воскресенье, 15 мая 2022 г.

პოზიტიური აზროვნება ოპიუმია ხალხისთვის

 https://frau-zapka.livejournal.com/64712.html

პოზიტიური აზროვნება ოპიუმია ხალხისთვის

სიტყვა ხრწნის, ქალთა მოძრაობის გამოუვალობის და მზარდი დაკნინების შესახებ


 ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში, პოზიტიურმა აზროვნებამ და მისმა ნიუ ეიჯისეულმა ანალოგებმა დიდწილად შეცვალეს რელიგია, როგორც მთავარი ოპიუმი. ისინი ემსახურებიან იმავე მიზნებს, რაზეც მარქსი საუბრობდა რელიგიასთან მიმართებაში, პირდებიან გაქცევას ამ სამყაროს უხეში რეალობიდან, სთავაზობენ უკეთესობისკენ ცვლილების ილუზიას; რელიგიის შემთხვევაში - იმქვეყნიურ ცხოვრებაში, პოზიტიური აზროვნების შემთხვევაში - ამ ცხოვრებაში, მაგრამ მოგვიანებით. გაითვალისწინეთ, რომ ორივე ვარიანტი მოითხოვს პროცესის აბსოლუტურ და ურყევ რწმენას, ასე რომ თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი გონება მანამ, სანამ არ დაიჯერებთ, რომ არ არსებობს რეალობა, რომლის გადალახვა შეუძლებელია აფირმაციების ან ლოცვების მითითებული რაოდენობის დახმარებით.

პოზიტიური აზროვნება იზოლირებს ინდივიდებს, რადგან ის გულისხმობს რწმენას იმისა, რომ გარე პერიპეტიები, რომლებიც გავლენას ახდენს სხვებზე, პირადად შენ არ შეგეხება. ეს თავს არიდებინებს ადამიანებს კოლექტიურ პოლიტიკურ ქმედებებში მონაწილეობისგან და ამით ძალაუფლებაში ,ყოფ ელიტას აძლევს მათი ექსპლუატაციის საშუალებას. პოლიტიკური მოქმედების იდეის გარეშე, თანდათანობითი ან თუნდაც სწრაფი უკან დაბრუნება მონობისკენ უმრავლესობისთვის გარდაუვალია. გთავაზობთ მარქსის ციტატას კონტექსტში:

„რელიგიური უმწეობა ერთ და იმავე დროს ნამდვილი უმწეობის გამოხატულებაა და პროტესტი ამ რეალური უმწეობის წინააღმდეგ. რელიგია დაჩაგრული არსების სუნთქვაა, უგულო სამყაროს გული, ისევე, როგორც სული უსულო წესრიგისა. რელიგია ოპიუმია ხალხისათვის. რელიგიის, როგორც ხალხის მოჩვენებითი ბედნიერების, გაუქმება მისი ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა“.

ეს ასევე ეხება რომანტიკულ სიყვარულს, როგორც ოპიუმს ქალებისთვის, ის ჩვენს იზოლირებას ახდენს ერთმანეთისგან, ცვლის რეალობას ილუზიებით და გვაწვდის იდეას, რომ მარტო მე შემიძლია ვიპოვო ის, რაც ქალების წინა თაობამ და ჩემს თანამედროვეთა უმეტესობამ ვერ იპოვა და ვერასდროს იპოვის. „ჯანდაბამდე ჰქონია გზა ყველა დანარჩენს“ - რომანტიკის რწმენის ერთადერთი გზაა, და მხოლოდ ამ გზით შეუძლია რწმენას გაუძლოს, როდესაც სხვა ქალების ცხოვრების რეალობასთან პირისპირ აღმოჩნდება. ქალები იხდიან ამ ილუზიის ფასს თავის მსგავსებთან ერთიანობის ნაკლებობით, და ბოლოს და ბოლოს ისინი აღმოჩნდებიან გაყოფილი, დამორჩილებულები და დამონებულები ქორწინებაში თუ პროსტიტუციაში.

https://pikabu.ru/story/tik_tok_golovnogo_mozga_8519490
თავის ტვინის ტიკ ტოკი 
ტიკტოკერები ტიუმენიდან იღებდნენ ფეიკური ბებიის ძარცვის პრანკს.

თვითმხილველები უმოქმედოდ არ დარჩნენ, მათ ბლოგერები შეიპყრეს და წიხლები დაუშინეს. ახლა ხუმარებს ემუქრებათ სტატია „ხულიგნობისთვის“.
ტიუმენიდან რამდენიმე უსაქმურმა ახალგაზრდამ მოიფიქრა „მხიარული“ ვიდეორგოლის სცენარი, მაგრამ გამვლელების (მათთვის) მოულოდნელ რეაქციას წააწყდა.
ვიდეოს თემა დელიკატური იყო - ხანშიშესული ქალის ძარცვა. ტიკტოკერები საკმარისად ჭკვიანები იყვნენ, რომ თავს არ დასხმოდნენ ნამდვილ პენსიონერს, ამიტომ მათ თავიანთ მეგობარს ჩააცვეს ბებიის სამოსი.
ვიდეორგოლში ნაჩვენებია, თუ როგორ ჩერდება ელექტრო თვითმგორავი ორი სავარაუდო მძარცველით „მოხუცი ქალის“ გვერდით, ერთ-ერთი მათგანი ჩამოდის დაბლა, მიირბენს მსხვერპლთან და წაართმევს ჩანთას.
გვერდიდან ჩხუბი რეალისტურად გამოიყურება. ამიტომ, ერთ-ერთი გამვლელი დამნაშავეთა დასადევნად მიემართება და გზადაგზა მათ რამდენიმე დარტყმას აყენებს სახეში.
განზე არც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დარჩენილა, რომელმაც შემხვედრი ზოლიდან შემობრუნებით და წესების დარღვევით გადაწყვიტა ბოროტმოქმედთა დაბლოკვა. ისტორია დუმს იმის შესახებ, თუ რამდენი დარტყმა მიიღეს ბლოგერებმა, სანამ აუხსნიდნენ გამვლელებს, რომ ისინი მხოლოდ ვიდეოს იღებდნენ ტიკ ტოკისთვის.











Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised