https://vecherniy.kharkov.ua/news/161481/ПРАВООХРАНИТЕЛИ
საუბრობენ სოციალური ქსელების საშიშროების შესახებ
ირინა კანუნიკოვა
ბოროტმოქმედს ბავშვთან კონტაქტზე გასვლა მშობლების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოს წყალობით შეუძლია.
როდესაც მშობლები შვილებს სკოლასთან ფოტოსურათს უღებენ, მიუთითებენ ლოკაციას, პერსონალურ მონაცემებს სურათის ქვეშ, ამით ისინი საფრთხეს უქმნიან მათ და თავად ეხმარებიან დამნაშავეებს, გვაფრთხილებენ სამართალდამცავები.
დღეს მშობლები ყველას წინაშე ტრაბახობენ თავისი შვილებით და სოციალურ ქსელში მათ სურათებს აქვეყნებენ. ამავე დროს, სპეციალისტები აფრთხილებენ იმ საშიშროების შესახებ, რომელსაც შეიცავს ერთი შეხედვით უწყინარი მშობლის სურვილი, ყველას აჩვენოს, რა ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი, სპორტული, საყვარელი შვილი ჰყავს.
პრეზიდენტის ბავშვთა უფლებების რწმუნებულის ნიკოლაი კულებას განცხადებით, პირველ რიგში, მშობლებმა უნდა აღიარონ, რომ ბავშვს აქვს თავისი პირადი ცხოვრება და მას პატივისცემით უნდა მოეპყრონ.
„როდესაც დიდ ბრიტანეთში გამოკითხვა ჩაატარეს ინტერნეტში ბავშვების ფოტოების გამოქვეყნების თემაზე, აღმოჩნდა, რომ ზრდასრულთა უმეტესობა ამას საერთოდ არ აკეთებს, რადგან ეს სხვა ადამიანის პირადი ცხოვრებაა, - ამბობს ნიკოლაი კულება. - უფროსი ასაკის ბავშვისგან მისი ფოტოს გამოქვეყნებამდე საჭიროა ნებართვის მიღება. პირად სივრცეში შეჭრამ მას შეიძლება ტრავმა მიაყენოს.
ომბუდსმენი კი საერთოდ არ ურჩევს მშობლებს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ფოტოების ინტერნეტში განთავსებას. ის ამბობს, რომ ერთი შეხედვით უწყინარი და ბუნებრივი სურვილი აჩვენო შენი შვილი დიდი საფრთხის შემცველია. ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვთ ბოლომდე ჩამოყალიბებული ფსიქიკა, მათ არ შეუძლიათ ადეკვატურად სიტუაციის გაანალიზება და ბოროტმოქმედის ამოცნობა. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვის მოტყუება ან მოტაცება ძალიან ადვილია.
- განსაკუთრებით ხშირად ბოროტმოქმედები სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით გადიან ბავშვთან კონტაქტზე. ასე რომ, როცა თქვენი შვილის ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებთ, ყურადღებით უნდა შეარჩიოთ სურათები და შეზღუდოთ მათზე წვდომა, - გვირჩევს ნიკოლაი კულება.
ხარკოვის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს იუვენალური პრევენციის განყოფილების უფროსი ინსპექტორი კონსტანტინე შერემეტი საერთოდ კატეგორიულად ეწინააღმდეგება სოციალურ ქსელებში ნებისმიერი ასაკის ბავშვების ფოტოების განთავსებას. მისი თქმით, ყველა ოჯახში შეიძლება შეიქმნა ისეთი სიტუაცია, როდესაც მის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ სრულიად უცხო პირები, რომლებსაც ამოძრავებთ გარკვეული დანაშაულებრივი მიზნები.
- სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სურათები შეიძლება დასჭირდეს არაკეთილმსურველებს. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ მშობლებმა ინტერნეტში განათავსონ შვილების ფოტოები, გაუზიარონ მათი წარმატებები, მიღწევები, ისაუბრონ შესანიშნავად გატარებულ შვებულებაზე, - ახმოვანებს თავის აზრს პოლიციელი. - რისთვის შეიძლება ამ ფოტოების გამოყენება, ცალსახად თქმა შეუძლებელია, მიუხედავად ამისა, ყველა ინფორმაცია შიდა ოჯახური ურთიერთობების შესახებ ოჯახში უნდა დარჩეს. ეს ახლო ადამიანებთან ერთად შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოალბომი ან აჩვენოთ სურათები ელექტრონულ ფორმატში, მაგრამ ფეისბუქზე განთავსებას არ გირჩევთ. თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს ოჯახს და, პირველ რიგში, შვილებს.
გარდა ამისა, სოციალურ ქსელში წინდაუხედავად გამოქვეყნებულმა ბავშვის ფოტომ შეიძლება მის მიმართ ბულინგის პროვოცირება გამოიწვიოს, გვაფრთხილებს სამართალდამცველი.
- დაიტრაბახეთ, მაგალითად, როგორ მშვენივრად ისვენებს ბავშვი მშობლებთან ერთად ზღვაზე. და აქ - ელემენტარული ბავშვური შური მოქმედებს: რომელიმე მის თანაკლასელს ეს შეიძლება არ მოეწონოს. ამ სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც კიბერბულინგის, ასევე ბულინგის პროვოცირება სკოლაში.
ბავშვი იწყებს დევნას ყველა შემდგომი შედეგით. ანუ მშობლები თავად უქმნიან თავის შვილს საფრთხეს, - ამბობს კონსტანტინე შერემეტი.
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised