воскресенье, 9 января 2022 г.

სამახსოვრო პაციენტისთვის: მათთვის, ვინც სახლში მკურნალობას ექვემდებარება



სამახსოვრო პაციენტისთვის:

მათთვის, ვინც სახლში მკურნალობას ექვემდებარება

 http://minzdrav.gov.by/upload/dadvfiles/letter/ПАМЯТКА.pdf

პაციენტები უსიმპტომო და მსუბუქად მიმდინარე დაავადებით, 55 წლამდე ასაკის, რომლებსაც არ აღენიშნებათ ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ჩვეულებრივ ამძიმებენ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის მიმდინარეობას, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ბრონქული ასთმა და ა.შ.;

პაციენტს უნდა თავად შეეძლოს საკუთარი თავის მოვლა ან ნათესავების დახმარებით;

პაციენტის საცხოვრებელი პირობები საშუალებას აძლევს მას იცხოვროს იზოლირებულად, მათ შორის მასთან ერთად მცხოვრები ნათესავებისგან;

სოფლად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩამოსვლის დრო და ჯანდაცვის ორგანიზაციის ტერიტორიული სიახლოვე.

ვამახვილებთ თქვენ ყურადღებას,

რომ ჰოსპიტალიზაციის ან სახლში მკურნალობის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა პაციენტი, არამედ ექიმი!


ექიმი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს გასინჯვის, დიაგნოსტიკური კვლევის, თანმხლები დაავადებების და სოციალური ფაქტორების (საცხოვრებელი პირობები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტებით, საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფა და ა.შ.) გათვალისწინებით.

           პაციენტი ხელს აწერს ინფორმირებულ თანხმობას სახლში მკურნალობაზე.


როგორ ვიმკურნალოთ სახლში?

სახლში პაციენტს უნდა ჰქონდეს:

თერმომეტრი სხეულის ტემპერატურის გასაზომად (ნორმა 36.7° С);

საათი წამზომის ისრით პულსის და სუნთქვის სიხშირის გასაზომად (ნორმა: 15-50 წლის ასაკში - 60-85 დარტყმა/წთ, 50 და ზევით - 70-90 დარტყმა/წთ);

ტონომეტრი (ნორმა 120/80 მმ. ვწყ.  -  140/90 მმ. ვწყ.);

პულსოქსიმეტრი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დადასტურებული პნევმონიის შემთხვევაში დიაგნოსტიკა სახლში აუცილებლად უნდა ჩაატაროს პოლიკლინიკის სამედიცინო მუშაკმა (ნორმა 95-98%-დან);

          მომუშავე ტელეფონი.

სავალდებულო წესით, თანმხლები დაავადებების არსებობისას, სახლში უნდა გქონდეთ ძირითადი დაავადებების სამკურნალო ყველა ძირითადი პრეპარატი. მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროა დოზის გარკვევა მკურნალ ექიმთან.

ყოველ სამ საათში (საჭიროების შემთხვევაში - უფრო ხშირად) აუცილებელია ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლების გაზომვა: ტემპერატურის, სუნთქვის სიხშირის, პულსის, არტერიული წნევის (სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების არსებობისას), საჭიროების შემთხვევაში, პულსოქსიმეტრიის ჩვენებების.

         სახლში მკურნალობის გაგრძელების მარკერებია:

სხეულის ტემპერატურა არანაკლებ 35°С და არაუმეტეს 38,5°С;

თავისუფალი სუნთქვა, მშრალი მუდმივი ხველების არარსებობა;

პულსი არანაკლებ 40-სა და არაუმეტეს 90-სა წუთში;

ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სიხშირე 22 ციკლზე ნაკლები წუთში;

სისხლის ჟანგბადის გაჯერება 94%-ზე მეტი (პულსოქსიმეტრის მიხედვით);

გონების პასიურობის, თავბრუსხვევის, მზარდი თავის ტკივილის არარსებობა:

არტერიული წნევის მკვეთრი ცვლილებების, სისტოლურის დაქვეითების (100-ზე ქვემოთ და 180-200 მმ ვწყ-ზე მაღლა ზრდა), ფერმკრთალი კანის, ტუჩების, ცხვირტუჩების სამკუთხედის, ცხვირის ნესტოების გალურჯების არარსებობა.

თუ თქვენი მდგომარეობა გაუარესდა - გამოუძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას


თუ ჩამოთვლილი ნიშნები არ ემთხვევა, ანუ თუ თქვენი მდგომარეობა უარესდება, საჭიროა საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაცია სამკურნალოდ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჰოსპიტალიზაციისთვის ჩვენებები არ არსებობს, ის დანიშნავს მკურნალობას, რომელიც პაციენტმა აუცილებლად უნდა შეასრულოს!


მკურნალობის კომპონენტები:

ბევრი თბილი სასმელი, რომელიც რეკომენდებულია გაციებისა და გრიპის დროს;

სიცხის დამწევი საშუალებები, მომატებულ ტემპერატურაზე. დღეს ყველაზე ხშირად პარაცეტამოლს უწევენ რეკომენდაციას, როგორც ძირითად პრეპარატს;

პირველ დღეებში საწოლში ყოფნა აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სპეციალისტები გირჩევენ უფრო ხშირად მუცელზე დაწოლას და ძილს (წინასწარ გულმკერდისა და მენჯის ქვეშ უნდა მოათავსოთ მუთაქა ისე, რომ მუცელმა არ მოახდინოს ზედმეტი ზეწოლა დიაფრაგმაზე, თავი გვერდზე მიაბრუნეთ).

შემდგომ მამოძრავებელი რეჟიმი უფრო მსუბუქია, ფორსირების გარეშე, ჯანმრთელობის შესაბამისად. ჯანმრთელობის ძირითადი მაჩვენებლების სტაბილიზაციის შემდეგ საჭიროა სუნთქვითი გიმნასტიკა, რაც შეიძლება მალე.

          ფილტვების მუშაობის გააქტიურების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი - საჰაერო ბუშტების გაბერვა (თავიდან შეგიძლიათ დაწოლილ მდგომარეობაში). და სხვა ფიზიკური ვარჯიშები.

კვება უნდა იყოს სრულყოფილი, საჭმელი ადვილად მოსანელებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C ჯგუფის ვიტამინების შემცველობა (ლიმონი, ფორთოხალი, მოცვი), B (პური მსხვილად დაფქვილი ფქვილისგან) და ცილა (ხორცი, ბოსტნეული).

        ძალიან მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი და პოზიტიური განწყობა!


მოთხოვნები ოჯახში არსებული გარემოს და პაციენტზე ზრუნვის მიმართ 

მკურნალობის დანიშვნის შემდეგ ექიმი (ექიმის თანაშემწე) შეაფასებს საცხოვრებელ პირობებს სახლში სამედიცინო მომსახურების წარმატებით ორგანიზების მიზნით. ასევე პაციენტისთვის მედიკამენტების, საკვების და სხვ. მიწოდების ორგანიზების შესაძლებლობას. ჩაატარებს ნათესავებთან საუბარს მოვლის თავისებურებებზე, თუ ასეთები ბინაში ცხოვრობენ. საჭიროების შემთხვევაში აცნობეთ სოციალურ სამსახურს ან ვოლონტიორებს.


სანიტარული პირობები

აუცილებელია ბინაში მუდმივად სველი წმენდის ჩატარება, ოთახების განიავება და ყველა ზედაპირის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტის ჭურჭლისა და თეთრეულის რაც შეიძლება ხშირად დამუშავება.

ნაკლები კონტაქტები, მათ შორის ნათესავებთან!

მაშინაც კი, თუ პაციენტს კორონავირუსი მსუბუქ ფორმაში აქვს, ის მაინც მაქსიმალურად საშიშია მისი ოჯახის წევრებისთვის!

აუცილებელია კონტაქტში მყოფი ადამიანების რაოდენობის შემცირება. თუ პაციენტი ხანდაზმული ადამიანია, მაშინ სასურველია მასზე ზრუნავდეს ნათესავი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ ხარისხიანი მოვლის უზრუნველყოფას, არამედ უსაფრთხოების ყველა ზომების ორგანიზებას, რათა თავად არ დაინფიცირდეს. გარდა ამისა, ეს ადამიანი უნდა გამოირჩეოდეს კარგი ჯანმრთელობით, არ ჰქონდეს რაიმე ქრონიკული დაავადება ან იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, უნდა ატარებდეს სამედიცინო ნიღაბს, როდესაც პაციენტთან ერთ ოთახში იმყოფება.

მომვლელი არ უნდა მიუახლოვდეს პაციენტს ერთ მეტრზე უფრო ახლოს. გამონაკლისს წარმოადგენენ მეძუძური დედები. მათ უნდა ატარონ სამედიცინო ნიღაბი პატარასთან ახლოს ყოფნისას და დაიბანონ ხელები თბილი წყლით და საპნით კონტაქტის დაწყებამდე 20-40 წამის განმავლობაში.

თუ ბინაში ან სახლში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაშინ აუცილებელია პაციენტის გადაადგილების შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში. დაიბანეთ ხელები პაციენტთან ნებისმიერი კონტაქტის შემდეგ. ხელები საპნით და წყლით დაბანის შემდეგ გაიწმინდეთ ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცებით.

გამოიყენეთ ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები პაციენტის მოვლისა და ოთახის დასუფთავებისთვის. ხელები უნდა დაიბანოთ სამედიცინო ხელთათმანების გაკეთებამდე და მათი მოხსნის შემდეგ.

ჩადეთ ხელთათმანები და ნიღბები (პაციენტთან ურთიერთობის შემდეგ) ცალკე კონტეინერში (პაკეტში) იმავე ოთახში, სადაც პაციენტი იმყოფება. დახურეთ (შეკარით) და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანეთ ოთახიდან.

ინდივიდუალური გამოყენების შემდეგ ჭურჭელი უნდა გაირეცხოს სარეცხი საშუალებით. ჭურჭელი არ უნდა გადააგდოთ.

ზედაპირები, ასევე აბაზანა და ტუალეტი ყოველდღიურად უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია ჩაუტარდეს საყოფაცხოვრებო სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებებით.

პაციენტის ნივთები უნდა გაირეცხოს ჩვეულებრივი საპნით. მანქანით რეცხვისთვის რეკომენდებულია ტემპერატურა 60-90°C და ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილები. დაბინძურებული სარეცხის შენჯღრევა აკრძალულია, მაგრამ შეიძლება ერთ ტომარაში მოთავსება.

თუ ოჯახის წევრს უჩნდება მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომები (ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, გაძნელებული სუნთქვა), მას უნდა მოეპყრონ ისე, როგორც შესაძლო ინფიცირებულს COVID-19-ით და დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ მკურნალ ექიმთან ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში.

პაციენტს, რომელსაც დაუსვეს COVID-19-ს დიაგნოზი, უნდა ახსოვდეს პასუხისმგებლობის შესახებ სახლიდან ან ბინიდან გასვლის შესახებ!




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised