მეცნიერებმა აღმოჩენა გააკეთეს ანატომიის სფეროში
https://lenta.ru/news/2021/12/26/science/
ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საღეჭი კუნთის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს.
ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს აღმოჩენა ანატომიის სფეროში, მათ აღმოაჩინეს საღეჭი კუნთის ახალი ნაწილი. მკვლევარებმა კომენტარი მისცეს სამეცნიერო პორტალ ScienceDaily-ს.
დოქტორ სილვია მეზეის თქმით, მათ მიერ აღმოჩენილი საღეჭი კუნთის ნაწილი განსხვავდება სხვა შრეებისგან თავისი მდებარეობითა და ფუნქციით. ის ასტაბილურებს ქვედა ყბას და შეუძლია უკან ყურისკენ მისი მიზიდვა. მკვლევარებმა მეზეისა და პროფესორ იენს კრისტოფ ტურპის ხელმძღვანელობით შეისწავლეს 12გარდაცვლილი ადამიანების ფორმალინში ჩადებული თავი, რომლებმაც თავიანთი სხეულები მეცნიერებას შესწირეს. მათ ასევე გააანალიზეს კიდევ 16 სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია და ერთი ცოცხალი ადამიანის მრტ მონაცემები.
ახალ ფენას დაარქვეს Musculus masseter pars coronidea (საღეჭი კუნთის კორონოიდური მაწილი), რადგან ის მიმაგრებულია ქვედა ყბის კორონოიდულ წამონაზარდზე. ითვლებოდა, რომ საღეჭი კუნთი შედგება ორი ნაწილისაგან: ზედაპირული და ღრმა, თუმცა ბევრ მეცნიერს ეჭვი ეპარებოდა ამ თეორიაში წინააღმდეგობების გამო. „ცნობილია, რომ ბოლო ასი წლის განმავლობაში ადამიანის ანატომიაში შესწავლილი იქნა თითქმის ყველაფერი. ამიტომ უფრო გასაკვირია ჩვენი აღმოჩენა, რადგან ის თავისი მასშტაბით შედარებულია ზოოლოგების მიერ ხერხემლიანთა ახალი სახეობის აღმოჩენასთან“, - თქვა პროფესორმა ტიურპმა.
ადრე, დეტროიტის უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ორგანიზმში აღმოაჩინეს გენები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ენაბორძიკობაზე. ასევე გაირკვა, რომ ამ დაავადებასთან არიან დაკავშირებული გენები, რომლებიც არეგულირებენ სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, და გენები, რომლებიც ადრე ასოცირდებოდნენ აუტიზმთან
==
https://www.kommersant.ru/doc/3211008#id1394136
ადამიანის ახალი ორგანო - ახალი შესაძლებლობები მედიცინისთვის
ანატომია
ირლანდიის ლიმერიკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს. უფრო ზუსტად, მათ მიერ შემოთავაზებული იყო მეზენტერიუმის ერთიან ორგანოდ განხილვა. ეს არა მხოლოდ ცვლის შეხედულებებს ადამიანის მორფოლოგიისა და ანატომიის შესახებ, არამედ ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მკურნალობის ახალ გზებს.
ანატომებმა და ექიმებმა ყოველთვის იცოდნენ მეზენტერიის არსებობის შესახებ, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი შედგება მრავალი ცალკეული ელემენტისგან. მაშ რა არის მეზენტერია? მეზენტერია არის მუცლის აპკის გაორმაგებული ფენა (თხელი ფენა, რომელიც ფარავს მუცლის ღრუს ყველა ორგანოს), რომელიც შეიცავს ნაწლავების სისხლძარღვებს, ლიმფურ ჯირკვლებს და ნერვების წნულს. მეზენტერია აერთიანებს ნაწლავების ყველა მარყუჟს და უზრუნველყოფს მათ მიმაგრებას მუცლის ღრუს უკანა კედელზე, ასევე ხელს უშლის მათ ერთმანეთში გადახვევას.
ასობით წელი მუცლის ღრუს ორგანოების ანატომიის შესწავლა ემყარებოდა დოგმას, რომ მეზენტერია არის ფრაგმენტული და დამხმარე სტრუქტურა, რომელიც შედგება რამდენიმე განცალკევებული „მეზენტერიისგან“. ითვლებოდა, რომ წვრილ ნაწლავს მეზენტერია ცალკე ჰქონდა და მსხვილი ნაწლავის ზოგიერთ ნაწილს - განივ მსხვილ ნაწლავს და სიგმოიდურს - ცალკე, ხოლო ნაწლავის სხვა ნაწილებს მეზენტერია არ ჰქონდათ.
ლიმერიკის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორების კელვინ კოფისა და პიტერ ო’ლირის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მეზენტერია წარმოადგენს ერთან და განუყოფელ ორგანოს, თითოეული ორგანოსთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ფუნქციებით და პათოლოგიური პროცესების სპექტრით. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2016 წლის ნოემბერში ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet Gastroenterology & Hepatology-ში.
„ამ კვლევის წყალობით, რომელიც ეფუძნებოდა მეზენტერიის ემბრიოლოგიური განვითარებისა და ჰისტოლოგიური სტრუქტურის შესწავლას, სამედიცინო საზოგადოებას უკვე შეუძლია განიხილოს იგი, როგორც ცალკე ორგანო“, - თქვა კვლევის ავტორმა, პროფესორმა კოფიმ.
პროფესორი კოფი მიიჩნევს, რომ კვლევის მონაცემებმა უნდა განაახლონ სამედიცინო ინსტიტუტებში მუცლის ღრუს ანატომიის შესწავლის პრინციპები. ანატომიის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოს, Gray's Anatomy-ის, რედაქტორებმა უკვე გაითვალისწინეს ეს სიახლე და განაახლეს წიგნში საჭმლის მომნელებელი სისტემის სტრუქტურის ნაწილი.
რატომ არის ასეთი არსებითი ერთი შეხედვით განსაკუთრებით ტერმინოლოგიური სიახლე? მეზენტერიის სტრუქტურის ახალი ანატომიური გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქირურგიის შემდგომი განვითარებისთვის, განსაკუთრებით ონკოქირურგიის. მაგალითად, ბოლო წლებში ქირურგებმა მოახერხეს მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტების მკურნალობის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. უპირველეს ყოვლისა, ეს არის მეზენტერიის ერთიანი ანატომიური სტრუქტურის კონცეფციის მიღების შედეგი და მისი როლი დაავადების რეციდივის განვითარებაში. ასევე, ქირურგები მთელს მსოფლიოში აღიარებენ, რომ მეზენტერიის, როგორც მთლიანი ორგანოს ხედვა იძლევა მრავალი ოპერაციის სტანდარტიზების საშუალებას, ასევე მათი ტრავმულობის შემცირებას. შედეგი არის გართულებების ნაკლები რაოდენობა და პაციენტის სწრაფი აღდგენა ოპერაციის შემდეგ.
„ჩვენ უკვე ვიცით მეზენტერიის ანატომია და წარმომავლობა, ჯერ კიდევ საჭიროა მისი ფუნქციის საბოლოოდ გაგება, - ამბობს პროფესორი კოფი. - ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ განვსაზღვროთ მისი პათოლოგიის ფორმები. ეს კი, შეიძლება ითქვას, უკვე მთელი მეცნიერებაა, „მეცნიერება მეზენტერიის შესახებ“, ისეთივე, როგორც გასტროენტეროლოგია ან ჰეპატოლოგია.
ითვლება, რომ მეზენტერიის მთავარი ფუნქციაა წვრილი და მსხვილი ნაწლავის მარყუჟების შენარჩუნება თავის მდგომარეობაში და მათი მენჯის ღრუში ჩაშვების თავიდან აცილება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეზენტერიის გამოჩენა Homo sapiens-ში ერთ-ერთი მოწყობილობა იყო ვერტიკალურად სიარულისთვის. ასევე მნიშვნელოვანია მეზენტერიის როლი იმუნური პასუხის განვითარებაში - მასში მრავალი ლიმფური კვანძია, რომლის შიგნითაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ბაქტერიებისგან დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ორგანიზმში ხვდება წვრილი ნაწლავის სანათურით. თუმცა, ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ მეზენტერული პათოლოგიის სპექტრი ბოლომდე არ არის განსაზღვრული: განიხილება მისი როლი ნაწლავის ანთების, მსხვილი ნაწლავის კიბოს, შაქრის დიაბეტისა და სიმსუქნის გაჩენაში. და, შესაძლოა, მეზენტერიის პათოლოგიის საიდუმლოებების გამჟღავნება ექიმებს საშუალებას მისცემს წინ წაიწიონ ამ გავრცელებული და ხანგრძლივი დაავადებების მკურნალობაში.
ვლადისლავ ბუგაევი,
ნ.ნ. ბლოხინის სახელობის რუსეთის ონკოლოგიური სამეცნიერო
ცენტრის ქირურგი- ონკოლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised