вторник, 14 апреля 2020 г.

ყვითელი ჟილეტების" პროტესტის გარშემო შექმნილი სიტუაციის ანალიზის შედეგად

ყვითელი ჟილეტების" პროტესტის გარშემო შექმნილი სიტუაციის ანალიზის შედეგად, „ვაშინგტონ პოსტის“ მიმომხილველი მივიდა დასკვნამდე, რომ დასავლეთის ქვეყნებში ბზარი ქალაქის და სოფლის მოსახლეობას შორის კიდევ ერთი პოლიტიკური პრობლემა გახდება.
The Washington Post (აშშ): ახალი პოლიტიკური გამყოფი ხაზი დასავლეთის ქვეყნებში
ფარიდ ზაქარია  (Fareed Zakaria)
სტივენ ბენონმა (ამერიკელმა პოლიტიკურმა რესპუბლიკელმა აქტივისტმა - რედ. შენიშვნა), სტაბილური პოპულისტური უმრავლესობის შესაქმნელად, უნდა მოახერხოს, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ძალთა გაერთიანება. სწორედ ამიტომ იგი მიმდინარე წელს იტალიას ესტუმრა, სადაც ორივე მხარის წარმომადგენელი პარტიები სამთავრობო ალიანსში გაერთიანდნენ. სწორედ ამიტომ, ბენონი იმედოვნებს, რომ შეძლებს ბერნი სანდერსის ზოგიერთი მხარდამჭერის გადაბირებას დემოკრატიული პარტიიდან. ახალი ქვეყანა, სადაც ჩვენ ვნახავთ ახალი მემარცხენე-მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებას, შეიძლება იყოს საფრანგეთი.
დღემდე „ყვითელ ჟილეტებს“ საფრანგეთში პარტია, სტრუქტურა და ლიდერები აკლდა. მოთხოვნების სია კი იზრდება. მას, სოციალური ხარჯების მასობრივ ზრდასთან ერთად, საფუძვლად უდევს არაქმედითუნარიანი ფანტაზია, როგორიცაა გადასახადების კონსტიტუციური ლიმიტის დაწესება 25%-ის ოდენობით. ამ მანიფესტებში გაოცებას იწვევს, როგორც მემარცხენეთა, ასევე მემარჯვენეთა ტრადიციული სურვილების ერთობლიობა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანთა 90%-ი, ვინც მხარს უჭერს უკიდურესად მემარცხენე და უკიდურესად მემარჯვენე პარტიებს, იწონებენ ამ მოძრაობას, ხოლო 23%-ი მხარს უჭერს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ პარტიას.
 „ყვითელი ჟილეტების“ აჯანყება ასევე გავრცელდა ბელგიაში, სადაც დაიშალა სუსტი  სამთავრობო კოალიცია, ძირითადად მიგრაციის საკითხის გამო. გარდა ამისა, პროტესტი გამოხატავს უკმაყოფილებას მთლიანობაში, როგორც მემარცხენეთა, ასევე მემარჯვენეთა მხრიდან. როგორც საფრანგეთში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ეს მოძრაობა, როგორც ჩანს, წარმოადგენს სოფლის მოსახლეობის უკურეაქციას ქალაქის ელიტის მიმართ.
ბზარი ქალაქის შედარებით კარგად განათლებულ და სოფლის ნაკლებად განათლებულ მოსახლეობას შორის, როგორც ჩანს, ახალი გამყოფი ხაზი გახდება დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკაში. „აუტსაიდერები“ თავს უარყოფილად გრძნობენ, ან მიაჩნიათ, რომ მათ ქედმაღლურად უყურებენ, ამიტომ ავლენენ დედაქალაქის ელიტის ღრმა მიუღებლობას. ეს კლასის, კულტურის ნაწილია და, ამავე დროს, ეკონომიკის დიდი ნაწილი.
„ბრუკინგსის ინსტიტუიშნის“ (Brookings Institution) მონაცემების თანახმად, 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროიდან, ამერიკის მოსახლეობის დასაქმებიდან მიღებული შემოსავლების 72% მოდის ქვეყნის 53 ყველაზე მსხვილ მეგაპოლისზე. ამ ციფრების სტრუქტურული განაწილება რომ გავიგოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში ქალაქების მოსახლეობა ქვეყნის მოსახლეობის 62,7%-ს შეადგენს, თუმცა ტერიტორიის მხოლოდ 3-5%-ს იკავებს. „უოლ სტრიტ ჯორნელმა“ (Wall Street Journal) აღნიშნა, რომ სიტუაცია ამერიკის ქალაქებსა და სოფლებში თავდაყირა დადგა. 1980 წელს ქალაქები იყო არაფუნქციური, კრიმინოგენური, ამიტომ ყველა ღონეს ხმარობდნენ იმისთვის, რომ მოსახლეობას არ დაეტოვებინათ ქალაქები. დღეს ქალაქები აყვავებულია, იზრდება და შედარებით უსაფრთხოა, ხოლო სოფელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ეს უფსკრული ქალაქებს შორის ასევე აქტუალურია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და დასავლეთის მრავალი სხვა ქვეყნისთვის.
როგორც ჩანს, ყველაფერი უფრო უარესად იქნება. ეკონომისტების დარონ აჯემოღლუს და პასკუალ რესტრეპოს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გამოითქვა ვარაუდი, რომ რობოტების გამოყენება რეალურად შეამცირებს დასაქმებას - ერთი მანქანა ჩაანაცვლებს ექვს მუშას. უფრო მეტიც, აჯემოღლუმ და რესტრეპომ გაარკვიეს, რომ აშშ–ში რობოტები გამოიყენება სამხრეთ და შუა დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ზონები, როგორც წესი, მდიდარი და დინამიურია კრეატიული ინდუსტრიის და მომსახურების სფეროს განვითარებაში, სოფელი ამერიკაში ნაკლებად შეძლებს გახდეს ტექნოლოგიების, გართობის, სამართლისა და ფინანსების ცენტრი. თუ გადახედავთ შუა დასავლეთის სოფლების ნაწილს, დასაქმების ორი ძირითადი წყარო რჩება მთავრობა და სამედიცინო მომსახურების სფერო (რომელიც ასევე ნაწილობრივ დაფინანსებულია მთავრობის მიერ).
ადამიანები ამ ადგილებიდან საარჩევნო ყუთებთან, როგორც წესი, სულელურად იქცევიან. აშშ-ში ისინი ხმას აძლევენ პარტიას, რომელიც პირდება ამომრჩევლებს მდიდრებისთვის გადასახადების შემცირებას და გადასახადებით მუშათა კლასის გული მოგებას. თომას ედსალი „ნიუ–იორკ თაიმსიდან“ (The New York Times) მიუთითებს, რომ რესპუბლიკელთა 2017 წლის საგადასახადო რეფორმა კომპანიებს ავტომატიზაციისთვის აძლევს სუბსიდიებს. ევროპაში მსგავს საეჭვო შეთავაზებებს იღებენ როგორც მემარცხენეები, ასევე მემარჯვენები. და ეს ყველაფერი შეიძლება გაცილებით დიდ შეშფოთებას გამოხატავდეს, ბრმა ძიებას იმისა, ვინც უკეთეს მომავალს პირდება.
1998 წელს გამოქვეყნებული ტომ ბროკოს წიგნი „თაობათა შორის უდიდესი“ სავსეა ისტორიებით იმ ადამიანების შესახებ, ვინც არ დადიოდა კოლეჯში და არ ცხოვრობს დიდ ქალაქებიდან მოშორებით. ეს იყო „რეალური ამერიკა“. საფრანგეთის ასეთ რეგიონებს ადრე „ღრმა საფრანგეთს“ უწოდებდნენ. დღეს ის სასოწარკვეთილების ადგილებია.
იუვალ ნოე ჰარარის ახალ წიგნში „21 გაკვეთილი XXI საუკუნისთვის“, ებრაელი ისტორიკოსი მიუთითებს ХХ საუკუნის სამ ძლიერ იდეოლოგიაზე - ფაშიზმზე, კომუნიზმზე და დემოკრატიულ კაპიტალიზმზე, რომლებიც ცენტრში აყენებდნენ უბრალო ადამიანს და ჰპირდებოდნენ მას ნათელ მომავალს. როგორც ჩანს, დღეს ჩვენ ერთი მუჭა ჭკვიანი ადამიანები გვჭირდება, რომლებიც კომპიუტერებისა და რობოტების დახმარებით მონიშნავენ მომავლის კურსს. იმისათვის, რომ საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში უბრალო ადამიანი, რომელსაც პრესტიჟული სპეციალობა არ აქვს, მაგრამ არ ესწრება TED Talks- ს და არ აქვს კაპიტალი ან კავშირები, დაფიქრდეს: სად შეიძლება აღმოვჩნდე ყოველივე ამის შემდეგ?
ამ კითხვაზე კარგი პასუხი არავის აქვს.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised