среда, 29 апреля 2020 г.

სტრიპტიზი, რომელსაც ჩვენ არ დავთანხმდით

სტრიპტიზი, რომელსაც ჩვენ არ დავთანხმდით

როდესაც სახელმწიფოები და კორპორაციები ფეხით თელავენ თქვენს პრივატულობას, საზოგადოებაში იზრდება შფოთვა და აგრესია, მიიჩნევს ფსიქოლოგის მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრ ასმოლოვი.
რა ხდება, როდესაც მშობლები შვილის ოთახში შევლენ დაკაკუნების გარეშე, იქექებიან მის ნივთებში და პირად მიმოწერას კითხულობენ? რას უნდა ველოდოთ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაზე ტოტალურ კონტროლს აცხადებენ ხელისუფლება და კორპორაციები? რატომ გახდა ურიგო დარეკვა? ამის შესახებ „როსბალტი“ ესაუბრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პიროვნების ფსიქოლოგიის კათედრის გამგეს, რუსეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრ ასმოლოვს.
— რას ნიშნავს ადამიანისთვის პრივატულობა?
როდესაც რომელიმე ევროპულ ქვეყანაში უცებ წააწყდებით შესანიშნავ წარწერას „პრივატული ნაკვეთი“, ეს ნიშნავს: სდექ, გაჩერდი, ერთი ნაბიჯი უკან გადადგი - ეს სივრცე სხვის საკუთრებაა და იქ შესასვლელად ნებართვის მიღებაა საჭირო. როდესაც ადამიანთან მიმართებაში ვსაუბრობთ პრივატულობის შესახებ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის საზღვარი, რომლის შიგნითაც ის თავს დაცულად გრძნობს და საკუთარი პიროვნების ბატონ-პატრონად, ასევე იმ ყველაფრისა, რაც  გარშემო ხდება.
—  რა ხდება, როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ ბავშვობაში ართმევენ პირადულის უფლებას: მშობლები ოთახში შედიან დაკაკუნების გარეშე, კითხულობენ მიმოწერას სოციალურ ქსელში, იქექებიან ჯიბეებში და უჯრებში ?
 —  ბავშვს პრივატულობა არანაკლებ სჭირდება, ვიდრე ზრდასრულს. ყველაზე პატარებსაც კი უნდა ჰქონდეთ საკუთარი სივრცე, სადაც მათი სათამაშოები და საყვარელი საგნები დევს. და როდესაც ვინმე დაუკითხავათ ეხება მათ, ამით ის, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალადობს ბავშვის პიროვნებაზე. დაუპატიჟებლობა პრივატულობის დარღვევის ინდიკატორია. ის, ვინც პირად სივრცეში იჭრება,  აგრესიის პოტენციური წყაროა. თუნდაც ეს დედა ან მამა იყოს.
 როგორც არ უნდა უყვარდეთ მშობლებს შვილი, მათ პატივი უნდა სცენ მის ღირსებას. ეს, მაპატიეთ, სიყვარულზე უფრო მაღალია. თუ ისინი, საუკეთესო განზრახვიდან გამომდინარე, აპირებენ თავისებურად შეცვალონ რაღაც ბავშვის სამყაროში, ათჯერ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რამდენად შეეხება ეს მის  ღირსებას.
 Personal space-ში ნებისმიერმა ჩარევამ, განსაკუთრებით ბავშვობაში, შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული შედეგები. მშობლების  ზედმეტი ზრუნვის საპასუხოდ შეიძლება მივიღოთ ძალიან მძიმე ნევროზი, დესტრუქციული ქცევა და, რაც მთავარია, - სამყაროსადმი  ნდობის დაკარგვა.
— მაგრამ გვაქვს კი ჩვენ პირადი სივრცის უფლება? ჩვენი მიმოწერა მესენჯერებსა თუ სოციალურ ქსელში აღარ არის საიდუმლო. სად და რისთვის უნდა ვაგოთ პასუხი, რაზე ვსაუბრობთ ჩართულ სმარტფონთან, რას ვეძებთ საძიებო სისტემებში - ეს ყველაფერი ასევე საიდუმლო აღარ არის. ჩვენს შესახებ უამრავ პრივატულ ინფორმაციას აგროვებენ, რომელიც არ გვსურს ხელმისაწვდომი გახდეს მესამე პირებისთვის, და ეს ხდება მთელი ქვეყნის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 — როდესაც სტრიპტიზის სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რომელსაც არ ვეთანხმებოდით, ეს მსოფლიოში ქურდობის ყველაზე საშინელი ფორმაა - პიროვნების ქურდობა. როდესაც საზოგადოებაში პრივატულობა ირღვევა, ირღვევა პიროვნების მთავარი ღირებულება - ავტონომია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, თუ რას მივიღებთ შედეგად. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ საზოგადოებაში შფოთვისა და აგრესიის ზრდა და იმ სისტემის უარყოფა, რომელიც ფეხქვეშ თელავს პრივატულ ცხოვრებას, და ამით შეურაცხყოფს პიროვნებას და მის ღირსებას.
—  მაგრამ ნამდვილად ასე დიდია პრივატულობის საჭიროება, თუ ჩვენ თვითონ გამოგვაქვს სააშკარაოზე ჩვენი ცხოვრება?
 — ჩვენ ვცხოვრობთ ნარცისიზმის ეპოქაში, საყოველთაო მსოფლიო სელფიზაციის ეპოქაში, და სიხარულით ვაზიარებთ ჩვენს პირად ცხოვრებას სოციალურ ქსელებში. თუ ადრე მე მჭირდებოდა კლდეზე ასვლა და იქ ამოკვეთა ფრაზისა „აქ იყო პეტია“, ახლა ყველაფერი გაცილებით ადვილია.
თქვენ იცით, რა არის მოზარდების ისტერია? ეს არის ყველა საშუალებით დამტკიცების მცდელობა იმისა, რომ მე ვარსებობ. მაგრამ ახლა ეს ამბავი გასცდა მოზარდობის საზღვრებს. სელფის საშუალებით ჩვენ ვიხსნით ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსს, ვაჩვენებთ მთელ სამყაროს, როგორი კარგები ვართ. მაგრამ, ამავე დროს, არსებობს რისკები, რომლებიც კარგად ჩამოაყალიბეს ფილმში ახალი გულივერის შესახებ: „მე დიდი ვარ, მე ძლიერი ვარ, მზეზე მაღლა და ღრუბელზე მაღლა ვარ“, - გამუდმებით მღეროდა ლილიპუტთა მეფე.
—  მაშინ რატომ, როდესაც ყველას დასანახად გაგვაქვს ჩვენი ცხოვრება, ჩვენ ამავე დროს მიგვაჩნია, რომ სატელეფონო ზარით ჩვენს პირად სივრცეში იჭრებიან?
 — როდესაც სოციალურ ქსელში რომელიღაც პოსტს განათავსებთ, ეს მთლიანად თქვენი გადაწყვეტილებაა. ახლა სხვა ეპოქაა, როდესაც ინტროვერტებიც კი მოულოდნელად იწყებენ ფეისბუქზე გამოსვლას. მაგრამ, მეორეს მხრივ, ღმერთმა დაგიფაროთ ზედმეტად დაურეკოთ მათ. „როდესაც დამჭირდება, მე თვითონ დაგირეკავთ“. უმჯობესია მიწეროთ ან წინასწარ თხოვოთ დარეკვის თანხმობა. რატომ ხდება ასე? ჩვენი სხეული შეიცვალა. ახლა ყველა ადამიანი გაჯეტებით არის აღჭურვილი. და, როგორც კი ვინმეს დაურეკავთ, პირდაპირ იჭრებით მის პრივატულ სივრცეში - ზუსტად ისე, თითქოს უგულებელყოფდეთ აბრას „უცხოებისთვის შესვლა აკრძალულია“.
გაჯეტების ეპოქაში მკვეთრად შეიცვალა კომუნიკაციის ფორმები. სატელეფონო სამყარო, ზარების სამყარო მიდის. მის ადგილს იკავებს მიმოწერის და ჩატების სამყარო. დღეს, ხმოვანი კომუნიკაცია ტექსტურმა ჩაანაცვლა, რომელიც იძლევა ინტიმურობის და პრივატული სივრცის შენარჩუნების საშუალებას.
— გამოდის, დარეკვა უკვე არ შეიძლება?
 — გააჩნია ვის. არიან ადამიანები, რომლებსაც, როდესაც არ უნდა დავურეკო, ბედნიერები იქნებიან. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე მათი ინტიმური სივრცის ნაწილი ვარ.
ანა სემენეცი
===--------------
ალექსანდრ ასმოლოვი
ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის საზღვრებს მიღმა
მოხსენება „ფსიქოლოგია ფსიქოლოგიის საზღვრებს მიღმა: ანთროპოლოგიური სინთეზის ძებნაში“ წაკითხულ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ანანიევის კითხვების 2018. პიროვნების ფსიქოლოგია: ტრადიციები და თანამედროვეობა“ ფარგლებში. პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ალექსანდრ გრიგორიევიჩ ასმოლოვი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კათედრის გამგე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი.
„მე ვღელავ იმის გამო, რომ, როგორც არ უნდა გადიოდეს დრო, უნიკალური მოვლენები ხდება, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ადამიანია, ხოლო ადამიანის ყურადღების ცენტრში მსოფლიო. დღეს რეალობის ხედვის უნიკალური განსხვავებული სივრცე ჩნდება. მე ამას ვუწოდებ სივრცეს, როდესაც ადამიანის პრიზმაში მსოფლიო ჩანს, როდესაც ადამიანი ადამიანის სამყაროა მსოფლიოცენტრისტულ სივრცეში. და მთელ ამ სიტუაციაში მე მინდა დღეს „ანანევის კითხვებზე“ ყურადღება გავამახვილო რამდენიმე საკითხზე.
პირველი: ოდესღაც შესანიშნავი მკვლევარები ასწავლიდნენ, რომ აუცილებელია ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგიის შესწავლა. თქვენ გახსოვთ ამ მკვლევარის სახელი, თუმცა ის უპირატესობას ანიჭებდა საუბარს ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოპათოლოგიაზე. ცოტა ხნის წინ მოსკოვში შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ადგილზე სახელწოდებით „ოლიმპიური“ ადამიანების უზარმაზარი რიგი დადგა, რომლებიც რიგს ღამით იკავებდნენ, რათა მოესმინათ საზღვარგარეთიდან ჩამოსული ჩვენი კოლეგის ტონი რობინსისთვის, რომელიც ჩამოვიდა, რათა ჩვენთვის ეთქვა  ... და რა უნდა ეთქვა  მას?
 მე შევხედე ამ რიგს და დავინახე, რომ ის შეცვლილი რეალობის უნიკალური დადასტურებაა. შესანიშნავ ფილმში „სწორედ ის მიუნჰაუზენი“ არის ფრაზა - „ეს უბრალოდ არ ხდება, ეს ნამდვილად არსებობს“. რიგის დაკავება იმისთვის, რომ მიიღო პიროვნება, ეს უბრალოდ არ ხდება, ეს ნამდვილად არსებობს.
 ამიტომ, დღეს მასობრივი წარმოების ჩვენს მასობრივ სამყაროში პიროვნება ჩუმად ან ხმამაღლა იწყებს საქონლად გარდაქმნას. როდესაც ადამიანები ადრე იკრიბებოდნენ, ისინი ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „მესამე იქნები?“ აქ კი ეკითხებიან: „პიროვნება იქნები?“. და როდესაც ეს ყველაფერი ჩნდება, ჩვენ განსაკუთრებული ვითარების წინაშე ვდგაბით: 21-ე საუკუნის მთავარი დეფიციტი პიროვნებების დეფიციტია.
როდესაც რიგი დგება პიროვნების მისაღებად, როდესაც მარკეტინგი მიზნად ისახავს პიროვნების გარკვეული სახით გადაცემას, როდესაც მარკეტინგი, რომელსაც ნაზად ვთარგმნი რუსულ ენაზე სიტყვით „ვპენდიურინგი“ გამოდის, როგორც ერთ-ერთი უნიკალური ტექნოლოგია, მე მსურს ამას შევხედო ჩვენი მასწავლებლების თვალით. მათ  ძალიან გაუკვირდებოდათ.
 მე მსურს შევხედო ადამიანის შემეცნების ოსტატების თვალით, როგორებიც იყვნენ ბორის გერასიმოვიჩ ანანიევი, ლევ სემიონოვიჩ ვიგოტსკი, ალექსეი ნიკოლაევიჩ ლეონტიევი, ალექსანდრ რომანოვიჩი ლურია, ლევ მარკოვიჩ ვეკერი. და როდესაც ვუყურებ მომხდარს მათი თვალით, მე გამოვყობ პირველ და მთავარ მომენტს: როგორი განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყო, როგორი დისკუსიაც არ უნდა გაემართათ ერთმანეთში, მათ ესმოდათ შემდეგი რამ: რომ ჩვენს მეცნიერებაში, ფსიქოლოგიაში, არსებობს ჰამბურგის ანგარიში. ვიგოტსკის, ლეონტიევს, ვეკერს არ სჭირდებოდათ სადმე შეხვედრა, რათა გაერკვიათ, ვინ არის მათ შორის ყველაზე ძლიერი. მათ კარგად ესმოდათ, რომ ისინი ქმნიდნენ სრულიად ახალ რეალობას. სწორედ ისინი ქმნიან უნიკალურ სივრცეს, სივრცეს, რომელსაც ეწოდება უკვდავების სივრცე ...“











https://www.nextbigfuture.com/2016/09/thought-controlled-nanoscale-dna-robots-2.html

https://www.nanotech-now.com/smartdust.htm

https://econet.ru/articles/uchenye-byut-trevogu-opasnost-5g-ne-preuvelichena?fbclid=IwAR06NF_rwrmuB6M035oAT2ni9asgcoZALTYW-j_dLoddxXqvHHpx5BrdOB8













































































































































































































































































































https://plus.google.com/+berkeley

https://pubs.acs.org/doi/10.1021/nl050298x
https://www.nextbigfuture.com/2016/09/thought-controlled-nanoscale-dna-robots-2.html
https://www.extremetech.com/extreme/161525-smart-neural-dust-could-carry-sensors-deep-into-the-human-brain-send-data-back-out
https://www.nature.com/articles/s41598-019-38700-w

https://www.slideshare.net/sparksandhoney/az-culture-glossary-of-2015/62-AGENCY_OF_RELEVANCENEURAL_DUSTNanorobots_which
https://www.psych.ucsb.edu/news-events/events/recent-advances-neural-dust-platform-can-we-target-many-motes-deep-brain-and-0
https://www.osa-opn.org/home/articles/volume_31/april_2020/features/nanophotonic_biosensors_driving_personalized_medic/
https://www.darpa.mil/news-events/2016-08-03
https://www.osa-opn.org/home/articles/volume_31/april_2020/features/nanophotonic_biosensors_driving_personalized_medic/
https://en.wikipedia.org/wiki/Biosensor
https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/0740770X.2010.529243?journalCode=rwap20
https://www.picuki.com/media/2188823654467422131
https://www.picuki.com/tag/transbiology
https://feralfeminisms.com/wanting-to-be-animal/
https://smackslide.com/slide/nano-material-identification-using-fluorescence-lifetime-nyrvpa
https://www.morebooks.de/store/gb/book/nano-mgo-preparation,-identification-and-some-applications/isbn/978-613-9-87937-3
https://pubs.rsc.org/en/content/articlelanding/2018/en/c8en00186c#!divAbstract
https://www.springerprofessional.de/en/nonvolatile-state-identification-and-nvm-spice/1913502
https://smackslide.com/slide/nano-material-identification-using-fluorescence-lifetime-nyrvpa
https://materialsscience.pulsusconference.com/




https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0048969719329675
https://www.photonicsonline.com/doc/rapid-raw-material-identification-for-formulation-compounds-using-handheld-raman-technology-0001
https://www.nanopaprika.eu/
https://www.spectraresearch.com/product/nanoram-handheld-raman-spectrometer/
https://smackslide.com/slide/nano-material-identification-using-fluorescence-lifetime-nyrvpa
https://www.snopes.com/fact-check/smart-dust/
https://www.researchgate.net/post/What_is_difference_for_XRD_TEM_and_particle_analyzer_for_nanoparticle_analysis_Which_data_is_more_accurate
https://eatingtoascend.com/2019/01/14/smartdust-nanotechnology-5g-project-cloverleaf-geoengineering-mind-control/
https://www.nature.com/articles/nnano.2008.393
https://www.nanowerk.com/news/newsid=10570.php
https://search.proquest.com/openview/b16c18320e8e873b5f005c762a7f48cc/1?pq-origsite=gscholar&cbl=18750&diss=y
https://search.proquest.com/openview/b16c18320e8e873b5f005c762a7f48cc/1?pq-origsite=gscholar&cbl=18750&diss=y
https://www.nanowerk.com/spotlight/spotid=19644.php
https://www.darpa.mil/news-events/2016-08-03
https://www.nanotech-now.com/smartdust.htm
https://nanohub.org/groups/gng/identify_hazard
https://www.sciencedaily.com/releases/2016/08/160803140131.htm

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/19265845
https://madsciblog.tradoc.army.mil/tag/darpa/

http://www.tanyatoft.com/tag/technogenesis/
https://www.theverge.com/2019/1/31/18205591/dj-remute-techno-album-sega-genesis-cartridge
https://play.google.com/store/books/details?id=pjXHCQAAQBAJ&gl=us&hl=en-US&source=productsearch&utm_source=HA_Desktop_US&utm_medium=SEM&utm_campaign=PLA&pcampaignid=MKTAD0930BO1&gclid=EAIaIQobChMI2p-gguuf6QIVweDICh2_fwCcEAQYBCABEgKf4PD_BwE&gclsrc=aw.ds



https://madsciblog.tradoc.army.mil/112-a-strategy-for-everything-quantum-artificial-intelligence-quantum-multiverse-and-feedback-loop-of-finite-information/
https://www.kobo.com/us/en/ebook/the-spatial-humanities

https://www.amazon.com/Artificial-Intelligence-Practice-Successful-Companies-ebook/dp/B07QPXSXXW
https://madsciblog.tradoc.army.mil/tag/darpa/
https://www.penguinrandomhouse.com/books/197673/lifeprints-by-richard-unger/
https://www.e-consystems.com/nvidia-cameras/jetson-nano-cameras/3mp-mipi-camera.asp
https://www.routledge.com/Atomic-Force-Microscopy-in-Nanobiology/Takeyasu/p/book/9789814411585
https://www.youtube.com/watch?v=SmpCUnPm770

https://www.slideshare.net/vishnutejellur/nanotechnology-40091506
https://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/17579961.2015.1106106?journalCode=rlit20
https://www.slideserve.com/walker/nanomedicine-and-nanobiology-research-and-cbet-nanomedicine-workshop-august-27-2007-powerpoint-ppt-presentation
https://issuu.com/ireporter/docs/pharmocrasy-kaushik-sunder-rajan-2
https://venturecaferotterdam.org/may-04/
https://www.picuki.com/tag/transbiology
https://www.youtube.com/watch?v=OEL1sZUbmXs
https://journals.sagepub.com/doi/10.1177/0263276406069230
https://www.youtube.com/watch?v=f2jfjXVJcUw
https://www.pnas.org/content/114/27/7089
http://www.ndtbio.com/
https://journals.sagepub.com/doi/abs/10.1177/1052562915614051?journalCode=jmed
https://link.springer.com/chapter/10.1007/978-3-030-24143-8_4
https://krisis.eu/reframing-the-technosphere-peter-sloterdijk-and-bernard-stieglers-anthropotechnologi-cal-diagnoses-of-the-anthropocene/
http://www.panindiamart.com/madurai-directory/erp-software-development-company-in-madurai.html
https://metanexus.net/transhumanism-and-its-critics/
http://humanetechosu.org/home
https://link.springer.com/chapter/10.1007/978-1-4020-6921-5_6
http://alchemy.lib.utk.edu/feeds/digitalhumanities_feed.html
https://press.uchicago.edu/ucp/books/book/chicago/H/bo5437533.html
https://global.oup.com/academic/product/digital-modernism-9780199937103?cc=us&lang=en&

Благодарю того, кто сделал мне интро))
***
Ссылки:
http://morgellons.ru/
 К вопросу об идентификации возбудителя болезни Моргеллонов  
https://www.morgellons.org/
 The Morgellons Research Foundation (MRF)     
http://www.morgellons-research.org
 Morgellons-Research (M-R-O)
https://www.morgellonsexposed.com/
 сайт Jan Smyth (у меня он то не открывается, то происходит переадресация на сайт MRF)
https://youtu.be/rR0Jl8KiueE неорганические черви внутри саранчи
http://www.wakingtimes.com/2015/12/16...
 статья про Харальда Кауц-Велла
 https://youtu.be/P1hF5tTJBGY Metallic NANOPARTICLES Showing Up In My Food ??? / наночастицы в еде
https://youtu.be/FMwurcLr_70 BLACK GOO, CHEMTRAILS REAL PROOF Harald Kautz Vella
https://www.metabunk.org/debunked-nas...
 Debunked: NASA War Document Exposed (The Future is Now)
https://www.metabunk.org/attachments/...
 сжатая версия презентации NASA Future Strategic Issues/Future Warfare [Circa 2025]/«Стратегические вопросы будущего - войны будущего (примерно  2025 год)”
https://youtu.be/oj8pAgUZLJI Morgellons actually Explained!! Sofia Smallsform (София Смоллсторм рассказывает про синдром Моргеллонов)
http://www.aboutthesky.com/tree-decline
 Nationwide Tree Decline (деревья умирают по всей Америке)
https://youtu.be/YcNbmZlpuDU dry particle storm (шторм сухих частиц)
http://www.science20.com/news_release...
 GNA: DNA's Chemical Cousin Is A Nanotechnology Building Block (ГНК: химический брат ДНК - это строительныйкирпич нанотехнологий)
http://www.aboutthesky.com/transbiology
  Transbiology
 https://www.kobo.com/us/en/ebook/nanoculture-1
http://content.time.com/time/magazine...
 статья в журнале «Time»: “В 2045 году человек станет бессмертным”
http://www.ndtbio.com/
https://kanobu.ru/articles/iskusstven...



https://www.e-reading.club/chapter.php/102873/36/tehnognozis-mif-magiya-i-misticizm-v-informacionnuyu-epohu.html


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised