воскресенье, 15 мая 2022 г.

ბიოფილია



ბიოფილია

 https://psihomed.com/biofiliya/

ბიოფილია არ არის პიროვნების სპეციფიკური მახასიათებელი, არამედ შინაგანი ორიენტაციაა, რომელიც გამოხატავს გარკვეულ აზროვნებასა და მოქმედებას. მარტივი სიტყვებით, ეს არის ადამიანის თვისება, რომელიც მიმართულია სიყვარულის გამოვლენისკენ ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ბიოფილი ადამიანი უპირატესობას შემოქმედებას ანიჭებს. მან ახასიათება გაოცების, სიცოცხლის ტკბობის უნარი, და  ყოველთვის ირჩევს რაიმე ახლის გაგებას თავისთვის, და არ ეძიოს ძველის დადასტურება. მისთვის თავგადასავალი უფრო მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, ვიდრე სტაბილურობა და თავდაჯერებულობა. მას სურს გავლენა მოახდინოს სხვებზე სიყვარულისა და გონიერების საკუთარი მაგალითით.


 რა არის ეს

ბიოფილიის ცნება ბერძნულად ნიშნავს სიცოცხლის სიყვარულს. ბიოფილიას მიიჩნევენ პიროვნულ თვისებად, რომელიც გამოხატავს სიყვარულს ყველა ცოცხალი არსების მიმართ, ისევე როგორც შემოქმედებითი პროცესისკენ მიმართული ქმედებების მიმართ.

პირველად ეს ცნება აღწერა და წარმოადგინა სოციალურმა ფსიქოლოგმა ერიხ ფრომმა თავის ნაშრომებში „ადამიანის სული“, შემდეგ კი „ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია“. ბიოფილიის საპირისპირო ცნებაა ნეკროფილია.

მარტივი სიტყვებით, ბიოფილია ფსიქოლოგიაში არის მხურვალე სიყვარული სიცოცხლისა და ყველა ცოცხალი არსების მიმართ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ბევრ ადამიანს შეენიშნება ნეკროფილური და ბიოფილური მისწრაფებების ნაზავი. ბიოფილიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბავშვობაში საყვარელ ადამიანებთან თბილი და სიყვარულზე დამყარებული კონტაქტები.

ზიგმუნდ ფროიდის სიკვდილის სწრაფვის კონცეფციისგან განსხვავებით, ფრომი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, სიცოცხლის შენარჩუნება დამახასიათებელია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის. მან განმარტა, რომ სიცოცხლის მოფრთხილება არის ბიოფილური დამიზნების ბუნებრივი ფორმა და ახასიათებს ყველა ცოცხალ მატერიას.

განვიხილოთ ბიოფილიის ასპექტები:

- სიცოცხლის შენარჩუნება და სიკვდილისადმი წინააღმდეგობა;

– ინტეგრაციისა და ზრდისკენ სწრაფვა;

- პროდუქტიული დამიზნება, რომელიც აკავშირებს სწრაფვას ცხოვრების პროცესთან და ზრდასთან ყველა სფეროში.

დადგინდა, რომ ინდივიდის ცხოვრების მთავარი მიზანია ყველა ცოცხალი არსებისადმი სათუთი გრძნობა და ყოველივე მკვდარისგან  თავის დაღწევა.

ბიოფილიის გამოხატულება მისი სუფთა სახით არის წმინდა ადამიანის ცხოვრება. ხშირად, ბევრ ადამიანს შეენიშნება ბიოფილური და ნეკროფილიური ტენდენციების კომბინაცია. ინდივიდში, რომელსაც ჭარბად აქვს ნეკროფილური ორიენტაცია, შეინიშნება ბიოფილური ტენდენციის თანმიმდევრული აღმოფხვრა. თუ ადამიანში სიცოცხლისადმი სიყვარული ჭარბობს, მაშინ მასში მკაფიო ბიოფილური ორიენტაცია მყარდება.

ე.ფრომი თვლიდა, რომ ბავშვისთვის ბიოფილური განწყობის განვითარების მთავარი წინაპირობაა იმ ნათესავებთან ერთად ცხოვრება, ვისაც სიცოცხლე უყვარს. ამასთან, ბიოფილია უნდა იგრძნობოდეს ოჯახის ზოგად ატმოსფეროში და არა მშობლების მიერ შემოღებულ წესებში. ბიოფილური ტენდენციები ვლინდება უფრო მეტად ქცევაში, ვიდრე იდეებში, ხმის ინტონაციაში, ვიდრე სიტყვებში.

ბიოფილიის ფორმირებისთვის ერიხ ფრომმა განსაზღვრა ასეთი განსაკუთრებული პირობები:

- ბავშვობაში საყვარელ ადამიანებთან თბილი, სიყვარულზე დამყარებული კონტაქტები;

- საფრთხის არარსებობა და შექმნის, გაოცების და შემოქმედებაში რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მოცემული შესაძლებლობა;

- ჰარმონიულ ატმოსფეროში ყოფნა;

- სულიერი ურთიერთობებითა და ჭეშმარიტი ინტერესებით წინასწარ განსაზღვრული ცხოვრების მოწყობა;

- საიმედოობა და სამართლიანობა, რომელიც ითვალისწინებს ადამიანური არსებობის ფინანსური საფუძვლების მნიშვნელობის არსებობას და ადამიანის, როგორც სხვა ადამიანების მისწრაფებების საშუალების გამოყენების დაუშვებლობას.

ბიოფილური ტენდენციების მქონე ინდივიდი უმეტესად ორიენტირებული მხიარულ ან სასიამოვნო არსებობაზე, ვიდრე რაიმე ღირებული ნივთების ფლობის სურვილზე. მას სურს ახლის შეგრძნება და არ ცდილობს ძველის შენარჩუნებას ან რესტავრირებას. ბიოფილი ცდილობს შექმნას და გამოხატოს საკუთარი თავი ცხოვრებაში გონიერებით და სიყვარულით და არა ძალისა და დესტრუქციულობის დემონსტრირებით.

ბიოფილების მორალს ახასიათებს სიკეთისა და ბოროტების შემდეგი კრიტერიუმები:

- სიკეთეთ ითვლება ყველაფერი, რაც სიცოცხლის სამსახურშია;

- ბოროტება არის ყველაფერი, რაც სიკვდილს ეთაყვანება.

აღწერილი ცნების პოპულარიზაცია მოახდინა სოციობიოლოგიის ფუძემდებელმა ე.ო. უილსონმა. მისი 1984 წელს გამოქვეყნებული წიგნი სათაურით „ბიოფილია“ რამდენჯერმე დაიბეჭდა. უილსონი თვლის, რომ ბიოფილია არის ცხოვრების მიმდინარეობაზე ან ცხოვრებისეული პროცესების მსგავს მომენტებზე ფოკუსირების თანდაყოლილი ტენდენცია.

განვითარებადი ბიოფილური ემოციურობა ნიშნავს, რომ ადამიანი, ყველა ცოცხალ არსებასთან კონტაქტში, უფრო მეტს გაიგებს საკუთარ თავზე, უფრო დახვეწილად აღიქვამს საკუთარი სულის ნიუანსებს, იღებს საკუთარ თავს მთლიანობაში, აღიარებს მისი პიროვნების უნიკალურობას ისევე, როგორც ხდება ბუნების ყველა მოვლენის მიღება.

ბიოფილია არ არის დაავადება, პირიქით, ეს არის ის, რაც თავიდანვე დამახასიათებელი იყო ადამიანებისთვის მათი ბუნებრივი არსით, კერძოდ, ბუნებაში ცხოვრების მოთხოვნილება. რა თქმა უნდა, ახლა, საზოგადოების ურბანიზაციის გამო, მოხდა საზოგადოების შეცვლა და ადამიანებს უკვე სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური თვისებები ახასიათებთ.

დღევანდელ ახალგაზრდობას ძირითადად აკლია ბუნებაში ცხოვრების მოთხოვნილება. მაგრამ ამავე დროს, ბევრი ადამიანი ფარული ბიოფილია. ამას ადასტურებს საკუთარ სახლში უამრავი ყვავილების ქოთნების  ჩვევა,  ფრინველების ჭიკჭკის ან ვეშაპების ხმების ფონური ჩანაწერის მოსმენა. შინაური ცხოველები ასევე აკავშირებენ ადამიანებს ბუნებასთან, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებენ ქალაქის გარემოს ზეწოლას.


ბიოფილური არქიტექტურა

თუ საკმარის დროს ატარებთ ბუნებრივი ელემენტებით სავსე ობიექტებს შორის, შეგიძლიათ დაისვენოთ და თქვენი მდგომარეობა სულიერ ჰარმონიაში მიიყვანოთ. ბუნება საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და დამშვიდდეთ.

ბიოფილური არქიტექტურა ადამიანებს ბუნების მაგივრობას უწევს. მას ახასიათებს ხელოვნურ გარემოში ბუნებრივი ელემენტების დამატება. ბიოფილია არქიტექტურაში შესაძლებელს ხდის ტყის არსებობას სახლშიც კი.

პირდაპირი ბიოფილური არქიტექტურა არის ჩანაფიქრი, რომელიც მოიცავს ხელოვნურ გარემოში მწვანე  ელფერის დამატებას. ასეთ არქიტექტურაში გამოყენებული ბუნებრივი ელემენტები დაკავშირებულია მცენარეებთან, წყალთან, სინათლესთან და ყველა სხვა მწვანე ელემენტთან.

თუ სამუშაო ადგილი სავსეა მცენარეებით, ეს გააუმჯობესებს განწყობას და ჯანმრთელობას, გაზრდის შრომის პროდუქტიულობას და კრეატიულობას.

ბუნების არაპირდაპირი გამოყენება ბიოფილურ არქიტექტურაში გამოიხატება ახალი სტრატეგიების შექმნით, რაც საშუალებას აძლევს არქიტექტორებს თავიანთ პროექტებში გაითვალისწინონ ბუნებრივი მასალები: ქვა, მიწა, ტალახი, ხე.

არაპირდაპირი ბიოფილური არქიტექტურაში პრაქტიკულია ის, რაც არ შეიძლება შემოიფარგლოს ბუნებრივი მასალებით, ასევე გამოყენებული იყოს ნახატები ბუნების გამოსახულებით. ფართოდ გამოიყენება მულტისენსორული ბიოფილური ატმოსფერო, მათ შორის სუნი და ხმები. ბუნებრივი სუნი და ხმები კარგად ავსებს ბიოფილიას ინტერიერში.

ასე რომ, ბიოფილიის კულტურა ასახავს უზარმაზარ მოთხოვნას ჰარმონიულობაზე, ბალანსირებას ბუნების მიერ შექმნილ სამყაროსა და არანატურალურ სამყაროს შორის, რომელიც შეიქმნა ადამიანის მიერ ბიო- და ნოოსფეროების ინტეგრაციის გზით.

ავტორი: პრაქტიკული ფსიქოლოგი ნ.ა. ვედმეშ

სამედიცინო და ფსიქოლოგიური ცენტრ „ფსიქომედის“ სპიკერი

https://www.interior.ru/place/10004-biofiliya-300-komnatnih-rastenii-v-kvartire-hiltona-kartera.html

ბიოფილია: 300 ოთახის მცენარე ჰილტონ კარტერის ბინაში
ბინა მეტროპოლიაში გულისხმობს ნორმალური გამწვანების არარსებობას ფანჯრების ქვეშ და ყველგან გავრცელებულ ქვის ჯუნგლებს პატარა პარკით ან სკვერით გამონაკლისის სახით. დიდი ქალაქების მაცხოვრებლები ცდილობენ თავიანთ სახლებში შეიტანონ ბუნების განცდა ინტერიერში ოთახის მცენარეების დახმარებით. და ბევრისგან განსხვავებით, ვინც იტანჯება იმის გამო, რომ უვლის ყვავილებს, დამდგმელი ოპერატორი, პროდიუსერი, დიზაინერი და სტილისტი ჰილტონ კარტერი სულაც არ მიიჩნევს რთულად მცენარეების მოვლას. მისი მრავალწლიანი მებაღეობით გატაცების შედეგია ბინა, რომელიც მთლიანად დატყვევებული აქვს ბუნებას.
 წიგნის „Wild at Home:  როგორ გადავაქციოთ ჩვენი სახლი მწვანე სამოთხედ“ ( Wild at Home: How to Style and Care Beautiful Plants) ავტორი ჰილტონ კარტერი, თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს ბინაში, რომელიც მდებარეობს ყოფილ სამრეწველო კორპუსში ბალტიმორში, მერილენდის შტატი, აშშ. ძველი ბამბეულის ქარხანა მაღალი ჭერით და უზარმაზარი ფანჯრებით შესანიშნავ სივრცედ იქცა მგზნებარე მებაღისთვის. „ჩემი ბოლო მონაცემებით, ჩვენს სახლში უკვე 300-ზე მეტი მცენარეა. სინამდვილეში, კვირაში მხოლოდ 3-4 საათს ვანდომებ მათ მოვლას, ეს ნამდვილად მიტაცებს და მამშვიდებს“, - ამბობს კარტერი.
 „ეს ყველაფერი 2011 წელს დაიწყო, როცა პენსილვანიის ერთ-ერთ კაფეს ვესტუმრე - ის ძველ სათბურში მდებარეობდა. იმდენად კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ სივრცეში, რომ მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ეს ატმოსფერო მინდა შევქმნა საკუთარ სახლში.
 მე მომწონს მიტოვებული შენობები, რომლებსაც ნელ-ნელა იპყრობს ბუნება. სუროთი დაფარული აგურის კედლები, ბეტონის გზები, რომლებშიც ბალახს აქვს ამოყოფილი თავი. ჩემს სახლში მინდოდა შემექმნა განცდა, რომ სულ ღია ცის ქვეშ ვიმყოფები, ბუნებაში.
 „თუ რჩევებს აძლევთ ინტერიერში ოთახის მცენარეების მოვლის შესახებ, მაშინ ყველაზე მნიშვნელოვანი ყურადღებაა. აუცილებელია დაუყოვნებლივ შეამჩნიოთ ყვავილებთან დაკავშირებული პრობლემები და გადაჭრათ ისინი. ასევე, არ მოათავსოთ მცენარეები ძნელად მისადგომ ადგილებში - არ დაკიდოთ ისე, რომ ყოველ ჯერზე მაღლა ასვლა დაგჭიდეთ, გადაადგილოთ ავეჯი მცენარეების მოსარწყავად.
მცენარეებს ავსებს მხოლოდ ბუნებრივი მასალები - ქვა, ხე, ტყავი. „ასეთ მწვანე სივრცეში შესვლისას მაშინვე იგრძნობთ ჰაერის ხარისხის ცვლილებას, ასევე მცენარეებიც ხელს უწყობენ სტრესის შემცირებას. პირადად ჩემთვის ეს ჰობი და მედიტაციაა, მუდმივად ვცხოვრობ მთელი წლის განმავლობაში შვებულებაში ყოფნის განცდით“.

==
https://www.bfm.ru/news/485644
ბიოფილური ქალაქები. იდეალური კონცეფცია „მწვანე“ ფორმატების განვითარებისთვის 
       ბუნების ინტეგრაცია ქალაქის დიზაინში და ტერიტორიის დაგეგმარება ბოლო წლებში ტრენდად იქცა
 ჩვენ ვამბობთ - მეგაპოლისი, მაგრამ წარმოვიდგენთ ქვის ჯუნგლებს. ოდესღაც ასე  იყო კიდეც. XX საუკუნეში ბევრი დიდი ქალაქი სტიქიურად გაიზარდა, შთანთქა უზარმაზარი ბუნებრივი ტერიტორიები, და იქ ბუნებისგან ცოტა რამ დარჩა. გაშენების მაღალი სიმჭიდროვე, ხეებისა და მწვანე კორომის თითქმის სრული არარსებობა, დაბინძურებული ჰაერი, მზის სინათლის ნაკლებობა - ეს მხოლოდ ასეთი ქალაქების რამდენიმე დამახასიათებელი ნიშნებია. უკეთ რომ გქონდეთ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ის, საკმარისია ნახოთ  ნებისმიერი ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია  1970-იანი წლების ნიუ-იორკი.
ასეთი უკონტროლო ურბანიზაციის შედეგი იყო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, რაც უარყოფითად აისახება თავად მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის თემის კონტექსტში, განსაკუთრებულ როლს იძენს ქალაქის მწვანე ინფრასტრუქტურა, აღნიშნავენ ქალაქ მოსკოვის ბუნების მაოხმარებისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტში.

ბუნებასთან ახლოს
 ქალაქის ხელისუფლებას დღეს შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსახლეობის ქცევაზე, ჩამოაყალიბოს მისი უპირატესობები უფრო აქტიური დასვენების, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. ამისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა სივრცეების პროექტირების მიმართ, საცალფეხო და ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი გამწვანებული ადგილების, ასევე სუფთა ჰაერზე სპორტული მოედნების შექმნა და კეთილმოწყობა.
 ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ბიოფილური ქალაქის კონცეფცია. ასეთი ქალაქის პრიორიტეტშია ნატურალური ბუნება, რომელთანაც ადამიანები ყოველდღიურად შედიან კონტაქტში, არსებული ინფრასტრუქტურა კი არ აზიანებს ბიომრავალფეროვნებას და ეკოსისტემებს.
 თავისი თეორია იდეალური ქალაქის შესახებ წიგნში „ბიოფილური ქალაქები: ბუნების ინტეგრირება ქალაქის დიზაინსა და დაგეგმარებაში“ დაახლოებით ათი წლის წინ ამერიკელმა ურბანისტმა ტიმ ბითლიმ გამოაქვეყნა. იგი წარმოადგენს ქალაქის მოდელს, რომელშიც ბუნება მისი ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილია.
 თავის კონცეფციაში ბითლი ეყრდნობოდა სხვა მეცნიერთა შრომებს: გერმანელი ფსიქოლოგისა და სოციოლოგის ერიხ ფრომის შრომებს, რომელმაც 1960-იან წლებში ბიოფილია აღწერა, როგორც შექმნისკენ სწრაფვა, სიცოცხლისა და ყველა ცოცხალი არსების სიყვარული, ასევე ამერიკელი ბიოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ედვარდ ოსბორნ უილსონის შრომებს, რომელმაც 1984 წელს წამოაყენა ბიოფილიის ჰიპოთეზა. მისი თქმით, ადამიანსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის ინსტინქტური კავშირი არსებობს. უილსონის აზრით, ბიოფილია არის ცოცხალი სამყაროსადმი კუთვნილების თანდაყოლილი გრძნობა, ადამიანის მნიშვნელოვანი ძირითადი მოთხოვნილება.
ტიმ ბითლიმ ეს კონცეფცია ქალაქის დიზაინსა და პროექტირებაზე გადაიტანა. მან შესთავაზა ქალაქის მშენებლობის ტექნოკრატიული მოდელიდან ქალაქის დაგეგმარებაზე გადასვლა, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ბუნებასთან კონტაქტის შენარჩუნება. უპირველეს ყოვლისა, თავად ხალხს სჭირდება ასეთი ქალაქები: ბუნებრივი გარემო ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, ავადმყოფობისგან გამოჯანმრთელებას, ამაღლებს შემოქმედებით უნარებს, აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას.
 და ამის მეცნიერული მტკიცებულება არსებობს. ასე, მაგალითად, დანიაში 2019 წელს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ბავშვებს, რომლებიც ცოცხალი ბუნების გარემოცვაში იზრდებოდნენ, სამომავლოდ ფსიქიკური დაავადების განვითარების რისკი ერთნახევარჯერ ნაკლები აქვთ, ვიდრე მათ, ვინც გაიზარდა ქვის ჯუნგლებში.
 2013 წელს ტიმ ბითლის ინიციატივით შეიქმნა საერთაშორისო საზოგადოება „ბიოფილური ქალაქები“, რომელსაც უკვე შეუერთდა 24 მონაწილე. მათ შორისაა სინგაპური, ესპანური ბარსელონა, შოტლანდიური ედინბურგი, ბრიტანული ბირმინგემი, კანადური ტორონტო, ახალზელანდიური ველინგტონი, ასევე მრავალი ამერიკული ქალაქი, მათ შორის ოსტინი, პიტსბურგი და სან-ფრანცისკო. ყველა მათგანი ფსონს დებს მდგრად განვითარებასა და მწვანე პროექტებზე.

ქალაქი ბაღი
სრულიად ბიოფილური ქალაქები ჯერ არ არსებობს, მაგრამ არსებობს ცოცხალი ბუნების ქალაქის გარემოში დაბრუნების კარგი მაგალითები: უკვე ნახსენები სინგაპური არის ქალაქი-სახელმწიფო, რომლის მოსახლეობა 5,5 მილიონზე მეტი ადამიანია. ჯერ კიდევ XX საუკუნის შუა ხანებში იგი წარმოადგენდა ქვის ჯუნგლებს მკვრივი გაშენებით, სიცხისგან გავარვარებული ასფალტით და იშვიათი მწვანე ნარგავებით.
1960-იან წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე, სინგაპურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაეხადა იგი „მწვანე“, და ქალაქის დაგეგმარების ძირითად კონცეფციად გამწვანებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება აირჩია. ახლა სინგაპურის ტერიტორიის 40% უკავია მწვანე ტერიტორიებს, სადაც დაახლოებით 400 სახეობის ფრინველია. აქ შეიქმნა ნაკრძალებისა და პარკების სისტემა, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საფეხმავლო ბილიკებით. მწვანე მცენარეები არ არის მხოლოდ პარკის ზონებში და სანაპიროებზე, ისინი ასევე ინტეგრირებულია მაღალსართულიან შენობებში.
ახლა სინგაპურში გეგმავენ პირველი სრულად ბიოფილური რაიონის აშენებას, სადაც 42 000 სახლი განთავსდება. მანქანებისთვის გზები მიწისქვეშ გაიხსნება, და ყველა შენობა იქნება ინტეგრირებული არსებული ბუნების გათვალისწინებით. სინგაპურს ადრე ეძახდნენ ბაღის ქალაქს, მაგრამ ახლა მისი ოფიციალური სახელია ქალაქი ბაღში.
კიდევ ერთი მაგალითი: პორტლენდი, აშშ-ის ორეგონის შტატის დედაქალაქი. 1840-იან წლებში დაარსებული პორტლენდი თავდაპირველად ხე-ტყის დამამზადებელთა ქალაქი იყო. ძალიან სწრაფად იგი გადაიქცა მთავარ სავაჭრო ცენტრად წყნარ ოკეანეში გასვლის გამო მდინარეების ვილამეტისა და კოლუმბიის გავლით. იმ დროს ცოტა ადამიანი ფიქრობდა ეკოლოგიაზე და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებაზე. სიტუაცია შეიცვალა 1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პორტლენდმა ერთ-ერთმა პირველმა აშშ-ში მიიღო Urban Growth Boundary პროგრამა, რომელიც ზღუდავს ქალაქის გავრცელებას და ცოცხალი ბუნების შთანთქმას.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააზრებულმა სისტემამ, რაც, სხვათა შორის, ამერიკისთვის არაა დამახასიათებელია, შესაძლებელი გახადა მანქანების რაოდენობის შემცირება. ხოლო პორტლენდის ტყის პარკი, რომელიც ორ ათას ჰექტარზე მეტზეა გადაჭიმული, შეერთებული შტატების უდიდეს ქალაქის ტყედ ითვლება.
დღეს ქალაქი რეგულარულად იღებს სხვადასხვა ჯილდოს, როგორც ყველაზე მწვანე ქალაქი ამერიკაში. აქ მრავალი პარკი, ველოსიპედის ბილიკი და ფერმერული მეურნეობაა, რომლებიც ამარაგებენ ორგანულად სუფთა პროდუქტებით. ქალაქის რეკრეაციულ ზონაში ყვავილების ბაღებია გაშლილი, მოქმედებს შადრევნები, შეგიძლიათ შეხვდეთ სხვადასხვა ცოცხალ არსებებს, მაგალითად, თავისუფლად მორბენალ კურდღლებს, ასევე  პეპლებს.

 „მწვანეთა“ კლუბი
რუსეთში ბიოფილური ქალაქის კონცეფციასთან ყველაზე ახლოს მოსკოვი მივიდა, თუმცა ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი მეგაპოლისი ჯერ არ შეუერთდა ტიმ ბითლის მიერ ორგანიზებულ ბიოფილურ კლუბს. რუსეთის დედაქალაქის ფართობის თითქმის ნახევარი უკავია მწვანე ნარგავებს, ხოლო ქალაქის ტერიტორიების 34% დაცულია ნატურალური ბუნებით. 2019 წელს მოსკოვი აღიარებულ იქნა მსოფლიოს ყველაზე მწვანე მეგაპოლისად. PwC-ის მონაცემებით, მოსკოველთა დაახლოებით 90%-ს აქვს წვდომა ახლოს მდებარე მწვანე ტერიტორიებზე. მეორე ადგილზე ჰონგ კონგი აღმოჩნდა, მესამეზე - ბერლინი.
მწვანე ნარგავების ეკოსისტემური მომსაზურება ქმნის კომფორტულ, ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოს ქალაქებში, რაც მნიშვნელოვანი არასამედიცინო ფაქტორია ავადობის შესამცირებლად.
„მოსკოვისთვის განსაკუთრებით აქტუალურია ეკოსისტემური სერვისები, როგორიცაა მიკროკლიმატის რეგულირება და დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და სათბურის გაზების შეწოვა“, - თქვა  მოსკოვის ბუნების მართვისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანტონ კულბაჩევსკიმ.
მოსკოვში ერთდროულად რამდენიმე გამწვანების პროგრამა მოქმედებს. მაგალითად, აქცია „ჩვენი ხე“ ითვალისწინებს ბავშვის დაბადების პატივსაცემად ოჯახებისთვის ხეების დარგვის შესაძლებლობას. საერთო ჯამში, ათი წლის განმავლობაში მოსკოვში ქალაქის გამწვანების პროგრამების ფარგლებში დაახლოებით 10 მილიონი ხე და ბუჩქი დაირგო. მოქალაქეების 90% პარკებთან და სკვერებთან ახლოს ცხოვრობს. ამ დროის განმავლობაში პარკის ტერიტორიების რაოდენობა 886-მდე გაიზარდა, 441 ქუჩა და საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყო, ხოლო მდინარე მოსკოვის 36 სანაპირო, თითქმის 65 კილომეტრი, სრულიად გარდაიქმნა.
დღეს რუსეთის დედაქალაქში 142 სპეციალურად დაცული ბუნებრივი ტერიტორიაა, საერთო ფართობით 19 ათას ჰექტარზე მეტი, სადაც შეზღუდულია სამეურნეო საქმიანობა, და ადამიანის გავლენა გარემოზე კი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს არის, მაგალითად, ბუნებრივი და ისტორიული პარკები: „ცარიცინო“, „სოკოლნიკი“, „ოსტანკინო“, „იზმაილოვო“, „ბიტცევსკის ტყე“, ბუნებრივი ნაკრძალები „ვორობიოვი გორი“, „დოლგიის ტბორები“ და სხვა. მოსკოვის წითელ წიგნში შეტანილია 569 სახეობის მცენარე და ცხოველი.
პარკები, ტყეები, ბუნებრივი წყალსატევები, მოსკოვის ბუნებრივი და ლანდშაფტური ნაკრძალები არა მხოლოდ დადებით გავლენას ახდენენ ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, არამედ ასევე ტრადიციული დასვენების ადგილებია რუსეთის დედაქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.


==

კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი პეიზაჟები უფრო დიდხანს იპყრობს ყურადღებას, ვიდრე ქუჩის სცენები. ჩვენ არასდროს ვიღლებით ბუნების ყურებით. უცნაურია, რომ საცალო ვაჭრობაში, რეკლამაში და დიზაინში დიდი ხანია იყენებენ ასეთ ხერხებს, მაგრამ არქიტექტორები ამას თითქმის არასოდეს აკეთებენ“.
ბილ ბრაუნინგი,  Terrapin Bright Green-ის დამფუძნებელი

კვლევამ აჩვენა, რომ ბუნებრივი პეიზაჟები უფრო დიდხანს იპყრობს ყურადღებას, ვიდრე ქუჩის სცენები. ჩვენ არასდროს ვიღლებით ბუნების ყურებით. უცნაურია, რომ საცალო ვაჭრობაში, რეკლამაში და დიზაინში დიდი ხანია იყენებენ ასეთ ხერხებს, მაგრამ არქიტექტორები ამას თითქმის არასოდეს აკეთებენ“.
ბილ ბრაუნინგი,  Terrapin Bright Green-ის დამფუძნებელი

==

https://ficus-design.ru/tpost/xbc197x331-pochemu-desyat-gorshkov-fikusov-v-ofise
          რატომ არ არის ბედნიერების მომტანი ფიკუსების ათი ქოთანი ოფისში
ტერმინი 
„ბიოფილური დიზაინი“ საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ყველას არ ესმის სწორად. ბევრს ჰგონია, რომ ბიოფილიის პრინციპების შესასრულებლად საკმარისია ოფისში მცენარეებით რამდენიმე ქოთნის მოთავსება და აკვარიუმის მოწყობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ფიკუსების მაგიდის მთელი ტყეც კი არ არის საკმარისი. მოდით ერთად გავარკვიოთ, რა არის ბიოფილური დიზაინი და როგორ შევქმნათ მის შესაბამისად სივრცეები, რომლებიც უფრო ბედნიერს და უკეთესს გაგვხდის.
რა არის ბიოფილური დიზაინი?
             „ბიოფილიის“ ცნება - პიროვნული თვისებაა, რომელიც ორიენტირებულია შემოქმედებაზე და ცოცხალისადმი სიყვარულზე - ფსიქოლოგმა ერიხ ფრომმა შემოიღო, შემდეგ კი მისი პოპულარიზაცია მოახდინა ბიოლოგმა ედვარდ ო. უილსონმა. უილსონმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი ბიოლოგიური კავშირი ბუნებასთან. დიახ, ბოლო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში ჩვენ თანდათან გადავედით ქალაქებში, დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ დახურულ შენობაში ან ურბანულ გარემოში, მაგრამ ველური ბუნების სამყაროსთან ურთიერთობის ჩვენი მოთხოვნილება არ გაქრა. უფრო მეტიც, საკუთარი თავისთვის არაბუნებრივ გარემოში ყოფნისას, სულ უფრო ხშირად ვიღლებით და ავადმყოფობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან კონტაქტის აღდგენას ისეთ ადგილებში, სადაც დიდ დროს ვატარებთ ან ვართ დაუცველ ან სტრესულ მდგომარეობაში: ოფისებში, საავადმყოფოებში, აეროპორტებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში.
          ბიოფილიის თეორია მდგომარეობს ბუნების გამოყენებაში სტრესის შემცირების, ძალების აღდგენის და ადამიანის საერთო ფსიქიკური და ფიზიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით.
           ХХ  საუკუნის ბოლოს ეს ცოდნა აქტიურად გამოიყენებოდა დიზაინსა და არქიტექტურაში: შეიქმნა სივრცეები, რომლებიც ბუნებას ეხება პირდაპირი და ირიბი გზებით. ბიოფილური დიზაინის პრინციპების გამოყენების გლობალურ ტენდენციას მხარს უჭერს მრავალი უცხოური სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ბუნება, მათ შორის მცენარეები, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ბიოფილური დიზაინის ძირითადი მახასიათებლები
      
        1. ეხმარება სივრცის ადაპტირებაში ისე, რომ ველური ბუნების ელემენტები გავლენას ახდენდნენ ადამიანის კეთილდღეობაზე.
       2. ბიოფილური დიზაინი მოიცავს ხანგრძლივ ურთიერთობას: ბუნებასთან კონტაქტი უნდა განმეორდეს და გაგრძელდეს.
       3. ყველა ელემენტი მუშაობს სინერგიულად და კონტექსტუალიზებულია. კონტექსტის მიღმა გამოსახული მცენარეები, ბუნებრივი მასალა, რომელიც ეწინააღმდეგება სხვა დომინანტურ სივრცულ მახასიათებლებს, არ წარმოადგენს ეფექტურ ბიოფილურ დიზაინს.
       4. ის აკმაყოფილებს ბუნებასთან დაკავშირების ჩვენს თანდაყოლილ მიდრეკილებას და ქმნის ემოციურ მიჯაჭვულობას გარკვეულ სივრცეებსა და ადგილებთან. ეს გვაძლევს მოტივაციას ვიყოთ პროდუქტიულები და გვიბიძგებს მხარი დავუჭიროთ იმ სფეროებს, სადაც ვცხოვრობთ.
       5. ბიოფილური დიზაინი ხელს უწყობს პოზიტიურ და მდგრად ურთიერთქმედებებსა და ურთიერთობებს ადამიანებსა და გარემოს შორის. 

მაგალითი ჩვენი პრაქტიკიდან: ბაღი ცათამბჯენში
         ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც ფიკუსმა ნაწილობრივ გამოიყენა ბიოფილიის პრინციპები თავის პროექტში, გახდა მუშაობა დიქსის ოფისზე - ჩვენ შევქმენით უნიკალური ცოცხალი სივრცე მოსკოვის სიტის კოშკში. ჩვენ პროექტს ხაზი უნდა გაესვა კომპანიის ეკოლოგიურ პასუხისმგებლობაზე, შეექმნა  ცათამბჯენში მდებარე ოფისში ჯანსაღი მიკროკლიმატი და ასევე აემაღლებინა მოლაპარაკებების ეფექტურობა. გამწვანებაში 426 ცოცხალი მცენარე გამოიყენეს, 6000 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცე კი სამუშაოსთვის კომფორტული გახდა.
         ჩვენს გადავაქციეთ ოფისის ჰოლი და მისკენ მიმავალი კიბეები ნამდვილ ბაღად. შედეგად, კომპანიის თანამშრომლებს ურჩევნიათ ფეხით სიარული, ვიდრე ლიფტით მგზავრობა, შესაბამისად, ისინი ჯანსაღ ფიზიკურ აქტივობას ეწევიან. ჩვენ გამოვიყენეთ ლ იანების დამონტაჟების საკუთარი ტექნოლოგია. ამიტომ, ისინი მთელ ჰოლში არიან მოდებული, მაგრამ ხელს არ უშლიან ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ბუნებრივ განათებას. VIP მოლაპარაკების ოთახში ჩვენ მოვათავსეთ თავშეკავებული დიზაინის ვერტიკალური გამწვანება - ეს ეხმარება ყურადღებიან და კონსტრუქციულ დიალოგს. შედეგად ვერტიკალურმა გამწვანებამ ოფისი ბაღად აქცია, კომპანიის თანამშრომლებს კეთილდღეობა გაუემჯობესდა და სტრესი შემცირდა. ახლა 500 ადამიანი ახლა სიამოვნებით მიდის ოფისში.

==

https://food.obozrevatel.com/news/kak-ochistit-vodu-v-domashnih-usloviyah-top-3-lajfhaki.htm
როგორ გავწმინდოთ წყალი სახლის პირობებში: ტოპ 3 ლაიფჰაკი

ვინაიდან ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა და ჯანმრთელობა პირდაპირ დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, ძალიან მნიშვნელოვანია მხოლოდ გაწმენდილი წყლის დალევა და ფილტრაციის ბოროტად არ გამოყენება. მაგრამ თუ ფილტრი არ გაქვთ, უფრო ალტერნატიული მეთოდებიც არსებობს.
FoodOboz-ის რედაქცია გაგვიზიარებს მეთოდებს, რომლებიც დაგვეხმარება წყლის გასაწმენდად სახლის პირობებში.

მეთოდი 1.  ტაბლეტები დაფუძნებული ქლორსა და იოდზე
ასეთი ტაბლეტები იყიდება მაღაზიებში და განკუთვნილია წყლის დეზინფექციისთვის. საჭიროა მხოლოდ ტაბლეტის წყალში ჩაშვება და ნახევარი საათის შემდეგ მისი დალევა უკვე შეიძლება. ეს არის ძალიან სწრაფი და საიმედო ლაიფჰაკი.
მეთოდი 2. გაყინვა
დიდ დახურულ ჭურჭელში ონკანიდან ცივი წყალი უნდა აავსოთ და ერთი დღით შედგით საყინულეში. მძიმე წყალი, რომელიც შეიცავს ნიტრატებს, რკინას და სხვა მავნე ნივთიერებებს, გროვდება ჭურჭლის ცენტრში და ფსკერში.
ცხელი წყლის ზეწოლის გამოყენებით აუცილებელია ფსკერის და ცენტრის დნობა და გარეცხვა და რჩება მხოლოდ კრისტალურად გამჭვირვალე ყინული. იმისათვის, რომ დიდი რაოდენობით ყინული არ დადნეს, უნდა დაადოთ ჭურჭელი გვერდზე და გააკეთოთ ხვრელი ჭურჭლის ცენტრში.
მნიშვნელოვანია, რომ ფსკერის დნობა თანდათანობით მოხდეს. ამიტომ, ამისათვის აუცილებელია ჭურჭლის პერიოდულად გადაბრუნება. შედეგად, უნდა დარჩეს არცთუ ბევრი სუფთა და გამჭვირვალე ყინული. თქვენ უნდა გადაიტანოთ იგი ახალ კონტეინერში და დაელოდოთ სანამ მთლიანად დადნება.

მეთოდი 3. ფილტრი სახლის პირობებში
1. ფილტრის საფუძველი იქნება დოქი და დიდი სარწყავი. მეორე უნდა მოათავსოთ დოქში და ასევე მოაჭრათ მარლის პატარა ნაჭერი - ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ფილტრის ნაწილაკები წყალში არ მოხვდეს.
2. მეორე ფენა - ბამბა - ის უნდა დაიფინოს თხელ ფენად.
3. მესამე ფენა ისევ მარლისაა.
4. შემდეგი - ყველაზე მნიშვნელოვანი ფილტრაციული ნაწილი - აქტივირებული ნახშირი. საჭიროა 5 პაკეტი. გაანაწილეთ ტაბლეტები ფილტრის მთელ ზედაპირზე.
5. აქტივირებულ ნახშირბადს გადააფინეთ მარლის კიდევ 2 ფენა.
6. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მდინარის ქვიშა. კარგად უნდა გაირეცხოს, ტაფაზე მოიხალოს და მთელ ზედაპირზე გადანაწილდეს და დაიტკეპნოს.
7. ბოლოს გადააფარეთ ქვიშას მარლა. სარწყავ ჭურჭელში უნდა დატოვოთ სივრცე, რომელიც ჭუჭყიანი წყლით შეივსება.
==
https://www.admagazine.ru/interior/klinika-parsley-health-v-nyu-jorke-po-proektu-alda-ly
Parsley Health კლინიკა ნიუ იორკში  Alda Ly პროექტის შესაბამისად
ბრუკლინის სტუდია Alda Ly Architecture-მა დააპროექტა Parsley Health სამედიცინო ოფისი. თავიანთ ახალ პროექტში არქიტექტორებმა ბიოფილიის კონცეფცია გაითვალისწინეს - ეს კონცეფცია პირველად 80-იან წლებში მეცნიერმა ედვარდ უილსონმა შემოიტანა, რაც ვარაუდობს, რომ ადამიანებს აქვთ ბუნებასთან შერწყმის თანდაყოლილი მოთხოვნილება.
რობინ ბერზინის ფლაგმანი ცენტრი Parsley Health NYC განლაგებულია მანჰეტენზე, უნიონ სკვერის რაიონში მდებარე ბოზარის სტილის ცათამბჯენში. აქ Alda Ly Architecture-ს სტუდიამ დააპროექტა 511 მ²  ფართობის კლინიკა.
 ნებისმიერი სხვა ფასიანი კლინიკის მსგავსად, აქ არ არსებობს დაზღვევის ოფცია - ამის ნაცვლად, კომპანია სთავაზობს წევრობას თვეში 150 (სულ წელიწადში 1,800) დოლარად, რომლის ღირებულებაში შედის ექიმთან ხუთი ვიზიტი და health ქოუჩინგის ხუთი სესია წელიწადში, ასევე რამდენიმე დამატებითი მომსახურება. Parsley Health-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კვების და ზოგადად ცხოვრების წესის საკითხს.
 ნიუ-იორკის პირველ ოფისში - დანარჩენი ორი სან-ფრანცისკოში და ლოს-ანჯელესშია - არის სავარჯიშო დარბაზი და დარბაზი გამოკვლევების ჩასატარებლად, დიაგნოსტიკური ტესტირების ლაბორატორია, პაციენტებისთვის დასვენების ზონა, ადმინისტრაციული ოფისები, საკუჭნაო და სასადილო ოთახი.
 დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად Hilko Designs სტუდია შეეცადა ინტერიერში რაც შეიძლება ბუნებასთან დაკავშირებული მეტი საგანი შეეტანა. მაგალითად, ლობის კედლებში დამონტაჟდა სპეციალური ნიშები მცენარეებით, სარეგისტრაციო  დახლი კი Caesarstone-ს კვარცისგან და თეთრი მუხისგან დაამზადეს. ოთახი მაღალი ფანჯრებითა და ნეკერჩხლის პარკეტით, რომლის პერიმეტრზე დიზაინერებმა მრავალი ქოთნის მცენარე მოათავსეს, შეავსეს  როტანგის სავარძლებით და მუქი ლურჯი ფერის დივანით.
დასვენების ზონის გვერდით არის სამზარეულო, სადაც პაციენტებს შეუძლიათ კულინარიის გაკვეთილები გაიარონ, ასევე მიირთვან ფინჯანი ყავა, ჩაი ან კომბუჩი. კედლებზე თეთრი ფილა  შერწყმულია ლურჯ-მწვანე ავეჯთან, სამზარეულოს მაგიდის თეთრ ზედაპირთან და ტაბურეტებთან სპილენძის ფერის ფოლადის ფეხებით.
გამოკვლევის ჩატარების ოთახებში დიზაინერებმა აირჩიეს ღია ფერები დაწყებული რბილი ატმისფერიდან ნაცრისფერ ცისფერამდე, ინტერიერში მხოლოდ ნატურალური ელემენტები გამოიყენეს იყენებდნენ და ყველაფერი შეავსეს სახიანი ხალიჩებით და ხის გრავიურებით.





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised