამდე. როგორც კი საიმიგრაციო სამსახური მიიღებს თქვენგან შესაბამის მოთხოვნას, თქვენი დაკავება უკვე არ იქნება შესაძლებელი.
მიმართვის წესები და დოკუმენტები
ვერასოდეს იქნებით აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ნამდვილად კარგი მიზეზი და შთაბეჭდილების მომხდენი მტკიცებულებები გაქვთ, რათა მოითხოვოთ დაცვა. მაშინაც კი, თუ თქვენ ხელზე გაქვთ ყველა ცნობა, მოწმეების ჩვენება და ექსპერტის მოსაზრებები, ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი. არ არსებობს საჭირო დოკუმენტების ერთიანი სია - ყველა მიმართვა განიხილება ინდივიდუალურად, და ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენი შემთხვევა არადამაჯერებლად მოეჩვენოს იმიგრაციის ოფიცერს.
როგორც ნებისმიერი სხვა საიმიგრაციო პროცესი, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა უნდა იყოს ზედმიწევნით დაგეგმილი. უმჯობესია არ გააკეთოთ ეს დამოუკიდებლად, არამედ იურიდიული ნაწილი მიანდოთ პროფესიონალს: კანონების, ენისა და დოკუმენტების წარდგენის პროცედურის არცოდნამ შეიძლება თავიდანვე გააფუჭოს საქმე. ამიტომ, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ლიცენზირებულ საიმიგრაციო ადვოკატთან დაკავშირება, რომელიც თავისუფლად ფლობს თქვენს ენას. გამოცდილი ადვოკატი შეაფასებს არსებულ ვითარებას, გაგიწევთ კონსულტაციას დოკუმენტების შესაგროვებლად, მოგამზადებთ გასაუბრებისთვის USCIS საიმიგრაციო სამსახურთან და გაგყვებათ ამ გასაუბრებაზე, ასევე იქნება თქვენი წარმომადგენელი საიმიგრაციო სასამართლოში, თუ უარი გეთქვათ პირველ ინსტანციაში.
„არასოდეს არ შეიძლება წინასწარ საქმის შედეგის პროგნოზირება, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი მოთხოვნა. კლიენტთან პირველი საუბრისას ბევრი გარემოება ირკვევა. უნდა დეტალურად ჰკითხოთ მას არსებული სიტუაციის შესახებ, ნახოთ რა დოკუმენტები აქვს ხელთ, შეადგინოთ საქმის წარმოების თანმიმდევრობა, გაითვალისწინოთ ყველა დეტალი“.
შემდეგ უნდა შეავსოთ ფორმა I-589 - კითხვარი, რომელშიც ჩამოთვლილია სიფრთხილის და შიშის მიზეზები სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მითითებულია დევნის მოტივები (პოლიტიკური, ეთნიკური). ფორმის ინსტრუქციაში მითითებულია მისამართი, რომელზეც უნდა გაგზავნოთ შევსებული დოკუმენტი. ამას მოჰყვება დაქტილოსკოპიის პროცედურა (თითის ანაბეჭდების აღება) და ადმინისტრაციული შემოწმება. ამის შემდეგ პრეტენდენტს მიიწვევენ ინტერვიუზე იმიგრაციის ოფიცერთან. ინტერვიუზე უნდა მიხვიდეთ საიმიგრაციო ადვოკატთან ერთად, დეტალურად მოუყვეთ თქვენს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ, წარმოადგინოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები - ისინი უნდა იყოს თარგმნილი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული. საჭირო იქნება არა მხოლოდ ოფიციალური ქაღალდები, არამედ საგაზეთო სტატიების თარგმნაც, თუ ისინი რაიმე სახით დაადასტურებენ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია თარჯიმანი. ინგლისური ენა კარგად რომც იცოდეთ, ჯობია გასაუბრებაზე მოიწვიოთ დამოუკიდებელი კვალიფიციური თარჯიმანი, რომელიც კარგად ერკვევა საიმიგრაციო კანონმდებლობაში და არ დაამახინჯებს საქმის არსს თარგმნის დროს.
გასაუბრება ტარდება რვა ოფისიდან ერთ-ერთში, რომლებიც მუშაობენ ლტოლვილებთან: არლინგტონში, ჩიკაგოში, ჰიუსტონში, ლოს ანჯელესში, მაიამიში, ნიუ-იორკში, სან-ფრანცისკოსა და ნიუარკში. თუ პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად შტატებში ჩავიდა ოჯახი არასრულწლოვან შვილებთან ერთად, მაშინ შეიძლება წარდგენილ იქნას კიდევ ერთი საერთო მოთხოვნა. თუ ბავშვები უკვე 21 წლის ან მეტის არიან, ისინი თავშესაფრის თხოვნას ინდივიდუალურად მიმართავენ, მაგრამ ინტერვიუზე მოდიან მშობლებთან ერთად. ხოლო თუ ოჯახი დარჩა სამშობლოში, მაშინ კითხვარში მითითებული უნდა იყოს მონაცემები ახლო ნათესავების (ქმარი/ცოლი, არასრულწლოვანი შვილები) შესახებ.
პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში: იმიგრაციული სასამართლო
თავშესაფრის განაცხადი ჩვეულებრივ განიხილება რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ის დაკმაყოფილებულია, თქვენ მიიღებთ ლტოლვილის სტატუსს. მაგრამ ზოგჯერ არის უარიც. ამ შემთხვევაში საქმე დაუყოვნებლივ გადაეცემა საიმიგრაციო სასამართლოს. ამის არ უნდა შეგეშინდეთ. ჯერ ერთი, სანამ საქმე სასამართლოში განიხილება, თქვენი დაკავება ან დეპორტაცია არ შეიძლება, მეორეც, საიმიგრაციო ოფისში უარი არანაირად არ მოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. სასამართლოში, როგორც წესი, საქმე განიხილება ერთიდან სამ წლამდე. არანაკლებ სამი სხდომა იმართება, რომლებზეც უნდა იყოს წარმოდგენილი სრულყოფილ მტკიცებულებათა ბაზა, ჩატარდეს საჭირო ექსპერტიზები და, თუ ეს შესაძლებელია, მიიყვანოთ მოწმეები. სასამართლო განხილვისას საქმე შეიძლება შეივსოს, ფაქტებით გამყარდეს, მაგრამ მისი არსის შეცვლა შეუძლებელია. ანუ, თუ ეთნიკური მიზეზების გამო სამსახურში შევიწროების შესახებ განაცხადეთ, ვერ გადაიფიქრებთ და ვერ იტყვით, რომ ოპოზიციური შეხედულებების გამო გდევნიან.
სასამართლოში თქვენი წარმომადგენელი აუცილებლად უნდა იყოს საიმიგრაციო ადვოკატი - მის გარეშე სხდომა არ გაიმართება. სხდომას ასევე ესწრება სასამართლოს მიერ სერტიფიცირებული თარჯიმანი.
თუ სასამართლოში მიიღეთ უარი, თქვენ გაქვთ 30 დღე, რათა აპელაციით მიმართოთ სააპელაციო ბიუროს, რომელიც მდებარეობს ვირჯინიაში. აპელაცია განიხილება ერთი, ზოგჯერ კი ორი ან სამი წლის განმავლობაში, ადვოკატისა და განმცხადებლის პირადი დასწრების გარეშე. თუ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი ინსტანციაა ფედერალური სასამართლო, შემდეგ კი აშშ-ის უზენაესი სასამართლო.
„არასოდეს გამოუტანოთ საკუთარ თავს ვერდიქტი. თუ გრძნობთ, რომ სიტუაცია, რომლის წინაშეც თქვენ ან თქვენი ახლობლები აღმოჩნდით, უიმედოა, დაუკავშირდით გამოცდილ საიმიგრაციო ადვოკატს. მის გარდა ვერავინ შეძლებს ცალსახად თქვას, შეერთებულ შტატებში დარჩენის რა შანსები გაქვთ.
თუ არ გაქვთ ამერიკული ვიზა
თვითმფრინავში ასასვლელად და აშშ-ში გასაფრენად საჭიროა ვიზა. ზოგჯერ ტურისტული ვიზის მიღებაც კი რთულია, რომ აღარაფერი ვთქვათ სამუშაო ან სტუდენტურ ვიზაზე. და თუ ადრე უარი ითქვა ამერიკული ვიზის გაცემაზე, შეგიძლიათ დაივიწყოთ შესვლის ნებართვის შესახებ. რა უნდა გაკეთდეს ასეთ შემთხვევებში?
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ დაცვა ამერიკის ხელისუფლებისგან აშშ-მექსიკის საზღვარზე - რუსეთის მოქალაქეები მექსიკის ტურისტულ ვიზას ბევრად უფრო ადვილად იღებენ, ვიდრე ამერიკულს. ამავდროულად, არ მოგიწევთ საფრთხე შეუქმნათ საკუთარ თავს და არალეგალურად გადაკვეთოთ საზღვარი - შეგიძლიათ თავშესაფრის მოთხოვნით მიმართოთ ოფიცერს აშშ-ს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.
ამ შემთხვევაში, პროცედურა ოდნავ განსხვავდება ზემოთ აღწერილისგან. საზღვარზე მიღების შემდეგ ლტოლვილი იგზავნება იმიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში. იქიდან შეგიძლიათ გახვიდეთ გირაოთი, რომელიც უნდა გადაიხადოს აშშ-ს მოქალაქემ ან მუდმივმა მაცხოვრებელმა. თავისუფლებაში ყოფნისას თქვენ აღარ გჭირდებათ საიმიგრაციო ოფისში მისვლა - საქმე დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში. თუ გირაოს გადამხდელი არავინ იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილებას ლოდინი პატიმრობაში მოგიწევთ.
იმიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში ინტერვიუს დროს თქვენ უნდა ისაუბროთ თქვენს საქმეზე რაც შეიძლება დამაჯერებლად და არგუმენტირებულად და მოემზადოთ იმისთვის, რომ თქვენი ყველა სიტყვა ჩაიწერება პროტოკოლში. საიმიგრაციო ადვოკატი, რომელიც თქვენი წარმომადგენელია, ესწრება ამ ინტერვიუს, როგორც წესი, ტელეფონით. თუ ოფიცერი გადაწყვეტს, რომ არ არსებობს საფუძველი თქვენთვის თავშესაფრის მინიჭებისთვის, მაშინ თქვენი საქმე გადაეცემა საიმიგრაციო სასამართლოს.
მათ, ვინც იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში აშშ-ში მექსიკის გავლით, ჯერ კიდევ რუსეთში ყოფნისას, წინასწარ უნდა მოძებნონ საიმიგრაციო ადვოკატი. მექსიკაში გაფრენამდე, ადვოკატმა საფუძვლიანად უნდა მოგამზადოთ ინტერვიუსთვის იმიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში. ასევე, ადვოკატი გაგიწევთ კონსულტაციას, რა დოკუმენტები უნდა შეაგროვოთ და როგორ გააფორმოთ ისინი. როგორც ზემოთ აღინიშნა, ადვოკატი დაგეხმარებათ ინტერვიუს დროს იმიგრაციის დროებითი დაკავების ცენტრში და წარადგენს თქვენს ინტერესებს სასამართლოში.
პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში: გადაწყვეტილების მოლოდინში
თავშესაფრის მოთხოვნის მომენტიდან გადაწყვეტილების მიღებამდე პირ იმყოფება აშშ-ს მფარველობის ქვეშ და აქვს ლეგალური სტატუსი: არ შეიძლება მისი დაკავება, დეპორტაცია ან რაიმე ფორმით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, თუ ის კანონს არ დაარღვევს. ადვოკატი დაგეხმარებათ მიიღოთ სამუშაო ნებართვა ლტოლვილის სტატუსის მოთხოვნიდან ხუთი თვის შემდეგ. თქვენ შეძლებთ ოფიციალურად მოეწყოთ სამსახურში და მიიღებთ ისეთივე ხელფასს, როგორც ამერიკელები. თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ქალაქში ან შტატში. მაგრამ შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებელია აცნობოთ საიმიგრაციო ოფისს, რომელსაც საბუთები წარედგინა წერილობით, მისამართის შეცვლის შესახებ.
ასევე არსებობს შეზღუდვები. ჯერ ერთი, თქვენ ვერ დატოვებთ აშშ-ს გადაწყვეტილების მიღებამდე. გამგზავრება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ერთი მიმართულებით. მეორეც, და ეს მთავარია, მწვანე ბარათის მიღების შემდეგაც არ შეიძლება დაბრუნება სამშობლოში. ითვლება, რომ რადგან ადამიანი ითხოვს დაცვას სხვა სახელმწიფოსგან, ე.ი. მშობლიურ ქვეყანაში მას ნამდვილად სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. მაშინ ჩნდება გონივრული კითხვა: რატომ აპირებთ დაბრუნებას? და თუ რაიმე მიზეზით მაინც მოგიწიათ სახლში გამგზავრება, მაშინ ძალიან რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ამისათვის ნამდვილად სერიოზული მიზეზი გქონდათ.
თუ თქვენი განაცხადი დაკმაყოფილდება, მიიღება დადებითი გადაწყვეტილება (საიმიგრაციო ოფისში ან სასამართლოში), თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები მიიღებთ ლტოლვილის სტატუსს. თუ გადაწყვეტილება უარყოფითია, შეგიძლიათ შეიტანოთ აპელაცია.
ლტოლვილის სტატუსი
აშშ-ში ლტოლვილებს შეუძლიათ მიიღონ გარკვეული სოციალური და ფინანსური დახმარება სახელმწიფოსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან: ინგლისური ენის უფასო კურსები და ადაპტაციის პროგრამები, სამედიცინო დაზღვევა და სხვა. მაგრამ მათ ასევე აქვთ ვალდებულებები: არ დაარღვიონ კანონი, არ მოერიდონ ადაპტაციის გავლის პროგრამას და, რა თქმა უნდა, არ დაბრუნდნენ მშობლიურ ქვეყანაში. მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ თქვენს სამშობლოს - თუ არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, ლტოლვილის სპეციალური travel დოკუმენტის გაცემით.
„Travel- დოკუმენტი (Reentry Permit) საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გეგმავთ დიდი ხნით გამგზავრებას აშშ-ს საზღვრებს გარეთ. ასევე ის შეუცვლელია სამშობლოს მოქალაქეობა მოკლებული პირებისთვის. ეს დოკუმენტი პასპორტს ჰგავს, მაგრამ სხვა ფერის და ფორმატისაა. მაგალითად, თუ თქვენ არ გაქვთ თქვენი ქვეყნის პასპორტი და ჯერ არ გაქვთ ამერიკული, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ ვიზები სხვადასხვა ქვეყნიდან Reentry Permit და იმოგზაუროთ. ხელახალი Reentry Permit გაიცემა აშშ-ს საიმიგრაციო სამსახურის - USCIS-ის მეშვეობით.
პოლიტიკური თავშესაფრის მიღებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ შეგიძლიათ შეიტანოთ განცხადება მწვანე ბარათის გაფორმების შესახებ. მაგრამ ეს არ არის სავალდებულო მოთხოვნა - თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ შტატებში ლტოლვილის სტატუსით შეუზღუდავი დროით. სხვათა შორის, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნა და მწვანე ბარათის მიღება უფასოა.
კვოტები
იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც მიმართავენ აშშ-ს მთავრობას საზღვარგარეთ ყოფნისას, ყოველწლიურად დგინდება კვოტები - ლტოლვილის სტატუსის დამტკიცებული განაცხადების მაქსიმალური რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური თავშესაფრის ყველა პრეტენდენტს, თუნდაც სერიოზული მიზეზების არსებობის შემთხვევაში, არ შეუძლია მისი მიღება. თუ თქვენი საქმის განხილვის დროისთვის კვოტა უკვე დაიხურა, თქვენ მოგეცემათ humanitarian parolee სტატუსი (ჰუმანიტარული საფუძველი). ეს არის დროებითი სტატუსი (და დროებითი თავშესაფარი), რომელიც, ლტოლვილის მუდმივი სტატუსისგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს სახელმწიფოსგან რაიმე სარგებელს.
კვოტების ხელმისაწვდომობისა და რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია საიმიგრაციო ადვოკატს. ის ასევე დაგეხმარებათ დროებითი თავშესაფრის მიღებაში, თუ კვოტები დაიხურა, და გეტყვით შესაძლო შემდგომ ქმედებებზე.
თუ თქვენ მიმართავთ ლტოლვილის სტატუსს, როდესაც უკვე ხართ შეერთებულ შტატებში, ან მექსიკის საზღვარზე, თქვენთვის კვოტები არ არსებობს. ამერიკა მიგიღებს და დაგეხმარება ადაპტაციაში. ამერიკა ხომ ემიგრანტების ქვეყანაა.
* 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რელიგიური ორგანიზაციის „იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთში“ საქმიანობა ექსტრემისტულად იქნა აღიარებული და აიკრძალა რუსეთის ტერიტორიაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised