ნიღაბი არ დაიცავს ალგორითმისგან“. საკარანტინო პერიოდში მოსკოვში ჭკვიანი კამერების სისტემის შემქმნელი თვალთვალის შესახებ
პანდემიამ ხელისუფლებას მისცა საფუძველი სრული პროგრამით გაშალოს მოქალაქეებზე ციფრული თვალთვალი. კავშირგაბმულობის სამინისტრო, მიხაილ მიშუსტინის დავალებით, მზად არის გამოავლინოს კარანტინის დამრღვევნი მობილური ტელეფონების გეოლოკაციის მიხედვით, ხოლო მოსკოვში ძალიან მალე ამუშავდება „კონტროლის ჭკვიანი სისტემა“ სახეების ამოცნობის ასობით ათასი კამერის გამოყენებით, რომლებიც მუშაობენ რუსული კომპანიების NtechLab-ის ტექნოლოგიის საფუძველზე. NtechLab-ის თანადამფუძნებელმა ალექსანდრ კაბაკოვმა The Bell-ს განუცხადა, რომ მოსკოვში და მსოფლიოს სხვა ქალაქებში დამონტაჟებული კომპანიის ჭკვიანი კამერების სისტემა როგორ შეუწყობს ხელს შავი სიების შედგენას კარანტინის დროს, შეატყობინებს ხელისუფლებას სახლიდან გამოსული 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების შესახებ და დააფიქსირებს მის მიერ განხორციელებულ ხელის ჩამორთმევას.
— ეპიდემიის პირველი შემთხვევებიდან მოსკოვის ხელისუფლებამ ჭკვიანი კამერების გამოყენებით დაიწყო ავადმყოფების გამოვლენა, რომლებმაც დაარღვიეს კარანტინი. როგორ მუშაობს ეს?
— როგორ მუშაობს FindFace-ს ტექნოლოგია და როგორ იყენებს მას ქალაქი - ეს ორი განსხვავებული რამ არის. სახეების ამოცნობის ჩვენი ტექნოლოგია იძლევა კარანტინის პერიოდში შავი სიების შექმნის საშუალებას და შემდეგ გაკონტროლებას იმისა, გამოჩნდებიან თუ არა ეს ადამიანები კამერების წინ. ეს არის მთავარი, რაც ამ წლის 1 იანვრიდან შეუძლია მოსკოვში არსებულ ყველა ჭკვიან კამერას [დღეისთვის, ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ქალაქში 105 ათასი ასეთი კამერაა დამონტაჟებული. - The Bell-ის შენიშვნა].
შემდეგ ამ სისტემის მომართვა სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. მაგალითად, ის იძლევა ადამიანების ასაკის იდენტიფიცირების საშუალებას, მისი მომართვა ისე შეიძლება, რომ მან გააგზავნოს ალერტები, თუ 65 წელს გადაცილებული ადამიანი გამოდის სახლიდან. არსებობს მუშაობის სხვა მიმართულებები: მაგალითად, კონტაქტების დადგენა. თუ კადრში ჩნდება ორი ადამიანი ერთად და ერთ-ერთი მათგანი დაინფიცირებული იყო, ვირუსი შეიძლება სხვას გადაეცეს.
თუ გადავხედავთ იმას, რა გაკეთდა ჩინეთში, იქ სახეების ამოცნობის სისტემები კიდევ უფრო განვითარდა, მათ შეუძლიათ ადამიანების სილუეტებით ამოცნობა. ანუ ტექნოლოგია იძლევა იმის დანახვის საშუალებას, თუ სად დადიან ადამიანები იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახე არ ჩანს, ვისთან ჰქონდათ კონტაქტი, და გაარკვიონ, არიან თუ არა ქუჩაში ადამიანები.
ახლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ისინი არ არის დანერგილი, მაგალითად, მოქმედების დეტექტორი, რომელიც იძლევა სხვადასხვა რამის ამოცნობის საშუალებას, რასაც ადამიანი აკეთებს კადრში, ერთ-ერთი მათგანია ხელის ჩამორთმევა.
— სერგეი სობიანინმა თქვა, რომ მოსკოვში მუშაობს სახეების ამოცნობის უმსხვილესი სისტემა. რამდენი ჭკვიანი კამერაა ქალაქში და რამდენი ბრმა ზონა აქვს ამ სისტემას?
—ეს კითხვა უკეთესია გადაუმისამართოთ მოსკოვს და საერთოდ, რა საჭიროა საუბარი ბრმა ზონების შესახებ, თუ ადამიანებმა თვითიზოლაცია დაარღვიეს. მაგრამ დღეს, იმის თანახმად, თუ რას ამბობს ქალაქი, მოსკოვში დამონტაჟებულია 105 ათასი სათვალთვალო კამერა, რომელსაც შეუძლია სახეების ამოცნობა. ანუ, ზოგადად, ეს სისტემა დიდი მოცულობისაა. მას ნამდვილად შეუძლია მოიცვას ყველა სახლი, და ეს მოსკოვში თვალთვალის ყველა კამერის მთლიანი რაოდენობის ნახევარზე მეტია.
— თქვენ ლაპარაკობდით ჩინეთში სილუეტებით ამოცნობის შესახებ. ეპოდემიის დაწყების შემდეგ მათ ისწავლეს სახეების ამოცნობა სამედიცინო ნიღბებში. თქვენ ასე შეგიძლიათ?
— ჩვენი ალგორითმი საკმაოდ ზუსტია და კარგად მუშაობს. თავდაპირველად მისი მთავარი ამოცანა დამნაშავეების დადგენა იყო. ამიტომ, სათვალეების, ულვაშების, წვერის და სხვა ნივთების ამოცნობა, რომლებსაც შენიღბვის მიზნით იყენებენ, მას კარგად შეუძლია. გასაგებია, რომ ახლა ადამიანები ნიღბებს ატარებენ არა იმიტომ, რომ ისინი დამნაშავეები არიან, არამედ იმიტომ, რომ მიმართავენ დაცვის გონივრულ ზომებს. მაგრამ ალგორითმს მაინც გააჩნია მაღალი სიზუსტე, ხოლო კამერები, რომელზეც ამჟამად სისტემაა დამონტაჟებული, იძლევა დიდ ალბათობას, რომ ამოიცნობს სახეს ნიღაბში. ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ამოიცნეს ადამიანები მოტოციკლეტის ჩაფხუტში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიღაბი ალგორითმისგან დაიცავს.
— ახდენს თუ არა გავლენას ამოცნობაზე დროის მონაკვეთი, ამინდი და ყველა სხვა გვერდითი ფაქტორი?
— საერთოდ არა, ეს არის ალგორითმისთვის სრულიად უმნიშვნელო ფაქტორები, ნიღაბი ბევრად უფრო სერიოზული პრობლემაა.
— იმისათვის, რომ სისტემამ ამოიცნოს ადამიანები, უნდა არსებობდეს ბაზა მათი ფოტოსურათებით და მონაცემებით. საიდან იღებთ მათ?
— ისევ და ისევ, ეს კითხვა ჩვენ არ გვეხება. ჩვენ ვართ ქალაქისთვის სახეების ამოცნობის ტექნოლოგიების მიმწოდებელი, და არ გვაქვს წვდომა შიდა პროცესებსა და სერვერებზე. ჩვენ დავაყენეთ სოფტი, ყველაფერი დანარჩენი მოსკოვის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს ეხება, თუ როგორ იყენებენ მას. სად იღებენ მონაცემებსა და ფოტოსურათებს, ჩვენ არ ვიცით. მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსებობს მონაცემთა ბაზები პოლიციიდან, ახლა აქტიურად აგროვებენ დამატებით ინფორმაციას, მაგალითად, როსპოტრებნადზორი და სხვა ორგანოები.
—სისტემაში, რომელსაც ახლა ქმნიან თვითიზოლაციაში მყოფ მოსკოვზე მეთვალყურეობისთვის, ამოქმედებული იქნება არა მხოლოდ სათვალთვალო კამერები, არამედ, მაგალითად, გეომონაცემები კავშირის ოპერატორებისგან. თეორიულად როგორ შეიძლება ეს სისტემა მუშაობდეს?
— ცხადია, რომ ოპერატორებისგან მიღებული გეომონაცემები ძალიან მძლავრი იარაღია. კამერები ყველგან არ დგას, და ოპერატორის მიერ მიწოდებული თარიღის გარეშე თითქმის არარეალური იქნება გადაადგილებაზე თვალყურის დევნება. მეორეს მხრივ, გეომონაცემებს აქვს პრობლემა: ისინი განსაზღვრავენ სმარტფონის გადაადგილებას. ის კი არ არის იმდენად პერსონალიზებული, როგორც სახე. ტელეფონი შეგიძლიათ გამორთოთ, შეგიძლიათ გამოართვათ მეგობარს, შეგიძლიათ ტელეფონის გარეშე გახვიდეთ ქუჩაში. სახეს სახლში ვერ დატოვებთ. ამიტომ სახეების ამოცნობა მაინც მთავარი მომენტია. ოპერატორის მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის, ხოლო სახეების ამოცნობა ურჩ დამრღვევთათვის.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მობილური ტელეფონის თარიღის დახმარებით უფრო რთულია ადამიანების კონტაქტების ვერიფიცირება. პირობითად რომ ვთქვათ, რამდენი მობილური ტელეფონია აღირიცხება ერთ სადარბაზოში? ბევრი. გამოდის, რომ თუ გეომონაცემების მიხედვით პოულობენ ინფიცირებულ ადამიანს, საჭირო ხდება თითქმის ყველას შემოწმება. მაგრამ ამ შემთხვევაში ტექნოლოგიის დახმარების გარეშეც შეიძლება ყველას გაგზავნა ტესტირებაზე. სახეების ამოცნობა კი განსაზღვრავს, ვისთან ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულს, სად შევიდა და ვისთან ერთად, და ვინ შეიძლება დიდი ალბათობით იყოს ინფიცირებული.
— ე.ი. გეომონაცემები მასობრივი ზომაა, ხოლო სახეების ამოცნობა წერტილოვანი?
— ვფიქრობ, რომ ორივე ტექნოლოგია მასობრივად უნდა იქნას გამოყენებული. შენ ხომ არ იცი, რომელი ადამიანია კარანტინის ურჩი დამრღვევი. შენ უნდა უყურო ყველა კამერას, რომ გაიგო, გამოდის თუ არა ადამიანი და სად მიდის. ორივე ტექნოლოგია ავსებს ერთმანეთს და ამცირებს მინიმუმამდე კარანტინის დარღვევის და ვირუსის შემდგომი გავრცელების შესაძლებლობას.
რაც უფრო მეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობები იქნება, იგივე სილუეტებით ამოცნობა, მით უკეთესია. თუ ასეთი რამ განმეორდება მომავალში, ჩვენ კი უფრო მეტი ანალიტიკა გვექნება, კარანტინი შეიძლება უფრო ზუსტი გახდეს, ხოლო იზოლაციაში ადამიანების ნაკლები რაოდენობა გაიგზავნება. პერსპექტივაში ამ ზომებმა არ უნდა გამოიწვიოს ყველას სახლში ჩაკეტვა, არამედ, პირიქით, უნდა შეზღუდოს გადაადგილებაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი. ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა გამოვლენას, მათი კონტატების და პოტენციურად ინფიცირებულთა წრის უფრო ზუსტად განსაზღვრას. თუ ზუსტად იცით, ვინ არის ინფიცირებული, მაშინ არ დაგჭირდებათ მთელი ტერიტორიის იზოლირება.
— ანუ ისევ კლასიკური არჩევანი უსაფრთხოებასა და პრივატულობას შორის?
— აქ პრივატულობის საკითხს, ალბათ, აქვს ადგილი. მაგრამ მოდით გადავხედოთ ჩინეთს და ევროპას: ჩინეთში სრული მოცულობით მუშაობს ვიდეოანალიტიკა, იტალიაში ეს ასე არ არის. შედეგებს ყველა ვხედავთ: დაავადებულთა და დაღუპულთა დიდი რაოდენობა, ინფექციის გავრცელების ლოკალიზაციის შეუძლებლობა. ასეთია შედეგი.
ახლა ჩვენ უკვე გვესმის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ მომავალში უფრო ეფექტურად და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირემა ამგვარ რამეებზე. მაგალითად, შევქმნათ ვიდეოანალიტიკის კომპლექსი და სისტემა, რომელიც საშუალებას მოგცემთ უფრო მკაფიოდ აღწეროთ, სად იმყოფებოდა ადამიანი, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. აქ საუბარი არაა მიზანმიმართულ დარღვევებზეც - უბრალოდ ადამიანებს შეიძლება ბანალურად არ ახსოვდეთ, თუ სად იყვნენ ისინი, ვის ჩამოართვეს ხელი, ვისთან ჰქონდათ ურთიერთობა, რომელ ღილაკს დააჭირეს თითი. ტექნოლოგიები კი იძლევიან ამის თვალყურის საშუალებას. თუ, მაგალითად, ჩვენთვის გასაგებია, რომ ადამიანი შევიდა სადარბაზოში, ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ, კიდევ ვინ შევიდა იქ უახლოეს საათებში. ვირუსი ჰაერში რჩება სამი საათის განმავლობაში, ზედაპირებზე - ბევრად უფრო დიდხანს. ჩვენ შეგვიძლია გამოვთქვათ ჰიპოთეზა და საკმაოდ ზუსტად დავადგინოთ, ვინ უნდა შეგვემოწმებინა.
ჩინეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კარანტინი მუშაობს. ამიტომ მომავლისთვის: რაც უფრო ზუსტად გავიგებთ, თუ რას აკეთებდა ადამიანი, მით უფრო ნაკლები ალბათობა იქნება ახალი პანდემიისა.
— მაგრამ არსებობს რისკი, რომ ეს სისტემა, რომელიც ძალიან ზუსტად განსაზღვრავს ვინ რას, როდის და სად აკეთებდა, კარანტინის შემდეგაც არ დაგვიტოვებს ჩვენ პრივატულობის შანსს ?
— პრივატულობის საკითხი ზოგადად უაზროა. სმარტფონები უკვე აგროვებენ თქვენს შესახებ დიდი რაოდენობით ონფორმაციას. საქმე აქ მათზე წვდომაშია. ზოგადად, მე არ მესმის, რა იქნება საშიში იმაში, თუ სადარბაზოში კამერები დაადგენენ, დააჭირა თუ არა ადამიანმა თითი ლიფტის ღილაკს - ეს ხომ არ არის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც არღვევს პრივატულობის უფლებას? ჩემი აზრით, არა.
ვალერია პოზიჩანიუკი

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised