воскресенье, 9 января 2022 г.

ფოლგა საშიშია ჯანმრთელობისთვის


 ფოლგა საშიშია ჯანმრთელობისთვის

 http://www.ruskirche-hannover.de/index_htm_files/Alu-Folie.pdf

   მთელ მსოფლიოში ადამიანები სხვადასხვა რამეს იყენებენ გემრიელი საკვების მოსამზადებლად. მათი მრავალფეროვნება მართლაც უზარმაზარია - იაფი ფოლგიდან დაწყებული ძალიან ძვირადღირებული კერამიკული დანებით დამთავრებული.

 განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ალუმინის ფოლგა. ის უნივერსალური, მოსახერხებელი და ჰიგიენურია. ფოლგა შეიძლება გამოვიყენოთ ჭურჭლის დასაფარად ან კარტოფილის შესაფუთად და ღუმელში დასაბრაწად.

მაგრამ თუ ფოლგას იყენებთ, მის შესახებ ცოტაოდენი რამ უნდა იცოდეთ. სავარაუდოდ, თქვენ არც კი იცით ამის შესახებ.

მოკლედ: ფოლგა ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.


ზიანი ტვინისთვის

ალუმინი ნეიროტოქსიკური მძიმე ლითონია, რომელიც დაკავშირებულია ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან. ასევე, ამ ტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს კოორდინაციის, მეხსიერების და წონასწორობის დარღვევა.


ზიანი ძვლებისთვის

 ეს ტოქსიკური ლითონი ასევე გროვდება ძვლებში. ის კონკურენციას უწევს კალციუმს ადგილისთვის ძვალში - და გამოიცანით ვინ იგებს ამ შეჯიბრში?


ზიანი ფილტვებისთვის

ალუმინის ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული დაავადებები, მათ შორის ფილტვის ფიბროზი.

საერთოდ როგორ ხვდება ეს მძიმე მეტალი ორგანიზმში?

მთავარ წყაროდ, ჩვეულებრივ, მოიხსენიება ალუმინის ქილა სასმელით და ალუმინის შემცველი დეზოდორანტები. მაგრამ ამავე დროს, რატომღაც ავიწყდებათ ალუმინის ფოლგა.


თქვენ ყლაპავთ ალუმინის ფანტელებს

გასაგებია, რომ ფოლგის ნაჭერს არავინ მოკბეჩს და დაიწყებს მის ღეჭვას (გარდა კატებისა, რომლებიც ფოლგის გუნდებს ეთამაშებიან).

მაგრამ ზუსტად ეს ხდება, როდესაც ფოლგას მაღალ ტემპერატურაზე გააცხელებთ. სიცხის გამო ლითონში ჩნდება პაწაწინა ბზარები, რის შედეგადაც ქერცლები იშლება და ხვდება საკვებში. ისინი შეუიარაღებელი თვალით უხილავია, და თქვენ მათ ყლაპავთ!


ქიმიური გამოტუტვა

მაშინაც კი, თუ ფანტელები არ ჩამოცვივდება, თქვენ მაინც შეგიძლიათ შემთხვევით გამოიწვიოთ ალუმინის ქიმიური გამოტუტვა, როდესაც საკვებში იყენებთ ზოგიერთ სანელებლებს ან მჟავა პროდუქტებს (როგორიცაა ლიმონი).

დოქტორმა ესამ ზუბაიდმა აღმოაჩინა, რომ ალუმინის ფოლგაში მხოლოდ ერთი კერძის მომზადებისას შესაძლებელია 400 მგ-მდე ალუმინის გამოტუტვა!

 „რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტია გამორტუტვა. ფოლგა არ უნდა იქნას გამოყენებული საკვების მოსამზადებლად და არ შეიძლება გამოყენება პომიდორთან, ციტრუსის წვენთან და სანელებლებთან ერთად“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასახელებს მაქსიმალურ დასაშვებ დღიურ დოზას - 60 მგ ალუმინის.


თქვენ ისუნთქავთ ლითონებს

აუცილებელი არ არის ლითონის გადაყლაპვა იმისათვის, რომ ის თქვენს ორგანიზმში აღმოჩნდეს. თუ ცხვირი და პირი არ აქვთ დაფარული მაშინ, როდესაც ფოლგაში საკვებს ამზადებთ ცხაურზე, ალუმინის ნაწილაკები თქვენს ორგანიზმში სასუნთქი გზების მეშვეობით აღწევენ.

გაცხელების დროს გამოყოფილი კვამლი ატარებს ალუმინის მიკროსკოპულ ფანტელებს, რომლებსაც ადვილად შეისუნთქავთ და ვერც კი შეამჩნევთ!

აშკარაა, რომ მძიმე ლითონები ჯანმრთელობისთვის საშიშია. აქ მოცემულია რამდენიმე რეკომენდაცია, თუ როგორ დაიცვათ თავი ამ საშიშროებისგან:

1. არ გამოიყენოთ ალუმინის ფოლგა სამზარეულოში! მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაცივარში ცივი საკვების შესაფუთად. უმჯობესია გამოიყენოთ მინის კონტეინერები.

2. არ შეინახოთ სანელებლები, პომიდორი და ციტრუსები ფოლგაში. მჟავები გამოტუტავს ალუმინს პირდაპირ თქვენს თეფშში!

3. უარი თქვით ალუმინის ჭურჭელზე! როგორც კი გექნებათ შესაძლებლობა, იყიდეთ უჟანგავი ფოლადის ქვაბები. შეგიძლიათ  მეორადიც შეიძინოთ.

4. შეძლებისდაგვარად, შეცვალეთ ალუმინის ფოლგა საკვები პერგამენტით.


==


https://www.ntv.ru/novosti/2505521/

საშიშია თუ არა ფოლგა შესაწვავად


           ბევრი დიასახლისი დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა საკვების მომზადება  ალუმინის ფოლგაში.

ამასთან დაკავშირებით ეჭვები შეფ-მზარეულებს შორისაც კი გაჩნდა. არსებობს მოსაზრება, რომ რისკი მცირდება, თუ პროდუქტებს ფოლგის მქრქალ და არა მბზინავ მხარეზე დადებენ .

ალექსეი პოდლესნიხი, აღმოსავლური სამზარეულოს რესტორნების ქსელის ბრენდ-მზარეული: „ხანგრძლივი მომზადების დროს ხორცის კედლებსა და გვერდებზე ალუმინის ნადები წარმოიქმნება, რაც  არ არის ძალიან კარგი. მქრქალი მხრიდან საკვების დადებისას მზარეულები ცდილობენ თავი დაიცვან , რომ ფოლგის ქერქი არ დაიწვას“.

რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში განმარტეს, თუ რა ემართება ალუმინის ფოლგის ნაწილაკებს მჟავაში, რომელიც ჩვენს კუჭშია. მჟავასთან შერწყმული ალუმინი იწვევს  ძლიერ რეაქციას, ხოლო ამ პროცესში გამოყოფილი წყალბადი შეიძლება აფეთქდეს კიდეც. ნუთუ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ადამიანის ორგანიზმში? დავუშვათ, რომ ფოლგას არ ჭამენ, მაგრამ რა მოხდება, თუ ალუმინი მოულოდნელად მოხვდება პროდუქტში?

პროგრამა „ტექნიკის საოცრებამ“ 4 ნაჭერი ხორცი მოამზადა. პირველ ორში მხოლოდ მარილი და პილპილი დაუმატეს, დანარჩენი ბოსტნეულთან ერთად დაამარინადეს. ნიმუშები გაგზავნეს მოსამზადებლად სხვადასხვა ტემპერატურაზე - ერთი საათით  150 გრადუსზე და 20 წუთით 250 გრადუსზე. შედარებისთვის მზა ხორცი და უმი ნაჭერი გაიგზავნა ლაბორატორიაში. ერთი შეხედვით შედეგი შემაშფოთებელი აღმოჩნდა.

სერგეი გორიაინოვი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის კოლექტიური მოხმარების EMP ცენტრის მასსპექტრომეტრიისა და სპექტროსკოპიის ლაბორატორიის გამგე: „ხორცის ნიმუშებისთვის, რომლებიც მომზადდა მარინადის გამოყენების გარეშე, დაფიქსირდა ალუმინის შემცველობის ზრდა დაახლოებით 3-ჯერ. მარინადის შემცველი ნიმუშებისთვის დაფიქსირდა 6-9-ჯერ  ზრდა“.

ბოსტნეული შეიცავს ორგანულ მჟავებს,  ისინი ეხმარება ალუმინს ფოლგიდან საკვებში გადატანაში. სხვათა შორის, მეცნიერებმა ბრნოდან (ჩეხეთი) შეისწავლეს 11 სხვადასხვა პროდუქტი (თევზი, ხორცი, ბოსტნეული) და დაადგინეს, რომ ზოგიერთ განსაკუთრებით მჟავე ნიმუშში, მომზადების შემდეგ, 40-ჯერ მეტი ალუმინი იყო. მაგრამ იღებს კი ადამიანი საშიშ დოზას? ყველაზე დაბინძურებულ ნიმუშში, რომელსაც მაღალ ცეცხლზე ამზადებნენ ბოსტნეულთან ერთად, იყო 2 მილიგრამზე მეტი მეტალი თითო კილოგრამ ხორცზე.

ოლესია პრონინა,  ექიმი დიეტოლოგი, ენდოკრინოლოგი, რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის დიეტოლოგიისა და კლინიკური ნუტრიციოლოგიის კათედრის ასისტენტი: „ალუმინის ფიზიოლოგიური ნორმა დღეში 3 მგ-მდეა, ალუმინის ტოქსიკურ ნორმად ითვლება დღეში 50 მილიგრამზე მეტი, ამ შემთხვევაში მას ზიანი მოაქვს, ის ხდება კანცეროგენული კომპონენტი“.

თითქოს, ხორცის ნაჭერი შეიცავს საშიშ რაოდენობას, მაგრამ ეს ასე არ არის. ტოქსიკოლოგები ოპერირებენ ლითონის წონით, რომელსაც ორგანიზმი საკვებიდან შთანთქავს, ალუმინისთვის კი ეს არის 0,1%. ანუ ზიანის მისაღებად ფოლგაში დამხადებული 30-მდე ხარი ერთდროულად უნდა მიირთვათ. ისეთი ძლიერი რეაქციის გამოწვევა, როგორც სინჯარაშია, ალუმინის მიკროდოზებს საკვებიდან კუჭში არ შეუძლია. იქ მჟავა მაინც სუსტია, ლითონი ცოტაა, და ყველაფერი გაცილებით რბილად ხდება, რასაც, სხვათა შორის, გულძმარვის სამკურნალო საშუალებებში იყენებენ.

ოლესია პრონინა:  „ალუმინი შესანიშნავად ანეიტრალებს კუჭის წვენის მომატებულ სეკრეციას, ხსნის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა გულძმარვა.

ყველა სამეცნიერო მტკიცებულების აწონ-დაწონის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კვლავ ურჩევს ალუმინის მიღების შეზღუდვას დღეში 20 მილიგრამამდე. ის შეიძლება ორგანიზმში აღმოჩნდეს ბოსტნეულიდან, წყლიდან, დეოდორანტებიდან. თუ თქვენ ასევე დაამატებთ გულძმარვის პრეპარატებს დიდი რაოდენობით, მაშინ სავსებით რეალურია უსაფრთხო დოზის გადაჭარბება. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ის შეიძლება იყოს მართლაც საზიანო მხოლოდ მათთვის, ვისაც თირკმელების დაავადება აწუხებს.

ფოლგის არ უნდა შეგეშინდეთ, არც იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ პროდუქტი სწორედ მქრქალი მხარეზე უნდა მოთავსდეს. ეს მხოლოდ წარმოების თავისებურებებია. ქარხანაში გაწმენდილი ალუმინის ფენები 10-ჯერ გადის საგლინ დგანზე. ამ გზით ფურცლები წვრილდება 8 მილიმეტრის სისქიდან ათეულ მიკრონამდე.

ალუმინის ფოლგა ხდება ძალიან თხელი და ადვილად იხევა ლილვის გარშემო დახვევისას. ეს რომ არ მოხდეს, ფინალურ ეტაპზე, საგლინ დგანზე ატარებენ არა ერთი, არამედ ერთად დადებულ ორ ფურცელს. ლილვთან შეხების მხარე პრიალდება და ბზინავს, შიგნით კი მქრქალი რჩება. ეს არ იმოქმედებს მომზადების დროს ლითონის მიგრაციაზე პროდუქტებში.

ალუმინს მართლაც შეუძლია ფოლგიდან საკვებში გადასვლა, მაგრამ ორგანიზმი მის უმეტეს ნაწილს არ ითვისებს და ადვილად გამოჰყავს ის. ამიტომ ფოლგაში შეწვა სრულიად უსაფრთხო მომზადების მეთოდია, რომელიც არ საჭიროებს ბევრ ცხიმს, კერძები არც ისე ცხიმიანი და კალორიულია, შესაბამისად, კიდევ უფრო სასარგებლოა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised