среда, 16 февраля 2022 г.

შეგიძლიათ გაიღიმოთ და ტაში დაუკრათ, მაგრამ ხვალ უკვე გულაგში აღმოჩნდებით“ : Sapiens -ის ავტორიმა დავოსი შეაშინა

 https://www.forbes.ru/tehnologii/391789-vy-mozhete-ulybatsya-i-hlopat-v-ladoshi-no-uzhe-zavtra-okazhetes-v-gulage-avtor  


 „შეგიძლიათ  გაიღიმოთ  და ტაში  დაუკრათ, მაგრამ ხვალ უკვე გულაგში აღმოჩნდებით“ : Sapiens -ის ავტორიმა დავოსი შეაშინა

მწერალი-ფუტუროლოგი ისრაელიდან იუვალ ნოი ჰარარი, რომლის წიგნები 30 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა მთელ მსოფლიოში, აპოკალიფსური პროგნოზით  გამოვიდა საქმიანი ელიტის მთავარ ფორუმზე.

ისტორიკოსი და ფილოსოფოსი ისრაელიდან იუვალ ნოი ჰარარი ბოლო წლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე გახდა. მისი ნონ-ფიქშენ-ბესტსელერები „Sapiens. კაცობრიობის მოკლე ისტორია“ და „Homo Deus. მომავლის მოკლე ისტორია“ 30 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა, მის პროგნოზებს ითვალისწინებენ სილიკონის ველის წამყვანი ვიზიონერები, მისი წიგნების სხვადასხვა თარგმანებიც კი პროვოცირებენ გლობალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სკანდალებს. გასაკვირი არ არის, რომ 43 წლის ფუტუროლოგი 2020 წელს დავოსში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი გახდა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოგიყევით მთავარი თეზისების შესახებ ჰარარის დისკუსიიდან Huawei-ს დამფუძნებელთან ჟენ ჩჟენფეესთან, დღეს კი წარმოგიდგენთ სესიაზე მისი მინი-ლექციის მოკლე შინაარსს, რომელიც ეძღვნება XXI საუკუნის რისკებსა და საფრთხეებს. უფრო დეტალურად ამ იდეებს შეგიძლიათ გაეცნოთ  ამ მომენტისთვის ჰარარის ბოლო წიგნში - „21 გაკვეთილი XXI საუკუნისთვის“.

  ძირგამომთხრელ ტექნოლოგიებს სხვადასხვა გზით შეუძლიათ ჩვენი საზოგადოების ძირითადი არსის განადგურება - „უსარგებლო“ ადამიანის კლასის შექმნით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის ფართო დანერგვის გამო, მონაცემთა კოლონიალიზმის და ციფრული დიქტატორების უკონტროლო ექსპანსიით დამთავრებული.

  სამუშაო პროცესების ავტომატიზაცია მილიონობით სამუშაო ადგილს გაანადგურებს. გაურკვეველია, რამდენად სწრაფად შეძლებენ ადამიანები ახალი პროფესიის ათვისებას. დიახ, ტექნოლოგიები შექმნიან საკმარისი რაოდენობის ალტერნატიულ სამუშაო ადგილებს, მაგრამ, მაგალითად, 50 წლის მძღოლი, რომელსაც სატვირთო მანქანა ახლახანს შეუცვალეს უპილოტო ტექნოლოგიით, შეძლებს ხელახლა საკუთარი თავის პოვნას პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელის ან იოგას მასწავლებლის პროფესიაში? სავარაუდოდ, ადამიანებს არა ერთხელ მოუწევთ ასეთი იძულებითი გადამზადების გავლა - ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებზე რევოლუციური გადასვლა ერთ მომენტში არ მოხდება, ჩვენ გველოდება  დიდი და ძალიან დიდი ცვლილებების კასკადი.

წარსულში ადამიანები ბევრს და აქტიურად იბრძოდნენ ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმის წინააღმდეგ. მაგრამ XXI საუკუნეში უფრო აქტუალური გახდა  სხვა ბრძოლა - საკუთარი „უსარგებლოობის“ წინააღმდეგ. დღეს იყო „უსარგებლო“ ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე „ექსპლუატირებული“. მათგან, ვინც ვერ შეძლებს ამ ბრძოლაში გამარჯვებას, ახალი კლასი ჩამოყალიბდება. ესენი იქნებიან ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების თვალსაზრისით უსარგებლო ადამიანები. ხოლო უფსკრული მათსა და ძლიერ ელიტას შორის მხოლოდ  გაიზრდება.

ეს სოციალური დიფერენციაცია დაიპყრობს არა მხოლოდ კლასებს, არამედ მთელ ქვეყნებს. XIX საუკუნეში ჩვენ უკვე ვაკვირდებოდით, თუ როგორ ნერგავდნენ ბრიტანეთისა და იაპონიის ინდუსტრიული რევოლუციის პიონერები ახალ ტექნოლოგიებს და მაშინვე დაიწყეს მსოფლიოს დაპყრობა და სხვა ხალხთა ექსპლუატაცია. თუ ამ გაკვეთილებს არ ავითვისებთ, ისტორია გამეორდება, და XXI საუკუნეშიც ხელოვნური ინტელექტი საშუალებას მისცემს მოწინავე სახელმწიფოებს - პირველ რიგში ჩინეთსა და აშშ-ს, მოახდინოს ნახტომი განვითარებაში, რაც ყველა სხვას უქმნის გაკოტრების ან ციფრულ კოლონიებად ტრანსფორმაციის საფრთხეს. ეფექტი ხელოვნური ინტელექტის დანერგვით  თანაბრად უნდა იყოს  გადანაწილებული  პლანეტაზე.

 უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა დაემართება განვითარებად ეკონომიკას, თუ ტექსტილის ან ავტომობილის წარმოება უფრო მომგებიანი იქნება კალიფორნიაში, და არა, მაგალითად, მექსიკაში? და რა დაემართება თქვენი ქვეყნების ელიტას, თუ მათი დაავადებების ისტორიისა და სხვა მგრძნობიარე პირადი ინფორმაციის ყველა მონაცემი სან ფრანცისკოში ან პეკინში იქნება დაცული? როდესაც თქვენ გაქვთ საკმარისი მონაცემები, არსად არ უნდა გაგზავნოთ ჯარისკაცები - ჩამორჩენილი ქვეყნები ისედაც იძულებით  გახდებიან თქვენი სატელიტები.

ტექნოლოგიების არათანაბარი ათვისების კიდევ ერთი რისკია ციფრული დიქტატურა, რომელსაც შეუძლია მუდმივად თვალყური ადევნოს  ყველა თავის მოქალაქეს. ეს რისკი შეიძლება მოთავსდეს XXI საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან განტოლებაში: B*C*D = AHH, სადაც B ბიოლოგიური ცოდნაა, C - კომპიუტერული გათვლები, D- მონაცემები, და AHH  უნარი „გატეხოს“ თითოეული ადამიანი. თუ თქვენ გაქვთ ყველა არგუმენტი ამ ფორმულისთვის, შეგიძლიოთ გატეხოთ ჩემი სხეული, ჩემი ტვინი, ჩემი ცნობიერება, და შემიცნოთ უფრო უკეთესად, ვიდრე მე საკუთარ თავს.

ფორმულაზე დაფუძნებული სისტემა შეძლებს ადამიანის გრძნობების და გადაწყვეტილებების წინასწარმეტყველებას, მათ მანიპულირებას და საბოლოოდ მათ მაგივრად ყველაფრის გადაწყვეტას. წარსულში ბევრი ტირანი ოცნებობდა ასეთ სისტემაზე, მაგრამ არავის ჰქონდა საკმარისი ცოდნა ადამიანის ბიოლოგიური ხასიათის, განვითარებული ტექნოლოგიების და დღეს ხელმისაწვდომი არსებული მონაცემების მასივის შესახებ. ჩვენ აღარ ვართ რაღაც იდუმალი სულები, ჩვენ  ცხოველები ვართ, რომლების გატეხვა შეიძლება.

მთელი ეს ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნას სასიკეთოდ, მაგალითად, ჯანდაცვის ეფექტური სისტემის შესაქმნელად. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენი არგუმენტები აღმოჩნდა პირობით ახალი სტალინის ხელში - მაშინ ჩვენ ყველას დღემდე არნახული დიქტატურა გველოდება. ამ ახალი სტალინის როლზე პრეტენდენტები უკვე არიან - მოდით დავფიქრდეთ, როგორი იქნება ჩრდილოეთ კორეა ოცი წლის შემდეგ? იქ მოქალაქეებს ბიომეტრიულ სამაჯურებს გაუკეთებენ, რომლებიც ყველა მონაცემს აფიქსირებს, და როდესაც ადამიანი რადიოთი მოუსმენს უზენაესი ლიდერის გამოსვლას, „დიდ ძმას“ ეცოდინება, თუ რას ფიქრობს ის რეალურად მმართველის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გაიღიმოთ და ტაში დაუკრათ, მაგრამ თუ ამ მომენტში გაბრაზებული იქნებით, მაშინ ხვალ დილით გულაგში ამოყოფთ თავს.

  არ იფიქროთ, რომ ასეთ რეჟიმებს სადმე დოვლათიან მყუდრო კუთხეში დაემალებით, როგორიცაა, მაგალითად, დავოსი: არ გჯერათ - ჰკითხეთ ჯეფ ბეზოსს. იმავე სტალინურ რეჟიმში, პირველ რიგში, კომუნისტური ელიტა იყო სამიზნეში ამოღებული. ეს სამართლიანია მომავლის ციფრული დიქტატურისთვის: რაც უფრო მაღალია იერარქია, მით უფრო ყურადღებით დაგაკვირდებიან თქვენ. ასე რომ, თუ WhatsApp-ით მიიღეთ საეჭვო შეტყობინება რომელიღაც პრინცისგან, არ გახსნათ ეს შეტყობინება!

ადამიანები სულ უფრო მეტად უცხადებენ ნდობას ხელოვნურ ინტელექტს, გადასცემენ ალგორითმებს ცოდნას და უნარ-ჩვევებს. პრინციპში, დღეს მილიარდობით მომხმარებელი მიიჩნევს, რომ Facebook მათზე უკეთესად ჩამოაყალიბებს მათი საკუთარი დღის წესრიგის სურათს, Google უკარნახებს, მართალია თუ არა ეს ინფორმაცია, Netflix აირჩევს ფილმს სანახავად და Amazon და Alibaba გირჩევთ, თუ რა იყიდოთ. იგივე ალგორითმები უახლოეს მომავალში თეორიულად ადვილად უწინასწარმეტყველებენ ადამიანს, სად უნდა წავიდეს ის სამუშაოდ, ვისზე იქორწინოს, ხოლო კომპანიებს და ბანკებს - ვინ დაიქირავონ და ვის ასესხონ ფული. ცენტრობანკებსაც კი შეუძლიათ დაეყრდნონ ხელოვნურ ინტელექტს ოპტიმალური ფსონის გაანგარიშებაში. ეს ყველაფერი მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ კომპიუტერმა ასე გადაწყვიტა.

ადამიანის ტვინი დღეს ვერ შეძლებს ბიოლოგიის შესახებ ყველა ცოდნის, ყველა იმ გამოთვლითი სიმძლავრის და იმ მონაცემების ჩატევას, რომელიც კომპიუტერში ინახება. ყველაფერს იქით მივყავართ, რომ ერთხელ ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარი დარჩება ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებები. შედარებით თავისუფალ ქვეყნებშიც კი, ადამიანები რისკავენ საკუთარ სიცოცხლესა და სახელმწიფო მმართელობაზე კონტროლის დაკარგვას. თუ როგორ მუშაობს ფინანსური სისტემა, დღეს უკვე კარგად ესმის კაცობრიობის 1%-ს. ოცი წლის შემდეგ  ეს მაჩვენებელი შეიძლება ნულამდე შემცირდეს.

ხელოვნური ინტელექტის შეტევის ფონზე, ჩვენ ფილოსოფიური გაკოტრების წინაშე ვდგავართ - ჩვენ არ გვაქვს რესურსები და ინსტრუმენტები, რომ გავაცნობიეროთ და ავხსნათ მიმდინარე ცვლილებები. პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებს ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შეუძლიათ დედამიწაზე სამოთხის და ჯოჯოხეთის შექმნა თავისი შეხედულებისამებრ. მაგრამ ფილოსოფოსებს ჯერ არ ძალუძთ კონცეპტუალურად ამ პერსპექტივების გააზრება. შედეგად, ამ ახალ ციფრულ ჯოჯოხეთში შეიძლება მთელი  კაცობრიობა აღმოჩნდეს.

გამანადგურებელი ტექნოლოგიები ჩვენ ბიოლოგიურ სტრუქტურასაც ემუქრებიან. უახლოეს ათწლეულებში ხელოვნურ ინტელექტს და ბიოტექნოლოგიებს შეუძლიათ მოგვცენ ღვთის მსგავსი თვისებები, ხელოვნურად ახალი ადამიანები და ორგანული ცხოვრებაც კი შექმნან, რომელიც გონივრულმა ჩანაფიქრმა ჩამოაყალიბა. არმიას, კორპორაციებს და სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ახალი უნარ-ჩვევები მანიპულაციებისთვის - ჩამოუყალიბონ მათზე დამოკიდებულ მოქალაქეებს თვისებების სპეციალური კომპლექტი. ეს იქნება ლოიალურ დისციპლინირებულ ადამიანთა რასა, რომლებსაც არ შეუძლიათ თანაგრძნობა, არ შეუძლიათ იყვნენ შემოქმედები და სულიერად ღრმა პიროვნებები.

ეს ყველაფერი განაჩენი არ არის, არამედ მხოლოდ განვითარების ერთ-ერთი სცენარი. ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნიკა XXI საუკუნეში შესაძლებელს გახდის თავისი სტრუქტურით განსხვავებული საზოგადოებების შექმნას. თუ გაშინებთ ჩემ მიერ აღწერილი საფრთხე, თქვენ შეგწევთ ძალა  გავლენა მოახდინოთ იმაზე, რომ ეს საფრთხეები არ განხორციელდეს. მაგრამ ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება გლობალური კოოპერაცია. ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია ახსოვდეთ, რომ არც ერთი ქვეყანა ცალ-ცალკე ვერ გაუმკლავდება ისეთ რისკებს, როგორიცაა ბირთვული ომი და კლიმატური კატასტროფები. იგივე ეხება ხელოვნურ  ინტელექტს.

მნიშვნელოვანია ნდობა - სახელმწიფოები დარწმუნებული უნდა იყონ, რომ მეზობელი არ გიღალატებს და არ შეიმუშავებს სასიკვდილო ტექნოლოგიას. იმიტომ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ იქნება, ვინ იყო პირველი, - კაცობრიობა ყველაფერს დაკარგავს.

  დღეს, ცალკეული ქვეყნების ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ დაპირისპირება ნაციონალიზმსა და გლობალიზმს შორის წარსულის ხელოვნური კონტექსტია. ასეთი კოლიზია არ დგას დღის წესრიგში, ნაციონალიზმი არ ნიშნავს უცხოელების მიმართ სიძულვილს, ნაციონალიზმი ნიშნავს სიყვარულს თანამემამულეების მიმართ. XXI საუკუნეში ქვეყანა რომ დაიცვა, საჭიროა უცხოელებთან კოოპერირება. ნებისმიერი პატიოსანი ნაციონალისტი დღეს ვალდებულია იყოს გლობალისტი.

  ასეთი კოოპერაციის კარგი მაგალითია მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ეს ამავდროულად, შეჯიბრიც არის ეროვნულ ნაკრებებს შორის,  და გლობალური ჰარმონიის სახე, სადაც  ყველა თანხმდება მონაწილეობაზე ერთი და იგივე წესებით. თუ გიყვართ მსოფლიო ჩემპიონატები, ჩათვალეთ, რომ უკვე გლობალისტი ხართ. დარჩა მხოლოდ ერთიანი წესების გადატანა ფეხბურთიდან კლიმატურ საფრთხეებზე და სახიფათო ტექნოლოგიებზე.

მოლაპარაკება ადვილი არ იქნება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კაცობრიობამ უკვე შეძლო ჯუნგლების კანონების გადალახვა, რომლის მეშვეობითაც მრავალი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და ვითარდებოდა. ამ კანონის თანახმად, ერებს არ შეუძლია არსებობა რეგულარული კონფლიქტების გარეშე, ხოლო მშვიდობა ყოველთვის აღიქმებოდა როგორც დროებითი ზავი წარსულ და მომავალ ომებს შორის. ამჟამინდელმა გლობალურმა მსოფლიო წესრიგმა, მიუხედავად ყველა ხარვეზებისა, შესაძლებელი გახადა წარმატებული და ევოლუციონირებული სისტემის შექმნა. მშვიდობა  აღარ ნიშნავს „ზავს“.

მაგრამ თავს ნუ დავიმშვიდებთ ამ მოსაზრებით. დიახ, დღეს მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ვიდრე ისინი, ვინც ომში იღუპება, დენთი ნაკლებად სასიკვდილო ფხვნილი გახდა, ვიდრე შაქარი, ხოლო ქვეყნების უმრავლესობა (იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა რუსეთი) არ ოცნებობს მეზობლების ტერიტორიების დაპყრობას და უფრო მეტად იხარჯებიან განათლებაზე და მედიცინაზე, ვიდრე თავდაცვაზე. ეს აღარ არის ჯუნგლები. თუმცა კეთილდღეობაც ილუზორულია: ქვეყნებს ავიწყდებათ, რამდენად სუსტია რეალურად  მსოფლიოს მოწყობილობა, და არ აფასებენ იმას, რაც გვაქვს. პლანეტა გვაგონებს სახლს, რომლის ბინადართ უბრალოდ სძინავთ იქ და არ აპირებენ მის შეკეთებას. სახლი კიდევ რამდენიმე წელს გაძლებს, მაგრამ ერთ დღეს, თუ ჩვენ არაფერს შევცვლით, ჩამოინგრევა. და ჩვენ ჯუნგლებში დავბრუნდებით.

რა თქმა უნდა, თუ კაცობრიობა საკუთარ თავს გაანადგურებს, ეს არ იქნება ქვეყნის დასასრული. ვინმე, ალბათ, გადარჩება. ალბათ, ვირთხები. გადარჩებიან და შექმნიან ახალ ცივილიზაციას, გაითვალისწინებენ ჩვენ შეცდომებს. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ აპოკალიფსური სცენარი არ მოხდება და პრობლემების გადაჭრის პასუხისმგებლობას ლიდერები აიღებენ, რომლებიც იკრიბებიან აქ, დავოსში. 


==


































































































































































The same genocidal maniacs wrote the Bible. TBIS IS WHY YOU SEE SO MANY "COINCIDENTAL" HAPPENINGS in our current world. These religious murderes are making that book come true. THEY WANT YOU TO BELIEVE ITS THE apocalypse when it facf its all planned by greedy , religious , deviant man. Religion is the ultimate conspiracy and ultimate control tool.









https://bookap.info/popular/glass_vrednye_lyudi_vokrug_nas_kak_s_nimi_borotsya/gl54.shtm


























































































Правда ли, что женщины могут испытывать 5 видов оргазма? Психолог-сексолог Оксана Бачинская СЕКС.РФ ответила на этот вопрос.





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised