среда, 29 апреля 2020 г.

ვლადიმირ ლეპეხინი რა არის კოგნიტური ომი და თუ შეიძლება ამ ომში გამარჯვება

ვლადიმირ ლეპეხინი 
 რა არის კოგნიტური ომი და თუ შეიძლება ამ ომში გამარჯვება

 რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ინფორმაციული ომი მასშტაბური კოგნიტური ომის მხოლოდ ნაწილია, რომელიც მიმართულია რუსული ცივილიზაციის მნიშვნელობის განადგურებისკენ.
9 მაისის დიდი გამარჯვების დღესასწაულის წინ რუსეთის საზოგადოება ელოდება მედიაში დისკუსიების მკვეთრ ზრდას 76 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. და ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ საბჭოთა ხალხის გამარჯვება დიდ სამამულო ომში თითქოს უფრო უმნიშვნელო ხდება, არამედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ დასავლეთში ძალიან ბევრს სურს კიდევ ერთხელ მისი შედეგების გადახედვა.
მეორე მსოფლიო ომის ისტორია თანამედროვე ინფორმაციული ომის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა. ამავე დროს, ეს ისტორია დიდი ხანია გასცდა მასმედიაში ბატალიების ჩარჩოებს, და გახდა დასავლეთის კოგნიტური ომის უმნიშვნელოვანესი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს ეხება დასავლური და რუსული ცივილიზაციების საფუძვლებს - მათ მნიშვნელობებს.

ინფორმაციული ომი, როგორც კოგნიტური ომის ნაწილი
ამჟამად, რუსული პრესა საკმაოდ კარგად ართმევს თავს მთავრობასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფის ფუნქციას, რადგან ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია არსებობს, რომელსაც ყველაფერზე წერა შეუძლია. სამწუხაროდ, რუსული მედია, ძირითადად გარედან გავლენის შედეგად,  სულ უფრო აქტიურად იღებს მონაწილეობას ჰიბრიდულ სამოქალაქო ომში, რაც ჟურნალისტებს პოლიტიკურ-მსოფლმხედველობითი  ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აყენებს.
მაგრამ როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან განხეთქილება რუსულ პრესაში და მისი ერთ-ერთი ნაწილის სახალხო ხელისუფლების მნიშვნელოვანი ინსტიტუტიდან რუსული და უცხოელი ოლიგარქიული ჯგუფების საინფორმაციო სამსახურად გარდაქმნა?
მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ახლებურად უნდა იყოს გააზრებული მედიის როლი თანამედროვე სამყაროში და ამ ინსტიტუტის მიმართ დამოკიდებულება არა მხოლოდ „მეოთხე ძალის“ პოზიციიდან, არამედ მსოფლიოს გლობალიზაციისა და განვითარებული (მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ) მსოფლიო კოგნიტური ომის კონტექსტში.
კოგნიტური ომი, ანუ ცოდნისა და მნიშვნელობების ომი, როგორც ჩანს, არ შეიძლება მიეკუთვნებოდეს მხოლოდ ინფორმაციულ შეტევებს. თანამედროვე კოგნიტური ომის ერთ–ერთი მთავარი მიმართულებაა ახალი საგანმანათლებლო სტანდარტებისა და ტექნოლოგიების დანერგვა. მაგალითად, იმავე უკრაინაში, დასავლურ „კეთილისმყოფელთა“ აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი გახდა განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც დაფუძნებულია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სრულ ტრანსფორმაციაზე. ნულოვანი წლების შუა პერიოდში, ამ სტრიქონების ავტორს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა უკრაინული ისტორიის სახელმძღვანელოებს, რომლებშიც, მაგალითად, არ არის „დიდი სამამულო ომის“ ცნება. არ არის არც „წითელი არმიის“ ცნება, რადგან მეორე მსოფლიო ომში, სახელმძღვანელოს ავტორების პოზიციის თანახმად, მონაწილეობდნენ  უკრაინული, ბელორუსული და სხვა ფრონტები.
ისტორიის ადეკვატური სასკოლო სახელმძღვანელოს არარსებობა, უფრო სწორად, ასეთი სახელმძღვანელოს გაუკუღმართებული აგიტაციით შეცვლა უკრაინაში საგანმანათლებლო კატასტროფის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. გაიზარდა ადამიანების მთელი თაობა, რომელმაც არამარტო არ იცის მსოფლიო და მშობლიური ისტორია, არამედ აღიზრდა ნაციონალისტურ კვაზიისტორიულ ერესზე, საიდანაც მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობის ცნობიერებაში ჩაინერგა რუსოფობიური იდეები, აღმოცენდა ნეონაციზმი.
და მსგავსი პროცესები - განათლების სისტემის მიზანმიმართული პრიმიტივიზაცია და მისი ყალბი ფასეულობებით და ფსევდოცოდნით შევსება - დღეს შეინიშნება ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
რა დასკვნები უნდა გააკეთოს რუსულმა ელიტამ უკრაინის გამოცდილების შედეგების შეფასებისას? როგორც მინიმუმ, დასკვნა იმის შესახებ, რომ ეროვნული განათლების სისტემის დაკარგვა არანაკლებ საშიშია, ვიდრე ინფორმაციულ ფრონტზე დამარცხება.

როგორ დავუპირისპირდეთ მოწინააღმდეგეს კოგნიტური ომის სივრცეში
უკრაინული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კოგნიტური ომის ორგანიზაციის ცენტრები მსოფლიო გლობალური მმართველობის იერარქიაში მდებარეობს ინფორმაციული ომის ცენტრების ზემოთ, რადგან მათი საგანია მსოფლიო განვითარების სტრატეგიები, ხოლო დასავლური მედიის მთავარი ამოცანაა ამ ცენტრების ინტერესების საინფორმაციო-საკომუნიკაციო მომსახურება.
ამ კონტექსტში თანამედროვე მედიის ფუნქციონირების განხილვის შედეგად, ნებისმიერმა მიუკერძოებელმა ჟურნალისტმა უნდა აღიაროს, რომ დღეს მსოფლიოში არ არსებობს ნეტოკრატია, როგორც რეალური „მეოთხე ძალა“, არამედ ეს არის  ძალუფლებიანობის თამაში. და ამ თამაშში, როგორც ჯულიან ასანჟის გამოცდილება მოწმობს, ძალა ნამდვილად არ არის პრესის მხარეს. დღეს მასობრივი ინფორმაციის ყველა ძირითად წყაროს და სამაუწყებლო მედიის ყველა მთავარ წყაროს და საშუალებას ჰყავს კონკრეტული მფლობელები, რომლებიც გლობალური დომინირების სისტემაში არიან შესული. ამ სისტემაში, ამა თუ იმ გზით, შესულია ან შედის მრავალი რუსული მედია.
ვებსაიტები და ინტერნეტ ქსელები, კონტენტი და პროგრამული პროდუქტი უმეტესად უცხოური კომპანიების საკუთრებაა. უფრო მეტიც, მასმედიისა და კომუნიკაციების წყაროები და საშუალებები მონოპოლიზებულია და, თუ ობიექტურად შევაფასებთ მათ როლს თანამედროვე საინფორმაციო ომში, რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების მხარეზე არიან.
ალბათ, დღეს რუსეთში არ არსებობს ისეთი ახალგაზრდა ადამიანი, ვინც არ იყენებს მაგალითად, Google-ს,  როგორც საძიებო სისტემას. ამავე დროს, ჯულიან ასანჟის აზრით, ეს საძიებო სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ძალოვან სტრუქტურებთან (იხ. სტატია „ჯულიან ასანჟი: Google არ არის ის, რაც გგონიათ“). ასეთი გლობალური რესურსი შეუცვლელია კოგნიტურ ომებში, რადგან ის იძლევა არა მხოლოდ მომხმარებლების ინფორმირების, არამედ ყველა კონტინენტზე მილიონობით და მილიარდობით ადამიანის ცნობიერების ფორმირების საშუალებას.
უკვე არაფერს ვამბობ Facebook-ზე, Twitter-ზე ან YouTube-ზე, მსოფლიო მონოპოლისტებზე  ინფორმაციის ან დეზინფორმაციის თავის ფორმატში წარდგენის თვალსაზრისით. დასახელებული ქსელების რედაქტორები არა მხოლოდ აკონტროლებენ მათში გამავალ ინფორმაციას, მათ აქვთ ნებისმიერი აკაუნტების გაკრიტიკების შესაძლებლობა და უფლება, ამიტომ მათ შეუძლიათ ტრაფიკში განათავსონ ნებისმიერი ინფორმაციული მასალა ამის შესახებ მომხმარებლებისთვის შეტყობინების გარეშე.
შეუძლია თუ არა რუსულ ელიტას, ხელისუფლებას, საზოგადოებას და მშობლიურ ჟურნალისტიკას დაუპირისპიროს რაიმე გლობალურ საინფორმაციო მონოპოლიებს, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის დონემდე ავიდნენ მსოფლიო კოგნიტურ ომში? ვფიქრობ, რომ  შეუძლიათ.
პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავასახელეთ: ინფორმაციული პროცესების განხილვა გლობალურ კონტექსტში და დისკურსებში. მეორე ნაბიჯი უნდა გახდეს ახალი (რომელიც ასევე აგებული იქნება საბჭოთა გამოცდილების საფუძველზე) და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი განათლების სისტემის ჩამოყალიბება. მესამე ნაბიჯი, ვფიქრობ, უნდა იყოს თანამედროვე რუსული ჟურნალისტიკის ახალი ფილოსოფიის შემუშავება.

თანამედროვე რუსული ჟურნალისტიკის ახალი ფილოსოფია
თანამედროვე რუსული ჟურნალისტიკის ახალი ფილოსოფიის ძირითადი პრინციპები ამ სტრიქონების ავტორმა წარადგინა გასულ კვირას მოსკოვის ჟურნალისტთა კავშირის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დროს, ჟურნალისტთა ცენტრალურ სახლში, სახელწოდებით „რუსული ეროვნული ჟურნალისტიკის ფილოსოფია: წარსული გამოცდილება და მომავალი სტრატეგია“.
მოვიყვან რამდენიმე თეზისს ამ მოხსენებიდან.
პირველი თეზისი მდგომარეობს სამამულო ჟურნალისტიკის კონკრეტული მოდელის ოფიციალური მიღების აუცილებლობის დადასტურებაში (სავალდებულო არ არის სახელმწიფო დონეზე, უფრო პროფესიონალური ჟურნალისტური საზოგადოების დონეზე).
თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში არ არის პრიორიტეტების დამტკიცების აუცილებლობა. საბაზრო და ოლიგარქიულ საზოგადოებაში, სამაუწყებლო მოდელების მრავალფეროვნების მიუხედავად, დომინანტური საბაზრო მოდელი იქნება. შედეგად, დღეს დასავლეთის საინფორმაციო სივრცეში, ალბათ, არ არის არცერთი მეტნაკლებად გავლენიანი მედია, რომელიც გლობალურ ბაზარზე არ არის დამოკიდებული.
თანამედროვე რუსეთში თანაბარი თავისუფლებით ჯერ-ჯერობით წარმოდგენილია საინფორმაციო პოლიტიკის არა ნაკლებ ათი განსხვავებული მოდელი.
ზოგიერთი (პირობითად, სამამულო) მედია თავს მსოფლიო, ანუ დასავლეთის ინფორმაციული სივრცის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და, შესაბამისად, ამჯობინებს თავის ქმედებებში იხელმძღვანელოს რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის სტანდარტებითა და ინტერესებით. ზოგი სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იმყოფება, ზოგი კი ადგილობრივი ბიზნეს ჯგუფების ხელშია. ნაწილი დამოკიდებულია მკითხველთა და მაყურებელთა სიმპათიებზე, ამიტომ მათ განსაკუთრებულ ინტერესს რეიტინგი წარმოადგენს. ნაწილი თავის მისიად ალტერნატიული (დასავლური) ინფორმაციის წარმოებას მიიჩნევს. ნაწილი მნიშვნელოვნად ხალხის ინტერესებს მიიჩნევს და ა.შ. მაგრამ იმ სიტუაციაში, როდესაც მიმდინარეობს კოგნიტური ომი  რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ხელისუფლებას, ასევე ჟურნალისტურ საზოგადოებას  უნდა ჰქონდეთ გარკვეული პრიორიტეტები.
მიმაჩნია, რომ თანამედროვე რუსული პრესის პრიორიტეტული მოდელი უნდა იყოს ორ მნიშვნელოვან იმპერატივზე დაფუძნებული მოდელი - ხარისხიანი ინფორმაციის წარმოება და ტრანსლაცია და რუსეთის ცივილიზაციური ინტერესების წინ წაწევა ინფორმაციულ სივრცეში.
მაგალითად, იმავე უკრაინაში, დღეს შეუძლებელია ამ ორი ამოცანის ერთდროულად გატარება, რადგანაც დასახელებულ ქვეყანაში არსებული ინფორმაციის ფრონტის ბევრი მებრძოლი ეროვნულ ინტერესებს უკავშირებენ სიცრუის აუცილებლობის და  ფეიკების გამრავლების საჭიროებას.
თანამედროვე რუსეთში, პირიქით, ხარისხიანი და ობიექტური ინფორმაციის წარმოება არა მხოლოდ სრულადაა შერწყმული ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასთან: ყველა დონეზე მართალი ინფორმაციის წინ წაწევა (განსაკუთრებით რუსეთის საგარეო პოლიტიკაში) აქ მიაჩნიათ მნიშვნელოვან ეროვნულ ამოცანად.
თანამედროვე რუსული ჟურნალისტიკის კიდევ ერთი პრინციპი უნდა იყოს დაკავშირებული „საიმედოობის“ ცნებასთან.
იმ დროს, როდესაც დასავლეთი ცდილობს „ინფორმაციის სანდოობის“ ცნება შეცვალოს „ინფორმაციის წყაროზე ნდობის“ ცნებით, რუსულმა ჟურნალისტიკამ, ჩემი აზრით, აქციომად უნდა აქციოს ფაქტის „საიმედოობა“. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი რისკავს აღმოჩნდეს იმ დისკუსიის შემოთავაზებულ დისკურსში, რომლის წყაროც უფრო მეტად იმსახურებს სანდოობას - BBC ან, მაგალითად, RT. რის შემდეგაც დასავლელი ნეტოკრატები წინასწარ განსაზღვრავენ ამ კითხვაზე საჭირო პასუხს სოციალურ რეკლამაში ფართომასშტაბიანი ფინანსური ინვესტიციებით.
თანამედროვე რუსული ჟურნალისტიკის ახალი ფილოსოფია გულისხმობს სხვა იმპერატივებსაც, რომლის შესახებაც შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.



https://worldtruth.tv/everything-is-fake-top-40-pieces-of-fakery-in-our-world/?fbclid=IwAR2_cpJYM3B63HGvWSu_-RLGuRBrvCuBya-A6B3YT-SPUsjHlE6gEBaLtSM


Нормальное состояние общества - это как?
В книге «Дух терроризма» Жан Бодрийяр описывает шкалу, по которой он выстраивает уровень интеллекта человека – от уровня безумия, глупости до нормального состояния общества. Нормальное состояние общества – это общество, где существует несколько простых парадигм.

Первая парадигма: в обществе все называется своими именами. Никакого тумана! Смотреть на вещи только прямо, называть их только своими именами. Если бы капитаны «Титаника», «Адмирала Нихимова» и «Петра Васёва», к примеру, исповедовали бы этот принцип – сколько людей остались бы живы-здоровы, а не приняли бы лютую смерть в воде. Когда все называется своими именами, исчезают иллюзии.

Вторая парадигма: нормальное общество – это общество справедливости. Прежде всего это касается равенства перед законом: в любом общественном строе, в любой форме правления правила должны быть едины для всех – начиная с президента и заканчивая дворником. В обществе, где каждый живет так, как хочет, и по каким хочет правилам, всегда происходят нехорошие и противоречащие закону ситуации.

Третья парадигма: у каждого человека должен быть выбор. Бодрийяр предъявлял требования обществу, где каждый человек имеет право выбирать: каждый человек имеет право называть все своими именами, и должны быть единые правила для всего общества.

Бодрийяр считал, что, если бы общество соответствовало трем парадигмам, все изменилось бы кардинально. Можно было бы создать трудоспособное, счастливое общество и процветающее государство. А пока эти параметры нарушаются, люди будут обречены жить в том обществе, в котором живут сегодня. Если это можно назвать человеческой жизнью…

Каждый сверчок знает свой шесток. Почему произошли проблемы в структуре угроз?
Понятие ПВУ (переменная временная угроза) возникло в следствии появления огромного количества векторов. Раньше были только преступники, потом появилось государство, потом еще что-то, и дошло до того, что стало практически не возможно дальше классифицировать, так как шкала угроз стала бесконечной.
Все произрастает из философской концепции нашего сегодняшнего мира, если на протяжении длительного промежутка времени использовать людей временно, обещая им длинную перспективу, на рынке возникнет хаос. Хаос структурируется в диапазонную шкалу – каждый попытается «поиметь» друг друга и заиметь свое место в диапазоне шкалы – «каждый сверчок знает свой шесток». При этом, в силу динамичности и разности нашего мира, «шестки меняются». Примером является разного рода революции – «кто был никем, тот станет всем» и наоборот, поэтому внутри этот диапазон динамичен.

А с другой стороны, существует online. В сети уже выросло большое количество подонков – активных жителей виртуальной системы. Их мечта совершенно не соответствует мечте XX века, где человек мечтал устроиться на хорошую работу, в хорошую корпорацию, подняться по карьерной лестнице и тд. Зарабатывать деньги в интернете намного престижнее, чем ходить на работу. Рынок диктует свои условия. Никто не хочет платить за конструкцию, все хотят платить за деструкцию: уничтожить сайт конкурента, заполнить информацией клиента первую страницу Google и т.д. Эти люди выросли в интернете, разговаривают на интернет-сленге, ссылаются на интернет и не хотят нигде работать кроме сети. Мир виртуальный становится миром реальным, а мир реальный становится миром виртуальным.





















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised