ნეკროფილია ქრისტიანული კანონებით
საღად მოაზროვნე ადამიანი ვერასოდეს გაიგებს რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ნეშტისადმი თაყვანისცემას, მაგრამ ვინ თქვა, რომ ფანატიკური მორწმუნეები საღად აზროვნებენ? ადამიანები წარმოიდგენენ, თითქოს შეხება ან კოცნა, რომელიც დაკავშირებულია ლოცვასთან ან გარდაცვლილთა ნეშტის ნაწილებთან, შეძლებს მათ განკურნებას ან მოუტანს გარკვეულ შვებას ცხოვრებაში.
ამ შეცდომას გულწრფელად იზიარებენ კულტის მსახურები, რომლებიც კარგ სარგებელს იღებენ ამ გულუბრყვილო რწმენიდან.
შემოსავლის გასაზრდელად, მათ მოიგონეს თავის წმინდანთა ნეშტების დანაწევრება, ამავე დროს შეიმუშავეს თეორია, თითქოს თითოეული ნაწილის მადლი საწყის მასალაზე ნაკლები არ არის, არამედ მისი თანაბარია. არცთუ ცოტა რელიგიური სიწმინდე ზოგადად წარმოდგენილია უფრო მეტი რაოდენობით, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანის გვამს შეიძლება ჰქონოდა მის სიცოცხლეში. მაგალითად, ცნობილია იოანე ნათლისმცემლის რამდენიმე თავი, თითქოს ის ადამიანი კი არ იყო, არამედ მრავალთავიანი გველეშაპი. მუსულმანებს მიაჩნიათ, რომ იოანე ნათლისმცემლის თავი ინახება ომეიადების მეჩეთში დამასკოში, კათოლიკეები ინახავენ მას რომში სან-სილვესტრო-ინ-კაპიტეს ეკლესიაში. კიდევ რამდენიმე თავია ამიენში (საფრანგეთი), თურქეთის ანტიოქიაში, ასევე სომხეთის ერთ–ერთ მონასტერში. გასაკვირი არაფერია - როგორც კი ცხედრების ნაწილების თაყვანისცემის კულტი გაჩნდა, გაჩნდა სიყალბეც. რუსეთის იმპერატორმა პეტრე I ამ საკითხთან დაკავშირებით განკარგულებაც კი გასცა:
„წმინდანთა ნაწილები, რომლებიც ეჭვს იწვევენ, მოძიებულ იქნას: აქაც ბევრი რამ არის არეულ-დარეული. მაგალითად, გვთავაზობენ მეტად უცხო რამეს : წმინდა სტეფანე პირველმოწამის ცხედარი ვენეციაშია, ბენედიქტელების მონასტერში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, რომში წმიდა ლავრენტის ქალაქგარეთ ეკლესიაში; ასევე ბევრია უფლის ჯვრის ლურსმები, წმინდა ღვთისმშობლის რძე იტალიაში, და მრავალი სხვა რამ მსგავსი დიდი რაოდენობით. მოვიძიოთ, ჩვენთანაც ხომ არ არის მსგავსი რამ?“
წმინდანთა ნაწილების „სასწაულებრიობის“ დასადასტურებლად კულტის მსახურები ასახელებენ მათ უხრწნელობას და მათ მიერ თითქოსდა ჩადენილ განკურნებას. სინამდვილეში, ნეშტი საკმაოდ ხრწნადია, უბრალოდ მუმიფიცირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რისთვისაც საკმარისია გვამის შენახვის გარკვეული პირობები. რაც შეეხება განკურნებას, აქ ყველაფერია მოსალოდნელი – თვითშთაგონებიდან გაყალბებამდე.
ქრისტიანობას დაქვემდებარებულმა პირებმა მოიგონეს წმინდა ნაწილების განბანის რიტუალები. წყალი, რომელსაც იყენებენ რიტუალის დროს მიჩნეულია წმინდად და მას აპკურებენ შეკრებილთ.
გარდა ამისა, წმინდანთა ცხედრების ნაწილებს ზოგჯერ „გასტროლებს“ უწყობენ. მათ დაატარებენ მთელ მსოფლიოში, რომელთა სანახავად მორწმუნეთა დიდი რაოდენობა იკრიბება, რაც მრავალჯერ ზრდის მღვდელმსახურთა შემოსავალს.
რა თქმა უნდა, არსებობს ქრისტიანთა ჯგუფი, რომლებისთვის მიუღებელია ეს რიტუალი. ისინი პროტესტანტები არიან. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ თავის ტვინის რელიგიურობა მათ გადააქვთ უფრო ადვილად, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის.
წმინდა ნაწილების თაყვანისცემის კულტს არ აქვს ბიბლიური საფუძველი. ბიბლიაში ნათქვამია:
„ყველა, ვინც კი მიეკარება მკვდარს, და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უფლის სადგომის წამბილწველია“ (რიცხვნი, 19:13)
მაინც თვითშთაგონება ძალიან ძლიერი რამ არის, და მისგან შეიძლება სარგებლობის მიღება იმისდა მიუხედავად, გწამთ თუ არა მატრონა მოსკოველიის ან ანდრეი ჩიკატილოს სასწაულებრივი ძალის, ან თუნდაც ტაბურეტის ჭეშმარიტი ღმერთის მაცოცხლებელი ძალის. გახსოვდეთ, რომ სასწაულები არ ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს - ისინი ეწინააღმდეგებიან მხოლოდ ჩვენს შეხედულებებს ბუნების კანონების შესახებ! ანუ „რელიგიური მისტიკა“ ობიექტურად არ არსებობს (ისევე, როგორც სიკეთე და ბოროტება არ არსებობს), არსებობენ მხოლოდ ის მოვლენები, რომელთა ახსნა მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ…
„ნეკროფილიის“ ცნება
სამედიცინო ცნობარი ნეკროფილიას განსაზღვრავს როგორც სექსუალური კმაყოფილების მიღებას ცხედრის დანახვის ან მასთან კონტაქტის შედეგად. ნეკროფილია იშვიათი მოვლენაა, ძირითადად ფსიქიკურად დაავადებულებში შეინიშნება. თავად ნეკროფილები მორგში მუშაობენ, თხრიან საფლავებს და გვამებს იტაცებენ. ის შეიძლება შერწყმული იყოს სადიზმთან - გვამის შებღალვასთან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენს შემთხვევაში „ნეკროფილიის“ ცნებას არ ექნება სამედიცინო დიაგნოზის ნიშანი. ამიტომ „ნეკროფილიის“ ცნება სამედიცინო ლექსიკონიდან ჩვენს პრობლემასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული პირდაპირი მნიშვნელობით.
ქრისტიანულ ნეკროფილიას სხვა წყაროები აქვს. ეს არ არის სექსუალური სიამოვნების „ბანალური“ მიღება გვამთან კავშირის გამო. ამ კონტექსტში მიზანშეწონილი იქნება ერიხ ფორმის განმარტების გამოყენება. ნეკროფილია, ვიწრო გაგებით, სიყვარულია ყველაფრის მიმართ, რაც მკვდარია, იქნება ეს გვამები თუ სიკვდილის კულტთან ასე თუ ისე დაკავშირებული საგნები. ფრომი წერს:
„ნეკროფილიის“ ცნება ჩვეულებრივ ვრცელდება ორი ტიპის მოვლენაზე. პირველ რიგში, მხედველობაშია სექსუალური ნეკროფილია (ცხედართან სქესობრივი კავშირი ან სხვა სექსუალური კონტაქტი). მეორეც, საქმე შეიძლება ეხებოდეს არასექსუალური ნეკროფილიის ფენომენს, რომელთა შორისაა გვამთან ახლოს ყოფნის, მისი დათვალიერების, მისი შეხების სურვილი, დაბოლოს, მკვდარი ცხედრის დანაწევრების სპეციფიკური სურვილი“.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს მეორე ტიპის მოვლენები, ე.ი. გვამის ახლოს ყოფნის სურვილი, ვნების განცდა მასთან კონტაქტის გამო და ა.შ. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ქცევა ნორმად არ ითვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პათოლოგიაა (სოციოლოგიური ცნება) - ადამიანის მოქმედებები, ქცევის ტიპი, რომელსაც საზოგადოება აფასებს როგორც ზიანის მომტანს, რომელიც საფრთხეს უქმნის მართლწესრიგს და საზოგადოებრივ მორალს: დამნაშავეობა, ხულიგნობა, ალკოჰოლიზმი და სხვ. ჩვენს შემთხვევაში ნეკროფილია ძირს უთხრის მორალს, რაზეც სასულიერო პირებს უყვართ საუბარი.
ცნობილ გერმანელ კრიმინოლოგს, რომელსაც ე. ფრომიც ციტირებს თავის წიგნში „ადამიანის დესტრუქციულობის ანატომია“, ჰერბერტ ფონ გენტიგს (1888-1974) შემდეგი ტიპური მაგალითები მოჰყავს:
სხვადასხვა სახის სექსუალური მოქმედებები ქალის ცხედრის მიმართ (სქესობრივი კავშირი, სასქესო ორგანოებით მანიპულირება).
სექსუალური აგზნება მკვდარი ქალის სხეულის დანახვის შემდეგ.
მწვავე მიზიდულობა დაკრძალვის საგნების მიმართ: გვამების, კუბოების, ყვავილების, პორტრეტების.
გვამების დანაწევრების აქტები.
რაღაც გახრწნილის, მრყალის ყნოსვის ან მისი შეხების სურვილი.
განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო სამი პუნქტი - კულტის საგნებისადმი მიზიდულობა, გვამების დანაწევრების აქტები და მკვდარ სხეულთან კონტაქტის სურვილი. ეს ყველაფერი დღესაც შეიძლება შეამჩნიოთ ... „მაღალი ზნეობის მქონე“ ქრისტიანებს შორის. მოვიყვანთ მაგალითებს სამივე პუნქტთან დაკავშირებით.
არაჯანსაღი სწრაფვა მკვდარი სხეულებისადმი. ეს, პირველ რიგში, არის რიტუალები წმინდანთა ე.წ. ნაწილებთან დაკავშირებით. ამის ნათელი მაგალითია მოვლენები, რომლებიც უკავშირდება წმ. მარია გატჩინელის წმინდა ნაწილების მოპოვებას, როდესაც მცირერიცხოვანმა დელეგაციამ, რომელთა შორის იყვნენ მღვდლები მოსკოვის საპატრიარქოდან და მონაზვნები ადგილობრივი მონასტრიდან, გათხარა წმინდანის საფლავი და იქიდან ამოიღო დაკრძალვის კულტის საგნები (ჯვარი, სამოსელი და ა.შ.), ხოლო მისი ძვლები წაიღეს უცნობი მიმართულებით. 5 დღის შემდეგ გამოცხადეს, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შეძლო წმიდა მარია გატჩინელის ნაწილების „მოპოვება“. რა თქმა უნდა, რიტუალი ეკლესიის პირადი საქმეა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ქმედებები უარყოფითად მოქმედებს საზოგადოებრივი ზნეობისა და თავად სასულიერო პირების მორალის დონეზე. და სისხლის სამართლის კოდექსიც ეწინააღმდეგება „წმინდა ნაწილების მოპოვების“ ცნებას. მასში ეს კვალიფიცირებულია, როგორც საფლავის წაბილწვა ან გვამის გატაცება.
სხეულის დანაწევრების აქტები. საჭიროებას არ მოითხოვს ძველი ისტორიის ფურცვლა ქრისტიანთა შორის უზნეობის ფაქტების მოსაპოვებლად. დასახმარებლად თანამედროვეობა მოდის. აპრილის ბოლოს, ყველა საეკლესიო მედიამ რეკლამირება გაუკეთა რუსეთში წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მარჯვენის ჩამოსვლას. თავად წმინდანის ნაწილები საბერძნეთშია, მაგრამ მარჯვენა ხელი ინტენსიურად მოგზაურობს მართლმადიდებლურ მიწებში მღვდლებისა და მორწმუნეების გასიხარებლად. როდის, ვის მიერ და რისთვის მოკვეთეს კიდური, უცნობია.
სურვილი შეეხონ ან იყნოსონ რაღაც გახრწნილი, მყრალი. და ისევ ჩვენ წმინდა სპირიდონი „გვეხმარება“. რუსეთში მისი მარჯვენა ხელის თითქმის ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამაყად გამოაცხადა შედეგები - „წმინდანს“ ემთხვია 250 ათასზე მეტი ადამიანი!
ალბათ, ჯანსაღ მოვლენად არ შეიძლება ჩაითვალოს სურვილი ეამბორო წმინდანის დიდი ხნის წინ გახრწნილ ხელს, რომელიც, სხვათა შორის, რამდენიმე საუკუნის წინ მოკვეთეს. სპირიდონის სხეული საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაშია, და ის „მაქსიმალურად იყენებს“ წმინდა ნაწილებს: ლიტანიის ჩატარების დროს წმინდანის ძვლებს ვერტიკალურად ათავსებენ და ქალაქში დაატარებენ, რაც, მღვდლების აზრით, მსვლელობის სიმბოლოს წარმოადგენს! სპირიდონს, თითქოს, სიკვდილის შემდეგაც შეუძლია ხალხს სარგებლობა მოუტანოს და ეხმარება მათ საცხოვრებლის პრობლემების მოგვარებაში. ერთი სიტყვით, წმინდანი სიკვდილის შემდეგაც მოგზაურობს მთელს მსოფლიოში ... ზოგადად, როგორც ყოველთვის, ბნელი ადამიანებისთვის ბნელით მოცული ისტორიაა.
ვინ იტყვის, რომ ეს ნორმალურია? ვფიქრობ, თვითონ ქრისტიანებსაც კი, რომლებიც რეგულარულად თაყვანს სცემენ მართალთა სიწმინდეებს, ინსტინქტურად ესმით ამ მოვლენის აბსურდულობა და არანორმალურობა, მაგრამ არ შეუძლიათ შეეწინააღმდეგონ სასულიერო პირთა ნებას. იქნებ, თუ ხელზე ან ფეხზე ვაკოცებ, დამეხმაროს და ყველა უბედურებამ გაიაროს? ალბათ, ეს ასე არ არის. ძვლები ვერ განკურნავს, და ეს ფაქტია, რასაც ვერ ხვდებიან მხოლოდ „მაღალსულიერი“ ქრისტიანები.
ბევრი მორწმუნე ავტორიტეტულად იტყვის: წმინდა ნაწილების თაყვანისცემა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ქრისტიანობაში, უფრო მნიშვნელოვანია თავად რწმენა. კარგია, მაგრამ რა შეიძლება გააკეთოთ, თუკი „მკვდარი სხეულის კულტი“ თითქმის მთელი ქრისტიანული სარწმუნოების ფუნდამენტს წარმოადგენს? ზოგჯერ, ასევე ამბობენ, რომ სიწმინდეების თაყვანისცემის იდეას აქვს „ღრმა ანთროპოლოგიური ფესვები“ და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ „ნეკროფილიის“ ცნებით. მართლაც, ეს სრულიად წარმოუდგენელი მოვლენა, ან, თუ გნებავთ, ტრადიციაც კი, არ შემოიფარგლება მხოლოდ „ნეკროფილიის ცნებით.

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised